понедельник, 7 октября 2013 г.

რეზიუმე

რ ე ზ ი უ მ ე


ზოგადი ინფორმაცია
  • სახელი, გვარი: რევაზ რიჟამაძე
  • ელექტრონული მისამართი: rizhamadzerevaz@gmail.com
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ები: 593 3209 33; 597 12 05 05; 2 99 06 88
  • საცხოვრებელი ბინის მისამართი; ქ. თბილისი, პ. იაშვილის 3/პ.ჩაიკოვსკის 8.
განათლება
  1. 1990–1996 წწ. – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი(დღის დასწრებული, წითელი დიპლომი);
  2. 2005წ. – მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა(საერთო სპეციალიზაცია, სერტიფიკატი);
  3. 2011–2013 წწ.– ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგები ადვოკატთა პროფესიული ეთიკისა და კერძო სამართლის საკითხებზე (სერტიფიკატები).
       გამოცდილებ
 
  1. 1998–2013 წწ. – საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი;
  2. 2011–2013  საადვოკატო ბიუროს ,,რევაზ რიჟამაძისა და ილია ლომიას სამართლებრივი დახმარების ცენტრი“–ს დამფუძნებელი და დირექტორი;
  3. 2011–2013 წწ. _ შპს ,,საქართველოს საარბიტრაჟო კოლეგია“–ს დამფუძნებელი და დირექტორი;
  4. 2001–2013 წწ. – არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს სამართალშემოქმედთა კავშირი“–ს დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე;
5.    2000 –2001 წწ. – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მასწავლებელი(საავტორო სამართალი).
  1. 1999–2003წწ. შპს ,,მცირე აკადემია“ მასწავლებელი (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი).
  2. 1996–1998 წწ. – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო დანაყოფი, გამომძიებელი.
სამეცნიერო მუშაობა
1.      2001 წ. – სტატიები: ,,რა არის მართალი სამართალი“, ,,მართლშეგნების ცნება“ ( ჟურნალი ,,სამართალი“);
2.      2006 წ. – მონოგრაფია : ,,შესავალი ქართულ სამართალშემოქმედებაში(როგორ იქმნება სამართალი)“  (გამომცემლობა ,,ბონა კაუზა“);
3.      2012 წელი – სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა: სამართლის ფილოსოფია(www.library.court.ge): ,,შესავალი ქართულ სამართალშემოქმედებაში(როგორ იქმნება სამართალი).“
დამატებით ინფორმაცია

  1. კომპიუტერი: საოფისე პროგრამები:
  2. უცხო ენები: რუსული (კარგად), გერმანული(ლექსიკონის დახმარებით).

четверг, 11 апреля 2013 г.

იურიდიული ფაქტის დადგენა



განმცხადებელი: ხანუმა ხატოიანი, პირადი № 01024012584,  მცხ. თბილისი ზემო ვეძისის დასახლება №70.

წარმომადგენელი ადვოკატი რევაზ რიჟამაძე, პირადი№100001018698, სიითი №0567;
მის: თბილისი, ჩაიკოვსკის 8. ტელ: 593320933. ელ. ფოსტა: rizhamadzerevaz@gmail.com

დაინტერესებული პირები:

1.თამარ ხატოიანი, მცხ.თბილისი, მიცკევიჩის ქ. კორპ.1. ბინა №85. ტელ: 2 37-66-59
2. ზემირხან ხატოიანი, მცხ. ქ. თბილისი, ზემო ვეძისის დასახლება №70(რწმუნებული - რევაზ რიჟამაძე).


გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს
(იურიდიული ფაქტის დადგენა)

 თბილისი                                                                                                                          11 აპრილი 2013 წელი

 მოგახსენებთ, რომ გული ხატოიანი იყო  ჩემი - ხანუმა ხატოიანის დედა. ის გარდაიცვალა 2012 წლის 20 ივნისს. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით  სამკვიდრო ქონება, საცხოვრებელი სახლი, მდებარე თბილისი, მიცკევიჩის ქ. კორპ.1. ბინა №85 იმყოფება გულია(იგივე გული) ხატოიანის სახელზე. აღნიშნულ სამკვიდროზე პრეტენზიას ვაცხადებთ მე - ხანუმა ხატოიანი, ჩემი ძმა - ზემირხან ხატოიანი და ჩემი და - თამარ ხატოიანი. ეს უკანასკნელი ამჯერად ცხოვრობს სამკვიდრო საცხოვრებელი სახლში, ხოლო მე და ჩემი ძმა - ქ. თბილისში, ზემო ვეძისის დასახლება №70-ში(იხ. დანართი).  
   ჩემი ინტერესია სანოტარო ბიუროში მოხდეს სამკვიდროს მიღება შესაბამისი წილებით. თუმცა  ცნობა-დახასიათების მიხედვით, სამკვიდრო ქონება ეკუთვნის არა გული ხატოიანს, არამედ გულია ხატოიანს(განსხვავება სახელის ბოლო ერთი ასო ,,ა“-ს დამატებაშია), არადა სხვა ყველა საბუთებში: საინფორმაციო ბარათებში, შვილების დაბადების მოწმობებში, გარდაცვალების მოწმობაში, პირადობის მოწმობასა და პასპორტში, დედა ყველგან სახელით - ,,გული“ არის მოხსენიებული და არა ,,გულია“-თი(იხ. დანართი).
აღნიშნულ საკითხზე, თუკი ასეთი უსწორობა მიიჩნეოდა ტექნიკურ ხარვეზად, განცხადებით მივმართე საჯარო რეესტრის სამსახურს, რათა გასწორებულიყო იგი და უძრავი ქონების ცნობა-დახასიათებაში მესაკუთრის ვინაობის გრაფაში მითითებულიყო - ,,გული ხატოიანი“.  სარეგისტრაციო სამსახურმა აღნიშნული არ ჩათვალა ხარვეზად, რადგან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის -  ცნობა-დახასიათება გაცემულია მის საფუძვლად არსებული დოკუმენტის - ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების მონაცემების მიხედვით, სადაც ბინის მფლობელად ,,გულია ხატოიანი“-ა მითითებული. შესაბამისად ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა(იხ. დანართი).
   აღნიშნული საკითხის შემდგომი გამოკვლევის მიზნით ნოტარიუსთა პალატის არქივიდან გამოვითხოვე სანოტარო წარმოების ყველა ის დოკუმენტი, რაც საფუძვლად დაედო პრივატიზაციის ხელშეკრულებას და შემდგომ - საკუთრების საბუთს. არქივიდან მიღებულ იქნა შემდეგი საბუთები:  სანოტარო აქტების რეგისტრაციის ჟურნალის გვერდები(რეესტრი), გული ხატოიანის განცხადება, პრივატიზაციის ხელშეკრულება, ცნობა საბინაო პირობებოს შემოწმების შესახებ. მხოლოდ განცხადებაში, რომელიც რუსულ ენაზეა შედგენილი, ნათლად ჩანს, რომ განმცხადებელი საკუთარ თავს გული ხატოიანად მოიხსენიებს. სხვა საბუთებში ჩანაწერები მკვეთრად გამოხატული არაა(იხ. დანართი).
 დასახელებული საკითხის გადაწყვეტა  ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ და ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით არ მიეკუთვნება სამოქალაქო რეესტრისა და ნოტარიუსის კომპეტენციას. სამკვიდრო მოწმობის გარეშე კი შეუძლებელი ხდება სამკვიდრო ქონების რეგისტრირება საჯარო რეესტრში(ამონაწერის მომზადება), ვინაიდან სამკვიდრო, ჯერ მიღებული უნდა იქნას მემკვიდრეების მიერ, რათა  შემდგომში მათივე სახელზე განხორციელდეს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ რეესტრის ამონაწერის მომზადება. ამ ეტაპზე კი გარდაცვლილი პირის(გული ხატოიანის)  სახელზე ამონაწერის მიღება უძრავ ქონებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ვერ ხერხდება, არადა, სანამ არ დადგინდება  იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ , რომ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ნივთზე: ზონა: თბილისი; მისამართი: მიცკევიჩის ქ. კორპ.1. ბინა №85. საცხოვრებელი ფართი ლიტერი ა, 46,40 კვ.მ. საერთო ფართი ლიტერი ა, 80,00 კვ.მ. გაცემული ცნობა დახასიათება TT2013003404, გაცემული  28/01/2013 15:32:48  ეკუთვნის გული ხატოიანს, დაბადებულს 1933 წლის 16 აპრილს, ქ. ბათუმში, პირადი ნომრით: 01024045356, რეგისტრირებული მისამართზე: თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა. კორპუსი 1. ბინა 85, მანამდე ნოტარიუსი ვერ ახდენს სამკვიდრო მოწმობების გაცემას.
 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2  ნაწილის დ) ქვეპუნქტის მიხედვით,  სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა; მათ შორის, უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში  აღნიშნულ სახელს.
 ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე გთხოვთ, დ ა ა დ გ ი ნ ო  თ :

-               იურიდიული ფაქტი იმის შესახებ, რომ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ნივთზე: ზონა: თბილისი; მისამართი: მიცკევიჩის ქ. კორპ.1. ბინა №85. საცხოვრებელი ფართი ლიტერი ა, 46,40 კვ.მ. საერთო ფართი ლიტერი ა, 80,00 კვ.მ. გაცემული ცნობა დახასიათება TT2013003404, გაცემული  28/01/2013 15:32:48  ეკუთვნის გული ხატოიანს, დაბადებულს 1933 წლის 16 აპრილს, ქ. ბათუმში, პირადი ნომრით: 01024045356, რეგისტრირებული მისამართზე: თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა. კორპუსი 1. ბინა 85.

დანართი: 1. სახ. ბაჟის გადახდის ქვითარი(25 ლარი, მაგისტრატი სასამართლოს განსჯადი საქმე)(დედანი)(1ფ);
                        2. ცნობა-დახასიათება(1ფ);
                          3. ნოტარიუსთა პალატის არქივიდან გამოთხოვილი საბუთები, აკინძული და გადანომრილი ,,09“ ფურცლად (სულ 9 ფურც).
                        4.გული ხატოიანის გარდაცვალების მოწმობა(1ფ)
                        5.ხანუმა და ზემირხან ხატოიანების დაბადების მოწმობები(2ფ)
                        6. გული ხატოიანის პირადობის მოწმობის  და პასპორტის ასლი (2ფ)
                        7. გული ხატოიანის საპენსიო მოწმობის ასლი(1ფ)
                        8. იუსტიციის სახლის საინფორმაციო ბარათები  ხანუმა და ზემირხან ხატოიანებზე( 4ფ);
                          9. ზემირხან და ხანუმა ხატოიანებზე შედგენილი ფირმა №1-ები თანდართული საბუთებით (10 ფ)
                          10. განცხადება და  გადაწყვეტილება ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ 22.03.2013 12:06:28.(2 ფ).
                          11. რწმუნებულებები: ხანუმა ხატოიანი - რევაზ რიჟამაძე; ზემირხან ხატოიანი - რევაზ რიჟამაძე(6ფ).

                                                  სულ: განცხადებასთან ერთად: ,,39“ ფურცლად.

შენიშვნა: საბუთების დედნები ინახება ჩვენთან  და წარმოვადგენთ სასამართლო სხდომაზე.


განმცხადებელი:                                                                        რევაზ რიჟამაძე
                                       ხანუმა ხატოიანის წარმომადგენელი

пятница, 29 июня 2012 г.

შესავალი ქართულ სამართალშემოქმედებაში(როგორ იქმნება სამართალი)


რევაზ რიჟამაძე შესავალი ქართულ სამართალშემოქმედებაში (როგორ იქმნება სამართალი) თბილისი, 2006 წელი კანონმდებლობის თეორია   გამომცემელი: იურიდიული ფირმა „ბონა კაუზა“ თბილისი, 2006 წ ISBN 99940-58-25-8  შ ი ნ ა ა რ ს ი წინასიტყვაობა 5 შესავალი 7 თავი 1. სამართალშემოქმედების არსი, ეტაპები და სტრუქტურა 18 თავი 2. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის გაგების პრობლემა 20 თავი 3. ინდივიდუალური და მასობრივი მართლშეგნების როლი სამართლის ნორმის რეალიზაციის პროცესში 32 1. მართლშეგნების ცნება და სტრუქტურა 32 2. მართლშეგნება, როგორც სამართლებრივი რეგულირების წყარო 39 3. მასობრივი მართლშეგნების როლი სამართლის რეალიზაციის პროცესში 46 4. შინაგანი რწმენა როგორც სამოსამართლო სამართალშემოქმედების მორალური წყარო 49 5. სახელმწიფო მართლშეგნების ცნება 52 6. ადამიანური მრწამსი და მისი მორალურ-სამართლებრივი დანიშნულება 55 7. სამართლის ნორმების ეფექტურობის ცნება 64 8. სამართლის ნორმის ეფექტური მოქმედების პროგნოზირების ზოგიერთი მეთოდი 65 თავი 4. ხელისუფლება და სამართლებრივი კატეგორიები 68 1. ხელისუფლების ცნება და მისი ფუნქციები 68 2. ხელისუფლების მორალურ-სამართლებრივი ასპექტები 72 3. საზოგადოების ურთიერთობების იურიდიული ფორმების სოციოლოგიური ასპექტები 80 4. სამართლებრივი იდეოლოგია, როგორც ეროვნული იდეოლოგიის წინამძღვარი 86 თავი 5. პოზიტიური სამართალი როგორც სამართალშემოქმედების უნივერსალური იურიდიული ფორმა 88 1. სამართლის ზნეობრივი ღირებულება 88 2. კანონთა სულისძიება 96 3. უფლებისა და სამართლის ცნებათა ურთიერთმიმართების ზოგიერთი სიპტომატიკის შესახებ 102 4. სამართლიანობის იდეის ნორმატიული ბუნება და მისი საზრისი პოზიტიურ სამართალში / ანუ რა არის მართალი სამართალი 105 თავი 6. ძირითადი დასკვნები 114 რედაქტორისაგან 118 რეცენზია 120 სქოლიო 122   წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა ჩვენი სახელმწიფოს თანამედროვე ცხოვრების სინამდვილე გვაძლევს რეალურ საფუძველს მეცნიერული კვლევა-ძიება გაშუქებულ იქნას არა მარტო კონკრეტულად დღევანდელ სოციალურ პრობლემატიკასთან მიმართებაში, არამედ საერთოდ საზოგადოებრივი თანაცხოვრებისათვის ტიპიური ასპექტების გათვალისწინებით. ხსენებული ფაქტორი გამოწვეულია იმ მარტივი ჭეშმარიტების გამო, რომ სახელმწიფოში, სადაც ეტაპობრივად მიმდინარეობს სოციალურ ღირებულებათა გადაფასება, ძველი ინსტიტუციონალური სისტემის ახლით შეცვლის პროცესი, შეუძლებელია ევოლუცია წინააღმდეგობითი სპექტრის გარეშე წარიმართოს, და რაც მთავარია, ამ დროს საზოგადოების სხვადასხვა წრე არაერთგვაროვნად აცნობიერებს მიმდინარე მოვლენებს. საზოგადოდ, ბაზისური ტრანსფორმაცია სახელმწიფოებრივი და სოციალური ცხოვრებისა შეიცავს გარდამავალ ეტაპს, ხოლო ამ უკანასკნელის არსებობის დროს უცხო არ არის საზოგადოებრივი ცნობიერების კრიზისი, არაერთსახოვნება და ინდიფერენტიზმი სინამდვილისადმი. ბუნებრივია, ასეთი მდგომარეობა არამც და არამც არ უნდა მივიჩნიოთ პანაცეად, კატაკლიზმის დასაწყისად; პირიქით, ამ დროს მოსალოდნელია მეცნიერული და თეორიული კვლევების ორიგინალური განვითარება, კრიზისის პროცესში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების ეკლექტიკური შეჯვარება, რაც საბოლოოდ საფუძვლად ედება ქვეყნის შემდგომ განვითარებას. სწორედ ზემოაღნიშნული ეპოქის კვირაძალს მოხდა წინამდებარე ნაშრომის შექმნა და ამითვე არის გამოწვეული თემატიკის შინაარსში მოცემულ ცნებების უპირობო დანაწევრება. შესაძლებელია, მკითხველმა ყურადღება მიაქციოს თავად ცნებათა მეცნიერების დარგებისადმი კუთვნილების საკითხს. ამ კუთხით, სახელმწიფო წმინდა იურიდიული ინსტიტუტია, იგივე ითქმის სამართლის შესახებ, მაგრამ, რაც შეეხება ადამიანს, აქ იგი მოცემულია უპირატესად მეტაიურიდიული განზომილებების გათვალისწინებით. ჩვენი ინტერესის სფეროში შედის ადამიანი არა როგორც პიროვნება, პირი ან მოქალაქე, არამედ როგორც არსება, ინდივიდუუმი. ესეც, მიმიხვდებით, გამოწვეულია სწორედ დღევანდელი სინამდვილის ანალიზის გამო. წინამდებარე ნაშრომი თავიდანვე გათვალისწინებული იყო მკითხველთა ფართო წრისადმი. იგი არ შეიცავს მხოლოდ იურიდიულ დეფინიციებსა და რეფლექსებს. ამიტომ, მისი სათაური თავდაპირველად განისაზღვრებოდა როგორც „სახელმწიფო აღმშენებლობის მორალურ-სამართლებრივი საფუძვლების კვლევისათვის“. მაგრამ თქვენმა მონა-მორჩილმა მიიჩნია, რომ ხსენებული სახელწოდება ქმნიდა პრობლემათა კვლევისა და გადაწყვეტილების მიღების უნივერსალური მოდელის წარმოდგენის პროექციას, რაც ცხადია, ჭეშმარიტი თეოროტიკოსისათვის არაბუნებრივი მახასიათებელია. ჩემი მიზანია, გაგაცნოთ შეხედულებანი, მსჯელობათა კომპლექსი ჩვენი ქვეყნის სინამდვილის გათვალისწინებით და არავითარი პრეტენზია არ გააჩნია ავტორს საკუთარი აზრების უნივერსალურობის დასაბუთებისა. რაც შეეხება ნაშრომის ხსენებულ ადრეულ სახელწოდებას, იგი მას დაემატა, როგორც ქვესათაური მკითხველთა ისტორიული ორიენტაციის გაადვილების მიზნით. დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ ნაშრომის გაცნობის შემდეგ გამოთქვამთ საკუთარ კრიტიკულ შენიშვნებს, წინადადებებს, რაც უდავოდ დამეხმარება მეცნიერული კვლევის შემდგომი სრულყოფის საქმეში.   შ ე ს ა ვ ა ლ ი ჩვენი ბედნიერება სულაც არაა ყოველი სურვილის დაკმაყოფილება, როცა აღარაფერი რჩება სანატრელი, ეს მხოლოდ სიჩლუნგეს იწვევს. მარადიული მისწრაფება ახალახალი სიამოვნებისაკენ, ახალი სრულყოფისაკენ, აი რა არის ბედნიერება. გოტფრიდ ვ. ლაიბნიცი. სახელმწიფო მნიშვნელობის დღევანდელ ეტაპზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას მიეცა ფართო შესაძლებლობა შეიმუშაოს საკუთარი პოლიტიკური სისტემის სრულყოფის და განვითარების მორალურ-სამართლებრივი საფუძვლები, განისაზღვროს ის აუცილებელი კრიტერიუმები, რაც უნდა გახდეს მომავალი პოლიტიკური ცხოვრების მაკოორდინირებელი იმპულსები, საჭიროა შეცნობილ იქნას შინაგანად არსებული პოტენციური ძალები, რომელთა სრულყოფილად ამოქმედებითაც თვალსაჩინო გახდება სახელმწიფოებრივი არსებობის აზრის ჭეშმარიტება. საზოგადოებაში ამა თუ იმ იდეისა და თეორიის ჩამოყალიბების უთუო პირობას შესაფერის ვითარებაში მის წიაღში გამოაშკარავებული ნაკლოვანებებისა და ნეგატიური ფაქტორების წარმოჩენა წარმოადგენს, რაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ ტენდენციად შედედდება და ამით დროთა განმავლობაში საზოგადოების ნორმალური არსებობას, თუ საერთოდ არსებობას, საფრთხეს უქმნის. საფრთხე იმდენად რეალურია, რამდენადაც მისი დამღუპველი მეტასტაზები ეჭიდება და იპყრობს ინდივიდთა მნიშვნელოვან წრეს და ამდენად ანგარიშგასაწევ სოციალურ ძალად იქცევა. ასეთი ანტისახელმწიფოებრივი სოციალური ძალის საქმიანობის შესაჩერებლად და მომდგარი ტენდენციის გასანეიტრალებლად მიზანშეწონილია დროულად იქნას ამოქმედებული პროგრესული საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი, რომელიც მოცემულ სიტუაციაში უფლებამოსილია შეძლების შესაბამისად დააბალანსოს წარმოქმნილი უწონასწორობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიმდინარე ტენდენცია ბრმა ტალღად გადაიქცევა და განურჩევლად დაანგრევს, წალეკავს არსებულ სინამდვილეს, ხოლო მომავალში ადვილი შესაძლებელია გამოურიცხავი ქაოსის წყარო გახდეს, ან ჩამოაყალიბებს ახალ სივრცობრივ-მოცულობით მდგომარეობას, ახალ პოლიტიკურ სისტემას. ამის მიღწევა კი ფაქტიურად, როგორც თვითდინების ბუნებრივი კანონის, ისე არაბუნებრივი უკუინერციის მეშვეობით ხორციელდება. აქ ყველაფერს დრო წყვეტს, დრო განსაზღვრავს ცვლილებათა ფორმის საკითხებს. მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ შეიგნო განკერძოებული სახით არსებობის უსუსურობა, გადაწყვიტა დადგომოდა კულტურული თანაცხოვრების ჯერ კიდევ არაჯეროვნად გაცნობიერებულ გზას − სახელმწიფოებრივად ცხოვრების მოწყობის გზას. ინდივიდებმა იწყეს კონსოლიდაცია, რათა შეექმნათ უფრო მძლავრი სოციალური ერთეული, რომელიც მათი ინტერესების (ადრეულ სტადიაზე- საარსებო ინტერესების) ქმედითი, რეალური დაცვის გარანტი გახდებოდა. ნელ-ნელა ამ სოციალურმა ერთეულმა პოლიტიკური შეფერილობა მიიღო. ასე ჩამოყალიბდა მოცემულობაში სახელწიფო − უდიდესი სიკეთე და მონაპოვარი, რაც კი შეუქმნია და მოუპოვებია კაცობრიობას. სახელწიფოში თავიდანვე, და შეიძლება ითქვას, მის წარმოშობამდეც, დაწინაურებას განიცდის ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც თავის ბუნებრივად კუთვნილი მორალურ-ინტელექტუალური და ფიზიკური დონით გამოირჩეოდა. ამიტომ იგი, დამფუძნებელი უდიდესი სიკეთისა, თავად ხდება ამ სიკეთის უპირატესი განმგები. ზეაღმატებული ინდივიდები (ასე ვუწოდოთ მათ პირობითად) თავიანთი ჰეგემონიის გაფართოვებისა და განმტკიცებისათვის ქმნიან და დროის შესაბამისად სრულყოფენ ბატონობა-მორჩილებაზე დამყარებულ სახელმწიფო აპარატს. ასეთი სუბორდინაციით ზოგადად იცავენ საერთო-საზოგადოებრივ ინტერესებს და კერძოდ, ხელისუფალთა ანუ საკუთარ ინტერესთა სფეროს. ასე, რომ სახელმწიფო მეტნაკლებად აუცილებლობით გამოწვეული მოცულობაა, რომელიც საერთო-შეფასებით ასპექტში კაცობრიობის არსებობის ერთადერთი A PRIORI საყრდენია. სახელმწიფოებრივად არსებობის განვითარების მერმინდელ ეტაპზე ყალიბდება სახელმწიფოებრივი თანაცხოვრების ჩვევები, რაც ორი მიმართულებით იწყებს ფორმირებას და დასასრულს ორი სახით გვეძლევა: შინასახელმწიფოებრივ ადათებად და გარესახელმწიფოებრივ ანუ საერთო-პოლიტიკური თანაარსებობის წესებად. აქედან, პირველს ავითარებს და სრულყოფს სახელმწიფო ელიტა, ხოლო მეორეს − საზოგადოების არასტრუქტურული ფენა1. შინასახელმწიფოებრივი ჩვევების შემუშავებისათვის საჭიროა ერთის მხრივ ინტელექტულური, მორალურ-პოლიტიკური შეგნების განსაზღვრული დონე, ხოლო მეორეს მხრივ კი − თავისუფალი, მრავლმხრივი აზროვნებისა და გადაწყვეტილების რეალიზაციის უნარი. რაც შეეხება სახელმწიფოებრივი თანაარსებობის წესებს, მათ აყალიბებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც გააჩნია მაღალი ინტელექტუალური, მორალურ-პოლიტიკური და შესაძლებელია მატერიალური უზრუნველყოფის დონე, მაგრამ ნაკლებად აქვს განვითარებული შინასახელმწიფოებრივი არსებობისადმი შეგუების უნარი. წეს-ჩვეულებათა ეს ორი მიმდინარეობა, ბუნებრივია აფუძნებს განსახილველ საწყისებზე აღმოცენებული აზროვნებისა და შეხედულებათა სისტემას, რომელსაც ორი საფუძველი, ბაზა გააჩნია: ხელისუფლებითი (პოლიტიკური) და სოციალური. ადამიანთა სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმთავრესი პირობა ამ ორი ვეშაპის შეგუება-შესაბამისობაში მოყვანაა. მათთვის ცალ-ცალკე მისაღებად ქცეულ ნორმათა კოლიზია იმდენად უნდა იყოს გაპირობებული, რამდენადაც განსხვავებული საწყისებიდან წარმოიშვნენ და უკიდურესობის შემთხვევაში არ უნდა შეუწყონ ხელი სრულიად ახალ, ულტრასოციალური ელემენტის ფორმირებას წინააღმდეგ დემოკრატიული პოლიტიკურ კულტურისა, რომელიც არის თავისებური თანაფართობა სულიერი და პრაქტიკული მომენტებისა, რომლებიც მუდმივად ურთიერთზემოქმედებენ2. მაგრამ, ცხადია დემოკრატიულ პოლიტიკური კულტურა ეფუძნება იმ წყაროს, რომელიც განსაზღვრავს მის სტრუქტურულ-შინაარსობრივ ბუნებას. „საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერება ორგანულად უკავშირდება პოლიტიკური ურთიერთობისა და შესაბამისი ინსტიტუტების განვითარების დონეს. პოლიტიკური ცნობიერების ელემენტები ქმნიან პოლიტიკური კულტურის მთლიანობას. მისი განვითარების დონე არის საზოგადოების პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი. მის შინაარსში შედის არა მარტო ის, თუ როგორია საზოგადოების წევრების მსჯელობა პოლიტიკურზე, არამედ ისიც, თუ როგორ მოქმედებენ ისინი პოლიტიკაში“3. განვითარებული მსჯელობის კვალობაზე ჩვენ მივდივართ სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემურ საკითხებთან შეხებამდე, რაც ჩვენი აზრით, უფრო აშკარას გახდის თემის საკვლევ ობიექტთა წრეს. უპრიანია გავარკვიოთ ის კრიტერიუმი, მექანიზმი, რაც განაპირობებს მათ ურთიერთშეპირაპირებულ არსებობას; წარმოუდგენელია ფიქრი და საუბარი სახელმწიფო აღმშენებლობაზე − სახელმწიფოს ორგანიზებულ-პოლიტიკური და სამართლებრივი სტრუქტურის აშენებაზე, თუ ჯეროვნად არ შევიმეცნეთ მისი მორალურ-სამართლებრივი საფუძვლები, რაც საზოგადოებაში სამართლის ნორმის მოქმედების ეფექტიანობასა და ამის შემდეგ მართლწესრიგის დამყარებაში მდგომარეობს. „ნორმების ეფექტიანობა დამოკიდებულია ურთიერთობის ტიპზე, რომლებიც არსებობს მმართველებსა (სახელმწიფო აპარატსა) და ქვეშევრდომებს (ხალხს) შორის... იმ პრინციპებისა და ნორმების შემუშავება, რომლებიც განეკუთვნებიან ასეთ ურთიერთობებს, წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას საზოგადოებაში წესრიგის დასამყარებლად“4. რაც არ უნდა სრულყოფილი შეჯერებული ნორმა შევადგინოთ, იგი არ დაექვემდებარება რეალიზაციას, თუ საამისოდ არ მოვუმზადოთ სათანადო ნიადაგი. აქ წამყვანი ადგილი უკავია სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას, რაც სახელმწიფოს, როგორც კანონშემოქმედებით საქმიანობაში და მის შედეგში (ნორმებში), ისე აღმასრულებელ-განმკარგულებელი კომპეტენციის შესრულებაში უნდა გამოიხატებოდეს. სახელმწიფოებრივი იდეოლოგია აუცილებელია იყოს ერთიანი, ლოგიკური თანმიმდევრობით მჭიდროდ შეკრული, აბსტრაგირებადი. აღნიშნულთან მიმართებაში, ალბათ, ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ ზოგიერთი ავტორიტეტული მოაზროვნის შეხედულებები. ამ მხრივ ნიშანდობლივია თ. ჰობსის დებულებები, რომელთა თანახმად ნებისმიერ საზოგადოებაში არსებული ურთიერთობების მომწესრიგებლად აუცილებელია ნორმათა ერთიანი კრებული. ამისათვის უნდა არსებობდეს სამართლის ერთიანი წყარო. სამართლის წყაროს ერთიანობა კი დამოკიდებულია ხელისუფლების ერთიანობაზე. ჰობსის „უმაღლესი ხელისუფლების თეორია, ხელისუფლებაზე უფლებას ანიჭებს მხოლოდ ერთ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ატარებს უზენაეს ხელისუფლებას. უმაღლესი ხელისუფლების უფლებამოსილება ქვეშევრდომთა მიმართ შეუზღუდავია. ამიტომ ის თავად წარმოადგენს სამართლის წყაროს და, ბუნებრივია, დგას კანონზე მაღლა. ეს თეორია თანამედროვე საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემებისათვის მოძველებულ სახე იღებს, ვინაიდან იგი არ შეესაბამება კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ პრინციპთა მოთხოვნებს. მართალია, ხელისუფლება არის საზოგადოების წამყვანი ბირთვი, რომელშიც ასახვას პოვებს რა მის შიგნით არსებული ურთიერთობა შინაარსი, მაგრამ მარტო ხელისუფლება მიზანშეუწონელია მივიჩნიოთ წარმოშობილ ურთიერთობათა მარეგულირებელ წყაროდ. ცხოვრება დინამიკურ კანონზომიერებებს ემორჩილება, რაც მხოლოდ მასობრივ სივრცეში აისახება სრულყოფილად. ჟ. ჟ. რუსომ სწორედ მაშინ წამოაყენა სახალისო სუვერენიტეტის იდეა, როდესაც მნიშვნელოვნად შეირყა სახელმწიფოს მონარქიული საწყისები და მწვანე შუქი მიეცა მოქალაქეობრივ თავისუფლებასა და თვითმყოფადობას. ამ თეორიის თანახმად, სახელმწიფოებრივი ნების მატარებლად აღიარებულ იქნა უშუალოდ ხალხი. საზოგადოებას თავად უნდა განესაზღვრა თავისი ბედი საკუთარი ნების შესაბამისად, რაც საბოლოოდ გამოხატული უნდა ყოფილიყო პოლიტიკურ აქტში. უფრო მეტიც, ხალხი წყვეტს, თუ ვის უნდა მიეკუთვნოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ამით განსაზღვრავს მმართველობის ფორმას. ამასთან სუვერენიტეტი ყოველთვის უნდა დარჩეს ხალხის ხელში, იგი წერდა, რომ ხალხის ხელში სუვერენიტეტის შენარჩუნებისას „თვით მონარქიაც რესპუბლიკად გადაიქცევა“5. მოტანილი თეორიების გააზრებისას ვასვასკვნით, რომ პირველი მიმდინარეობა სამართლის წყაროდ მიიჩნევს სახელმწიფოს სტრუქტურას, ხოლო მეორე − უშუალოდ საზოგადოებას (ხალხს). ამ ორ თეორიას შორის დამოკიდებულება ისეთია, როგორიც ნაწილის მთელთან. სახელწიფოებრივი სტრუქტურაც (მონარქი, საბჭო, პრეზიდენტი, მთავრობა) და საზოგადოებრივი ფენაც ერთი საწყისიდან წარმოიშვნენ − ხალხიდან. ადამიანურმა მოდგმამ შობა სოციოც და პოლიტიკაც. ამიტომ რა მმართველობის ფორმითაც არ უნდა მოგვევლინოს სახელმწიფო, ეს იქნება მონარქია, კონსტიტუციური მონარქია, საპრეზიდენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკა), მისი არსებობისა და განვითარების ორიენტირებას განსაზღვრავს ხალხი- მასში შემავალი მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, საზოგადოება თავის ნებას პოლიტიკურ აქტებში გამოხატავს გაშუალებულად, ხელისუფლების მონაწილეობით. ამასთან, სახელწიფოებრივი აზრი და ძალა ყოველთვის ზეაღმატებულია სახელწიფოებრივი იძულების ძალასა და მნიშვნელობაზე. თვით სასტიკი პოლიტიკური რეჟიმიც, ელიტაც კი ანგარიშს უწევს სოციალური ტალღის მიმართულებასა და სიმძლავრეს. სამართლის (კანონის) ერთადერთ პირველსაწყისად, უნდა მივიჩნიოთ ხალხი, რომელიც ყველა შესაძლებელ შემთხვევაში სახელმწიფოებრივ ნებას გამოხატავს სამართლებრივ აქტებში (ნორმებში); ნორმაშემოქმედად ნებისმიერ სოციალურ-პოლიტიკურ ფორმაციაში. თუ სახელმწიფოს ფორმირებაში ზედმეტ-ნაკლებას, პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამოდის ხალხი, იგი კონტროლირებად მიმართებაში იმყოფება ხელისუფლებასთან და განსაზღვრავს მის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ კურსს. ხალხის ნებით თუ უნებლიეთ სახელისუფლებო მართვა-გამგეობაში მონაწილეობა არ გამორიცხავს მმართველთა ინიციატურობას მოახდიდნონ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ნების შეთანხმება, ვინაიდან მას, როგორც სრულყოფილ სოციალურ ბირთვს, უნდა შესწევდეს უნარი განჭვრიტოს სახელმწიფოში სტაბილიზაციისა თუ დესტაბილიზაციის, ანარქიის პერსპექტივები. ამიტომ ქვეყანაში მშვიდობისა და ურთიერთანამშრომლობის ატმოსფეროს დასამყარებლად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს თავისი სოციალური მისია: პირველი, უნდა მოახერხოს საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკური ნების შეფასება. სახელმწიფო ნორმატიულ აქტებში, საზოგადოებრივი ნების ფორმაში ანარეკლს უნდა წარმოადგენდეს; მეორე, ვალდებულია შეუქმნას ნორმას განხორციელების (რეალიზაციის) ეფექტური პირობები, გახადოს ნორმა ეფექტიანი და ამით სამმართველო ტერიტორიაზე დაამყაროს მართლწესრიგი. სამართლის ნორმის ეფექტიანობა უნდა გახდეს პირობა საზოგადოებაში წესრიგის თანხვედრი კეთილშობილი შედეგების დადგომისა. სახელმწიფოს მმართველებმა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდნენ „რას დაუჭერს მხარს ხალხი და რაგვარ კანონმდებლობას ჩათვლიან მისაღებად, სხვადასხვა ავტორიტეტული პარტიები და პოლიტიკური დაჯგუფებები, რა იქნება მისაღები უცხოელებისათვის, მათ უნდა წინასწარ გააცნობიერონ ეფექტი, რომელსაც ესა თუ ის ეროვნული აქცია მოახდენს მსოფლიოს რომელიმე შორს მდებარე ქვეყანაში“6. სამართლის ნორმის რეალიზაცია სახელმწიფოს საშინაო ფუნქციათაგან უმთავრესია. ნებისმიერ გადაწყვეტილებას წაერთმევა შინაარსობრივი დატვირთვა და დანიშნულებითი მიმართულება, თუ იგი არ ატარებს იმ აუცილებელ ატრიბუტებს, ნიშან-თვისებებს, რაც მის პრაქტიკულ გამოყენებადობას განაპირობებს და არ შევუქმენით მას სახელმწიფო ტერიტორიაზე მოქმედების ობიექტური საფუძველი. ვინაიდან პირობა, საერთოდ, წარმოადგენს ნებისმიერი საქმისა თუ მოვლენის წარმოშობისა და განვითარების აუცილებელ ნიადაგს, სამართლის ნორმის განხორციელებასაც (ეფექტიანობას), ბუნებრივია უნდა გააჩნდეს ის ზოგადი პირობები, რომელთაც ერთგვაროვანი რეზულტატი მოჰყვება ყოველ კონკრეტულ დროსა და სივრცეში. ვინაიდან და რადგან სამართლის ნორმა ერთი მხრივ გამოხატულია ობიექტური ფორმის (კანონის) სახით, და მეორე მხრივ, მის ასეთ ფორმულირებაში მონაწილეობას იღებს სუბიქტთა განსხვავებული წრე, ამიტომ ნორმის ეფექტიანობის პირობები უფლება გვეძლევა დავყოთ ობიექტურ და სუბიექტურ პირობებად. ობიექტურ პირობებში უნდა მოვიაზროთ ის რეალობა, რაც ობიექტურად, ჩვენი ნებისაგან დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს. ასეთი პირობების შექმნისა და შენარჩუნებისათვის ზრუნვის ტვირთი ხელისუფლებას ადევს. მათ შესაძლებელია მივაკუთვნოთ: პირველი, ხელისუფლების ავტორიტეტული მდგომარეობა. ამ პირობის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ იმის აუცილებლობა, რომ მმართველი ფენა საზოგადოებისათვის (ქვეშევრდომებში) გარკვეული ღირებულებების მქონეა. იგი ქვეშევრდომებს წარმოდგენილ უნდა ჰყავდეს, როგორც თავიანთი ნებისა და ინტერესების უშუალო გამომხატველი. ხელისუფლებას ავტორიტეტული მდგომარეობას ანიჭებს შემდეგი ატრიბუტული ნიშნები: ა) გონიერება − ყოველი ხელისუფლება უნდა გამოირჩეოდეს თავისი წარმომადგენლების მაღალი ინტელექტუალურ-მორალური დონით, ღირსებით. ნებისმიერი პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ განსჯისა და პრაქტიკული გამოცდილების ანალიზური განზოგადების შედეგებით. გადაწყვეტილებათა აღსრულებისას მაქსიმალურად უნდა მოერიდოს უკიდურესი იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას. საპასუხისმგებლო ამოცანების დაგეგმვისას ხელისუფალნი თავისუფალნი უნდა იყვნენ პირადი და ჯგუფური (პარტიული) ინტერესებისა და ამბიციებისაგან. მათი მოქმედებები დაფუძნებულ უნდა იყოს თავისუფალი ნებისყოფისაგან წარმოქმნილი გონების კარნახზე, სხვაგვარად ზედმეტიც კი იქნებოდა რაიმე რაციონალურ აქტებზე საუბარი; ბ) პატიოსნება − ხელისუფალთ იმისათვის, რომ წარმატებით გაატარონ დასახული პოლიტიკური კურსი, მოსახლეობის რაც შეიძლება ფართო წრიდან უნდა ჰქონდეთ მიღებული ნდობის მანდატი, ყოველი მიცემული სიტყვა თუ სრულად არა, ნაწილობრივ უნდა შეასრულონ, ხოლო ამის განხორციელებაში დამოკიდებულნი უნდა იყვნენ ყოფითი პრობლემებისაგან; გ) ძლიერება − ხელისუფლების ძლიერება ზემოთ მოცემულ ორ ნიშანთან ერთად ემყარებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ძალასაც. იმისათვის, რომ სახელმწიფომ სრული მოცულობით განახორციელოს თავისი საშინაო თუ საგარეო ფუნქციები, საჭიროა მას გააჩნდეს უნარიანი ძალოვანი სტრუქტურები, რომელსაც ანგარიშს უნდა უწევდეს როგორც გარეპოლიტიკური, ისე შიდასოციალური ჯგუფები. პოლიტიკა და სამართალი მოქმედებს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული ბრძანებულებებისა და კანონებისადმი მოსახლეობის უმრავლესობაში გაბატონებული მორჩილების ჩვევების მეშვეობით. მორჩილების ეს ჩვევები მტკიცდება და ძლიერდება იმ შეგნებით, რომ კანონის ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი დარღვევის წინააღმდეგ ძალოვანი მექანიზმების ამოქმედებით. „კანონები გამოიყენება ადამიანთა ქცევის საკონტროლოდ. იმის გამო, რომ მათი მიღება ძვირი არ ჯდება, ხოლო თუ ადამიანები მათ ნებაყოფლობით დაემორჩილებიან, არც მათი ცხოვრებაში გატარებაა ძალიან ძვირი7. ცხადია, ხელისუფლება, ყოველთვის, პოლიტიკური ამოცანის განხორციელებისას ამოდის სწორედ ეკონომიურობის პრინციპიდან, ვინაიდან ეს უკანასკნელი განსაზღვრავს მისი ძლიერების შენარჩუნების ვადებს8. დ) კანონიერება − ეს ნიშანი ხელისუფლებას ყველაზე უფრო ახასიათებს, როგორც ავტორიტეტულ ელიტარულ ფენას. მისი კანონიერება განპირობებულია ერთი მხრივ დაფუძნებითი ლეგიტიმურობით, (იგი ჩამოყალიბებისთანავე საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი ბაზით უნდა აღიჭურვოს), ხოლო მეორე მხრივ, ფუნქციონირების პროცესში იცავდეს ყველა მის მიერ დაგეგმილ თუ სანქციონირებულ (აღიარებულ) ნორმათა მოთხოვნებს (ფუნქციონალური ლეგიტიმურობა). თუმცა ხდება ისეც, რომ ფასეულობები-საგნები ან ურთიერთობები, რომლის ქონასაც ლამობენ ადამიანები, ავტორიტეტული გზით ნაწილდება საზოგადოებაში, ანუ ისეთი გზით, რომელიც ფეხს მოიკიდებს და რომელზედაც შეიძლება დაყრდნობა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლეგიტიმური გზით - იმ გაგებით, რომ ეს გზა შეესაბამება ადამიანთა რწმენას, სწორისა და არასწორის შესახებ. მეორე, ეს არის ნორმის გამოხატულებითი (იურიდიული) ფორმის სრულყოფილება. სამართლის ნორმაში (კანონში) რეკომენდირებულია (როგორც ამას გვთავაზობს მსოფლიო საკანონმდებლო პრაქტიკა) სახელმწიფოებრივი ნება მკაფიოდ მარტივად გასაგებად იყოს წარმოდგენილი. კანონი შედგენილ უნდა იყოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გასაგები ენით და ადვილად აღსაქმელი ფორმით: ხალხმა ხელისუფლების მიერ გამოცემულ სამართლებრივ ნორმაში უნდა შეიცნოს საკუთარი ღირებულებითი ფასეულობები. ე.ი მმართველი ფენა თავისი პოლიტიკური მისიის შესრულების პროცესში უნდა მოერგოს საზოგადოების მოთხოვნილებათა მრავალსახეობას. ამასთან, უნდა აღნიშნოს, რომ ასეთი მაქსიმის შეთავაზება ხელისუფლებისათვის შესაძლებელია უსამართლოდაც ჩაითვალოს, რადგან, იგი ერთი შეხედვით, თითქმის არარეალურ შეფერილობას იძენს. ადამიანთა ფასეულობები უთუოდ მოითხოვს დაკონკრეტებას, რათა ხელისუფლებას მიეცეს ინდივიდის მოთხოვნილებებში თავისუფალი ორიენტირების საშუალება. ყველაზე რეალისტურ მიდგომას, ალბათ, ლასველი გვთავაზობს, რომელიც თვლის, რომ ქვეყანაზე არსებობს სულ ცოტა რვა ძირითადი ფასეულობა, რომელთა მიღწევისაკენ ისწრაფვიან ადამიანები და ურომლისოდაც შეუძლებელია გზის გაკვლევა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთან, ამ ფასეულობას ადამიანთა თვალში სხვადასხვა წონა აქვთ. ლასველისეული რვა ძირითადი ფასეულობა მოიცავს ძალაუფლებას, განათლებას, სიყვარულს, ზნეობას (რომელიც მოიცავს როგორც სიმართლეს ასევე სამართალსაც), სიმდიდრეს, კარგად ყოფნას (ჯანმრთელობას), ოსტატობას და პატივისცემას. ნორმა მიზანშეწონილია იწერებოდეს არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის (იურისტების) გასაგები ენით, ანდა აბსოლუტურად არასტანდარტული, უცხო, არალოგიკური კატეგორიების გამოყენებით, არამედ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის მისაღები ფორმით. ამ მხრივ, რაც არ უნდა მაღალი იდეებისა და პროგრესული ურთიერთობების პოზიტიურობას იძლეოდეს კანონი, არაადეკვატურ რეაქციას გამოიწვევს ხალხში, ვინაიდან მისი რთული კონსტრუქციის გამარტივების პროცესი ადამიანის ცნობიერებაში კარგავს ზეგავლენის ისეთ ეფექტურ ძალას, რაც ბუნებრივად უნდა ჰქონოდა მას. ხელისუფლება უნდა ეცადოს, რათა მინიმალურად შემცირდეს უსწორობა ნორმის შემოქმედებით აზრსა და ადამიანის სულიერ სამყაროს შორის. ეს კი მიიღწევა შესაბამისობის კანონის ამოქმედებით კონკრეტული სიტუაციისათვის. აღნიშნულის უშუალო დადასტურებას წარმოადგენს კანონმდებლობის რეცეფციის შემთხვევები საფრანგეთსა და გერმანიის საკანონმდებლო პრაქტიკის მაგალითზე. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი (1804), რომელიც იყო ნაყოფი ბურჟუაზიული რევოლუციის ჰუმანისტური იდეებისა და დაწერილ იქნა განმანათლებლური რევოლუციური მოწოდებებების ატაცებისა და ცხოვრებაში მათი გატარების მოთხოვნილების ნიადაგზე, უდიდესი წარმატებით გავრცელდა როგორც თვით საფრანგეთში, ასევე თითქმის მთელ კონტინენტზე და მის გარეთაც, ხოლო გერმანულმა სამოქალაქო სჯულდებამ (1896), მართალია, საგრძნობლად გაუსწრო ფრანგულ კოდექსს იურიდიული ტექნიკის, ნორმის კონსტრუქციის, იურიდიული ლექსიკონის, აბსტრაგირების დონით, მაგრამ მან ვერ მოახდინა მეათედი ზეგავლენაც კი მსოფლიოს სამართლებრივ აზროვნებაზე, რაც თავის დროზე ფრანგულმა კოდექსმა გააკეთა. აქ გარკვეული როლი დროის ფაქტორმა ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ნორმაში ჩამოყალიბებული ურთიერთობების არატრადიციულ ფორმაში მიცემა იყო. აქ მეცნიერებამ მნიშვნელოვნად გაუსწრო მოსახლეობის ცნობიერების მიღწევებს. მესამე, ნორმალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. საზოგადოებრივი მოთხოვნილების აქცენტი არ უნდა იყოს დაკავებული ყოფით, მატერიალური პრობლემებით და მისი ცნობიერების აქტუალიზაცია მხოლოდ ეკონომიკური სტიმულირების მოპოვებისაკენ სწრაფვით არ უნდა ამოიწურებოდეს. საზოგადოებრივი ნებისყოფა თავისუფალი უნდა იყოს ვიტალურ (სასიცოცხლო) მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ქვეცნობიერი მისწრაფებებისაგან. სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებაში მყოფი ხალხისათვის სრულად ინდიფერენტულია სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამართლებრივი ვალდებულებები და საერთოდ სახელმწიფოს იურიდიული საქმიანობა, ასეთი ვითარება, ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის საარსებო ამოცანების რეალიზაციაზე, რაც საბოლოოდ სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის რეალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს. მეოთხე, ნორმალური კრიმინოგენური სიტუაცია. ამ ნიშნის ანალიზისას უნდა ამოვიდეთ იმ ობიექტური რეალობიდან, რომ დანაშაულობა და დამნაშავეთა სამყარო, როგორც სოციალური მოვლენა, საზოგადოებრივი ცხოვრების თანამდევი ელემენტებია. ისევე, როგორც გარესამყაროში ნებისმიერი საგანი თუ მოვლენა, თავისი ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, შეუძლებელია წარმოადგენდეს უნიკალურად სრულყოფილს, აბსოლუტურს, ასევე არც სახელმწიფო (როგორც პოლიტიკური მოვლენა) არ შეიძლება მოგვევლინოს ერთსახოვნად დადებით მოვლენად. აქ ხელისუფლებამ ერთი მხრივ უნდა განიხილოს ეს ობიექტური ჭეშმარიტება, ხოლო მეორე მხრივ ერიდოს დანაშაულებრივი ატმოსფეროს არსებით გაუარესებას, რათა მიღწეულ იქნას მისაღები კრიმინოგენური ვითარება. სადავო არ არის, რომ ქვეყანაში წესრიგის დამყარებაში პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საზოგადოების „-“ ნიშნით დამუხტული ფენა − კანონგარეშე ანარქიული ელემენტები. ამიტომ ხელისუფალის დანიშნულებაა მათი ასეთი ანტისახელწიფოებრივი მიმართება არაპირდაპირი გზით სახელმწიფოსათვის სასარგებლო გახადოს ყველა კონკრეტული შემთხვევის თავისებურებათა გათვალისწინებით. ამასვე გვთავაზობს პოლიტიკის თეორიაც. სამართლის ნორმის ეფექტიანობას, როგორც აღინიშნა, განსაზღვრავს ის სუბიექტური პირობები, რომელთა არსებობა ინდივიდის ცნობიერების შეგნებით დონეზეა დამოკიდებული: პირველი, ხელისუფლების უზენაესობის შეგნება. ქვეშევრდომების შეგნებაში ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს იმ ერთადერთ გარანტს, რომელსაც შეუძლია მათი უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვა. თუ ადამიანი გარკვეული ფასეულობებით ტკბება, მას, ბუნებრივია, მისი უსაფრთხოების შენარჩუნების გარანტიაც სჭირდება9. ე.ი მას ამ ფასეულების მომავალში შენარჩუნების გარანტიაც სჭირდება. ქვეშევრდომების ცხოვრებაში ბუნებრივად უნდა ჩაისახოს მმართველთა ფენის საქმიანობის აუცილებლობისა და საჭიროების შეგნება და, რომ ამის წარმართვა მხოლოდ ხელისუფლებას ძალუძს. ვინაიდან ხელისუფლება ემსახურება ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს, ამდენად მისი იმიჯი საზოგადოებაში შეურეველი და წმინდაა. მეორე, კანონის უზენაესობის აღიარება. საზოგადოებაში ხელისუფლების უზენაესი ორგანოს მიერ დადგენილი ან სანქცინირებული ქცევის წესს გამოცემისთანავე უნდა მიენიჭოს აბსოლუტური მნიშვნელობა, ანუ ის გაგებულ უნდა იქნეს სახალხო სულის, კონკრეტულ შემთხვევაში, ერთადერთ გამოვლინებად და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე სუბიექტმა, თუ მას სურს მის მოქალაქედ დარჩეს, უპირობოდ უნდა შეასრულოს კანონში ჩამოყალიბებული მოთხოვნები და გაითავისოს მასში აღიარებული უფლებები და თავისუფლებანი. ასეთი ცალსახა პოზიცია მართებულად მიგვაჩნია იმ ობიექტური ჭეშმარიტების გაზიარებისას, რომელიც აცხადებს, რომ პოზიტიური სამართლისათვის სამართლიანობის იდეა იმანენტურ თვისებას წარმოადგენს. სამართლისათვის სამართლიანობის იდეა იმანენტურია და არა იმიტომ, რომ ეს თვით მისი სახელწოდებიდან უნდა მომდინარეობდეს, არამედ იმიტომ, რომ მის შემოქმედებით პირველსაწყისს წარმოადგენს ხალხი, ანუ ინდივიდთა ის ერთობა, რომელიც გადაწყვეტილებას უმრავლესობის ნების შესაბამისად იღებს − ეს ერთი მხარე, პოზიტიურ სამართალში გამოხატულია სუბიექტის არა კონკრეტული შემთხვევისათვის გათვალისწინებული სპეციფიკური სამართლებრივი რეგულირების მექანიზმი, არამედ ისეთი რეგულირების ზოგადი სქემა, და იგი წინასწარ განსაზღვრულია მრავალ ერთგვაროვან ურთიერთობათა მოწესრიგებისათვის − ეს მეორე მხარე, სამართალში გვეძლევა არა ის რაც მოხდა, ისტორიის კუთვნილებად იქცა, და ამით დაადასტურა თავისი არსებობა, არამედ ის, რაც უნდა მოხდეს ყველა შესაძლებელ შემთხვევაში და რადგან ის ითვალისწინებს მომავალში რაიმეს მოხდენას, ეს პროექტი აპრიორულად იდეალურ, უნივერსალურ, დადებით ღირებულების მქონედ იქცევა დროის გარკვეულ მონაკვეთში10. ამიტომ ის, რაც ადამიანების მიერ წინასწარ განისაზღვრება, ანდა ფასდება, ყოველთვის სამართლიანობის თვისებას იძენს, რადგან იგი, ჯერ ერთი, მიღებულია საზოგადოების განმსაზღვრელი უმრავლესობის მიერ; მეორე, იგი შეიცავს მრავალჯერ განმეორებადობის პერსპექტიულ შანსს; მესამე, იგი წარმოადგენს თავისუფალი ნების იდეალურ გამოვლინებას. ამიტომ, ცხადია, ინდივიდმა არა მარტო თავად უნდა შეასრულოს ნორმაში ჩამოყალიბებული სახელისუფლო მოთხოვნები, არამედ ყოველგვარად ეცადოს სხვასაც შეუქმნას მისი რეალიზაციის ნებელობითი თუ იძულებითი პირობები. მესამე, ხელისუფლების მუდმივობის შეგნება. არც ერთ სუბიექტს არ უნდა გაუჩნდეს აზრი იმისა, რომ შესაძლებელი გახდება ხელისუფლების არსებობის შეწყვეტა ძალისმიერი, ანარქიული მეთოდებით, მოქალაქის შეგნებაში მოცემულ უნდა იყოს ხელისუფლების მშვიდობიანი, კანონიერების ბერკეტების ამოქმედებით შეცვლის შესაძლებლობა, რაც ბუნებრივია, საკმაო დროის გასვლას მოითხოვს. მეოთხე, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების აუცილებლობის შეგნება. სუბიექტმა, როდესაც საალბათოდ დგება ქვეყნის სახელწიფოებრივი ერთიანობისა და საერთოდ არსებობის საკითხი, ყველაფერი უნდა იღონოს ამ ტენდენციის შესაჩერებლად. ასეთ სიტუაციაში მან თავისი სუბიექტური მისწრაფებანი ობიექტური აუცილებლობის კანონს უნდა შეუფარდოს და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში გამოიჩინოს მართლზომიერი რისკის განხორცილების უნარი. როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში პოლიტიკური წინამძღვრის როლი ხელისუფლების სახელმწიფოებრივმა იდეოლოგიამ უნდა შეასრულოს. ჩვენ შეგვიძლია მთელი სურათი ნათლად წარმოვსახოთ გონებაში, ან ღრმა კრიტიკული ანალიზის გარეშე მივიღოთ ან ამით იგი ჩვენი ემოციური სფეროს და არაზუსტი აზროვნების საგნად გავხადოთ. რაზომ ექსპლიციტური ან ინპლიციტური არ უნდა იყოს იდეოლოგია, იგი იმ რუკის როლს ასრულებს, რომელიც მეგზურობას გვიწევს ჩვენს ქცევებში. ამგვარად, პოლიტიკაში იდეოლოგიების მიზანია ადამიანთა ქცევების მართვა11. იდეოლოგია - ეს არის მსოფლიოს სინამდვილესთან შედარებით უფრო მარტივად და კანონზომიერად წარმოდგენის ინსტიტუტი. ადამიანისათვის ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციების მიღება და დამახსოვრება საკმაოდ ძნელია. გვიჭირს ერთიერთგამომრიცხავი ფაქტების მიღება და ამიტომაც ჩვენ დისკომფორტის გრძნობა გვეუფლება. ასეთ მდგომარეობას ფსიქოლოგები კოგნიტურ დისონანს უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში იდეოლოგიები ინფორმაციის სელექტიური აღქმისა და გახსენების მეგზურებად გვევლინებიან. ადამიანები, საზოგადოებები და ერებიც კი ცდილობენ შეამცირონ ან სრულიად უკუაგდონ საკუთარი კოგნიტური დისონანსები არასასიამოვნო ინფორმაციის მიჩქმალვისა და უარყოფის გზით, მაშინაც კი, როცა ეს ინფორმაცია უტყუარია და განაპირობებს მათ კეთილდღეობასა და არსებობას. მაგრამ ყველა იდეოლოგია როდი არის ერთნაირად მდგრადი ახალი ინფორმაციის მიმართ, ან ერთნაირად შეუვალი ჭეშმარიტებისათვის. ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ იდეოლოგიას ექსტრემისტული, როცა იგი უკუაგდებს ან უპირისპირდება ნებისმიერ ინფორმაციას, რადგან სწორი და მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს იგი, რომელიც მის ჩარჩოს არ ერგება. ხოლო ამის საწინააღმდეგოდ, იდეოლოგიას ზომიერი ან გონივრული ეწოდება, თუკი იგი ღიაა ახალი ინფორმაციისათვის, რომელსაც შეუძლია მისი შემობრუნება უფრო რეალისტური მიმართულებით, გონივრული იდეოლოგია ჭეშმარიტების დადგენის ფართო და ობიექტური შემოწმების საშუალებას იძლევა. ასეთი იდეოლოგიის მომხრეები უცებ სწავლობენ უფრო ეფექტური მოქმედების მეთოდებს, ხოლო იმის ალბათობა, რომ მის მიერ აღიარებული ფასეულობები ყველასთვის მისაღები გახდება, იზრდება რეალისტური მოქმედების შედეგად. განვითარების რეფლექსია ცხადია უსაგნო გახდებოდა, რომ არ მივუთითოთ იმ კონვენციალური დამოკიდებულების არსზე, რაც საზოგადოებრივ (ეროვნულ, სახალხო, პოლიტიკური) და სამართლებრივ იდეოლოგიებს შორის არსებობს. ამ ეტაპზე შევჩერდებით მის ყველაზე საკვანძო მომენტებზე. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სამართლებრივი იდეოლოგია მართლშეგნების ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს. ე.ი. სუბიექტის ცნობიერების ევოლუცია იდეოლოგიურ ჭრილში გადის. მართლშეგნება, ჩვენი გაგებით, ადამიანის ცნობიერების უმაღლეს ფორმას წარმოადგენს. ხოლო მართლშეგნების წყაროთა იდეოლოგიური მდგომარეობა თავისთავად სამართლებრივი იდეოლოგიის წინამძღვრად წარმოგვიდგება. მოგეხსენებათ, შეუძლებელია ყოველგვარ სახელმწიფოებრივ (სოციალურ, ეროვნულ, სახალხო) იდეოლოგიაზე საუბარი და დაყრდნობა, თუ მას სუბსტანციურ ბაზისად სამართლებრივი იდეოლოგია არ უძღვის. მართლშეგნების წყაროები (სამართლის ნორმები) ხომ საზოგადოებრივი ნების ფორმალური გამოხატულებაა. მათ სწორედ ის პოლიტიკური ინსტიტუტები (საკანონმდებლო ორგანო) ადგენს, რომელთა არჩევასა და აღიარება-ცნობაში სუბიექტთა განმსაზღვრელმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. ანუ იმ ნაწილში, რომლის გონივრულმა (ცნობიერმა თუ ქვეცნობიერი) მიხედულობამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა მოცემულ ინსტიტუციონალური სექტორის შინაარსი. ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მიღებული ნორმატიული სინამდვილე თავისთავად ყოფიერების არსად იქცევა და მის ისტორიულ-სოციალურ აღწერას წარმოადგენს.   თავი I სამართალშემოქმედების არსი, ეტაპები და სტრუქტურა 1. სამართალშემოქმედების არსი მოიაზრება როგორც პროცესი რაც დაკავშირებულია ნორმაფორმირებასთან, ნორმაშეფარდებების, მართლშეგნებისა და მართლწესრიგის ეტაპებთან, რაც რეზულტატში პოზიტიურ სამართალს აყალიბებს. გამომდინარე აქედან, სამართალშემოქმედების შინაარსი მისი ეტაპების თანმიმდევრული შემადგენლობაში აისახება. საკითხის შემდგომი გააზრება მოცემული ეტაპების ნორმატიული ბუნების გაცნობიერებასთან არის უნიფიცირებული. 2. ნორმაფორმირების ეტაპში უნდა მოვიაზროთ ადამიანის ქცევის წესების ცნობიერი ფორმაცია, რაც თავისი უზოგადესი ბუნებით დროულად განვრცობადი ხდება. ანუ კონკრეტული ნორმათქცევის წესი ყალიბდება რა ინდივიდის შეგნებაში გადასვლის ოპტიმალურ იმპულსებს ატარებს. გამტარ ინდივიდთა სიმრავლე კიდევ უფრო „ასუფთავებს“ ნორმათა საერთო შინაარსს, ზრდის მის ნორმატიულ ხარისხს, რაც ბოლოს მისი ლეგალიზაციის აუცილებლობის განცდას იწვევს. ნორმაფორმირების ბოლო ქვეეტაპად ნორმათრეალიზაცია, ანუ ინსტიტუციონალური დაშვება უნდა მივიჩნიოთ. 3. ნორმათშეფარდების ეტაპი ნორმათგამოყენების სახეობებთან გვაკავშირებს. უნდა განვასხვაოთ ნორმათგამოყენების ინსტიტუციური და ჰუმანიტარული ფორმები. თავის მხრივ ინსტიტუციური ნორმათგამოყენების ფორმა მოიცავს სამართალშეფარდების ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ანუ კვალიფიციურ დონეებს. ვერტიკალური დონე მაგალითად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება, რა დროსაც წყაროდ კონკრეტულ საკანონმდებლო აქტს იყენებს. ჰორიზონტალური ნორმათშეფარდებები უპირატესად სასამართლო სამართალგამოყენების პროცესში გვხვდება. 4. მართლშეგნების ეტაპი შედარებით ხანგრძლივ მენტალურ პროცესს მოიცავს, რომლის ხანგრძლივობა პირდაპირპროპორციულია ფორმირებული ნორმის გამოყენების სიხშირესთან. რაც უფრო ხშირია დადგენილი ნორმის გამოყენების შემთხვევები, მით უფრო სწრაფად ყალიბდება მართლშეგნების ელემენტები. ამასთან, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მართლშეგნების შეფარდებითი/ პირობითი / ხასიათი, რაც ასევე ნორმათგამოყენების პროპორციულად განსაზღვრულ შედეგებზეა ორიენტირებული. ანუ რაც უფრო მაღალია კონკრეტული ნორმის მარეგულირებელი/ მომწესრიგებელი/ ეფექტი, იგივე ნორმატიული ხარისხი, მით მეტია შესაძლებლობა ამ ნორმამ შესაბამისი ასახვა ჰპოვოს ინდივიდთა მართალგაგებასა და მართლორიენტაციაში, რაც სიმრავლეში ადამიანის შეგნებაში გარკვეულ სისტემურ თანმიმდევრობად ყალიბდება. 5. რაც შეეხება მართლწესრიგის ეტაპს, იგი წარმოადგენს სამართალშემოქმედებით პროცესის ეგრეთ წოდებულ ბუფერულ სტადიას, როდესაც სახეზეა ფიქსაცია, ანუ განსაზღვრული სამართლებრივი რეჟიმის დამკვიდრება, რაც გარკვეული ხნის შემდგომ გარდაუვალ ტრანსფორმაციას განიცდის. 6. ანუ მართლწესრიგი არის შედარებითი სტატიკური განზომილება, რაც გარკვეულ დონეზე ინარჩუნებს და ამკვიდრებს აღიარებული ქცევის წესების მრავალჯერადი გამოყენების პრაქტიკას. თუმცა ამავე დროს ამზადებს ნიადაგს სამართალშემოქმედების ახალი ციკლის დასაწყებად. 7. იმისათვის, რომ სამართალშემოქმედების არსმა დასრულებული ხასიათი მიიღოს უნდა განისაზღვროს მისი სტრუქტურა: თუ რა შემადგენელი ელემენტისაგან შედგება, როგორია მისი კანონზომიერი თვისება. 8. სამართალშემოქმედების სტრუქტურა შეიცავს სამ კანონზომიერ ელემენტს. ესენია: პოზიტივიზმი, ისტორიზმი და ნორმატივიზმი. 9. პოზიტივიზმი გულისხმობს სამართალშემოქმედების მორალურ-პოლიტიკურ აღიარებას, მის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას. 10. ისტორიზმი უკავშირდება სამართალშემოქმედების განვითარებას, მის ციკლურ ხასიათს. ხოლო ნორმატივიზმი სამართალშემოქმედების მოტივაციურ დასაბუთებას სძენს. იმისათვის, რომ ადამიანის ამა თუ იმ ქცევის წესს ზოგადი ხასიათი მიენიჭოს, იგი ნორმად, ანუ საყოველთაო აღიარებულ საზომად უნდა იქცეს.   თავი II სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ადგილი თანამედროვე იურისპრუდენციაში LEX EST SYMMA RATIO INSITA A NATURA QUAE JUBEST EA, QUAE FACIENDA SUNT PROHIBERTQUE CONTRARIA12 11. სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა წარმოადგენს ისეთ პოლიტიკურ პროცესს, რომლის იურიდიული რეზულტატის ძიება უნივერსალური სახელმწიფოებრივი წყობის ჩარჩოებში გვიწევს. იგი გულისხმობს პროგრესს არსებული პოლიტიკური სისტემიდან უკეთესისაკენ სწრაფვის შეგნებით. და ვინაიდან სამართალი წარმოადგენს იმის ბატონობას, რაც მართებულია (LEX EST NORMARECTI), ცხადია, პერსპექტივაში წარმოდგენილი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია სამართლის პრიმატის გარეშე დაკარგავდა საზრისს. 12. იდეა სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ ჩაისახა სოციალურ-სამართლებრივ ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ერთპიროვნული აბსოლუტური მმართველობა ზნეობრივი გამართლების მინიმუმსაც კი ვეღარ აკმაყოფილებდა. საჭირო გახდა ასეთი პოლიტიკური წყობის რეორგანიზაცია იმ მიმართებით, რომ ჩამოყალიბება დაეწყო ხელისუფლების წარმომადგენლობით ფორმას. ეს არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ თითქოს ადრე, ერთმმართველობის პირობებში არ არსებობდა სამართლის უზენაესობის შეგნება, თითქოს ხელისუფალნი არ იღვწოდნენ კანონთა კრებულების შედგენისა და ცხოვრებაში გატარებისათვის. მაგრამ ამ ეტაპზე ავტორიტეტი სამართლისა ეფუძნებოდა რელიგიურ დოგმატიკას: სამართალი იყო ღმერთის დადგინება და რადგან ღვთიური სიტყვის ძალმოსილების აღთქმა ყველა მოკვდავს არ ძალუძს, ამის უნარი მხოლოდ ღმერთის რჩეულს გააჩნია. ხოლო ამ უკანასკნელის მოვალეობას წარმოადგენდა მოეხდინა მისი გავრცელება ხალხში. ამგვარად, ადამიანები სამართლის პირველსაწყისად დედამიწაზე მიიჩნევდნენ ერთმმართველს (მონარქს) და მას სცემდნენ ღვთიურ თაყვანს, რადგანაც სამართლის უზენაესი შემოქმედი მათთვის უხილავი რჩებოდა. 13. ხოლო შემდგომ, როცა ფეოდალურმა ურთიერთობებმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა და საზოგადოება არჩევანის წინაშე დააყენა, ხალხმა გადაწყვიტა დრომოჭმული და უნიათი სოციალური წყობა ახლით, სახელმწიფოებრივად უფრო ორგანიზებული სისტემით შეეცვალა. ამის აუცილებლობა მით უფრო თვალშისაცემი გახდა, როცა უსარგებლო სამეურნეო ურთიერთობების მოშლას უზენაესი ხელისუფალი არ ეთანხმებოდა. გაჩნდა ბზარი ღვთიური მადლით შემოსილი ხელისუფალისა და საარსებო წყაროს მაძიებელ ქვეშევრდომებს შორის, რასაც უმრავლეს ქვეყნებში ერთმმართველობის კანონით შეზღუდვა, ან სრულიად გაუქმება მოჰყვა. ხელისუფალმა დაკარგა როგორც რელიგიური ძალმოსილება, ისე მისი დოგმების ტყვეობაში ჩაკეტილი სამართლის შემოქმედისა და დამცველის იმიჯიც. მეორე მხრივ, ხალხში ადგილი ჰქონდა იმედების გაცრუებას, მორალურ დეგრადირებას, სულიერ დისჰარმონიას, ანარქიისადმი მიდრეკილებას. სახელმწიფო განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 14. ასეთ უმწეო სიტუაციაში, როგორც ყოველთვის, გადამწყვეტ სიტყვას საკაცობრიო აზრი ამბობს. საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე დაწინაურდნენ საერთო სახალხო სულის მატარებელი, საკაცობრიო მისიით დავალებულ განმანათლებელთა მთელი პლეადა. მათი მოძღვრების თანახმად ძირი გამოეთხარა ადამიანთა წოდებრივ უთანასწორებას, რელიგიის, სამართლისა და მონარქის ერთმანეთთან გაიგივებას, მოხდა მათი ფუნქციების დიფერენციაცია. რელიგიას დაეკისრა ადამიანთა სულის განწმენდის ფუნქცია, სამართალს − მორალური სრულყოფის, ხოლო მონარქს − წინა ორის მიერ კუთვნილი დანიშნულებების შესრულებისათვის კონტროლის გაწევა. წინა პლანზე წამოიწია ინდივიდთა ყოფითმა-მატერიალურმა ინტერესებმა. წოდებრივმა თანასწორობამ ახსნა მუხრუჭები მათ ადამიანურ მისწრაფებებსა და ინტერესებს, თავისუფლების იდეებმა − დასახული მიზნის ასრულებისაკენ მიდრეკილების შეძენას. ყოველი მოთხოვნილება უშუალო დაკმაყოფილებისაკენ მიისწრაფვოდა. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, გაიზარდა სოციალურ ურთიერთობათა ნაირსახეობაცა და რიცხვიც. სუბიექტთა ინტერესები ხშირად ერთმანეთს საწინააღმდეგოს მეტყველებდნენ. უკვე აშკარა შეიქმნა ასეთი ანარქიული ვითარების რეგულირების აუცილებლობა. ვინაიდან ეს ურთიერთობები უპირატესად კერძო ხასიათს იძენდნენ, რელიგიურ დოგმებს არ შესწევდა ძალა მორგებოდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევას. მონარქი, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილი აღმოჩნდა სოციალურ ცხოვრებას, უუნარო აღმოჩნდა გამოეჩინა ინიციატურობა ასეთ ურთიერთობათა მოწესრიგების საქმეშიც. 15. აღნიშნულ სიტუაციაში მკაფიოდ გამოვლინდა სამართლის როგორც საერთო სახალხო სულის შემცვლელი, სოციალური ინსტიტუტის პრიორიტეტი. ამასთან, სამართალს უნდა შეესრულებინა სოციალური თანხმობისა და თანასწორობის უზრუნველყოფის ფუნქცია. საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე კერძოსამართლებრივი ურთიერთობების შინაარსმა განსაზღვრა საჯარო-სამართლებრივი ინტერესების მოცულობა. სწორედ ამით იყო გაპირობებული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ფორმის შემოღება. ერთპიროვნულ მმართველს არ შეეძლო ჩასწვდომოდა აღმოცენებულ მრავალრიცხოვან კერძო ურთიერთობათა აზრს, მოეხდინა მხარეებს უკან არსებული ინტერესების მართებულად ბალანსირება, ხოლო წარმომადგენლობითი ხელისუფლება სხვა არაფერი იყო, თუ არა ანარეკლი საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური ცვლილებებისა. 16. ჩვენ მივანიშნეთ სამართლის უშუალო საჭიროების წარმოშობაზე კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში. ხოლო საჯარო ურთიერთობებში, მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო აპარატი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მის პოლიტიკურ არსებობას გამართლება ჰქონოდა, უნდა მოძიებულიყო ის მორალური ძალა, რომელიც ამ უკანასკნელის ფუნქციონირებას ავტორიტეტულს გახდიდა. თუ მონარქის ხელისუფლების შეუვალობა და სუვერენიტეტი უპირატესად რელიგიური დოგმატიკის ზეგავლენით იყო განპირობებული, ხელისუფლების წარმომადგენლობით ფორმის ხელშეუხებლობის სადარაჯოზე სამართალი უნდა დამდგარიყო. ამ ტიპის ხელისუფლების სოციალური დანიშნულება ისეთი კანონშემოქმედებითი საქმიანობა იყო, რომლის შესრულების აუცილებლობაც საერთო სახალხო სულის კარნახით იქნებოდა განპირობებული. მაგრამ აქ შესამჩნევი ხდება ერთი წინააღმდეგობა: არის კი რეალური ისეთი პოზოტიური ნორმების 13 (სამართლის) ავტორიტეტულ ძალად გამოცხადება, რომელსაც უნდა დაეყრდნოს მთელი საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობის აუცილებლობის გააზრება, როცა სოციალური ცვლილებები და დროის ფაქტორის კვალობაზე მათი მოდიფიკაცია-შეცვლა ბუნებრივად უნდა მოხდეს. ხოლო ისეთ ნორმათა სისტემა, რომელიც კანონზომიერ, შესამჩნევ და ხშირ ცვლილებებსა თუ დამატებებს მოითხოვს, ვერ გახდება სახელმწიფოებრივად ორგანიზებული სისტემის მორალურ-სამართლებრივი საფუძველი. მეორე, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს მასობრივ-ინდივიდუალური ნიშნები ახასიათებთ, ამიტომ ასეთ ურთიერთობებში სამართლის ნორმის რეალიზაციის ფაქტები შეუმჩნეველი რჩება. რადგან სამართლის საზრისი მის რეალიზაციასა და აქედან წარმოშობილი მასობრივი ეფექტის შემეცნებაში დევს, რაც სუსტად ახასიათებთ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს, ამჯერად საჭირო შეიქმნა ასეთი ფუნქციონალური დანიშნულების მიმართ მკაფიო გამოხატულების მქონე საჯარო-სამართლებრივი ნორმების წინა პლანზე წამოწევა. 17. მაგრამ, ცხადია, არც საჯარო-სამართლებრივი ნორმებისათვის იყო იმანენტური სტაბილურობა. მართალია, მათი მოქმედება საზოგადოებისათვის მეტად შესამჩნევი იყო, მაგრამ გადაუდებელ პოლიტიკურ ცვლილებათა კანონზომიერებებს ვერც საჯარო სამართალი გადაურჩა. ამიტომ ავტორიტეტულობის ძალა სრული მოცულობით ვერც ისეთმა საჯარო ხასიათის ნორმებმა მოიპოვეს, რომლებიც ძირითადად ხელისუფლებასა და მოქალაქეებს, თვით მოქალაქეებს შორის საჯარო ურთიერთობებს უფრო მეტ ადგილს უთმობდა, ვიდრე უშუალოდ ხელისუფლების სტრუქტურას, დანიშნულებასა და უფლებამოსილებას. უნდა შექმნილიყო ერთიანი, ყოვლისმომცვლელი, ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ზოგადად შეიცავდა სამართლის ნებისმიერი დარგის ამოსავალ დებულებებს და ამდენად, მეტ სტაბილურობას შეინარჩუნებდა. იურიდიულად კი ძალადაკარგულად გამოცხადდებოდა ისეთი კანონების მოქმედება, რომელიც შეიცავდა საწინააღმდეგო (ან შეუსაბამო) მოთხოვნებს ძირითადი ნორმისაგან. ამგვარად იქნა შემუშავებული ძირითადი კანონი − კონსტიტუცია. იგი ჭეშმარიტად გახდა ის ავტორიტეტული (ხოლო შემდგომ ეტაპზე ავტორიტარული) ძალა, რომელშიც შერწყმულია ხალხის მორალურ-პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ინტერესები, შეხედულებები, მრწამსი. სწორედ კონსტიტუციური მოთხოვნების ძირითადი არსიდან გამომდინარე ხდება სახელმწიფოს პოლიტიკური იდეოლოგიის მომზადება ხელისუფლების მიერ, რაც სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემად ცნობის უპირატეს ატრიბუტს წარმოადგენს. 18. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა ისტორიულად კონცენტრირებას განიცდიდა, რამაც დასრულებული სახე კონსტიტუციური სახელმწიფოს შინაარსში ჰპოვა. 19. სახელმწიფო-სამართლებრივი ცხოვრების რეფორმების პროცესი სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა სახელმწიფო აღმშენებლობის მიმდინარეობას. მან სრულყოფილი ფორმა კონსტიტუციით გამაგრებულ პოლიტიკურ სისტემაში მიიღო. ხოლო კანონის ავტორიტეტი, უზენაესობა ისე არც ერთ წყობილებაში არ შეიმჩნევა, როგორც კონსტიტუციურ სახელმწიფოებრივ სისტემაში. ამდენად. სახელმწიფო აღმშენებლობის იდეა სტრატეგიულ-იურიდიულ გამოხატულებას კონსტიტუციურ სახელმწიფოებრივ წყობილებაში ნახულობს. 20. ახლა უპრიანად მიგვაჩნია ლოგიკური თანმიმდევრობით გავაშუქოთ იმ თეორიტიკოსთა შეხედულებები, რომელთა მოღვაწეობის პერიოდში მოცემული საკითხი ისტორიულად მთელი სიგრძე-სიგანით იდგა. 21. სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ შეხედულებები თავდაპირველად გერმანიაში წარმოიშვა. გერმანულმა იურიდიული მეცნიერებამ ფილოსოფიური სიღრმის გამოყენებით შეძლო დაემუშავებინა ურთულესი რეფლექსის გზით სამართლებრივი სახელმწიფოს თეორიული წინამძღვრები. 22. ის დიდი ადგილი, რაც გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრობლემა იკავებს, არ არის შემთხვევითი. როგორც ლორენც შტეინი აღნიშნავდა, არც საფრანგეთში, არც ინგლისში არ იგრძნობოდა იმის საჭიროება, რომ ერთმანეთისათვის შეეთანხმებინათ მმართველობის უფლება კონსტიტუციურ მოწყობასთან (VERFASS-UNGSMESSIGES REGIERUNGSRECHT), რაც ცოცხალი სახით განიცდებოდა გერმანიაში14. 23. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა თავიდანვე სრულყოფილი დოგმატური დამუშავების საგნად არ ქცეულა. მისი ძირითადი ასპექტები მხოლოდ დროთა განმავლობაში გამოიკვეთა. ამ მხრივ აღსანიშნავია ზიგვარტის წიგნი „DIE WISSENSCHAFT DAS RECHTES NACH GRUND DER PRAKTISCHEN VERNUNT“, რომელიც 1828 წ. გამოიცა. აქ ჩვენ ვხვდებით სახელმწიფოთა დაყოფას პატრიარქალურ, იერარქიულ, დესპოტურ და სამართლებრივ სისტემებად. უფრო ადრე ჩვენ ამ სიტყვას ვნახულობთ არეტინთან, სადაც არა სამართლებრივი სახელმწიფო განისაზღვრება კონსტიტუციურის მეშვეობით, არამედ პირიქით15. 24. აქ მოლის მიეკუთვნება პირველობა. უკვე 1832-1834 წ. გამოვიდა მისი წიგნი „POLIZEIWISSENSCHAFT NACH DEN GRUNDSATZEN DES RECHTSSTAATES“. ხოლო თავის STAATRECHT DES KONIGREICHS WURTENBERG-ში“ მან მოგვცა არსებითად პირველი იურიდიული დამუშავება ერთ-ერთი გერმანული სახელმწიფოს კონსტიტუციური სამართლისა. აქ მოლი განსაკუთრებით ჩერდება ბრძანებისა და კანონის ურთიერთობის საკითხზე, რაც ასე რიგად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სამართლებრივი ხასიათის გასარკვევად. 25. „GESCHICHTE UND LITTERATUR DER STAATS-WISSENSCHAFTEN-ში“ კონსტიტუციური სახელმწიფო ხასიათდება ოთხი ნიშნით: პირველი ადგილი მიკუთვნებული აქვს მთელი სახელმწიფო ხელისუფლების აღსრულებას სამართლებრივ სახელმწიფოში მისთვის არსებითი მიზნის მისაღწევად ამ ხელისუფლების მატარებლის − მემკვიდრე მონარქისა და მისი მაგისტრატის, რომელიც არჩეულია განსაზღვრული ვადით, მეშვეობით16. შემდეგ აქ შედის ხელისუფლების უფლებამოსილების დადგენა კონსტიტუციასთან თანხმობაში, ქვეშევრდომთა ცნობილი სამართლებრივი მისწრაფებების აღიარება და ყველა მითითებული უფლების ხორცშესხმის უზრუნველყოფა სახალხო ხელისუფლების მიერ. აქ თითქოსდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა უპირატესად განსახიერდება სახელმწიფო ხელისუფლების მატარებლის საქმიანობაში. მასთან შეთავსებადია ყოველგვარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაცია, ოღონდაც მიღწევადი დარჩეს სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი ამოცანა იმ პირობით, რომ „სახელმწიფო ხელისუფლება აქ გამოიყენება მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფოს მიზნებისათვის და თავს შეიკავებს ყოველგვარი უსამართლობისა და თვითნებობისაგან“17. ამავე დროს, მოლი ჩამოთვლის ხელისუფლებისა და მოქალაქეთა უფლებებს სამართლებრივ სახელმწიფოში. პირველი (სახელმწიფოებრივი კავშირის ყველა წევრის კანონზომიერი მორჩილება, ყოველგვარი ზომის მიღების უფლება სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად, სახელმწიფოს მეთაურის უფლება მიიღოს მატერიალური ანაზღაურება) კიდევ შესაძლებელია მოერგოს მართვის სხვადასხვა ფორმას, ხოლო მეორე (მოქალაქეთა თანასწორობა კანონის წინაშე, მათი თანაბარი მონაწილეობა სახელმწიფოებრივ საქმეებში. მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების სახეობები) მოითხოვს განსაზღვრულ სახელმწიფოებრივ მოწყობას18. 26. მეორე დიდი გერმანელი თეორიტიკოსის შტალის თვალში კონსტიტუციონალიზმი ერთნაირად შორსაა, როგორც რადიკალიზმიდან, ისე აბსოლუტიზმისაგან, და იგი, როგორც ჩანს, უცხოს სულ არ წარმოადგენს კონსერვატიზმისათვის: მის ფარგლებში არსებობას ინარჩუნებს სამეფო ხელისუფლების სუვერენიტეტი... და საერთოდ, ხსნა არის „არა აბსოლუტიზმში, არა წოდებრივ ხარისხებში, არა საფრანგეთის 1789-1848 წწ რეჟიმში, არამედ კონსტიტუციურ მონარქიაში ინგლისის მაგალითზე“, − ამბობს შტალი. უნდა მივიღოთ ლოზუნგი - „ვიდგეთ სამართლებრივ ნიადაგზე“, არა თუ თაყვანი ვცეთ სახალხო ნების სასიამოვნო ფაქტს. უკვე აქედან გამომდინარეობს ვალდებულება სამეფო ხელისუფლების სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისა19. 27. „სახელმწიფო უნდა იქცეს სამართლებრივად, ეს არის ლოზუნგი და ნამდვილი საჭიროება ახალი დროისა. მან სამართლებრივი სახით უნდა განსაზღვროს და უცვლელად დაიცვას თავისი საქმიანობის ფარგლები, როგორც თავისი მოქალაქეების თავისუფლებების სფეროები, და განახორციელოს ზნეობრივი იდეები სახელმწიფოებრივი იძულების პირდაპირი გზით იმდენად, რამდენადაც ეს განეკუთვნება სამართლის სფეროს. ამაში მდგომარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს ცნება და არა იმაში, რომ სახელმწიფო ზრუნავს მხოლოდ სახელმწიფოებრივ წესრიგზე და არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ მიზნებს. და იცავს მხოლოდ ცალკეულ პირთა ინტერესებს. საერთოდ იგი გულისხმობს სახელმწიფოებრივი საქმიანობის არა მიზანს და შინაარსს, არამედ მისი განხორციელების მეთოდსა და ხასიათს20. 28. საერთოდ სახელმწიფოში ხელისუფლება ეკუთვნის მეფეს და კანონს21. კანონის ბატონობა, რაც იქმნება სახალხო წარმომადგენლების მონაწილეობით გადამწყვეტი ხმის გამოყენებით, გამორიცხავს აბსოლუტიზმის შესაძლებლობას, მეფის ბატონობა − სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას თვითმარქვია საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ, რომელთაც არ გააჩნიათ არც ისტორიულად მოპოვებული ავტორიტეტი და არც რეალური მორალური დონე (შტალი). 29. შტალის წინააღმდეგ პოლემიკას მართავს ბეერი, რომელმაც 1864 წ. გამოსცა წიგნი სახელწოდებით: „DER RECHTSTAAT“. მოქალაქეების სამართლებრივ გარანტიას იგი ხედავს სასამართლო ორგანოების განსაზღვრულ მდგომარეობაში სახელმწიფო სტრუქტურის შემადგენლობაში. სასამართლოს დამოუკიდებლობა და სახალხო წარმომადგენლების მონაწილეობა კანონშემოქმედებაში − ეს ერთი აზრის გამოხატულებაა. უნდა ვცნოთ აღმასრულებელი ხელისუფლების არა მარტო მორალური, არამედ სამართლებრივი ვალდებულებაც- ეს ცნობა არის სწორედ ძირითადი მომენტი სამართლებრივი სახელმწიოს მიღწევისაკენ სწრაფვაში22. მაგრამ ამგვარ ვალდებულებას თან უნდა ახლდეს სამართლებრივი დაცვა, რაც მიიღწევა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების სასამართლოსადმი დაქვემდებარების გზით. იმისათვის, რომ სამართლებრივი სახელმწიფო იქცეს რეალობად, არასაკმარისია საჯარო სამართლის ნორმების განსაზღვრა კანონმდებლობის გზით, საჭიროა ასევე შეიქმნას მართლმსაჯულება, რომელიც დაადგენს სამართალს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და იძლევა ხელშეუხებელ საფუძველს მისი აღდგენისათვის, თუ იგი დარღვეულია23. შტალის საწინააღმდეგოდ იგი ამტკიცებდა, რომ მმართველობაში სამართალი არის უმაღლესი მიზანშეწონილობა. 30. ასევე საინტერესოდ მიგვაჩნია მოვიტანოთ ლ. შტეინის მსჯელობათა განვითარების თავისებურებანი. კერძოდ, შტეინისათვის სახელმწიფოსთვის ნიშანდობლივია სამართლებრივად ქცევის შესაძლებლობა იმის წყალობით, რომ იგი გარკვეული ხარისხით დამოუკიდებელია საზოგადოებისაგან. უნდა ითქვას, რომ შტეინი აიდეალებდა არა რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოს, არამედ თვით სახელმწიფოებრიობის პრინციპს. ხოლო მეორე მხრივ სამართლებრივ თავისუფლებას არ შეუძლია სრულად აღმოფხვრას საზოგადოებრივი საჭიროებანი და ამიტომაც ცალკე უმართებულოა გარდაქმნას სახელმწიფო განკერძოებულ სამართლებრივ ორგანიზაციად. თვით სამართლებრივი სახელმწიფოს ცნება არ არის რაიმე აპრიორული ან რომელიმე ეროვნების სულიერ ნიშნებთან დაკავშირებული ცნება. სამართლებრივად იწოდება სახელმწიფო, რამდენადაც იგი ავითარებს არა სამართალს საერთოდ, ან ამ უკანასკნელის გასაზღვრულ დარგს, არა სამოქალაქო, სისხლის, საზოგადოებრივი (GESELTSCHAFTLICH) სამართლის მეცნიერებებს, არამედ მმართველობის სამართალს ფართო გაგებით (REGIERUNGSRECHT). სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა გულისხმობს სამართლებრივი დებულებებისა და საშუალებების სისტემას, რომელიც სავალდებულოს წარმოადგენს მთავრობისათვის განმკარგულებელი და კონკრეტულ საქმიანობაში იმ მიზნით, რომ დაცული იქნას კანონმდებლობაში დადგენილი სამათალი“24. 31. შტეინთან სამართლებრივი სახელმწიფოს ცნება მოლისა და შტალისაგან განსხვავებით მნიშვნელოვნად კონკრეტიზირდება: იგი არის განსაზღვრული სახესხვაობა კონსტიტუციური სახელმწიფოსი. 32. შტეინს შემოაქვს ადმინისტრაციული იუსტიციის ცნება და თვლის, რომ მოქალაქეებმა თავიანთი კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად უნდა მიმართონ მას. ზოგადად მხოლოდ ადმინისტრაციული იუსტიციის არსებობა უზრუნველყოფს იმ საზღვრების ხელშეუხებლობას, რითაც სამართლებრივ სახელმწიფოში შემოსაზღვრულია მთავრობის საქმიანობა. შტეინისათვის, საბოლოოდ, სამართლებრივი სახელმწიფო არის კონსტიტუციური სახელმწიფო სწორად მოწყობილი ადმინისტრაციული იუსტიციით. 33. აღსანიშნავია ასევე სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთ-ერთი ფუძემდებლის გნეისტის შეხედულებები. იგი ასეთი ტიპის სახელმწიფოს ძირეულ ნიშნებს ამჩნევს გერმანიისა და ინგლისის სახელმწიფოების ისტორიაში. ხოლო შემდგომში მე-19 საუკუნის 70-იან წლებში პრუსიაში გატარებულმა რეფორმებმა, რამაც ერთმანეთს დააკავშირა ადმინისტრაციული იუსტიცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, გნეისტის პოლიტიკურ-სამართლებრივი იდეალები აღასრულა. ამიტომ მან უმთავრეს ამოცანად დასახა, რათა გერმანულ იურიდიული აზრი გამხდარიყო გატარებული რეფორმების დონის შესაბამისი25. 34. მას შემდეგ, რაც რეალობა იქცა ერთიანი გერმანული სახელმწიფო ბისმარკის რკინისებური პოლიტიკის წყალობით და შეიქმნა ჩრდილოეთ გერმანიის კავშირი და გერმანიის იმპერია, დღის წესრიგში დადგა ადრე შემუშავებული იურიდიული კონსტრუქციების მოდერნიზება. მეცნიერული კვლევა შეეხო იურიდიულ ცნებათა ფართო სპექტრს და მათ შორის გვერდი ვერ აექცა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასაც. სამართლებრივი სახელმწიფოს პრობლემის კვლევას გვერდი ვერ აუარა ისეთმა მკაცრი და შეუზღუდავი სახელმწიფო სუვერენიტეტის მომხრე თეორეტიკოსმა, როგორიცაა ზეიდელი. ამგვარი სუვერენიტეტის მატარებელი, მისი აზრით, არის არა სახელმწიფო, რომელიც მიიჩნევა სამართლის ობიექტად, არამედ ხელისუფალი. მისი ხელმწიფება (HERRSCHAFT) წარმოიშობა წმინდა ფაქტიური სახით, ხოლო ასეთი მდგომარეობიდან გამომდინარეობს სამართლის აზრი - ანუ ზეიდელის თქმით, ურთიერთობათა ერთობლიობა, რის შედეგადაც მმართველი ნება ორგანიზებას უკეთებს ადამიანთა თანაცხოვრებას სახელმწიფოში26. იგი მოითხოვს, რომ კონსტიტუციურ წყობაში კანონმდებლობა გაემიჯნოს მმართველობას. თუმცა, ამავე თეორეტიკოსების აზრით, ამას არ ეწინააღმდეგება საგანგებო ბრძანებულებათა (NOTVERORDNUNGSRECHT) გამოცემის უფლების არსებობა და მით უფრო, სახელმწიფოს მეთაურის ფართო უფლებამოსილებანი ბრძანებულებებისა და მითითებების გამოცემის სფეროში. 35. ამ პერიოდისათვის გაბატონებული მიმდინარეობიდან სახელმწიფო-სამართლებრივ მეცნიერებაში ლაბანდის მოძღვრება ჩამოყალიბდა, რომელიც სახელმწიფოს, როგორც იურიდიულ პირს, განიხილავს. ამ თეორიის მიხედვით, სამართლებრივი სახელმწიფოს ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია მოითხოვოს მასში შემავალ წევრ-სახელმწიფოებისაგან რისიმე მოქმედების შესრულება და დაუშალოს მისი აღსრულება თუ არა ცნობილი სამართლებრივი დებულების (RECHTSSARZ) საფუძველზე. ლაბანდისათვის ასეთი სამართლებრივი დებულების დადგენა ახასიათებს საკანონმდებლო აქტს, თუ ეს უკანასკნელი გვეძლევა მატერიალური აზრით27. ამიტომ მისთვის სახელმწიფო წარმოადგენს სამართლებრივს იმდენად, რამდენადაც მოქალაქეთა დადებითი და უარყოფითი მოვალეობანი განისაზღვრება კანონებით. ლაბანდის განმარტებით, სამართლებრივ სახელმწიფოს შეესაბამება სახელმწიფოებრივი მართლწესრიგის ნიშნები და არა რაიმე უფლების მომთხოვნელობა მოქალაქეთა მხრიდან. ლაბანდი არ ცნობს სუბიექტურ საჯარო უფლებებს და სახელმწიფოებრივი კავშირის წევრები სარგებლობენ მხოლოდ იმ წესების რეფლექსიით, რითაც მოქალაქეთა ვალდებულებები მხოლოდ საკანონმდებლო წესით დგინდება. მხოლოდ სახელმწიფოებრივ ნებაზე არის დამოკიდებული, დარჩება ესა თუ ის წესი ძალაში, გაუქმდება თუ შეიზღუდება28. 36. აქ ძევს ძირეული სხვაობა ლაბანდისა და იელინეკის შეხედულებებს შორის. იელინეკისათვის სუბიექტური საჯარო უფლებების არსებობა წარმოადგენს გარდაუვალ შედეგს სახელმწიფოს სამართლებრივ თვითშეზღუდვისა. თავის სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებაში უკანასკნელი თავი „ALLGEMEINE STAATSLEHRE“ მიეძღვნა სწორედ საჯარო უფლებების გარანტიებს, სადაც ადმინისტრაციული იუსტიცია ერთ-ერთი გარანტიათაგანს წარმოადგენს. 37. თუ გერმანულ იურისპრუდენციაში უმთავრესად შეიმჩნევა კანონის უზენაესობის პრიორიტეტული მდგომარეობა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, რის დასტურადაც უნდა ჩაითვალოს ის შედეგი წმინდა თეორიული რეფლექსიისა, სადაც სამართლებრივი სახელმწიფოს არსი თანმთხვევაში მოდის კონსტიტუციურ წყობასთან (გერმანული სამართლის თეორიაში განვითარებული იდეების თანახმად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ქვეყნის თეორიტიკოსებმა ყველაზე სრულიად წარმოგვიდგინეს სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი ატრიბუტული ნიშნები. კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილება, ინდივიდთა საჯარო უფლებები... ხოლო ყოველივე ამის გარანტიად მათ შემოიტანეს ადმინისტრაციული იუსტიციის ცნება. ადმინისტრაციული იუსტიცია უნდა გამხდარიყო ის ინსტიტუტი, რომელსაც ხელეწიფებოდა მოეწესრიგებინა სადაო ურთიერთობანი ხელისუფლებასა და ქვეშევრდომებს შორის), ფრანგული იურიდიული დოქტრინა ორიენტირებულია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის სრულყოფილად აგების მცდელობისაკენ, რადგან მათი აზრით ხელისუფლებათა სხვადასხვა შტოების ნორმალური ფუნქციონირება სწორედ მთავრობის უნარიანი მუშაობით განისაზღვრება. ამიტომ არის, რომ ფრანგულ სამართალში ადმინისტრაციული დარგი უფრო დახვეწილი და განვითარებულია, ვიდრე სამართლის სხვა სფერო. 38. ფრანგული იურიდიული აზროვნება ამოსავალ წერტილს სახალხო სუვერენიტეტის იდეაში ნახულობს. რუსოს მიერ წამოყენებული ეს იდეა იქცა იმ ქვაკუთხედად, რის ირგვლივაც კვლევა-ძიებამ სამართლის მეცნიერება შესამჩნევად დააწინაურა. 39. ამასთან, ადგილი ჰქონდა წამოყენებული იდეების კრიტიკულ ანალიზსა და მათთვის მეცნიერული სიღრმის მიცემას. მაგალითად, რ. კოლლარმა და გიზომ სცადეს სახალხო სუვერენიტეტისათვის დაეპირისპირებინათ გონების სუვერენიტეტი, მაგრამ ამას არ მოჰყოლია რეალური მხარდაჭერა, ვინაიდან საფრანგეთში ვერ იქნა შენარჩუნებული ვერც შეზღუდული მონარქია და ვერც „PAYS LEGAL“ -ის ბატონობა. 40. სახალხო სუვერენიტეტს უნდა გააჩნდეს თავისი საზღვრები პირად უფლებებთან, რომელთა ცნობა და დაცვა ბ. კონსტანისათვის შეადგენს თავისუფლების შინაარსს ახალ სახელმწიფოში. ხოლო ესმენი ამტკიცებს, რომ სახალხო სუვერენიტეტი უნდა დაეფუძნოს საზოგადოებრივ აზრს, ხოლო თუ მოვაცლით ამ საფუძველს, სუფთა ძალის გარდა არაფერი დაგვრჩება29. 41. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ორიუს შეხედულებები მოცემულ თემასთან მიმართებაში. მისი აზრით, საყოველთაო ნება წარმოადგებს მხოლოდ ერის იდეებისა და გრძნობების თანხმობას. ის არ შეიძლება ორგანიზებულ იქნეს, და არ შეუძლია თავად რაიმე შექმნას. ის მხოლოდ იღებს იმას, რაც ეძლევა მას გარედან (POUVOIR D’ ADHESION). ამომრჩევლები - ეს სახელმწიფოში განსაკუთრებული ხელისუფლებაა პარლამენტის და მთავრობის მსგავსად. თავის მხრივ სახალხო წარმომადგენელიც ვერ იქნება საერთო ნების და უფრო მეტიც, ამომრჩევლის ნების გამომხატველი. ასეთ მდგომარეობას ორიუ ახასიათებს, როგორც ინვესტიტურას. წარმომადგენლები დამოუკიდებლად აწარმოებენ საქმეებს და მათმა საქმიანობამ საერთო ნებისაგან უნდა მიიღოს მხოლოდ მოწონება, ხოლო ეს მოწონება შეიძლება იყოს უსიტყვოც და ნაგულისხმევიც (IMPLICITE). აქედან გამომდინარე, ხალხს ეკუთვნის არა ხელისუფლება, არამედ შემოწმების უფლება, რომელსაც ზოგჯერ სრულიად არამკაფიო ფორმით ვხვდებით. ხოლო ხელისუფლებები − საარჩევნო, საკანონმდებლო, აღმასრულებელი − მეორე მხრივ, წარმოადგენენ ავტონომიურს: გარანტია ძევს მათ თანასწორობაში, რაც მიიღწევა მათი ერთობლივი მონაწილეობით ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ აქტში ან სოლიდარობით (პარლამენტარიზმი). 42. ვფიქრობთ, ორიუს შეხედულებები ფორმალური თვალსაზრისით ლოგიკური ჭეშმარიტების შემცვლელია. ხელისუფლების არჩევის აქტში მოსახლეობა გამოხატავს საკუთარ ნებას იმ მომენტში, როცა ეს არჩევნები მიმდინარეობს. ხოლო შემდგომში იგი ფაქტიურად მოწყვეტილ რჩება სახელისუფლებო საქმეებს და ამდენად მისი ხელისუფლების არსებობა წმინდა დოგმატურ დებულებად ჩაითვლება. მოქმედებს სახალხო სულის გამოვლინება საყოველთაო ნებაში და არა ეს უკანასკნელი ხელისუფლებაში. ხელისუფლება ასრულებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს და ამ ვალდებულებათა შესრულებისას იგი ანგარიშს უწევს სახელმწიფოში მიმდინარე საზოგადოებრივ აზრს. ამას ხელისუფლება, თუ შინაგანი მორალურ-პოლიტიკური დონე არა, საკუთარი თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც კარნახობს. ხელისუფლების მოპოვება გულისხმობს მიიღო მონაწილეობა მის მიერ გატარებულ ყველა არსებით ღონისძიებაში, რაც საყოველთაო ნებას არ ახასიათებს. ამიტომ მისი ფუნქცია სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში მხოლოდ ხელისუფლების საქმისადმი კონტროლით ამოიწურება, ხოლო ეს კონტროლი არ არის დამოკიდებული თითოეული ქვეშევრდომის ნებაზე და რამდენად დადებითად არის ხელისუფალი მისადმი განწყობილი. საყოველთაო სახალხო ნების კონტროლი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ყველა შემთხვევაში გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკური კურსის მიმართულების არჩევაზე. 43. უჩვეულო სპეციფიკურობით გამოირჩევა ლ. დიუგოს თეორიული შეხედულებები, რაც გამოთქმულია შრომაში „L’ ETAT“. ამ წიგნის შესავალში დიუგი აცხადებს, რომ მისი ამოცანა უარყოფითია: აჩვენოს, რომ არ არსებობს სამართალი და სახელმწიფო. იგი არ ცნობს სახალხო სუვერენიტეტის იდეას, არც სუბიექტურ-საჯარო უფლებებს და სახელმწიფო პირის იდეას. მისი აზრით, სახელმწიფო ხელისუფლება არ ატარებს სამართლებრივ ბუნებას, ის ყოველთვის ეფუძნება ძალას. სამართლებრივი ნორმების წარმოშობა კი სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად უნდა ვეძიოთ30. ეს ნორმები სავალდებულოა სახელმწიფოსთვისაც, რადგან ისინი პასუხობენ სოციალური სოლიდარობის იდეას და უფრო მეტიც, თვით ნორმის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მასში თითქოს კრისტალიზირდება საკაცობრიო ბუნების მისწრაფება სოლიდარობისაკენ31. ამ აზრს ბევრი მოწინააღმდეგე გაუჩნდა დაუსაბუთებლობის გამო. მაგალითად, ნოვგოროდცევი ლ. დიუგის „კონსტიტუციური სამართლის“ რუსულად თარგმნის წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ „სოციალური სოლიდარობა რომ ფაქტია − ეს უდავოა. მაგრამ სოციალური სოლიდარობა ამ დოქტრინის თანახმად არის ასევე ვალი, და ჩვენ უფლებამოსილი ვართ ვიკითხოთ: საიდან მოდის იგი. მოვალეობის ფაქტიდან გამოყვანა უაზრობაა. ხოლო სანამ ჩვენ არ გვიჩვენებენ სოციალური მოვალეობის სხვაგვარ საფუძველს, უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ სოლიდარობის დოქტრინა ეფუძნება აპრიორულ, დაუმტკიცებელ დებულებებს.“ 44. ლ. დიუგს მიაჩნია, რომ ხელისუფლების კანონიერება განისაზღვრება არა მისი წარმოშობით, არამედ მისი განხორციელებით, სოციალური სოლიდარობის სულით ან მისგან გამიჯვნით. აქ შეიგრძნობა ანტიკური პოლიტიკური აზრის გამოძახილი იურიდიული ფორმალიზმისადმი პროტესტის ნიშნად: REX GUI RECTE FACIT.32 სამართლებრივად იქმნება სახელმწიფო იმდენად, რამდენადაც მმართველები და სამართავები ღრმად გააცნობიერებენ სოციალური სოლიდარობის აუცილებლობას. კანონი არის საერთო ნორმა, რაც ითვალისწინებს კანონის წინაშე თანასწორობას და წარმოადგენს ერთ-ერთ საფუძველს სამართლებრივი წყობისა; სხვაგვარად ყოველგვარი გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს საერთო კანონს მოც. შემთხვევის, თუ პირის მიმართ, ვისგანაც არ უნდა მიმდინარეობდეს იგი, დიქტატურის აქტია. (UN ACTE DICTATORIEL). 45. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეამ წინარევოლუციურ წლებში რუსეთშიც მონახა მხარდამჭერთა წრე. პირველად სამართლებრივი სახელმწიფოს ცნებას ჩვენ ვხვდებით ვ. გესსენის სტატიაში „სამართლებრივი სახელმწიფოს თეორია“. აქ სამართლებრივი სახელმწიფო განისაზღვრება როგორც სახელმწიფო, რომელიც თავის საქმიანობაში აღმასრულებელი და სასამართლო ფუნქციების შესრულებისას დაკავშირებულია და შეზღუდულია სამართლით, დგას სამართლის ქვევით და არა მის გარეთ ან მასზე (გვ. 132) სახელმწიფოს საკანონმდებლო საქმიანობა არ არის დაკავშირებული სამართალთან, არც დადებითთან და არც ჩვეულებითთან. მაგრამ კანონი ფორმალური აზრით არსებობს მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლების, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამიჯვნისას. ამიტომ სამართლებრივ სახელმწიფოდ მიიჩნევა ის სახელმწიფო, რომელიც თავის ორგანიზაციაში ახორციელებს ხელისუფლებათა განაწილების საწყისებს. ასეთი საწყისების ხორცშესხმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც ადგილი აქვს მართვის წარმომადგენლობით ფორმას. სამართლებრივი და კონსტიტუციური სახელმწიფო სინონიმებია (გვ. 135). 46. ა. ს. ალექსეევი სამართლებრივი სახელმწიფოს არსს ხედავს სამართლის უზენაესობის აღიარებაში. უკანასკნელი თანამედროვე ვითარებაში აისახება სამ პირობაში: ა) არ შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფოში მართლწესრიგის სახალხო წარმომადგენლობის მონაწილეობის გარეშე; ბ) არ შეიძლება იყოს უპასუხისმგებლო აღმასრულებელ აქტები, თუმცა შესაძლებელია იყოს უპასუხისმგებლო ორგანოები; გ) უნდა არსებობდეს მართალი სასამართლო33. მისი სიტყვებით, სამართლებრივი სახელმწიფო შესაძლებელია, მხოლოდ კონსტიტუციური სახელმწიფოს ფორმაში, მაგრამ არა ყოველი კონსტიტუციური სახელმწიფო არის სამართლებრივი. აქ ძირითადია, რომ ამ უკანასკნელში ხორციელდებოდეს არა მარტო კანონთა უზენაესობის პრინციპი სხვა სახელისუფლო აქტების მიმართ, არამედ სამართლის უზენაესობაც კანონზე. კანონი კი არ აძლევს ძალას სამართალს, არამედ სამართალი − კანონს. ხოლო კანონმდებელმა კი არ უნდა შექმნას სამართალი, პირიქით მოიძიოს იგი, რაც გამომუშავებულია საზოგადოების ცნობიერებაში. ვფიქრობთ, ალექსეევის დასკვნა ამ საკითხში კომენტარს არ მოითხოვს. 47. მეორე რუსი თეორეტიკოსი ს. კოტლიარევსკი, რომელიც საკმაოდ დაბეჯითებით მიმოიხილავს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის გავრცელების პრობლემებს ევროპის კონტიტენტზე (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, რუსეთი), მოცემული თავის დასასრულს იძლევა საკუთარ მოსაზრებას დასკვნის სახით. კერძოდ, ის აქ გამოჰყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს შესაძლო ზოგად ნიშნებს: სამართლებრივი სახელმწიფო არ არის გაიგივება კონსტიტუციური სახელმწიფოსთან, თუმცა თანამედროვე პირობებში კონსტიტუციური წყობის განხორციელება წარმოადგენს მის აუცილებელ წინამძღვარს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქ ენიჭება კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოებრივი ხელმწიფების აქტებთან. ამ საწყისებით უზრუნველიყოფა სამართლებრივი აზრით ის, რომ სახელმწიფო - თვით სამართლის სუბიექტი - ცნობს სხვა სამართლის სუბიექტს. აქ ძევს ESSENTIALE: მის ფარგლებს გარეთ შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი განსხვავება. სახელმწიფოს დადებითი საქმიანობა, მისი საკანონმდებლო ამოცანების სიფართე, მისი ჩარევის საზღვრები ამით პირდაპირ არ შეირყევა. სახელმწიფოს მიერ იმ სამართლებრივი საზღვრების აღიარებას, რომელიც ცალკეულ პირებსა თუ ადამიანთა გაერთიანებებს მოიცავს, გააჩნია მეტაიურიდიული საფუძველი: იგი უფრო ივარაუდება სახელმწიფოებრივი წყობით, ვიდრე გამომდინარეობს აქედან. იგი გამოდის ძალიან ღრმა, საუკუნეებით გამოწრთობილი გამოცდილებიდან, რაც გამაგრებულია მოთხოვნილებით შეიქმნას წონასწორობა მბრძანებლობასა და ქვეშევრდომთა თვითშენარჩუნებას შორის და ამ შესაძლო ფარგლებში მორიგებულ იქნას პირადი თავისუფლების გრძნობა და მოუცილებელი დამოკიდებულების შეგნება34. 48. ასეთია მოკლედ იმ მოძღვრებათა მრავალსახეობა, რომლებიც შემუშავებულ იქნა სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ მსოფლიო იურიდიულ აზროვნებაში.  თავი III მოქალაქეთა ინდივიდუალური და მასობრივი მართლშეგნების როლი სამართლის ნორმის რეალიზაციის პროცესში 1. მართლშეგნების ცნება და სტრუქტურა 49. სამართლებრივი ნორმების რეალიზაცია უშუალოდ არის განპირობებული მოქალაქეთა მართლშეგნების დონეზე. საყოველთაოდ სავალდებულოობა სამართლის არსებითი დამახასიათებელი ნიშანია. 50. იგი სავალდებულოა დაცული იქნეს ყველა სუბიექტის მიერ მიუხედავად იმისა, თუ როგორი სუბიექტური დამოკიდებულება გააჩნია მისადმი. 51. სამართალი, მისი მოქმედება ყოველთვის წარმოშობს სამართლის ნორმებისადმი სუბიექტურ რეაქციას. იგი ფორმირდება, წარმოიშობა და ცხოვრებაში ერთვება ადამიანთა ნებისა და შეგნების გავლით. მოქალაქეთა კოლექტიური რეაქცია შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებელი ან უარყოფითი. მაგრამ ყველა შემთხვევაში სუბიექტები გარკვეული ხარისხით რეაგირებენ მოქმედ სამართალზე. სამართლებრივ მოვლენათა მიმართ ადამიანთა სუბიექტურ დამოკიდებულებას მოიცავს მართლშეგნების არსი. 52. მართლშეგნება - ეს არის სამართლებრივ წარმოდგენათა, გრძნობათა და რწმენათა ერთობლიობა, რომელიც გამოხატავს ინდივიდთა, სოციალურ ჯგუფთა, მთლიანად საზოგადოების სუბიექტურ დამოკიდებულებას მოქმედ, ან სასურველ სამართალთან, სხვა სამართლებრივ მოვლენებთან, ადამიანთა ქცევებთან სამართლებრივი რეგულირების სფეროში. 53. მართლშეგნება, როგორც სუბიექტური სამართლებრივი მოვლენა, შინაარსის მიხედვით შეიძლება განხილულ იქნეს ოთხი ასპექტით: 54. პირველი, იგი გულისხმობს სამართლებრივ მოვლენათა ცოდნას. მაგალითად, ამა თუ იმ სამართლის ნორმის შინაარსის, სამართალშემოქმედებისა და სამართალგამოყენების პროცესების, ასევე მართლზომიერი და სამართალდამრღვევი ქცევების, დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდების ცოდნას; 55. მართლშეგნების მეორე მხარეა სუბიექტთა დამოკიდებულება იურიდიული ნორმებისადმი, მათი გამოყენების პრაქტიკისადმი, კანონიერებისადმი, მართლმსაჯულებისადმი. ერთი და იგივე კანონი ადამიანების მიერ შესაძლებელია მიღებულ იქნეს სხვადასხვაგვარად. 56. მართლშეგნების მეშვეობით ფასდება ადამიანთა ქცევა როგორც მართლზომიერი და არამართლზომიერი, კანონიერი და არაკანონიერი - ეს მართლშეგნების მესამე შეფასებითი მხარეა. 57. სამართლის რეალიზაციის პროცესში არანაკლები მნიშვნელობა გააჩნია მართლშეგნების ქცევით მხარეს, რაც გამოიხატება სამართლებრივ მიზანდასახულობაში, სამართლის ნორმათა დანიშნულების ცოდნასა და მისი განხორციელების მიმდინარეობის შემოწმებაში. 58. მართლშეგნება წარმოადგენს საზოგადოებრივ შეგნების ერთ-ერთ სპეციფიკურ ფორმას. შემეცნების ფორმები გამოიხატება პოლიტიკურ, სამართლებრივ, მორალურ იდეოლოგიასა და ფსიქოლოგიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ამიტომ უნდა განვასხვაოთ პოლიტიკური, სამართლებრივი, მორალური, ესთეტიკური და საზოგადოებრივი შემეცნების სხვა ფორმები. 59. ყველაზე მჭიდროდ მართლშეგნება ურთიერთქმედებს ზნეობრივ და პოლიტიკურ ცნობიერებაზე. მართლშეგნების გამოვლინების საგანი უფრო ფართოა. მასში შედის ურთიერთობანი, რომლებიც არ შედის სამართლებრივი რეგულირების სფეროში. მაგალითად, მეგობრობის, ამხანაგობის, სიყვარულის ურთიერთობანი. თავისებურება გააჩნია ასევე პოლიტიკურ შეგნებასაც − ეს არის ერთობლიობა იმ ურთიერთობებისა, რაც წარმოიშობა კლასებს, ერებს, ხალხებს შორის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გამო. 60. ამასთან, მართლშეგნებისათვის დამახასიათებელია სამართლებრივ მოვლენათა შეცნობის სპეციფიკურ საშუალებები - მართლშეგნების კატეგორიები. მართლშეგნების საკვანძო კატეგორიას წარმოადგენს სამართალი თავისი მრავალწახნაგოვანი მნიშვნელობით. მართლშეგნების ძირითადი კატეგორიაა სამართალურთიერთობის ცნება, ერთობლიობაში აღებული სამართლებრივი უფლებები და ვალდებულებანი იურიდიული სუბიექტებისა. 61. მართლშეგნების ძირითად კატეგორიათა რიცხვს მიეკუთვნება სამართლებრივი ცნებები, რომლებიც შეადგენენ სამართლებრივი რეგულირების მექანიზმის ცალკეულ ელემენტებს, ნორმატიული აქტი, მართლზომიერი მოქმედება, სამართალდარღვევა, იურიდიული პასუხისმგებლობა, და სხვა. ამ კატეგორიების მეშვეობით შეიცნობა სამართლებრივი რეგულირების ცალკეული მხარეები, მიიღწევა საზოგადოებრივი ურთიერთობების სამართლებრივი რეგლამენტაცია. 62. მართლშეგნებას გააჩნია რთული სტრუქტურული აგებულება. მართლშეგნების დონე, ელემენტები აფუძნებენ მის სტრუქტურას და სამართლებრივი რეგულირების პროცესში ატარებენ სხვადასხვა დატვირთვას, ასრულებენ არაერთგვაროვან როლს. ამიტომ ვიღებთ რა მხედველობაში სამართლებრივი ცნობიერების სტრუქტურას, მისი ცალკეული ნაწილებისა და ელემენტების ურთიერთდამოკიდებულებას, შესაძლებელი ხდება მართლშეგნების როლის გამოვლენა სოციალურ ცხოვრებაში, სამართლის რეალიზაციის პროცესში. 63. ვითვალისწინებთ რა მართლშეგნების სტრუქტურულ აგებულებას, საჭიროა შევიმუშაოთ მისი ცალკეული ელემენტების მკაფიოდ გამოყოფის კრიტერიუმები. მხოლოდ ასეთი პირობების დაცვისას არის შესაძლებელი ნათელი გახდეს მართლშეგნების სტრუქტურული ელემენტების როლი სამართლებრივი რეგულირების სხვადასხვა სტადიაზე, კერძოდ, სამართლის რეალიზაციის მომენტში. 64. სამართალი ფორმირდება, მოქმედებს და რეალიზდება მხოლოდ ადამიანთა ცნობიერების და ნების გავლით. ე.ი. მათი მართლშეგნების გამოყენებით. მართლშეგნების რეალურ მატარებლად გამოდიან სოციალური ჯგუფები (კლასები, სოციალური ფენები, კოლექტივები) და ინდივიდები. სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ინდივიდის მართლშეგნება ორ მხარედ წარმოდგენილი - რაციონალური (იდეოლოგიური) და ემოციონალური (ფსიქოლოგიური) - აფუძნებს მის სოციალურ სტრუქტურას. 65. მართლშეგნების სოციალური სტრუქტურა გამოხატავს საზოგადოების სტრუქტურას, თავისებურებებს, სამართლებრივი მოვლენების შინაარსისა და სიღრმის შეცნობის დონეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ინდივიდის მიერ. 66. მართლშეგნების სოციალური სტრუქტურა წარმოდგენილია საზოგადოებრივი, ჯგუფური და ინდივიდუალური მართლშეგნების სახით. მართლშეგნების სოციალური სტრუქტურის ელემენტები შემოისაზღვრება მისი გარკვეული კლასისადმი, ერისადმი, ხალხისადმი, ასევე სოციალური ჯგუფებისადმი და ცალკეული პირებისადმი მიკუთვნებით35. 67. საზოგადოებრივი მართლშეგნების სოციალურ მატარებლად გამოდის საზოგადოება მთლიანად და მისი ფართო სოციალური ჯგუფები კლასები, ერები. მართლშეგნება, ისევე როგორც შემეცნების სხვა ფორმა, ყოველთვის ატარებს საზოგადოებრივ ხასიათს. 68. საზოგადოებრივი კლასების მართლშეგნება წარმოადგენს განსაკუთრებულ ელემენტს საზოგადოებრივი მართლშეგნების სტრუქტურაში. მისი წამყვანი რაციონალური მხარე (სამართლებრივი იდეოლოგია) შემუშავდება განსხვავებულ პირთა ჯგუფის - მოაზროვნე იდეოლოგების მიერ, რომელთაც შეცნობილი აქვთ კლასის მოთხოვნილებანი და ინტერესები. 69. საზოგადოებრივ მართლშეგნება რეალურ სინამდვილეში ვლინდება და კონკრეტიზირდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მართლშეგნებაში, ანუ ჯგუფურ მართლშეგნებაში. ჯგუფური მართლშეგნება - ეს არის კოლექტიური (ჯგუფური) წარმოდგენები და გრძნობები სამართალზე და სხვა სამართლებრივ მოვლენებზე, რაშიც გამოიხატება მოცემული სამართლებრივი მოვლენებისადმი დამოკიდებულება და შეფასება ცალკეული სოციალური ჯგუფების, დროებითი სოციალური წარმონაქმნების მხრიდან. 70. როგორც ცნობილია, ადამიანი არ იბადება შეგნებულ არსებად, იგი ასეთად იქცევა მისი სოციალიზაციის კვალობაზე. ადამიანის სოციალიზაცია მიკრო და მაკრო სოციალურ ჯგუფებში წარმოებს. სოციალურ ჯგუფს სოციოლოგები თვლიან ადამიანთა მცირე თუ დიდ გაერთიანებას, რომელიც მოქმედებს როგორც მთლიანობა. სოციალური ჯგუფში მონაწილე ადამიანებს საერთო მიზნები და საერთო საქმიანობა ახასიათებს. ამასთან, მათი საქმიანობის მოტივები და ემოციები შეიძლება სულ სხვადასხვა იყოს. 71. სოციალურ ჯგუფს თავისი ჯგუფური შეგნებით, ქცევითა და ღირებულებათა სისტემით, შეხედულებებითა და ტრადიციებით უჭირავს შუალედური ადგილი ინდივიდსა და დიდ საზოგადოებებს შორის36. ყოველი ინდივიდი მოქმედებს როგორც პატარა ჯგუფის, ისე მთელი საზოგადოების წარმომადგენელი. მისი ქცევა უნდა შეესაბამებოდეს როგორც დიდ, ისე მცირე კოლექტივების მოთხოვნებს, რომელთაც ის ეკუთვნის. მეორე მხრივ ინდივიდი თავადაც ახდენს გავლენას საზოგადოებრივ აზრის ჩამოყალიბებაზე სოციალური ჯგუფთან უფრო მჭიდროა37. 72. არის სოციალური ჯგუფები, რომელთაც მყარი ორგანიზებულობა და ნათლად გამოკვეთილი მიზნები ახასიათებთ (მაგ. სპორტული კოლექტივი). ამავე დროს ზოგჯერ სოციალურ ჯგუფს დიდი დინამიკურობაც ახასიათებს. იგი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მცირე ხნითაც რაიმე გარემოებათა დამთხვევის გამო რომელიმე კერძო მიზნის მისაღწევად (მაგ. გატაცებულ საჰაერო ხომალდში ადამიანები თვითგადარჩენის ქვეცნობიერი ინსტინქტის კარნახით იკვრებიან ერთ საერთო ძალად საერთო მიზნის მისაღწევად - ალაგმონ გამტაცებელთა ჯგუფი და უსაფრთხოდ დაეშვან ხმელეთზე). ამასთან, ასეთ მცირე დროის მონაკვეთში ინდივიდთა მჭიდრო გაერთიანება განპირობებულია მათთვის უმაღლესი სიკეთის - სიცოცხლის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც უმალ აბათილებს სხვა ცნობიერ და ქვეცნობიერ მისწრაფებებს. 73. ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფში შეთანხმებული მოქმედება შესაძლებელი ხდება იმდენად, რამდენადაც, ჯგუფის წევრები უთმობენ ერთმანეთს ნაწილს თავიანთი სამოქმედო თავისუფლების სფეროდან. ჯგუფის ერთმა წევრმა უნდა იცოდეს მეორე წევრის ქცევის ხასიათი და თავისი მოქმედების სფერო. სწორედ ამიტომ ყოველ სოციალურ ჯგუფში მუშავდება ქცევის შაბლონები, რომლებსაც ჯგუფის მონაწილე უნდა ემორჩილებოდეს“38. 74. მეტ-ნაკლებად მყარ სოციალურ ჯგუფში მონაწილეთა შეთანხმებული მოქმედება მეორდება ვითარების განმეორების კვალობაზე. საამოსოდ ვლინდება ე.წ. „კონვენციონალური ნორმები“. კონვენციონალური ნორმების სავალდებულო ძალა ემყარება იმ პიროვნების თანხმობას, რომელიც მას ასრულებს. ის არის სავალდებულო იმდენად, რამდენადაც ადამიანი სცნობს მას, აცხადებს თანხმობას ამ ნორმების შესრულებაზე. ამგვარია მაგ. მოდა, ეტიკეტი, თავაზიანობის წესები და სხვ. მათი სავალდებულო ძალა გამომდინარეობს გარემდებარე ავტორიტეტიდან. მისი შესრულებისათვის არ არის საჭირო, რომ შემსრულებელი სცნობდეს მათ ობიექტურ სისწორეს და ჭეშმარიტებას. საკმარისია მისი გარეგნული შესრულება39. 75. გამეორებულ სიტუაციაში ადამიანი ყოველთვის უწინდელივით არ მოქმედებს. თვით ადამიანთა პიროვნული თავისებურებანი და ის გარემოება, რომ სოციალური ნორმები შეიძლება ირღვეოდეს, ცხადი მოწმობაა იმისა, რომ ინდივიდის მოქმედება მაინც თავისებურებებს ინარჩუნებს. სოციალიზაცია ნიშნავს მოქმედების საერთო ჩარჩოების მოხაზვას და არა მოქმედების სრულ დეტერმინაციას. ადამიანის ქცევის ნორმებსა და მათდამი დამოკიდებულების ხასიათს განსაზღვრავს საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების მთელი სისტემა40. 76. თითოეულ სოციალურ ჯგუფს, კოლექტივს საზოგადოებაში გააჩნია როგორც საერთო მიზნები და ამოცანები, რომლებიც ემთხვევა საზოგადოებრივ ამოცანებს ზოგადად, ისე თავისი სპეციფიკური, ინდივიდუალური ინტერესები და მოთხოვნილებანი. აქედან გამომდინარე, სოციალური ჯგუფების, კოლექტივების ცნობიერებაში გამოვლინებას პოულობს საზოგადოებრივი შეგნება, მაგ. სანამ იგი ცალკეულ სოციალურ ჯგუფში გარდაისახება სპეციფიკური პირობების, მოთხოვნილებების, ამ ჯგუფის ინტერესების პრიზმაში, ეუფლება სპეციფიკურ ნიშნებს, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს ჯგუფური შეგნება განვიხილოთ როგორც სრულიად დამოუკიდებელი სულიერი შენაძენი, რაც განსხვავდება საზოგადოებრივი და ინდივიდუალური შეგნებისაგან. 77. შეგნება სოციალიზაციის პროდუქტია და ამავე დროს სოციალიზაციის წყაროცაა. საქმე ეხება არა მარტო ცალკეული ინდივიდის ქცევის მოწესრიგებას, არამედ შეგნების ზემოქმედებას მთელი სოციალურ სისტემაზე, რომლის ჩარჩოებშიც ყალიბდება ამ სისტემისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი ურთიერთობანი41. 78. სამართლის მეცნიერებას აინტერესებს საზოგადოებრივი შეგნების ის ნაწილი, რომელიც ასახავს საზოგადოების სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს. სამართლებრივი ურთიერთობის ასახვას საზოგადოებრივ შეგნებაში იურისტები მართლშეგნებას უწოდებენ. 79. საზოგადოებრივი და ჯგუფური მართლშეგნება უშუალოდ ვლინდება ინდივიდის მართლშეგნების გავლით. ამიტომ ინდივიდუალურ მართლშეგნებასაც ისეთივე სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, როგორც მართლშეგნების სოციალური სტრუქტურის სხვა ელემენტებს. 80. ინდივიდუალური შეგნება ფილოსოფიურ ლიტერატურაში განისაზღვრება როგორც „ერთპიროვნული შეგნება“, რომელიც თითოეულ ცალკე შემთხვევაში თავისებურად შეიცავს იმ ნიშნებს, რაც საერთოა მოცემული ეპოქის შეგნებისათვის, განსაკუთრებულ ნიშნებს, დაკავშირებულს იმასთან, თუ რა სოციალური კუთვნილებისაა და ინდივიდუალური ნიშნებს, განპირობებულს აღზრდით, ინდივიდის პირადი ცხოვრების ვითარებითა და მოთხოვნილებებით42. 81. ასე რომ, ინდივიდუალური მართლშეგნება - სრულიად დამოუკიდებელი ელემენტია მართლშეგნების სოციალური სტრუქტურისა. იგი ფორმირდება საზოგადოებრივი და ჯგუფური მართლშეგნების უშუალო გავლენის საფუძველზე. ინდივიდუალური მართლშეგნება შეიცავს მათ ელემენტებს და ასევე ინდივიდუალურად განუმეორებელ ნიშნებს, რომლებსაც სოციალური ჯგუფის ცალკეული სუბიექტის მართლშეგნება განსხვავებულ თვისებამდე მიჰყავს. 82. საზოგადოებრივი, ჯგუფური და ინდივიდუალური მართლშეგნების თავისებურებანი ვლინდება მათი სტრუქტურის განხილვისას მართლშეგნების ძირითადი იმანენტური ნიშნების მიხედვით. ეს ნიშნებია: რაციონალურ-იდეოლოგიური, ემოციურ-ფსიქოლოგიური და ქცევითი მომენტები. 83. მართლშეგნების რაციონალურ-იდეოლოგიური მომენტი - ეს არის ცოდნა-წარმოდგენები, ცნებები, იდეები მოქმედ ან სასურველ სამართლებრივ მოვლენებზე. სამართლებრივი იდეები, წარმოდგენები, კონცეფციები, პრინციპები თეორიულ-სისტემურ გამოხატულებში წარმოადგენენ სამართლებრივ იდეოლოგიას, რომელიც თავისი განზოგადების, „კონცეპტუალობის“, კლასობრივი მიმართების ძალით გულისხმობს საზოგადოებრივ მართლშეგნების წარმმართველ მხარეს“43. 84. სამართლებრივი იდეოლოგიის ელემენტები მონაწილეობს ჯგუფურ და ინდივიდუალურ მართლშეგნებაში. ბაჟანოვი თვლის, რომ ინდივიდუალური მართლშეგნება ასევე შედგება სამართლებრივი იდეოლოგიისაგან და სამართლებრივი ფსიქოლოგიისაგან“44. 85. სამართლებრივი იდეოლოგიის ნიშნები და ელემენტები შესაძლებლობას იძლევიან ჩავთვალოთ იგი საზოგადოებრივი მართლშეგნების ძირითად კომპონენტად. სხვა შემთხვევაში მოგვიწევდა უარგვეყო ერთიანი სახელმწიფო-სამართლებრივი იდეოლოგიის დანიშნულება თანამედროვე ეტაპზე. ამასთან ინდივიდუალური მართლშეგნება ყოველთვის არ შეიცავს საერთო-სამართლებრივ იდეებსა და წარმოდგენებს. ამიტომ ვიკვლევთ რა ინდივიდუალურ მართლშეგნების სტრუქტურას, მართებული იქნება, თუ გამოვყოფთ მის სოციალურ მხარე: სამართლის ნორმებისა და პრინციპების ცოდნას. ასევე წარმოდგენებს სამართალსა და სხვა სოციალურ მოვლენებზე. 86. მართლშეგნების ძირითად ემოციონალურ-ფსიქოლოგიურ კომპონენტებს უნდა მივაკუთვნოთ საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ემოციები, განწყობები, გრძნობები, რომლებიც ფორმირდება სამართლებრივი ცოდნისა და ნორმათა შესახებ წარმოდგენების საფუძველზე, ასევე იურიდიული უფლებებისა და ვალდებულებების, კანონიერების, სამართალშემოქმედებითი და სამართალგამოყენებითი საქმიანობის ცოდნისა და ამასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოვლენების აღქმისა და შეფასების საფუძველზე. სამართალშეგნების ემოციონალურ-ფსიქოლოგიურ კომპონენტებზე სრული განსაზღვრულობით შეიძლება საუბარი მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ საქმე გვაქვს გააზრებულ სამართლებრივ განცდებთან, რომლებიც აქტიურად მოქმედებს სუბიექტის ქცევაზე. ამაზე მიუთითებს მ. ს. სტროგოვიჩი, როდესაც წერს: შეგნება, აზრი, გაგება იმისა, რა არის სასარგებლო და რა საზიანო საზოგადოებისათვის, იწვევს აღშფოთებას კანონიერების დარღვევისას, ისევე როგორც კმაყოფილების გრძნობას, მოწონებას, როცა კანონი სრულდება და ხორცილდება45. 87. საზოგადოებრივი მართლშეგნების ემოციონალურ-ფსიქოლოგიურ კომპონენტების ერთობლიობა აფუძნებს სოციალურ-სამართლებრივ-ფსიქოლოგიურ მართლშეგნების გაგებას − ეს არის სამართლებრივი იდეოლოგიისა46 და სამართლებრივი ფსიქოლოგიის რეციონალური და ფსიქოლოგიური კომპონენტების დიალექტიკური ერთიანობის ნაკრები, მაგრამ ეს აზრი ყოველთვის არ გაითვალისწინება ავტორების მიერ, რომლების გამოჰყოფენ ფსიქოლოგიურ ელემენტებს მართლშეგნების სტრუქტურაში. მაგ. ი. ფარბერი მართლშეგნებას იხილავს, როგორც „საზოგადოებრივ ფსიქოლოგიას“ და როგორც „საზოგადოებრივ იდეოლოგიას“. ამას კი ლოგიკურად მივყავართ მართლშეგნების ერთიანი ცნების ურთიერთადაკავშირებული მხარეების გარდუვალ იზოლაციამდე. ამასთან „სამართლებრივი გრძნობები“ სამართალზე, სამართლის შესახებ წარმოდგენების გააზრების გარეშე არ არსებობს. აზრი და გრძნობა - ეს ერთი და იგივე მოვლენის ორი მხარეა და ამ ერთიანობის კრიტერიუმად გამოდის საზოგადოებრივი პრაქტიკა. მართლშეგნებაში უპირატესად უნდა გამოვყოთ სწორედ რაციონალური, ინტელექტუალური მომენტები, რასაც ბუნებრივად ექვემდებარება ემოციონალური სამყარო. სწორედ ეს სტრუქტურული დამოკიდებულება არის დამახასიათებელი მართლშეგნების სოციალურ-ფსიქოლოგიური მხარეებისათვის. 88. ჩვენ განსაკუთრებული დანიშნულების მქონედ მიგვაჩნია სამართლებრივი იდეოლოგია, როგორც მართლშეგნების სტრუქტურის ურთიერთშემადგენელი ელემენტის, ფუნქციის განხილვა იმ მიმართულებით, თუ რა ადგილისა და გავლენის შემძენია იგი სოციალურ ცხოვრებაში. 89. სწორედ სამართლებრივი იდეოლოგიის წამყვანი განსაკუთრებული თვისებების ძალით არის შესაძლებელი მისი ქმედითი გამოყენება სამართალშემოქმედებით და სამართალგამოყენებით საქმიანობაში. სამართლებრივი ფსიქოლოგიის ცალკეულმა ელემენტებმა (ინდივიდუალური ემოციები, შემორჩენილი სამართლებრივი ტრადიციები, ილუზიები) შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოდ სამართლებრივი რეგულირების მთელ პროცესზე. ამიტომ საეჭვოა დავეთანხმოთ აზრს, რომ მართლშეგნების იდეოლოგიური ელემენტები ყოველთვის არ წარმოადგენს უფრო ქმედითს, ვიდრე სოციალურ-ფსიქოლოგიური47. 90. ინდივიდის მიერ სამართლის ნორმების, პრინციპების, სუბიექტური უფლებებისა და ვალდებულებების გათავისება, სხვა სიტყვებით, ინდივიდში სამართლებრივი შენების ფორმირება, წარმოადგენს აუცილებელ პირობას იურიდიული რეგულირების სფეროში. 91. პიროვნების ზოგადი ნიშან-თვისებანი, რაც გავლენას ახდენს მართლშეგნების გამოვლენის ფორმებსა და ფუნქციონირებაზე, გვესახება როგორც ნება - იგი არის დამაკავშირებელი რგოლი ინდივიდის მართლშეგნების ძირითად ელემენტებსა და მის პრაქტიკულ საქმიანობას შორის. პიროვნების ნებელობითი თვისება ვლინდება ინიციატურობაში კანონიერების დაცვის სფეროში, მიდრეკილებაში (ან სიზარმაცეში) იმ შედეგების დადგომის მიზნით, რომელთა დადგომასაც იგი სუბიექტურად ვარაუდობს. 2. მართლშეგნება როგორც სამართლებრივი რეგულირების წყარო 92. საზოგადოებრივი შეგნების და მართლშეგნების დამოკიდებულება განისაზღვრება როგორც ზოგადისა და კერძოს შეფარდება, პირველი მოიცავს მეორეს. 93. ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის სახელმძღვანელოებში მართლშეგნება განისაზღვრება, როგორც შეხედულებებისა და წარმოდგენების ერთიანობა, რაც გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას სამართლისადმი48. ხოლო ე. ლუკაშევას აზრით, მართლშეგნებისათვის უპირველეს ყოვლისა დამახასიათებელია საზოგადოებაში გარკვეული წესრიგის დამყარების აუცილებლობის შეგნება; ხოლო რამდენადაც სახელმწიფოებრივ ორგანიზმში მცხოვრებ საზოგადოებაში წესრიგი უზრუნველყოფილია სამართლით, ამდენად მართლშეგნებისათვის იმანენტურია შესაბამისი საერთო წესების შეცნობა და მათი დაკავშირება სახელმწიფო ხელისუფლებასთან. ამით მართლშეგნება მტკიცედ უკავშირდება პოლიტიკურ შეგნებას49. 94. ავტორები მართლშეგნების ამ ძირითად ფუნქციაში გამოჰყოფენ: შემეცნებითს, შეფასებითსა და მომწესრიგებელს. შემეცნებითი ფუნქცია გულისხმობს სამართლებრივ მომზადებას, იურიდიული ცოდნის შეძენას. შეფასებითი ფუნქცია შეესაბამება იურიდიული ნორმების, ინსტიტუტების, სამართლებრივი პრობლემების შეფასების სისტემას. იგი მოიცავს სასამართლო პრაქტიკას, ნორმის გამოყენების შეფასებასაც. ხოლო მომწესრიგებელი ფუნქცია ემყარება სამართლებრივი ორიენტაციების შემუშავებას და ამდენად ნიშნავს მზაობას სამართლის ნორმათა მოთხოვნილების შესასრულებლად. მაღალი მართლშეგნება სამივე ამ მოთხოვნილების განხორციელებაა. მოქალაქე აღჭურვილია მაღალი მართლშეგნებით, თუ მან იცის კანონი, ეთანხმება, იზიარებს მას და მზადაა ნებისმიერ დროს შეასრულოს მისი მოთხოვნა. 95. საყურადღებოა მართლშეგნების ფუნქციური სტრუქტურის სქემა, რაც შემოთავაზებულია ვ. კამინსკაიას და ა. რატინოვის მიერ50. ასეთივე მოცულობით აქვს გაგებული მართლშეგნება ვ. კუდრიავცევს თავის წიგნში „სამართალდარღვევათა მიზეზები“. (გამოიცა 1976. წ. გვ. 215). 96. მართლშეგნების ფუნქციების დაყოფა იგივეა რაც ჩვენს მიერ იქნა მიღებული. მართლშეგნების ფსიქიკურ კომპონენტებს შემეცნებით ფუნქციაში მიაკუთვნებენ ინტელექტუალურს; შეფასებითში − ინტელექტუალურ-ემოციურს, ხოლო მომწესრიგებელში − ინტელექტუალურ-ემოციურ-შეფასებითს. ფუნქციონალური შედეგებიც შესაბამისად შემდეგნაირად გამოიყურება: სამართლებრივი მომზადება, შეფასებითი დამოკიდებულება სამართლისა და მისი გამოყენებისადმი, სამართლებრივი განწყობები და ორიენტაციები; რაც შეეხება ემპირიულ მაჩვენებლებს, იგი ნაწილდება შემდეგნაირად: იურიდიული ცოდნა და გამოცდილება; შეფასებითი მსჯელობა (შეხედულება); სამოქმედო მზაობა (გადაწყვეტილება). 97. ვ. კამინსკაიას და ა. რატინოვს მართლშეგნების ცნებაში შემოაქვთ სამართლებრივი ცოდნა და დამოკიდებულება სამართლებრივი ნორმებისა და მათი გამოყენებისადმი. მათი აზრით, სინამდვილის შემეცნებისას ადამიანები გულგრილად არ ეკიდებიან მიღებულ ცოდნას, ისინი მას უფარდებენ ნამდვილ გამოცდილებას, მოთხოვნილებებს, ინტერესებს, საკუთარი საქმიანობის მიზნებს; ობიექტის თვისებათა შემეცნებაში გარკვეულად განიცდება, ჩნდება ახალი ინტელექტუალურ-ემოციური წარმონაქმნი - ფსიქიკური დამოკიდებულება შემეცნების ობიექტებისა და პრაქტიკული საქმიანობისადმი51. მათი აზრით, მართლშეგნების სტრუქტურაში შეფასებითი ურთიერთობის ოთხი სახე გვაქვს: 1) შეფასებითი დამოკიდებულება სამართლისადმი; 2) სამართლებრივი ურთიერთობებისადმი; 3) სამართლის დამცველი ორგანოებისა და მათი საქმიანობისადმი და ბოლოს 4) საკუთარი სამართლებრივი ქცევისადმი52. 98. შეფასებითი მომენტები ინტელექტუალურ სფეროს ეკუთვნის და თავისით, ნებისყოფის გარეშე, ქცევაში არ გადადის. შეგნებისა და საქმიანობის ერთიანობის პრინციპის საფუძველზე ავტორები ასკვნიან, რომ მართლშეგნება გავლენას ახდენს ადამიანის ქცევის მექანიზმზე. 99. მართლშეგნება, როგორც სამართლებრივი რეგულირების წყაროს მნიშვნელობა გაგებულ უნდა იქნას იმ ასპექტში, რომ სამართლებრივი შეგნება, იდეალურ ფორმაში მოცემული, კარგავს ყოველგვარ იურიდიულ ფასეულობას, თუ მასში შემავალი სამართლებრივად ღირებული ორიენტაციების შემცვლელი იდეები და შეხედულებები არ დაექვემდებარა პრაქტიკულ გამოყენებადობას. მართლშეგნების პრაქტიკული გამოყენების შედეგი და დონე ვლინდება ადამიანის ნებელობით ქცევაში, რომლის რეგულირება და მართვა ასევე მის ცნობიერებაში ასახული სამართლებრივი ცოდნისა და აღზრდის შედეგად შემუშავებული ჩვევების შემწეობით ხერხდება. 100. თუ სუბიექტის შეგნებაში მინიმალური დონით მაინც არ იქნება შეღწეული სამართლებრივი იდეების და შეხედულებების მთლიანობა, რომლის უპირატეს პოლიტიკურ საზრუნავს ადამიანის ქცევის იურიდიულად მართვის უზრუნველყოფა წარმოადგენს, შეუძლებელი გახდება იმ პირის საზოგადოებრივ ურთიერთობებში შეთავსება და საერთოდ მისი სამართლის სუბიექტად აღიარება. ხოლო, ვინაიდან, სამართლის ნორმების მოთხოვნები მოწოდებული არიან ინდივიდთა მხრიდან განხორციელებისათვის და რის შანსსაც ისინი მოცემული სუბიექტის სამართლებრივი შეგნების დონეზე ამყარებენ, ცხადია, მოქალაქეთა მართლშეგნება, მათი სამართლებრივი კულტურა, უშუალო მიზეზობრივ კავშირშია სამართლებრივი რეგულირების სფეროსთან. 101. ინდივიდის ნებელობითი ქცევის მექანიზმში მართლშეგნებას შუალედური რგოლის ადგილი უკავია. დასაწყისში ადამიანის ცნობიერებაში წარმოიშვება მოთხოვნილება, რომელიც მიისწრაფვის დაკმაყოფილებისაკენ, მაგრამ ამ გზაზე ნებისყოფის სუბიექტი ყოველთვის აცნობიერებს მოცემული მოთხოვნილების განხორციელების შედეგების მნიშვნელობას. ბუნებრივია, მოთხოვნილება (ფიზიოლოგიური, ინტელექტუალური) ადამიანის ორგანიზმში იწვევს სიამოვნების განცდას მისადმი გარდუვალი დამოკიდებულების მოლოდინში. ეს თითქოსდა მორალურად (სულიერად) ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, აღძრული მოთხოვნილების უშუალო და სრული დაკმაყოფილება შეესაბამება მისი ადამიანური თავისუფლებისა და თვითმყოფობის ინტერესებს. მოთხოვნილების დაკმაყოფილება ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, მაგრამ ისეთი ადამიანისა, რომელსაც არსებობა საზოგადოებრივი გარემოში უწევს. ამიტომ სუბიექტი ისეთი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაკენ უნდა მიისწრაფოდეს და იმ დონით, რომ ამით არ დაარღვიოს სხვა სუბიექტის უფლებრივი გრძნობები და ინტერესები. თავისუფლებაში შეგვიძლია ვიგულისხმოთ მხოლოდ მოქმედების ან არმოქმედების შესაძლებლობა (POWER) ნების გადაწყვეტილებათა მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ, თუ უმოძრაობას ვარჩევთ, უძრავი დავრჩებით, ხოლო თუ ვარჩევთ მოძრაობას, ესეც შეგვიძლია53. აქ გადამწყვეტ ძალას, მოტივს სოციალურ შეგნების ელემენტები - მართლშეგნება წარმოადგენს. მართლშეგნებას აქ უპირატესად მოტივირებული შეკავების ფუნქციის შესრულება უხდება, რასაც მორალურ პასუხისმგებლობასთან ერთად ლეგალური იძულების შეგნების ძალაც უმაგრებს ზურგს. ვინაიდან ყველა კანონი ჯილდოსა და სასჯელებზე არის დამოკიდებული, ფუნდამენტურ პრინციპადაა ნაგულისხმევი, რომ ამ მოტივებს გონებაზე რეგულარული და ერთგვარი გავლენა აქვს, რომ ისინი წარმოშობენ კეთილ მოქმედებას და აფერხებენ ბოროტს. ვინაიდან იგი, ჩვეულებრივ დაკავშირებულია მოქმედებასთან, იგი უნდა ჩაითვალოს მიზეზად54. აქ უნდა დავაკვირდეთ მართლშეგნების ერთ იმანენტურ თვისებას, რაც მისი სოციალური ხასიათიდან მომდინარეობს: მართლშეგნებით აღჭურვილ სუბიექტს საკუთარი ქცევის მართვისას ყურადღების აქცენტის ძირითადი ნაწილი გადააქვს ამ ქცევის შესაძლო შედეგის შეფასებაზე. ადამიანი საზოგადოებრივი ცხოვრების გარეთ თავისუფალი იქნებოდა ისეთი შინაგანი კონტროლის განცდის გრძნობისაგან, რაც შედეგიდან გამოწვეული ასოციაციებიდან ფორმირდება. ამდენად, ამ ასპექტში მართლშეგნება მომავალი ქცევის შესაძლო შედეგების მნიშვნელობათა შედარებაზე დაფუძნებული სოციალური ძალაა, რომელიც ადამიანის ფსიქიკაში წარმოშობს საზოგადოებრივი არსებობის აუცილებლობის ფიქსირებულ განწყობას, რაც აიძულებს მას საკუთარი ქცევა მართოს საზოგადოებრივი თანაცხოვრებისადმი ჰარმონიულ შესაბამისობაში. მართლშეგნების სოციალური და მორალური მოტივების ზეგავლენით ჩამოყალიბებული განწყობა და ხასიათი სუბიექტებისა არის ერთადერთი კრიტერიუმი მისი ქცევის მორალურ-სამართლებრივი შეფასებისას. საქციელი თავისი ბუნებით დროებითი და წარმავალია და იქ, სადაც იგი არ გამომდინარეობს მისი შემსრულებელი პირის ხასიათსა და განწყობილებაში მყოფი რაღაცა მიზეზებიდან, ის მას ვერც სახელს მოუხვეჭს, თუ კარგია, და ვერც სახელს გაუტეხს, თუ ცუდია. საქციელი თვითონ შეიძლება გასაკიცხი იყოს, იგი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ზნეობისა და სარწმუნეობის ყველა წესს, მაგრამ პიროვნება არ არის მასზე პასუხისმგებელი, ვინაიდან ეს საქციელი არ წარმომდგარა არაფერი ისეთისაგან, რაც ამ პიროვნებაში მყარი და მუდმივია და არაფერს ამდაგვარს არ სტოვებს მასში თავის შედეგს55. 102. მართლშეგნების ასეთ ინდივიდუალისტურ-რაციონალურ გაგებას ეწინააღმდეგება ისეთი რეფლექსები, რომლებიც ადამიანის ქცევის აუცილებლობას ობიექტური სამყაროს კანონზომიერებათა გაპირობებულობით ხსნის და ამდენად სუბიექტის მოქმედება სურვილებისაგან დამოუკიდებლად იმართება გარეგანი ვითარებით56. ამ თეორიის მიხედვით, თითოეულ ჩვენგანში არსებობს ათასობით პაწაწინა „მე“. ერთ მომენტში ჩვენში მოქმედებს ერთი „მე“, მეორე მომენტში − მეორე „მე“ და იმის გამო რომ ეს „მე“-ები ჩვენში მრავალია და ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ჩვენ არაჰარმონიულად ვმოქმედებთ. ყველა ჩვენი მოქმედება მიემართება ხაზით, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეწინააღმდეგება გარეგან მდგომარეობებს. თუ გარემოება ხელს უწყობს თქვენს გადაწყვეტილებას, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ იგი, მაგრამ თუ გარემოება არ არის ხელშემწყობი, მაშინ თქვენ მოქმედებით გარემოების კარნახით. თქვენ არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენივე მოქმედებები. 103. ადამიანში არსებობს ორი ნაწილი: ძლიერი და სუსტი. როდესაც იზრდება ძლიერი ნაწილი იმავდროულად იმატებს სუსტი ნაწილიც და თუ ისწავლით მისი ზრდის გაჩერებას, იგი უარყოფით ძალად გარდაიქცევა თქვენში. როდესაც მიიღწევა რაღაც განსაზღვრული დონე ყოფიერებაში, ჩვენ შეგვეძლება ჩვენში არსებული თითოეული ნაწილის გაკონტროლება, მაგრამ ისეთებს, როგორებიც ჩვენ ახლა ვართ, ჩვენ არ შეგვიძლია თვით ჩვენივე ჩაფიქრებულის განხორციელებაც კი. თითოეულ ადამიანში მანქანა სამ ძირითად ნაწილად, სამ ცენტრად იყოფა: ინტელექტუალურ, ემოციონალურ და დინამიკურ /სამოძრაო/ ცენტრებად. როდესაც ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ ყველა ძალები ჩვენი შინაგანი ცენტრების სამართავად, მაშინ ჩვენ ვხვდებით მორალურები. ჩვენი სისუსტის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ არ შეგვიძლია ჩვენი ნება განვავრცოთ ერთდროულად სამივე შინაგან ცენტრზე57. 104. არსებობს ცნობიერების რამდენიმე მდგომარეობა: 1. ძილი, რომელშიც ჩვენი მანქანა სუსტად, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს; 2. სიფხიზლის მდგომარეობა, ეს ორი მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი ასე თუ ისე იცნობს; 3. არსებობს მომენტები, როდესაც ვაცნობიერებთ არა მარტო იმას, რომ ვმოქმედებთ, არამედ იმასაც, რომ ჩვენ თვითონ ვმოქმედებთ. ჩვენთვის ამ მომენტში არის არა მხოლოდ „მე“ და „აქ“, არამედ იმასაც შევიგრძნობთ, რომ „მე ვარ აქ“. ასეთ მომენტში ხედავთ არა მარტო თქვენს წყრომას, არამედ შეიგრძნობთ აგრეთვე თქვენს გამწყრალ „მე“-ს. ამას შეიძლება თვითხსოვნა ვუწოდოთ. თვითცნობიერება წარმოადგებს მესამე მდგომარეობას. 105. სრულყოფილი ადამიანი არის მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც მიაღწია უზენაეს ყოფიერებას. დანარჩენი ადამიანები კი არა, მხოლოდ ადამიანების ნაწილები არიან. თვითდაკვირვების ამოსავალი წერტილებია: 1. ჩვენ არ წარმოვადგენთ მთლიანობას; 2. ჩვენ არ წარმოვადგენთ ჩვენს თავს; 3. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ჩვენს საკუთარ მექანიზმს; 4. ჩვენ არ ვიხსენებთ ჩვენ თავს, როდესაც ვამბობთ, რომ მე ვკითხულობ წიგნს, მაგრამ არ ვაცნობიერებ, რომ „მე“ ვკითხულობ, ეს არ არის თვითხსოვნა58. 106. ცხადია, ადამიანის მოქმედება არ არის თავისუფალი გარეგანი სოციალური თუ არასოციალური ფაქტორებისაგან. სუბიექტის ნებელობითი სამყარო სოციალურ ცხოვრებაში იძენს მრავალფეროვნებას. სწორედ სოციალურ არსებობაში წარმოეშობა ინდივიდს მოთხოვნილებათა მრავალსახეობა. რაც ამ უკანასკნელს ინტელექტუალურ არსებად გახდომისაკენ უბიძგებს. ადამიანი რთული გონების მქონე არსებაა. მისი ფიზიოლოგიური აგებულება და შესაძლებლობები ჯერ კიდევ გამოუცნობია. ასევე ძნელია იმ მიზეზთა და პირობათა ზუსტი გამოვკლევა, რომლებმაც უშუალო ზეგავლენა მოახდინეს მის ნებელობით გადაწყვეტილებაზე. ის, რაც ადამიანის გონებაზე მეხსიერების სახით რჩება, დასაბუთების ქვემდებარეა. ხოლო მეხსიერების მიღმა არსებული ქვეცნობიერი სამყარო - ადამიანის კონკრეტული მსჯელობის საგანი არასდროს არ გამხდარა. გურჯიევი აცხადებს, რომ ადამიანის მოქმედებები მექანიკურად იმართება და დამოუკიდებელია სუბიექტის ნება-სურვილისგანო, მაგრამ მის ნააზრევში იმ ძირითადი განმაპირობებელი ძალის კრიტერიუმი არსებობას, რომლის უშუალო ზემოქმედებითაც ხდება შესაძლებელი ადამიანის მართული მოქმედება - ვერ ვხვდებით. თუ ვაღიარებთ, რომ ადამიანი არის მანქანა, რომელიც მექანიკურად იმართება, უნდა მივუთითოთ იმ კონკრეტულ ძალაზეც, რომელიც მას მართავს. ხომ არ შეიძლება გარემო ვითარებებით ყოველგვარი შუამავლის არსებობის გარეშე ადამიანის ქცევათა თანმიმდევრულად წარმართვა? 107. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადამიანი მართლაც მექანიკურად მოქმედებს. ეს ხდება ორ შემთხვევაში: 1. ისეთი ყოფითი ჩვევების გამომუშავებისას, რომელიც გააზრებას არ საჭიროებს და 2. როცა სუბიექტს უხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლის ანალოგიური არა მარტო მას, არამედ სხვა სუბიექტსაც კი არ მიუღია მის მეხსიერებაში59. აქ უკვე ერთვება სუბიექტის არაცნობიერი სამყარო, რომელიც დამოუკიდებელია მასში მიმდინარე გონითი პროცესებისაგან და მომდინარეობს არა მარტო ამ სუბიექტის გონური არსებობის გაცნობიერებული ეფექტებისაგან, არამედ იმ პირთა გააზრებულ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების არაცნობიერი მეხსიერებისაგანაც, რომელთა შთამომავლადაც მოცემული სუბიექტი ითვლება60. 108. ამდენად, ცალკეულ შემთხვევებში ადამიანის ქცევა მექანიკურ ხასიათს იძენს, მაგრამ სუბიექტი მექანიკურად მოქმედებს არა გარემო ძალის უშუალო ზეგავლენით, არამედ თავისივე, შინაგანი, ისტორიულად ჩამოყალიბებული ქვეცნობიერი სამყაროს ინტუიციური კარნახით. 109. მართლშეგნების, როგორც სოციალური შეგნების ერთ-ერთი ელემენტის, სამართლებრივი რეგულირების წყაროდ განხილვისათვის აუცილებლად ვთვლით სუბიექტის ისეთ ფსიქიკურ მდგომარების ანალიზს, რასაც განწყობა ჰქვია. იმ სპეციფიკურ მდგომარეობას, რომელიც სუბიექტში მოთხოვნილების დაკმაყოფილების ობიექტური ზეგავლენით ჩნდება, განწყობა ეწოდება (დ. უზნაძე). განწყობა ერთსა და იმავე დროს წარმოადგენს ქცევის უშუალო წყაროს და განაპირობებს მის მიზანშეწონილ ხასიათს. განწყობაში სრულიად ისევე, როგორც მიზანში ასახულია ქცევის სიტუაცია. ამიტომ მასში ასახული ქცევა მიმდინარეობს სიტუაციის შესაბამისად, ე.ი მიზანშეწონილად. „ცოცხალი არსების ქცევის გარემო განსაზღვრავს, მაგრამ ეს განსაზღვრა მექანიკური ხასიათისა როდია, გარემო თვითონ ქცევის აქტებში კი არ მოქმედებს უშუალოდ, იგი პირდაპირ კი არ იწვევს მას, არამედ იგი სუბიექტებზე მოქმედებს, მას ცვლის მთელი სიტუაციის შესაფერისად, მასში გარკვეული ქცევის განწყობას იწვევს. თვითონ ქცევის აქტებს კი უშუალოდ ამიერიდან ამ გარკვეული განწყობის მქონე სუბიექტში განსაზღვრავს. იგი იმ აქტებსა და პროცესებს, ერთი სიტყვით იმ ქცევას მიმართავს, რომლის განწყობაც მას სიტუაციის ზემოქმედების შედეგად აქვს შემუშავებული“61. 110. ნაცვლად იმისა, რომ მან (განწყობამ) სუბიექტის სათანადო ქცევაში ჰპოვოს გამოვლინება, მასში გარკვეული ქცევის აქტები გამოიწვიოს, იგი მის ცნობიერებაში იკვლევს გზას და თავის რეალიზაციას იქ პოულობს, რომ სუბიექტმა რეალურ აქტებს მიმართოს, იგი ჯერჯერობით მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რომ ამ აქტების განხორციელების სურათს წარმოადგენს. განწყობა თვითონ ქცევაში კი არა, ამ ქცევის წარმოსახვაში, რეალური ქცევის ფსიქიკურ ექვივალენტში პოულობს რეალიზაციას. სუბიექტს წარმოსახვის შესაძლებლობა რომ არ ჰქონოდა, იგი მოკლებული ყოფილიყო ცნობიერებას, მისი განწყობა მყის ქცევის სახით უნდა გამოვლენილიყო და ყოველი მისი აქტუალური მოთხოვნილების იმპულსს მაშინვე სათანადო ქცევა უნდა გამოეწვია62. 111. ამდენად სუბიექტს შეუძლია არ განახორციელოს განწყობაში მოცემული ქცევა, რომელიც მოთხოვნილების იმპულსმა განაპირობა. ადამიანი განწყობის სრული მორჩილი არ არის, მას შეუძლია არ განახორციელოს განწყობაში მოცემული ქცევა და ეს თავისთავად განწყობის შეცვლას გამოიწვევს. ადამიანი ყოველთვის როდი შეიგნებს თავის ქცევას. ქცევის შეცნობა ხდება მაშინ, როდესაც მას სუბიექტური და ობიექტური ხასიათის წინააღმდეგობანი ეღობება წინ. როცა ქცევა მოთხოვნილების იმპულსის უშუალო ზეგავლენით წარმოიშობა, მისი ცალკეული ეტაპები თვითდინებით, შეგნებული მოწესრიგების გარეშე მიმდინარეობს. განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს ძირითად სიტუაციას, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს. 112. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილების სუბიექტზე მოქმედებს აქტუალური სიტუაცია, რომელიც შესაბამის განწყობას იწვევს, სწორედ ეს განწყობა, შეცნობილი, მაგრამ მიზანშეწონილი წარმართავს სუბიექტის ქცევას63. აქ ადგილი აქვს სუბიექტის გაუცნობიერებელ ქცევას იმ აქტუალური სიტუაციის ზეგავლენით, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში მართლშეგნების ზნეობრივი მოთხოვნილების დაცვითა და გამომუშავებული ჩვევების შესაბამისად მიმდინარეობს. ხოლო როცა სუბიექტის განწყობა ადამიანის ცნობიერებაში გარკვეულ წინააღმდეგობას ხვდება მოტივაციის პროცესის სახით, რაც განპირობებულია როგორც ფსიქიკური, ისე მატერიალური დაბრკოლებების არსებობით მოთხოვნილების დაკმაყოფილების გზაზე, მაშინ აქტუალიზებას განიცდის მართლშეგნების სწორედ ის თეზა, რომელიც უარყოფის საშიშროების წინაშე დგას. იმპულსური ქცევის გაუცნობიერებლობა ძირითადად მოქმედებს სუბიექტის შეგნებულობის ხარისხზე. იმპულსურ მოქმედებას წარმართავს განწყობა და მიზანშეწონილ ქცევად გვევლინება. თუმცა იმპულსური ქცევა გაუაზრებელ, მოუფიქრებელ ქცევას წარმოადგენს, მაგრამ სუბიექტს გააჩნია ამგვარი ქცევის გაცნობიერების უნარი. 3. მასობრივი მართლშეგნების როლი სამართლის რეალიზაციის პროცესში 113. სამართლის უშუალო განხორციელება - ეს არის სამართლებრივი ნორმებისათვის საზოგადოებრივი ურთიერთობების მონაწილეთა მიერ ჩართვა ყველა იმ შემთხვევაში, როცა ასეთი განხორციელება შესაძლებელია კომპეტენტური (სამართალგამოყენებითი) ორგანოების ჩარევის გარეშე. სახელმწიფო ორგანოებიც, რა თქმა უნდა, უშუალოდ ახორციელებენ სამართლის ნორმათა მოთხოვნებს, მაგრამ ამჯერად ჩვენ საუბარი გვექნება ნორმის რეალიზაციის საკითხებზე მოქალაქეთა მხრიდან, ვინაიდან სწორედ მათ მორალურ-სამართლებრივ ორიენტაციაზეა დამოკიდებული უპირატესად სამართლის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობის წარმატება. რეალიზაციის უშუალო ფორმები წარმოადგენენ შედარებით გავრცელებულ შემთხვევას სამართლის ნორმების ჩართვისა ცხოვრებაში. ისინი ხასიათდებიან სუბიექტების აბსოლუტური უმრავლესობის საქმიანობით სამართლებრივი რეგულირების სფეროში, რამდენადაც თავიანთ უფლებებსა და ვალდებულებებს ახორციელებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. 114. მასობრივი მართლშეგნების თავისებურება, მისი როლი იურიდიული ვალდებულებების, სუბიექტური უფლებების სრულ და ზუსტ გამოყენებაში დამოკიდებულია სამართლებრივი მოვლენების შეცნობის სიღრმეზე და განისაზღვრება მასობრივი მართშეგნების კომპონენტთა მდგომარეობითა და განვითარების დონით. 115. იმისათვის, რომ განსაზღვროთ მასობრივი მართლშეგნების როლი სამართლის რეალიზაციაში საჭიროა გავარკვიოთ მისი მდგომარეობის მიხედვით შემადგენელი კომპონენტების შინაარსი. 116. მასობრივი მართლშეგნების რაციონალური მხარის საფუძვლიანობაში ძევს სამართლებრივი ნორმების და პრინციპების ცოდნა, ასევე წარმოდგენები სამართალსა და სამართლებრივ მოვლენებზე. სუბიექტის აქტიური მართლზომიერი საქმიანობა სამართლებრივი რეგულირების სფეროში შეუძლებელია სამართლებრივი მოვლენების შესახებ მინიმალური ცოდნის გარეშე და პირველ რიგში - იურიდიულ უფლებებსა და მოვალეობებზე. ეს ცოდნა მასობრივ მართშეგნებაში „შეიღწევა“ ნორმატიული აქტების გაცნობისას „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, პირადი გამოცდილების მონაცემთა გამოყენებით. მაგრამ მართლშეგნების მზარდი დონე არ უნდა ამოიწუროს ფორმალურ-იურიდიული ცოდნით. აუცილებელია იმ მოთხოვნების გაგება, რომლებიც წაეყენება საზოგადოების წევრებს ხელისუფლების მხრიდან, მათი აღქმისა და გააზრების უნარი, ამ ცოდნის პრაქტიკული ფლობის ხარისხი. 117. მასობრივი მართლშეგნების რაციონალური მხარე - ეს არის წარმოდგენა იმაზე, თუ რა მიიჩნევა კონკრეტულ შემთხვევაში მართლზომიერ და რა მართლსაწინააღმდეგოდ, როგორი იურიდიული შედეგები მოჰყვება პირთა ამა თუ იმ ქცევას სამართლებრივი რეგულირების სფეროში. 118. მაგრამ მხოლოდ სამართლის კონკრეტული ნორმის, პრინციპებისა და იდეების ცოდნა არ იძლევა მათი ცხოვრებაში სრულად ამოქმედების გარანტიას. მნიშვნელოვანია სუბიექტის ემოციონალური პოზიცია სამართლისა და სხვა სამართლებრივ მოვლენებთან დამოკიდებულებაში. ამიტომ ძირითად ელემენტს, რომელიც წარმოადგენს მასობრივი მართლშეგნების ემოციონალურ მხარეს, უნდა მივაკუთვნოთ საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ემოციური განწყობილებანი, გრძნობები, რომლებიც ფორმირდება სამართლის ნორმების, იურიდიული უფლებების და ვალდებულებების, კანონიერების, სამართალშემოქმედებითი და სამართალგამოყენებითი საქმიანობის შესახებ ცოდნისა და წარმოდგენების საფუძველზე. 119. სამართლებრივ ემოციებად გაიგება განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ურთიერთობები (განცდები), რომლებიც დაკავშირებულია იმ მოვლენათა შეცნობასთან, რასაც მნიშვნელობა აქვს ადამიანთა ცხოვრებისეული საქმიანობისათვის სამართლებრივი რეგულირების სფეროში64. სამართლებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სუბიექტური უფლებებისა და ვალდებულებების წარმატებული რეალიზაცია ბადებს სამართლებრივ ემოციებს. ასეთი ტიპის ემოციას აქვს ადგილი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ სუბიექტური უფლებების დაცვისას, იურიდიული ვალდებულებების მკაცრი და ზუსტი შესრულებისას. დადებით სამართლებრივ ემოციებს ქმნის შედარებით კეთილსასურველი პირობები კანონის პატივისცემას მდგრადი გრძნობის წარმოშობისას. 120. კანონიერების ნებისმიერი სახის დარღვევა, წინააღმდეგობა ცალკეულ სამართლებრივ მოთხოვნას, მორალურ ნორმებსა და მასობრივ მართლშეგნებას შორის იწვევს დაურწმუნებლობის, უიმედობის, შიშის ემოციებს, რამაც შესაძლებელია დაადაბლოს სუბიექტის სამართლებრივი აქტივობა, მიიყვანოს სტრესულ და აფექტურ მდგომაროებამდეც კი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - სამართალდარღვევამდე. 121. ემოციონალური მდგომარეობა, რაც ფლობს გარკვეულ მდგრადობას, აფუძნებს საზოგადოებრივ განწყობას. საზოგადოებრივი განწყობა ხშირად განიხილება როგორც ყველა გარემოცული შეგრძნებებისა და ემოციების ბრძოლა და ურთიერთქმედების შედეგი“65. 122. როგორც ემოციები, განწყობაც შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი. ეს ილუსტრირდება შრომით ურთიერთობების მაგალითზე. კარგად ორგანიზებული შემოქმედებითი შრომა - მდგრადი დადებითი განწყობილების წყაროა. კოლექტივის დიდი მიღწევები იწვევს დარწმუნების განწყობას, რაც განაპირობებს შრომით აქტივობის ზრდას. ასეთ მდგომარეობაში კოლექტივმა შეიძლება მიიღოს გაზრდილი დავალებები და წარმატებით შეასრულოს იგი პრაქტიკაში. წარუმატებლობა კი იწვევს საწინააღმდეგო ემოციებს და ქმნის უარყოფით განწყობილებას, რაც ასუსტებს კოლექტივის შრომისუნარიანობას. 123. კ. იგოშევის აზრით, სამართლებრივი განწყობები წარმოიშობა სოციალური ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთაც სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნიათ. ისინი იწვევენ მოქმედებათა განსაზღვრულ სახეს მართლზომიერ და მართლსაწინააღმდეგო ქცევას და ასევე სამართლებრივი განწყობა გადამწყვეტ როლს ასრულებს კონფლიქტურ სიტუაციაში. 124. ემოციებისა და განწყობილებისაგან დამოუკიდებლად, გრძნობები წარმოადგენს შედარებით მყარ მოვლენებს. ისინი ახასიათებენ სუბიექტის ემოციონალურ დამოკიდებულებას სოციალური ცხოვრების სხვადასხვა მხარისადმი. თუ ემოციები და განწყობები შეიძლება იყოს ნაკლებად გააზრებული ან საერთოდ გაუაზრებელიც, − წერს ა. კოვალიოვი, - გრძნობას გააჩნია მკაფიოდ გააზრებული ობიექტური მიმართულება. ისინი როგორც წესი მოტივირებული არიან...66 125. სოციალური ფსიქოლოგიის ლიტერატურაში ყველა გრძნობა ჩვეულებრივ იყოფა სამ ჯგუფად: მორალურ-პოლიტიკურ, ინტელექტუალურ და ესთეტიკურ გრძნობებად. 126. სამართლებრივი გრძნობა - ეს რთული წარმონაქმნია, რომელიც ემოციონალური და რაციონალური მომენტების ერთობლიობაში ვლინდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ გრძნობებზე და არა შეხედულებებსა თუ იდეებზე, ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ ემოციონალური კომპონენტების დინამიკურ როლს სინამდვილის ასახვის პროცესში. ემოციონალური მიმართულების გარეშე შემეცნება საერთოდ შეუძლებელია, ვინაიდან სწორედ ემოციონალური მხარე წარმოადგენს უმთავრესად დინამიკურ, მოძრავ, მასობრივი შეგნების აქტიურ მხარეს. 127. ძირითად სამართლებრივ გრძნობებს განეკუთვნება: კანონიერების, პასუხისმგებლობის, იურიდიული უფლებებისა და ვალდებულებების გრძნობები. 128. სამართლებრივი რწმენა და ჩვევები სამართლებრივი რეგულირების სფეროში - მასობრივი მართლშეგნების შემდეგი ძირითადი კომპონენტებია. სამართლებრივი რწმენა შეიძლება განვიხილოთ როგორც შემეცნებით-ემოციონალური აქტივობის რეზულტატი. იგი არის სამართლებრივი მსოფლმხედველობის შინაგანი აღქმა და გათავისება, რაც ბადებს მოქმედებისადმი მზაობას. რწმენად გარდაქმნილი ცოდნა და შეხედულება შეადგენს მართლშეგნების როგორც რაციონალურ, ისე ემოციონალურ მხარეს. რწმენაში ცოდნა და შეხედულებანი ემოციონალურად არიან შეფარდებულნი და სუბიექტისათვის უცხოდ არსებული შინაგანად მისაღებ მოვლენად გარდაიქმნება67. 129. სამართლებრივი რწმენა განსაზღვრავს სუბიექტების პრაქტიკული საქმიანობის საერთო მიმართულებას.. „რწმენის არსებობა შეუძლებელია მისი აქტიურ მოქმედებაში გამოვლენის გარეშე“. ამიტომ სამართლებრივი რწმენა სამართლებრივი მოთხოვნების მიზანშეწონილობის და სამართლიანობის შეგნებაცაა. იგი შეიცავს მართლწესრიგის, როგორც ღირებულების, შენარჩუნების იდეას“68. 130. მართლშეგნების მაღალ დონეს ფლობს არა ის, ვინც განიცდის გარკვეულ გრძნობას ამა თუ იმ სამართლებრივი მოვლენისადმი, არა ის, ვინც სამართლის ნორმათა ცოდნას ფლობს, არამედ ის, ვისთვისაც ცოდნა და გრძნობა ერთმანეთს შეერწყა, რამაც წარმოშვა მიღებული ცოდნის ჭეშმარიტებისა და საზრისის რწმენა, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოქმედების მზაობა69. 131. დაბოლოს, სამართლებრივი ჩვევები მასობრივ მართლშეგნების რაციონალურ-ემოციონალური მხარის მნიშვნელოვანი ელემენტია. სამართლის ნორმის მოთხოვნათა შესრულების ჩვევა, რაც ეყრდნობა სამართლის ნორმის მიზანშეწონილობის, სისწორის, და აუცილებლობის რწმენას, არანაკლებ აშკარა მაჩვენებელია მასობრივი მართლშეგნების სიმწიფისა. სამართლებრივი ჩვევები ყალიბდება იქ სადაც ნორმის გამოყენებას სუბიექტის მხრიდან სისტემური ხასიათი აქვს. ამიტომ სამართლებრივი ჩვევები წარმოშობენ თავის მხრივ იმის რწმენას, რომ რაც ადრე წარმატებით განხორციელდა მომავალშიც შესრულდება. 4. შინაგანი რწმენა, როგორც სამოსამართლო სამართალშემოქმედების მორალური წყარო 132. სამოსამართლო სამართალშემოქმედება ინდივიდუალურ საქმეთა განხილვისას კანონის ნორმათა აქტივირებასთან არის დაკავშირებული. იგი უშუალო მიმართებაში იმყოფება ადამიანურ ურთიერთობებთან და საავტორო საქმიანობაც მეტ პასუხისმგებლობაც მოიცავს. ამდენად, მას სხვაგვარად პრაქტიკული სამართალშემოქმედებაც შეიძლება ვუწოდოთ. 133. აქვე, სამოსამართლო სამართალშემოქმედება განსაზღვრული თავისებურებებით ხასიათდება. ამ დროს სამართალშეფარდებისა და სამართალდადგინების ეტაპები თანხვედრილია, და რამდენადაც შემდგომში სამოსამართლო სამართლის აღსრულება გარკვეულ ინკვიზიციურ მეთოდებთანაა დაკავშირებული, მისი დადგენისას მოსამართლემ მხოლოდ მშრალი ლოგიკის კანონებით არ უნდა იხელმძღვანელოს. აქ ერთვება სწორედ შინაგანი რწმენის მომენტი. 134. ალბათ, საყურადღებოა შინაგანი რწმენის როგორც სამოსამართლო სამართალშემოქმედების მორალური წყაროს ფორმირების განსაზღვრა, როგორც ყალიბდება იგი და რა არის მისი მაინიცირებელი ძალა, როგორ აისახება იგი სამართალწარმოებასა და სასამართლო გადაწყვეტილებაში. 135. საკითხის გარკვევისას უპრიანია შინაგანი რწმენის საკანონმდებლო დეფინიციას ჩავწვდეთ. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ კანონმდებლობაში თავად შინაგანი რწმენის ზოგად განმარტებას ვერ ვხვდებით. იგი გამოიყენება მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასების პროცესში როგორც მთავარი სუბიექტური კრიტერიუმი. თუმცა მისი დანიშნულება პროცესუალურ სამართალში არცთუ ბოლომდე თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი. სამოქალაქო სამართლის პროცესის კვალობაზე მოსამართლის შინაგან რწმენას უნდა წარმოშობდეს მხარეთა შეჯიბრობითობის შედეგი; რომელი მხარეც მეტ აქტიურობას გამოიჩენს მტკიცების პროცესში და კერძოდ, მტკიცებულებათა გამოკვლევისას - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აქ კანონმდებელი ფაქტიურად შინაგანი რწმენის, საფუძველზე, წყაროებზე, იგივე სტრუქტურაზე მიუთითებს, ანუ მტკიცებულებათა სწორედ ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა აყალიბებს სასამართლოში გარკვეული დასკვნების გამოტანისათვის შინაგან მზადყოფნას. თუმცა გამოსარკვევია, თუ რამდენად რეალიზებადია ამ ელემენტების დანიშნულება. მოდით შევეხოთ მათ ცალ-ცალკე. 136. ყოველმხრივ გამოკვლევა მტკიცებულებებისა გულისხმობს იმას, რომ მხარეებს უფლება აქვთ უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. რაც უშუალოდ უკავშირდება სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპს /სსსკ-ის მე-4 მუხლი/. ანუ, აქედან გამომდინარე მტკიცებულებათა გამოკვლევა მხარეთა შეჯიბრებითობის ფონზე მომდინარეობს, ხოლო სასამართლო ინიციატივობა ამ მიმართულებით მინიმუმამდეა დაყვანილი. თუ დავუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ერთი მხარე უკეთ ასაბუთებს საკუთარი პოზიციის ჭეშმარიტებას, უფრო კრიტიკულად, პროფესიონალურად უდგება და იკვლევს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მეტი შანსი აქვს გააქარწყლოს ნებისმიერი მტკიცებითი ძალის მქონე მტკიცებულება თუკი მეორე მხარე მისი პოზიციის გამამართლებელი ხასიათის უპირატესობის მიუხედავად მტკიცებულებათა გამოკვლევაში აქტიურად არ ჩაებმება. უფრო კონკრეტულად, თუკი მხარე რიგიანად ვერ დაასაბუთებს საკუთარ მოთხოვნას, თავად ამ მოთხოვნის სამართლიანი ხასიათის მიუხედავად, სასამართლო არ დააკმაყოფილებს მას. ამ კონტექსტში სასამართლო შესაძლებელია საკუთარი შინაგანი რწმენის წინააღმდეგაც წავიდეს. მოსამართლეს, შესაძლებელია, მიუხედავად მტკიცებულებათა შეფასების შედეგისა, მაინც დარჩეს შეჯიბრებითობაში წაგებული მხარის პოზიციის სისწორის მიმართ შინაგანი რწმენა, მაგრამ საქმის განხილვის შედეგები საწინააღმდეგო დასკვნებს აყენებდეს. თუკი მოსამართლე ამ სინამდვილის საწინააღმდეგოდ შეეცდება თავისი შინაგანი რწმენის დასაბუთებას და მის შეპირისპირებას ფაქტიურ შედეგებთან, იგი ერთგვაროვან არაობიექტურობის ნიშანს წარმოაჩენს. 137. სრული განხილვა მტკიცებულებებისა სამოქალაქო პროცესში ასევე მხოლოდ მოსამართლის ნებაზე არ არის დამოკიდებული. აქ მხარეთა აქტიურობას ენიჭება განმსაზღვრელი უპირატესობა. ამასთან, სრულობა გამოკვლევის პროცესისა, თავისი არსით, შეფარდებით კატეგორიას მიეკუთვნება. აბსოლუტური სისრულე გამოკვლევისა ისევ მხარეთა მიერ შესაბამის მტკიცებულებათა დამოუკიდებელი შემოწმების ხერხებსა და მეთოდების ეფექტურობაზეც არის დაფუძნებული. ანუ სასამართლოსგარეშე შემოწმების ეფექტურობა სწორედ მხარეთა მომზადების ხარისხზეა დამოკიდებული. ხოლო ასეთი კონკურენციის /რასაც ერთის მხრივ საკუთრივ პროცესისმიერი, ხოლო მეორეს მხრივ გარეპროცესუალური გამოკვლევებიც შეიძლება ვუწოდოთ/ პირობებში სრულად გამოკვლევის პრინციპი და მიმართულება უფრო მომზადებული მხარის მიერ განსაზღვრული მიმართულებით შეიძლება წარიმართოს. 138. მტკიცებულებათა ობიექტური განხილვა ყველაზე მეტად მახასიათებელია შინაგანი რწმენის რაობისა. შინაგანი რწმენა მოსამართლისა სწორედ ობიექტურობის შეგრძნებას ახლავს თან. თუმცა ობიექტურობის ფუნქცია ზოგად-პროცესუალურ პრინციპებთან მიმართებაში გარკვეულწილად უსაგნოდაც გამოიყურება. იგი, ვფიქრობ, საპროცესო სამართალში პოსტსაბჭოურ ანაქრონიზმად შეიძლება შეირაცხოს. 139. განვითარებული მსჯელობის კვალობაზე განსხვავებული სურათი იხატება სისხლის საპროცესო სამართალში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. აქვე სისხლის სამართლის პროცესი მოსამართლის ინიციატივობის პრიმატის გათვალისწინებით სრულ შესაძლებლობას იძლევა შინაგანი რწმენის თავისუფლად გამოვლინებისა, თუმცა არსებობს „შეზღუდვა“ კვლევის სასრულობის მინიშნებით. სსსკ-ის 132-ე მუხლის მე-3 ნაწილი უშვებს საქმის განხილვისას ეჭვის დარჩენის პრეცენდენტსაც პირის ინკრიმინირების მიმართულებით, რაც დაუძლევლად რჩება. ანუ იმ პირობებში, როდესაც პირის დამნაშავეობა ეჭვს იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულობა დადგენილი არ არის, სასამართლო ვალდებულია სასრული დაუდოს ამ სიტუაციას პიროვნების სასარგებლოდ. უპრიანი იქნება გავიხსენოთ ძველი რომაული გამოთქმა - „იუსტიცია დეპეთ ესსე პლენა ქუა იუსტიცია ნონ დებეთ კლაუდიცარე“, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს სრული, იგი შუა გზაზე არ შეიძლება შეჩერდეს. ამ გაგებას ეწყობა ასევე ანტიკური შეგონება იმის შესახებ, რომ როდესაც დამნაშავე სასამართლოზე მართლდება, ეს მოსამართლის სისუსტის ნიშანია. უადგილო არ იქნებოდა ამ გაგებასთან თანამედროვე პროცესუალური და ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების შესაბამისობაზე გვეზრუნა. 5. სახელმწიფო მართლშეგნების ცნება 140. იმისათვის, რომ სარწმუნო გავხადოთ ჩვენს მიერ განვითარებული მსჯელობა ინდივიდუალური და მასობრივი მართლშეგნების სამართლებრივი რეგულირების ერთ-ერთ წყაროდ აღიარების გარშემო, და დავასაბუთოთ ის პათოსი მოცემული პრობლემის ანალიზისას, რაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების აუცილებლობის პრინციპიდან გამომდინარეობს, საჭიროდ მიმაჩნია სამართლებრივ აზროვნებაში გამოვიყენოთ მართლშეგნების ნებისმიერ ფორმაზე მაღლა მდგომი ცნება ადამიანის სოციალურ-პოლიტიკური შემეცნებისა, რომელიც წარმოადგენს უმთავრეს პირობას და საფუძველს საზოგადოების სახელმწიფოებრივად არსებობის პროგრესისა. კერძოდ, საქმე გვაქვს სახელმწიფოებრივი მართლშეგნების ცნებასთან. სახელმწიფოებრივ მართლშეგნების ცნების გარკვევა, მისთვის შესაფერისი ადგილისა და როლის მიკუთვნება პოლიტიკურ ცხოვრებაში პირდაპირ პასუხობს ჩვენს თეორიულ ამოცანებს − მივაგნოთ იმ მორალურ-სამართლებრივი შინაარსის მქონე მოვლენებს, რაც საფუძვლად უდევს სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესის წარმატებით მიმდინარეობას, რადგანაც შეუძლებელია ამ პროცესის კეთილშობილური შედეგების მიღწევა და გაცნობიერება, თუ თითოული ჩვენგანის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეგნება არ ავიდა ისეთ უნივერსალურ დონემდე, რასაც სახელმწიფოებრივი მართლშეგნების ცნება აკმაყოფილებს. 141. სახელმწიფოებრივი მართლშეგნება არის სოციალური შეგნების უმაღლესი ფორმა, რომელიც მორალურ-სამართლებრივ იდეოლოგიის მეშვეობით ასაბუთებს საზოგადოების სახელმწიფოებრივად არსებობის აუცილებლობის აზრის ჭეშმარიტებას. 142. სახელმწიფოებრივი მართლშეგნების მნიშვნელობა განსაკუთრებით მთელი მოცულობით აისახება მაშინ, როცა იგი კაცობრიობის სულიერი განახლების გზაზე გამოიყვანს70. 143. სახელმწიფოსა და საერთოდ პოლიტიკის რეალურს საფუძველს მოქალაქეთა სულიერი სოლიდარობა წარმოადგენს, ხოლო ეს კი გულისხმობს, რომ სახელმწიფო უნდა წარმოვიდგინოთ როგორც თანამეგობრობის სიცოცხლისუნარიანი სისტემა. 144. ნამდვილი მოქალაქისა და პოლიტიკოსისათვის სახელმწიფოს ინტერესი და მისი პირადი ინტერესი გაიგივებულ უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სუბიექტს არ გააჩნია არავითარი პირადი ინტერესი და მხოლოდ სახელმწიფოებრივი საქმეებით ცხოვრობს. მაგრამ ეს გულისხმობს, რომ საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებს იგი ისევე ახლოს იღებს, როგორც საკუთარს, ხოლო მათი პირდაპირი შეჯახების შემთხევაში იგი საკუთარ პირად ინტერესს დუმილს ურჩევს. 145. მაგრამ იღებს რა თავისი სახელმწიფოს ინტერესებს გულთან ახლოს, ისევე როგორც პირადს, ინდივიდი ამით თითოეული თავისი თანამოქალაქის პატიოსან და სამართლიან ინტერესს განიცდის საკუთარის მსგავსად, რადგანაც თითოეული ასეთი ინტერესი შედის მთელი სახელმწიფოს ინტერესთა მთლიანობაში. ეს ჯანსაღი სახელმწიფოებრივი მართლშეგნების აქსიომაა71. 146. სწორედ ამაში მდგომარეობს პოლიტიკური ცხოვრების შინაარსი და შეიძლება ითქვას, რომ, მხოლოდ იმ მოქალაქეებს აქვთ საფუძველი აქტიურად მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი უნარი ინტერესთა ასეთი გაიგივების საქმეში72. 147. შეიძლება კი ჩაითვალოს მოქალაქედ ის პირი, რომელიც ანგარიშს არ უწევს სახელმწიფო ამოცანების მიზნებს. იგი აშკარად იყენებს ცხოვრებისეულ სიკეთეებს და უფლებებს, მაგრამ არ ცნობს პასუხისმგებლობას ამ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფო ინტერესები დაკმაყოფილებას მოითხოვს. ასეთი პიროვნება მორალურად კარგავს მოქალაქეობის უფლებას ამ სახელმწიფოში. 148. სახელმწიფოებრივი და სუბიექტური ინტერესების გათანაბრება შესაძლებელია ორი სახით: ან სახელმწიფო ეშვება კერძო, პირად მისწრაფებათა დონემდე და ემსახურება მას (მაგ. ერთი პარტიისა თუ კლასის ინტერესები), ან როცა ინდივიდიალური როლი მაღლდება ჭეშმარიტი სახელმწიფოებრივი მიზნისა და ინტერესების დონემდე; ანუ როცა ადამიანი იქცევა პატრიოტად და ნამდვილ მოქალაქედ. 149. იმისათვის რომ მოქალაქემ სახელმწიფოებრივი ინტერესები გაითავისოს და იმოქმედოს ისე, რომ მას ვნება არ მიაყენოს, მან უნდა შეიგნოს სახელმწიფოებრივი ნების უშუალო აღმასრულებლის - ხელისუფლების უზენაესი მდგომარეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სუბიექტისათვის ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს უმაღლეს დონეს პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას. სხვას არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შესწევს უნარი ასევე სრულად და ზედმიწევნით დაიცვას მოქალაქის სუბიექტური ინტერესები. ხელისუფლება თავისი საყოველთაო ავტორიტეტისა და უფლებამოსილების მეშვეობით მოქალაქეთა ინტერესების ერთადერთი რეალური გარანტია ხდება. თავის მხრივ საჯარო ხელისუფლებაც უნდა ატარებდეს მორალურ-სამართლებრივ ნიშნებს, როგორიცაა კანონიერება, სამართლიანობა, ძლიერება და ერთგულება. 150. ხელისუფლებისადმი ასეთი მყარი პოზიტიური დამოკიდებულების ხანგრძლივად შენარჩუნება მოქალაქეთა მხრიდან უზრუნველყოფილია იმის შეგნებით, რომ არსებული სახელმწიფოებრივი წყობა არის მუდმივი, რომ მის ასეთ სტაბილურ და უსაფრთხო არსებობას ხელისუფლების მორალურ-პოლიტიკური და სამხედრო ძლიერება განაპირობებს. აქ, შეიძლება ითქვას, მორჩილების ინსტინქტი ასრულებს სტაბილური პოლიტიკის ვითარების უზრუნველყოფის როლს. 151. მაგრამ სოციალურ ცხოვრებაში გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორების ზემოქმედებით მიმდინარე ფსიქიკურმა თუ მატერიალურმა ცვლილებებმა შესაძლებელია ნოვატორული იდეებით აღჭურვოს პოლიტიკურ ძალთა გარკვეული წრე. საზოგადოებაში ბუნებრივად გამოწვეული რეფორმაცია შესაბამის გარდაქმნებს მოითხოვს ხელისუფლებაში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი წინააღმდეგია ასეთი ცვლილებებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის (რეფორმების გატარება). წარმოიშვება უმართავი სიტუაცია, ხელისუფლება ძალადობად იქცევა. ასეთ ვითარებაში რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა მხოლოდ უკიდურეს აუცილებლობის მდგომარეობაში. როცა ამოწურულია კონფრონტაციის მშვიდობიანი მეთოდებით რეგულირების ლიმიტი, უნდა გამოიჩინოს მართლზომიერი რისკის უნარი - მოვიდეს ხელისუფლებაში. მაგრამ ასეთი გადამწყვეტი ზომა გამოყენებულ უნდა იქნეს იმ პოლიტიკური სუბიექტების (პირების) მიერ, რომელთათვისაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების აუცილებლობის პრინციპი სოციალური შეგნების უმაღლეს დონეს წარმოადგენს. მათ თანხმობა უნდა განაცხადონ ნებისმიერი ფორმის პოლიტიკურ წყობილებასა და მართვაზე, ოღონდ ხელშეუხებელი დარჩეს საზოგადოების სახელმწიფოებრივი არსებობა. 152. სახელმწიფოებრივი და სუბიექტური ინტერესების თანხვედრა არ უნდა იქნას გაგებული როგორც მხოლოდ თვითგანწირვა და მსხვერპლი, ვინაიდან რეალობაში იგი გამოხატავს ასევე თვითდამკვიდრების აქტს, რასაც მოქალაქე ახორციელებს: სახელმწიფო არა მარტო საზღვრავს და ავითარებს მთელ ნაციონალურ კულტურას, არამედ ემსახურება თითოეულ მოქალაქის სამართლიან ინტერესებს საერთო უშიშროების, მართლწესრიგისა და პირადი თავისუფლების უზრუნველსაყოფად, ხოლო ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე აიგივებს რა საკუთარ თავს სახელმწიფოსთან, არა მარტო „კარგავს“, არამედ „მოიპოვებს“, როგორც „მარცხდება“, ისე „იმარჯვებს“... სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეთა სოციალური და სამხედრო უშიშროებისათვის, სოციალური მშენებლობისათვის და ა. შ. 153. სახელმწიფოებრივი მართლშეგნების ასეთი გაგება და საერთოდ, პოლიტიკურ-სამართლებრივი აზროვნების მორალურ პრინციპებზე დაფუძნებას კარდინალურად ეწინააღმდეგება თანამედროვე პოლიტიკური აზროვნება, რომელმაც პოლიტიკური წყობილების კლასიკური კონცეფცია, რომელიც სიკეთეზე იყო დაფუძნებული, თავისუფლების სახელით შეიწირა.73 მაგრამ შესაფერისი კრიტერიუმების ძიება, რაც ადამიანების შეგნებისა და აზროვნების საგანს წარმოადგენს სოციალურ თანაცხოვრებაში, არის ძირითადი კანონზომიერება გონითი პროცესი, რაც მაღალორგანიზებული, ცივილიზებული, სამართლებრივ და ამდენად სტაბილურ სახელმწიფო სისტემის სულიერ ძალმოსილებას განაპირობებს. მით უმეტეს, თუ ვაღიარებთ, რომ სახელმწიფო და პოლიტიკური განახლება შესაძლებელია მხოლოდ მართლშეგნებისა და ადამიანური გულის სიღრმიდან დაიწყოს. მხოლოდ აქ შეიძლება მოიძიოს ახალი საფუძველი საყოველთაო-სახალხო გაერთიანებისათვის, ახალი სახელმწიფოებრივი მიზნები, პოლიტიკური მოწყობის ახალი ფორმები74. 6. ადამიანური მრწამსი და მისი მორალურ-სამართლებრივი დანიშნულება 154. სოციალური ცხოვრების ნორმალური განვითარება, საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლებისა და შესაბამისად მართლწესრიგის დამყარება უპირატესად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი პიროვნული თვისებების მატარებელია სამართლის სუბიექტი-ადამიანი. წარმოუდგენელია სახელმწიფოში არსებობდეს რეგულირებადი სამართლებრივი ურთიერთობები, თუ კი მასში მონაწილე პირების მორალურ-ფსიქოლოგიური კონსტიტუცია შეუსაბამო დამოკიდებულებაშია თავად ადამიანური ბუნების კანონზომიერებასთან. მარტივად, იმისათვის, რომ ადამიანი, სამართლის სუბიექტი გახდეს, სამართლურთიერთობის სრულფასოვანი მონაწილე, იყოს კანონდამჯერი, იგი უმთავრესად ჩამოყალიბებულ უნდა იყოს როგორც ჰარმონიული პიროვნება. ასეთი სახის პიროვნებად კი მხოლოდ მაშინ შეიძლება გვეჩვენოს ადამიანი, როდესაც მას სოციალურ ცხოვრებაში ნაპოვნი აქვს საკუთარი ადგილი, განსაზღვრული აქვს საკუთარი ადამიანური მრწამსი. 155. მოგეხსენებათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არსებობის მანძილზე არ ჰქონდეს განცდილი წარმატებებისა და დამარცხების, სიხარულისა და წუხილის, ამაღლებისა და დამცირების მდგომარეობა, აქედან უარყოფითად დამუხტული ემოციები განსაკუთრებით ხაზგასმულად მოქმედებენ ჩვენს შეგნებაზე, რა დროსაც შესამჩნევი ხდება მათი ზეგავლენის ნიშნები. როგორც ამბობენ, ყოველ დადებით მოვლენას თავისი უარყოფითი მხარეები გააჩნია და პირიქით. ასე, რომ ჩვენი ინტერესის სფეროში შედის სწორედ უარყოფითი ემოციური განცდებით დამუხტული ადამიანის მორალურ-ფსიქოლოგიური წყობა. სწორედ მასში უნდა ვეძიოთ მკაფიო პიროვნული მახასიათებლები. იმას, ვინც ცხოვრებაში გარკვეულ მიზეზთა, ხელშემწყობ ფაქტორთა დახმარებით წარმატებით მოღვაწეობს, არასდროს წარმოეშობა ის შინაგანი პრობლემა, რაც პიროვნული კრიზისი ჰქვია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ცხოვრებისაგან გალახული ადამიანი ერთდროულად მძიმე, უარყოფით ემოციებით დატვირთულ დარტყმას მიიღებს, შესაძლებელია მან ვერც კი გადაიტანოს აღნიშნული ჩავარდნის დამანგრეველი შედეგის ზემოქმედების ძალა და დაიღუპოს, მოსწყდეს საკუთარ ორბიტას და უსასრულობაში გადაიკარგოს. ამის მიზეზი, მოგეხსენებათ, ასეთი მოწყობის ადამიანთა ინტიმურად ზედაპირული ხასიათია. საბოლოო ჯამში ხსენებული კატეგორიის ადამიანები ცხოვრების რიტმს წყდებიან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამინდს ვერ ქმნიან. ყოველი შემთხვევისათვის ასეთი მსჯელობა მიზანშეწონილია ისეთ სოციალურ პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების ფონზე, როდესაც ადამიანური ღირებულებათა სისტემა მუდმივ ტრანსფორმაციას, ცვლილებებს განიცდის, ანუ ჩამოყალიბებულია ჰუმანიზმის კრიზისი. მოცემული თემა მართლაც რომ სპეციფიკურია. ავადმყოფობა სერიოზული სოციალური ფენომენია, რომელიც ცალკე შესწავლას მოითხოვს. თავისთავად ავადმყოფობა რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული, რაც უარყოფით ასოციაციებს იწვევს. საუბარია სულიერ ავადმყოფობაზე. სულით ავადმყოფობა არნახული ტანჯვის მატარებელია. იგი თავისი ბუნებით რაღაც ჯოჯოხეთის კარიბჭის მსგავსი მოვლენაა. მას თან მძიმე შედეგები მოსდევს. საინტერესოა თუ ვინ არის ავადმყოფი (აქ საუბარი როგორც მოგეხსენებათ სულიერ ავადმყოფობაზე გვაქვს), ისინი ვინც პათოლოგიურ დაწესებულებებში არიან გამომწყვდეულნი თუ ისინი, რომლების ყოველდღიური ცხოვრებისეულ ნაბიჯებს მხოლოდ ცოდვის ამორალური მეთოდებით დგამენ. საინტერესოა, რატომ არის, რომ საავადმყოფოების მკვიდრნი მოწყვეტილნი არიან ყოფიერებას? 156. როგორც ზემოთ მოცემული ციტირებით ირკვევა, ავადმყოფი არ შეიძლება იყოს ის პირი, ვინც იცის რომ ავადმყოფია, არამედ ის ვინც ისე ცხოვრობს რომ ეჭვიც არ ეპარება საკუთარ ჯანმრთელობაში. ამ გაგებით აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანები არ არსებობენ. მაშ ვინღაა ავადმყოფი? გავიხსენოთ დიდი დიქტატორები ნაპოლეონი, კეისარი, ალექსანდრე მაკედონელი, ჰიტლერი, სტალინი და ა.შ. ისინი ხომ საკუთარი ქცევისა და გადაწყვეტილებების მეოხებით შებოჭილები იყვნენ. მაგრამ არ ეპუებოდნენ ბედს და აღიარებდნენ საკუთარ წარსულს. ხოლო ისინი, ვინც ბოლომდე გულუბრყვილოდ აღიარა საკუთარი არასრულფასოვნება, ფსიქიატრიულ კლინიკებში მოხვდნენ (ვან-გოგი, გოგოლი, დოსტოევსკი და ა. შ.) ანუ ადამიანის სული რაც უფრო სუფთაა, მით უფრო სუსტია ყოფითი „კვანჭების“ მიმართ. 157. ყოველ ადამიანს გააჩნია წარსული, აწმყო და მომავლის ჭვრეტის უნარი. ამასთან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც წარსულში განცდილი არ ჰქონდეს წარუმატებლობის მწვავე განცდა. ტკივილი, რაც განსაკუთრებით მაშინ გვაწუხებს, როდესაც თავს გვახსენებს, ანუ როდესაც წარსულში განცდილი მარცხის უარყოფითი ზეგავლენა ვრცელდება მომავლის მოვლენებზე პრინციპით - „პიროვნება წარსულში განცდილი მოვლენების ჯამია“. ამ პრინციპის მიხედვით, თუკი ადამიანს წარსულში ბედმა არ გაუმართლა, ან საკუთარი შეცდომებით თავი ჩიხში შეიყვანა, მისი გამოსწორება და ნორმალურ ცხოვრებისეულ რიტმში შეყვანა შეუძლებელია. ასეთი კანონზომიერების შეცნობა-გაცნობიერებამ შესაძლებელია ადამიანი ტრაგიკულ დასასრულამდე მიიყვანოს, ან დააყენოს აშკარად გამოკვეთილ მართლსაწინააღმდეგო პოზიციაზე. აქედან გამომდინარე, არსებით ადამიანურ პრობლემად რჩება წარსულის დაძლევის საკითხი. ამ პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მეხსიერების აღიარების ან უარყოფის საკითხის გადაწყვეტაზე. თუკი ადამიანი უარყოფს მეხსიერებას, ის უარყოფს საკუთარ წარსულსაც, ხოლო წარსულის არმქონე ადამიანი ფსიქიკის ნორმალურ ფუნქციონირებას დაკარგავს, ქმედუუნარო გახდება. მეხსიერების მიღებამ, წარსულის გახსენებამ კი, როგორც ავღნიშნეთ, შესაძლებელია ადამიანი ტრაგედიამდე მიიყვანოს, გახდეს საზოგადოებრივად საშიში ელემენტი. გამოსავალი ერთია: ადამიანმა უნდა დაძლიოს საკუთარი წარსული. მაგრამ როგორ, რა ხერხით და რა მეთოდით? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა მოვიტანოთ ადამიანური მრწამსის ინსტიტუტი. გამორიცხულია საუბარი ნორმალურ ურთიერთობაზე, თუკი მასში მონაწილე პირებს არ გააჩნიათ საკუთარი ადამიანური მრწამსი ანუ ის მორალური იდეოლოგია, წარმოდგენათა სისტემა, რომლითაც ბუნებრივად საბუთდება მათი არსებობის მნიშვნელობის აზრი. ასეთი მოტივაციის გარეშე ადამიანი სრულყოფილ პიროვნებამდე ვერ ამაღლდება. სრულყოფილი პიროვნების გარეშე კი წარმოუდგენელია ნორმალურ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე საუბარი. იმისათვის, რომ ადამიანმა დაძლიოს საკუთარი წარსული, მან უნდა შეისწავლოს, გაანალიზოს და განსაჯოს იგი. მიიღოს მისი როგორც დადებითი ისე უარყოფითი ელემენტები, გამოიტანოს გაკვეთილი, დასკვნები. ამისათვის კი საჭიროა, უპირველესად ადამიანმა შეიყვაროს საკუთარი წარსული, ანუ შეიყვაროს საკუთარი ბედისწერა, წარმოადგინოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც რეალობაში, ობიექტურად არის. მომდევნო ეტაპია, შურისძიების გრძნობის განეიტრალება. თუკი ადამიანი შეიყვარებს საკუთარ წარსულს, ბუნებრივია, შეიყვარებს საკუთარ თავსაც. ეს კითხვა აწუხებს ყველა ადამიანს. ამის ირგვლივ უამრავი მოსაზრება, ხელოვნების ნაწარმოებია შექმნილი. მაგრამ თუ რას წარმოიდგენს იგი თავისთავად ბოლომდე ვერავინ ვერ ახსნა. ზოგი ამბობს, რომ სიყვარული მარადიულია, ზოგიც − წარმავალიო. ზოგი კი ამბობს, რომ იგი უდიდესი გრძნობაა ადამიანში. ასევე ამბობენ, რომ სიყვარულს მალვა უნდა ან კიდევ - გაფრთხილება და ა.შ. ზოგჯერ კი თუ დავაკვირდებით ურთიერთგამომრიცხავი აზრია სიყვარულის შესახებ წარმოქმნილი. რა არის რეალურად სიყვარული, რაში ვლინდება იგი? ეს არის კითხვები, რომელთა უპასუხოდ დატოვება შეუძლებელია. როგორც წინა თემებიდან გავარკვიეთ, სიყვარულის უდიდესი გამოვლინება, ეს ღმერთის სიყვარულია, ანუ რწმენის სიყვარული. ის, რომ შენ გწამს თავად შენვე გსიამოვნებს. წარმოუდგენელი და შეუძლებელია ადამიანი სრულად დაეუფლოს მეგობრისადმი, ნათესავისადმი, ქალისადმი, ნებისმიერი ადამიანისადმი სიყვარული მანამ, სანამ იგი არ შეიგრძნობს ღმერთისადმი სიყვარულს, იმ წრფელ, მარადიულ, თავისუფალი სიყვარულის შეგრძნებას, რაც ყველაზე წმინდასთანაა დაკავშირებული. ყოველგვარი სიყვარული ღმერთისადმი სიყვარულზე გადის. ამიტომ მარადიული მხოლოდ ღმერთისადმი სიყვარულია. აქვე მინდა გავარკვიო, რატომ არის რომ ზოგიერთი პიროვნება მამაკაცის ქალისადმი სიყვარულს ყველაზე ძლიერ გრძნობად მიიჩნევს და ზოგის აზრით იგი მარადიულია. ჩემი ახსნა ამ საკითხისადმი იმაში მდგომარეობს, რომ ქალი თავისთავად გულისხმობს სიცოცხლის გაგრძელებას, უკვდავებას. ქალის ორგანიზმი წარმოშობს როგორც მისი, ისე მამაკაცის არსებობის მარადიულობის შესაძლებლობას. მამაკაცი ქალში უყურებს ოცნებების და ლტოლვის ახდენას. ანუ ქალისადმი სიყვარული არის არამარტო დიდებული, ამაღელვებელი, არამედ ასევე ძლიერი გრძნობაცაა. როდის წარმოიშობა სიყვარული და რაში ვლინდება იგი? სიყვარულის წარმოშობა საჭიროებს გარკვეული პირობების შექმნას. ანუ სიყვარულისადმი საჭიროა გრძნობა. ადამიანი უნდა იყოს სულიერად ისე ამაღლებული, რომ მას შეეძლოს ქალისადმი წმინდა გრძნობის გამოვლება. რატომ არის, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი სახის პიროვნება მოსწონს. მაგალითად, შავგრემანი. მაღალი ან კიდევ სხვაგვარი. ეს წმინდა ესთეტიკის საქმეა. რაც შეეხება პირობებს, აქ უნდა ვიგულისხმოთ ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების, სიმშვიდის, მატერიალური პირობების არსებობა. თუკი ადამიანს მოეწონება სხვა ადამიანი მაგრამ მას არ შეუძლია სქესობრივი ლტოლვა, ან არ არის სულიერად გაწონასწორებული, მშვიდი ან არ გააჩნია შეუღლების სათანადო მატერიალური რესურსები (ბინა, ფული და ა. შ) ეს გამოიწვევს მის დათრგუნვას და იგი აუხდენელ ოცნებად გადაექცევა. ეს კი ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს, აძაბუნებს მას. ახლა იმის შესახებ, არის თუ არა სიყვარული მარადიული. ჩემის აზრით, როგორც მოგახსენეთ მარადიული მხოლოდ ღმერთისადმი სიყვარული შეიძლება იყოს. თუ ადამიანს სრული მოცულობით უყვარს ღმერთი, მაშინ იგი მზადაა ადამიანის სიყვარულისათვის. 159. ამიტომ იგი წარსულში ვეღარ ხედავს იმ ხინჯს, „ჩავარდნას“, რისი გულისთვისაც შეიძლება საჭირო იყოს შურისძიება. წარსულის შეყვარებისას იშლება, ნეიტრალდება ის ხელოვნურად შექმნილი უარყოფით მოვლენათა და განცდათა კომპლექსი, რომელთა „გამოსასწორებლად“ შეიძლება მიმართული იყოს შურისძიების გრძნობა. რადგანაც წარსულში აღარაფერი დარჩა სადაო, მომავალშიც ადამიანი მხოლოდ იმედისმომცემ მომენტებს ხედავს. ეს უნარი მას უვითარდება იმის გამო, რომ ის შინაგანად თავისუფლდება, ბედნიერი ხდება. შინაგანად გათავისუფლებული ადამიანი კი მომავალში ცხოვრებისეულ ნაბიჯებს ბუნებრივად, დაძაბულობის გარეშე დგამს, რითაც აბსოლუტურ ჰარმონიულობას აღწევს. „მოჩქარეს მოუვიანდესო“ − არის ნათქვამი. მას ბუნებრივად ეწყება სულის დახუთვა, ესპობა ჯანმრთელობა, რასაც საბოლოოდ კატასტროფობამდე მიჰყავს. ამჯერად ჩვენ კიდევ ერთი ჰიპოსთაზე მივიღეთ: „სიჩქარე-სიკვდილი“. ანუ რაც უფრო ჩქარობს ადამიანი, მით უფრო მალე კვდება. ბუნებრივად დაისმის კითხვა: ადამიანების შესაძლებლობები ხომ განსხვავებულია. რაც უფრო უნარიანია ადამიანი, მით უფრო მალე აქ აღწევს მიზანს? ამ აზრს, რა თქმა უნდა ვეთანხმებით, მაგრამ არც ის შეიძლება ითქვას, უნარიანი ადამიანი ჩქარიაო. როგორც ზემოთ აღინიშნა, ყველაფერი შეფარდებითია. მათ შორის სიჩქარეც. ზოგიერთისთვის ესა თუ ის დროს დიდია, ზოგისთვის მცირე. აქ მთავარია ადამიანის სუბიექტური მიმართება, განზრახვა, განცდა: იგი სწრაფად, აჩქარებულად მოქმედებს თუ დინჯად, აუჩქარებლად. ამიტომ ადამიანმა საბოლოოდ უნდა დაასკვნას, რომ ბედნიერება უკვდავებაშია, უკვდავება ღვთიურში, ხოლო ეს უკანასკნელი კი რწმენაში პოულობს ასახვას. ანუ, საბოლოოდ ადამიანი რაც უფრო მორწმუნეა, რელიგიურია, მით უფრო ბედნიერია. სხვა ყველა დანარჩენი, რასაც სხვადასხვა ავტორები მიუთითებენ, რომ ბედნიერია ადამიანი როდესაც სიამოვნებას განიცდის, შეიგრძნო საკუთარი „მე“, იპოვა საკუთარი ადგილი ამ ცხოვრებაში და ა. შ. ბედნიერების მხოლოდ თანამდევ მოვლენებად ითქმის და არა თავად ბედნიერების შინაარსად. ეს ყველაფერი ყოფითია, დროებითი და ცვალებადია, დაუსრულებელია, ხოლო ის რაც გამოკვეთილ, დასრულებულ სახეს არ ატარებს, არამყარია, რაც თავისებურად აისახება ადამიანის განწყობაში, ფიქრში, შიშში არ გააგდოს ხელიდან მოპოვებული კვაზი-ბედნიერება, ხოლო შიში, როგორც მოგეხსებათ უარყოფით განცდას იწვევს, რასაც შეიძლება ფატალური შედეგებიც მოჰყვეს. ამიტომ იწამეთ ღმერთი და იქნებით მარად ბედნიერნი. ძვირფასო მკითხველებო. ალბათ რამდენჯერ ჩაფიქრებულხართ, როგორც საკუთარი თავისთვის ისე ახლობლისთვის გიკითხიათ, არის თუ არა თქვენი სული უკვდავი, მოხდება თუ არა გარდაცვალებისას თქვენი სამყაროდან გაქრობა. ალბათ, რამდენჯერ ჩაფიქრებულხართ საწოლში ძილის წინ გარდაუვალი გაქრობის შესახებ, ცრემლი წამოგსვლიათ და მხოლოდ იმით გინუგეშებიათ თავი რომ ეს მოვლენა ჯერ კიდევ შორს იყო, წაგიკითხავთ ლიტერატურა სული უკვდავების შესახებ, დაწაფებიხართ სულიერი კმაყოფილების საგნებს. რელიგიაც, ქრისტიანობაც ადამიანის სულიერი აღზრდისაკენ არ არის მოწოდებული? ადამიანმა სულიერი ძიების გზაზე სწორედ ქრისტიანობას მიაგნო, ალბათ ძირითადი კითხვა, რაც შეიძლება დაისვას, ეს არის სულის უკვდავების შესახებ დადასტურების ირგვლივ დასმული კითხვა: ბოლოს და ბოლოს ვიწამოთ კი სულის უკვდავება? ხომ არ არის ეს მორიგი ილუზია თვითკმაყოფილებისაკენ? ამ ბოლო დროს მოვისმინე, ამერიკაში მეცნიერებს დაუდგენიათ, რომ გარდაცვალებისას ადამიანის წონა 21 გრამით იკლებს. ასევე დადგენილია, რომ ადამიანს გარდაცვალებისას, აგონიის მდგომარეობაში ახსენდება საკუთარი ცხოვრების განვლილი გზა, ადამიანები და ა. შ. კიდევ ერთი დეტალი, რაც ასევე ყურადსაღებია, გარდაცვალებისას ჩამოხრჩობილებს უვითარდებათ უნებლიე გამონადენი. რაზე შეიძლება ვიმსჯელოთ? რა არის ეს, თუ არა საინტერესო და შეიძლება ითქვას, უაღრესად საინტერესო თემა, რომლის ირგვლივ დაუსრულებლად შეიძლება ფიქრი და მსჯელობა. ჯერ ერთი, ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ქრისტიანობის მიხედვით, ამ სამყაროში სულის არსებობის დადასტურების ირგვლივ უფრო მეტი არის მოხდენილი, ვიდრე სულის არარსებობის ირგვლივ. გავიხსენოთ იგივე ფაქტი, საეკლესიო ხატზე გამოსახული წმინდანების ცრემლდენა, სასწაულის შემცვლელი მოვლენები. სასიკეთო დამთხვევები და ა. შ. ასევე პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის ზეცაში აფრენის შესახებ. შუა საუკუნეებში და ახალ ისტორიაში ყოფილა შემთხვევები სასულიერო პირების ცად ამაღლებისა ქადაგების დროს. ასევე დაინტერესდებით და იკითხავთ, რატომ უნდა შეწყდეს თქვენი არსებობა. წარმოიდგინეთ სრული არარაობა, უკუნითი, რომლიდან მობრუნება შეუძლებელია. თუ მოხდა თქვენი სასწაულებრივი გაჩენა ამქვეყნად, რატომ არ შეიძლება ასევე სასწაულებრივად თქვენი დაბრუნება. მართლაც სასწაული არ არის დედის მუცელში სიცოცხლის წარმოშობა, იმ ტემპერატურის შენარჩუნება, სადაც ცოცხალი არსება ცხოვრებას ატარებს. ასევე. ალბათ გაგონილი გექნებათ, თაგვის წარმოშობის შესახებ ე. წ. ჯვალოს ტომარაში, მწერების გაჩენა, დროგასულ სურსათში. ანუ არარსიდან წარმოიშობა არსი, სიცოცხლე, პოტენციიდან კინეტიკა, მდგომიდან მოძრავი. ასევე სასწაული არ არის სამყაროს უსასრულობის შესახებ გამოკვლევები? ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი წინა ცხოვრებაშიც იყვნენ. ზოგი ამბობდა, რომ წინა ცხოვრებაში იგი ვეფხვი ან ლომი იყო, ან კიდევ იმპერატორი. ანუ, ერთი სიტყვით, ამ სამყაროში სასწაულების მოხდენა იშვიათი ჭეშმარიტება არ არის. მაშ რატომ არ უნდა ვიწამოთ სულის უკვდავება? ალბათ ამ თემის ირგვლივ საჭიროა რწმენის, როგორც სიტყვის, განმარტება. ენაში გვაქვს ცნობისმიერი ორი სიტყვა: ცოდნა და რწმენა. ყველაფერი ხილულის ახდენაზე იტყვიან, მე ამის შესახებ ვიციო. ანუ აქ გამორიცხულია ვარაუდი; ის, რაც იცის, ან უშუალო ანდა ლოგიკური მსჯელობიდან მივიდა ასეთ მიგნებამდე, ხოლო რწმენა მხოლოდ ცოდნაზე არ არის დამოკიდებული. ის, რომ ღმერთი არსებობს მარტო ცოდნით ვერაფერს გავხდებით. ღმერთის არსებობის შესახებ გვარწმუნებენ საღვთო წერილები. მაგრამ როგორი აღსაქმელია არსი, რაც არ დაგინახავთ. მაგრამ ჩვენ ხომ ვუყურებთ სასწაულებს. განა სასწაულები რაიმე ლოგიკას უკავშირდებიან, განა მათი მოხდენა ცოდნაზეა დამყარებული. როდესაც ვამბობ მწამს, იქ ცოდნა უნდა გამოვრიცხოთ. ადამიანს სწამს, როდესაც მას სურს სამი რამ იწამოს: აქ პირველ ადგილზე სურვილია აუცილებელი, თუ ნება არსებობს, სასწაულიც სახეზე გვექნება. ასევე ყურადსაღებია მეცნიერული ცოდნის სპეციფიკური არსებობის შესახებ დაკვირვებები. რამდენ მეცნიერს ჩაეტარებინა კვლევა, ხოლო კვლევის დასრულების შემდეგ უარუყვია საკუთარი ცოდნა. (აინშტაინი, მარქსი). ან კიდევ მეცნიერი ბოლომდე ვერ მისულა ცოდნის ზენიტამდე და ბოლოს ცოდნის მწვერვალების მიღმა რწმენა დაუნახია (კანტი). რწმენას იმიტომ დაერქვა რწმენა, რომ ის უნდა იწამო და არ უნდა იცოდე. დიდი მადლი და ძალაა რწმენა. თუ გწამს გიყვარს კიდეც, შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს დაუსვას შეკითხვა, რატომ მიყვარსო. კიდევ რომ დაუსვას ამომწურავად მაინც ვერ გასცემს პასუხს. პასუხთა რიგი პერიოდულად იცვლება. ასევე ალბათ დამერწმუნებით, რომ ერთადერთი არსი, რასაც ადამიანის სული არ შეიძლება შეეხოს ეს რწმენაა, რელიგიის არსებობაა. ეს არის ერთადერთი რაობა, რაც ვერ დაიმორჩილა ადამიანმა. ხოლო ის ვისაც წინააღმდეგობა გაუწევია, აღგვილა პირისაგან მიწისა. ყოველივე ამისათვის აუცილებელია ადამიანის შეგნებამ მიაღწიოს და დაძლიოს უსაზღვრობის ზღვარი, მიიღოს გამოცდილება უსაზღვრობის სივრცეში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდმა განუსჯელად მიიღოს უსაზღვრობის საყოველთაოდ მიუღებელი წესები. უსაზღვრობის სამყაროში „მოგზაურობა“ ადამიანს მხოლოდ საკუთარი გამოცდილების გამდიდრებისათვის, შესაბამისად, სიბრძნის დაუფლებისათვის სჭირდება. რაც უფრო მეტ ცოდნას, გამოცდილებას მიიღებს ადამიანი და ამასთან მოახდენს მის ანალიზს, გამოიკვლევს მას, სიბრძნის მით უფრო მაღალ საფეხურს მიაღწევს. სიბრძნე პიროვნული ჰარმონიის უმაღლესი საფეხურია. ადამიანისათვის ბედნიერება უპირველესია. რამდენი რამ სჭირდება ადამიანს რომ ბედნიერად იგრძნოს თავი? ეს არავინ იცის, ისევე, როგორც არავინ იცის, თუ რა არის ბედნიერება. განა ვინც „იცის“ ყველა ბედნიერია? თუმცა ყველაფერი შეფარდებითია: „მსჯობნის მსჯობნს რა დალევსო“, უთქვამს ბრძენს, და ასე უსასრულოდ გრძელდება... შეფასებაც პირობითია, ისევე როგორც ყველა სახელი, დიდება და ადგილი. უდიდესი ბედნიერება უკვდავების შეგრძნებაა, ანუ რომ იცი, რომ არასოდეს მოკვდები... ის, რაც ცოდნით ვერ მიიღწევა, რწმენით არის შესაძლებელი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ დარწმუნებული ხართ რომ უკვდავი ხართ. იმ წუთშივე სრულიად სხვა ადამიანი გახდებით. ასეთი წარმოდგენის შექმნას ემსახურება სწორედ რელიგია. ანუ გამომდინარე აქედან, ადამიანი რაც უფრო მორწმუნეა, მით უფრო ბედნიერია, ვინაიდანაც უკეთ შეიგრძნობს სულის უკვდავების მარადიულობის იდეას. ის განსაკუთრებით ჰუმანური ხდება და ღვთიურობის ნიშანსვეტს შეიძენს იმიტომ, რომ მას არსად ეჩქარება. არ მოინდომებს გარკვეულ დროში შეიძინოს უძრავ-მოძრავი ქონება, ახალგაზრდობაში დაქორწინდეს, სამაგიერო გადაუხადოს მტერს, მოიხვეჭოს სიმდიდრე, მოუსპოს ადამიანს სიცოცხლე, რადგანაც ასეთი მოქმედებები მას ვერ განაწყობს უკეთესობისაკენ. ვერ დააკმაყოფილებს მის „ეგოს“ და ყველა აღნიშნულ მოქმედებას განხორციელებას ღვთის ნებას მიანდობს. როგორც მიმიხვდით, აქ დრო და ღვთიურობის ხაზები ერთმანეთს კვეთს ანუ რაც უფრო დიდია დრო, ადამიანი მით უფრო ღვთიური ხდება და პირიქით. ამიტომაცაა, რომ სიცოცხლის მოკლე დროის შეგრძნების მქონე ადამიანების უმეტესობა ანტიქრისტეს გზას ადგება. ეს იმიტომ, რომ მათი მოქმედებები დიდი სიხშირით ხასიათდება. რაც უფრო დიდია მოქმედებათა რიცხვი, მით უფრო დიდია მათში დროის შეგრძნების მატარებელი ადამიანი ვერ გახდება ბედნიერი, მას ხომ მოკლე დროში ბევრი რამ აქვს მოსასწრები. პირველ რიგში იგი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოს. ხოლო სიამოვნებათა, ვნებათა დაუცხრომელ ლტოლვა ყოფით ცხოვრებაში ადამიანს ბევრი ცოდვისაკენ უბიძგებს. როგორ მიიღწევა ბედნიერება? ეს ხომ თითოეული ადამიანის ცხოვრების კრედოა, რომლის ამოხსნას საუკუნეები დასჭირდა. იქნებ ბედნიერება ისეთი რამ არის, რომლის მიღწევა შეუძლებელია. ხომ არის გამოთქმა - უბედური. ე.ი. ბედნიერება და უბედურება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობენ. ადამიანი დაბადებიდანვე ბედნიერია, რადგან უკვე ეზიარა ამქვეყნიურ სამყაროს სიტკბოებას. შემდეგ მოდის ყოფითი წარმოდგენები და რეალობები, რა დროსაც ადამიანი კარგავს საყრდენს, იმ პირველად განწყობას, რაც დაბადებიდან გააჩნია მას, თუმცა ესეც განსაზოგადოებრივობა, მიჩვევა სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების. სწორედ აქედან იწყება ბედნიერების შენარჩუნებისათვის ბრძოლა. სოციალიზაციის პროცესი არის ხანგრძლივი და დაუსრულებელი. აქვე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ გარემოებაზე, რაც თითოეული თქვენთაგანისათვის ცნობილია. ანუ იმაზე, რომ ბავშვი დაბადებისას ტირის. თუ გაგჩენიათ კითხვა, რატომ ტირის ახალშობილი? პასუხი ცალსახაა. მან გადადგა ნაბიჯი მინიარსებობიდან სოციალიზაციისაკენ. დედის მუცელში მას ურთიერთობა ჰქონდა ერთ ადამიანთან − დედასთან. ყურადღება მივაქციოთ თავად ორსულობის პერიოდს, დედის მუცელში პატარა ხანდახან მოძრაობს, გამოხატავს საკუთარ არსებობას. რა დროსაც დედის მუცელზე ხელის შეხებისას (ეს შეიძლება მამა იყოს) იგი ჩერდება, ანუ ის განიცდის მესამე პირის არსებობასაც, რაც გარკვეულწილად აშფოთებს. იგივე პროცედურაა ახალშობისას. პატარა ჯერ მუნჯად არის, ხოლო შემდეგ ერთიანად ტირის. აფიქსირებს მის მოვლენას, შესვლას, უფრო სწორედ იქნებოდა, გადასვლას ახალ ყოფიერებაში. იგი წამიერად განიცდის ადაპტაციას, აუცილებლობის და მოუმზადებლობის გამო წარმოშობილ შიშს, გავლენას, ტირილს იწყებს. შემდეგ კი ჩერდება და ითხოვს საკვებს. იგი ნებით თუ უნებლიედ თანახმაა შევიდეს სოციალური ცხოვრების პირველ საფეხურზე. ამ საფეხურს პირობითად მონოსოციალიზაციის საფეხური დავარქვათ. ბავშვი დედისაგან ითხოვს საჭმელ, ანუ ის უკვე იწყებს არსებობისათვის ბრძოლას. ამ შინაარსით ადამიანი როდესაც ტირილს იწყებს, იგი ამით ცხოვრებაში რათაც ცვლილებას აფიქსირებს. ტირილისას ხომ ადამიანი საკუთარ უსუსურობას, მარტოობის შეგრძნებას განიცდის. ამასთან გრძნობად ორგანოებს ათავისუფლებს ფსიქიკური დატვირთვისაგან. რის შემდეგ იგი მზადაა განაგრძოს ცხოვრება. აბა დავაკვირდეთ ერთ რამესაც: რატომ არის რომ ადამიანი გარდაცვალებისას არ ტირის. ეს იმიტომ, რომ იგი უბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. ხდება მინი ადამიანი, მინიარსება. ენერგიის მუდმივობის კანონის მიხედვით მისი სული, იგივე ენერგია განაგრძობს არსებობას გარემო სამყაროში და ყველა შესაძლო შემთხვევისათვის მზადაა განიცადოს განმეორება. როდის ხდება ადამიანი უბედური? როდესაც იგი ტოვებს, ან სურს მიატოვოს საკუთარი ბედი. ანუ სურს შეცვალოს საკუთარი „მე“, პიროვნება, უარი თქვას წარსულზე. აკეთებს ისეთ რამეს, რაც მისთვის შესაფერისი არ არის. ასეთი საქმიანობით მიღებული დადებითი ენერგია გარკვეული ხნის შემდეგ უარყოფით, პიროვნების დამანგრეველ უარყოფით ენერგიად გადაიქცევა, რამაც შეიძლება გაანადგუროს კიდეც იგი. ამიტომ ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს გააკეთოს ისეთი რამ, რაც მისი პიროვნებიდან, ჯანსაღი ხასიათიდან მომდინარეობს. ამ მსჯელობიდან იკვეთება ის, რომ ადამიანი თავიდანვე შეიძლება იყოს საკუთარი ბედის მჭვრეტელი. მაგრამ რა ვუყოთ სულიერად დაავადებულებს, ისინი ხომ უბედურნი არიან. ამასთან უნდა გავარჩიოთ დაბადებიდან შეშლილობა და შემდგომად შეშლილობა და ადამიანები, რომლებმაც იციან რომ შეშლილები არიან. დაბადებიდანვე შეშლილები ძირითადად ჭკუანაკლები, გონებასუსტი არსებებია. თუმცა ისინიც განიცდიან გარკვეულ პროცესებს. შემდგომად შეშლილები შეიძლება იყვნენ ბედნიერების და უბედურების; ბედნიერები, როდესაც შეშლილობისგან თავისუფალნი იყვნენ და უბედურები, როდესაც შეიშალნენ. ხოლო ყველაზე უბედურნი არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც იციან, რომ შეშლილები, ავადმყოფები არიან. თუმცა ასეთ უბედურებაშიც არის რაღაც, რაც მათ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს. ეს არის მათ შესაძლებლობაში, გავიდნენ საკუთარი პიროვნებიდან, ანუ იმ დროს, როდესაც ისინი ხედავენ რომ შეშლილები არიან, ხდება მათი გასვლა საკუთარი პიროვნებიდან, იქცევიან დამკვიდრებლად. სწორედ ამ დროს განიცდიან ისინი ტანჯვას, რაც თავის მხრივ ადამიანის რეალურ ცნობიერებაზე მიუთითებს. ამ დროს ადამიანი ჯანმრთელდება. გამომდინარე აქედან, თუ ცნობილი ამერიკელი მწერლის - კენ კიზის დავესესხებით, შეშლილი ის კი არ არის ვინც იცის რომ შეშლილია, არამედ ის, ვინც არ იცის რომ შეშლილია. ამ საკითხებზე ჩვენ ქვემოთაც გვექნება საუბარი. ახლა კი განვაგრძოთ დაწყებული თემა ბედნიერების მიღწევის გზაზე. როგორც ცნობილი ფსიქოლოგები ამბობენ, ბედნიერებას თავად ადამიანები განსაზღვრავენ. თუ ადამიანს სურს იყოს ბედნიერი, ის იქნება ასეთი, რასაც ვეთანხმები. თუმცა არის ადამიანები, რომლებიც გამუდმებით იბრძვიან ახალ-ახალი ბედნიერებისაკენ. ანუ ის სიამოვნება, კმაყოფილება, რასაც აწმყოში განიცდის დროებითია, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იგი ფერმკრთალდება და ისპობა. ამიტომ ადამიანი განაგრძობს ბრძოლად. არიან მკვლევარები, რომლებიც ამბობენ, რომ ბედნიერება მხოლოდ ხანმოკლე შეიძლება იყოს. ასეთი განმარტება მიუღებელია, რადგან ბედნიერება მხოლოდ სიამოვნებაზე არის დაყვანილი. მაგ. ბედნიერია სექსუალურად დაკმაყოფილებული ადამიანი, ბედნიერია მდიდარი ადამიანი, ბედნიერია სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვებული ადამიანი და ა. შ. ასეთი მიკერძოება დაუშვებელია. ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება - გამარჯვება და დამარცხება, მაგრამ ისინი ვერ აპირობებენ ბედნიერების შინაარსს. ამიტომ ბედნიერება ის კი არა არის თუ რას განიცდის ადამიანი, არამედ ის, როგორ განიცდის. შეიძლება ადამიანმა განიცადოს მარცხი, მაგრამ არ დაკარგოს საკუთარი თავი, პიროვნება. აქედან მოდის ის აზრიც, რომ უსამართლო გამარჯვებას ღირსეული დამარცხება სჯობსო. თავის მხრივ გამარჯვება და დამარცხებაც პირობითი საკითხებია. შეიძლება დამარცხებული გამარჯვებული გამოვიდეს და პირიქითაც, გააჩნია არის თუ არა მზად ადამიანი მისთვის. ამ მსჯელობიდან გამომდინარე ადამიანი ბედნიერია მაშინ, როდესაც იგი ინარჩუნებს საკუთარ ადგილს ცხოვრებაში (ამაზე ზემოთაც გვქონდა საუბარი) ანუ როდესაც იგი ჯანმრთელია. ხოლო უბედურება თავის მხრივ ავადმყოფობას უკავშირდება. ყველაზე უფრო ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც საკუთარ „მეს“ შეიგრძნობს. ასეთი შეგრძნება წარმოშობს საკუთარი თავის სიყვარულს. ხოლო ეს უკანასკნელი ღმერთის სიყვარულსა და მორჩილებას. ღმერთისათვის თაყვანისცემა და მორალური სრულყოფილება კი წარმოშობს ნამდვილ სიყვარულს და ა. შ. და ა. შ. ხოლო უდიდესი ბედნიერება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, უკვდავების შეგრძნებაშია, რაც ასევე ღმერთის სიყვარულით მიიღწევა. 160. ბრძენი ადამიანი თავისუფალია. იგი აღწევს თავისუფლების ზენიტს - მორალურ თავისუფლებას. მას ეძლევა უფლება საზოგადოებრივ ურთიერთობაში შემოიტანოს ორგანიზებული წესები, მონაწილეობა მიიღოს ახალი ტრადიციების დაფუძნებაში. სწორედ ამაში ვლინდება ადამიანური მრწამსის მორალურ-სამართლებრივი დანიშნულება. ის ადამიანი, რომელსაც შეგნებული აქვს საკუთარი მრწამსი, წარმოადგენს მორალურად სრულყოფილ სამართლებრივ სუბიექტს. 7. სამართლის ნორმების ეფექტურობის ცნება 161. მოყვანილი მსჯელობებიდან ალბათ ცხადია, რომ ჩვენს მიერ არ იზიარება თვალსაზრისი, რომ სამართლის ნორმების ეფექტურობა განისაზღვრება მათში მოცემულ მიზნებსა და მიღებულ რეზულტატებს შორის ურთიერთდამოკიდებულებით. 162. საკითხზე იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად არის გამოხატული ტიპობრივი ზომები კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებში, პასუხს იძლევა, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივ-ისტორიული პრაქტიკა, ხოლო შემდეგ ზოგად-სოციოლოგიური თეორია. 163. ნიკიტინსკი განასხვავებს რა ნორმის მოქმედების ეფექტურობის მექანიზმსა და სამართლის ნორმას თავისთავად, აღნიშნავს, რომ გვაქვს შემთხვევები, როცა სამართლებრივი ნორმების სოციალური მიზანი და მისი მიღწევის საშუალება პრაქტიკულად ერწყმება ერთიან განუყოფელ მთლიანობად. სხვა ფაქტორს, რომელიც რამდენადმე აბუნდოვანებს პრობლემას, წარმოადგენს ცდა საკითხის გადაწყვეტისა _ კანონმდებლობის ეფექტიანობა გადაწყვიტოს დინამიკურ ჭრილში. ეფექტურობა გულისხმობს სამართლის ნორმის მექანიზმის ერთ-ერთ დახასიათებას, რომელიც მიეკუთვნება მხოლოდ გაშუალებულ პროდუქტს ასეთი მოქმედებისა. იგი არ გამოხატავს სპეციფიკურ, საკუთრივ ნორმის თვისებას და ამიტომ არ ასრულებს განმსაზღვრელის როლს მოცემული თვისების შეფასებისას. 164. ეფექტურობა ემსახურება მხოლოდ განსაზღვრულ რაოდენობრივ მაჩვენებლებს, გამოხატულებებს, რომელიც ავლენს რეალური ურთიერთობის ტიპიურ ზომასთან შესაბამისობის ხარისხს, რასაც კონკრეტული აქტი შეიცავს. 165. სამართლისათვის ზოგადად დამახასიათებელია ის, რომ მისი მოქმედების მატერიალური უზრუნველყოფა საზოგადოებრივი მეურნეობისა და შესაბამისი კონკრეტულ-ისტორიული სუბიექტების ფორმირების სახით, იძულებულნი არიან ჩვენთან ურთიერთობაში, რაც წარმოშობილია მანამდე და მათ გარეშე. სამართალი მოქმედებს უკვე გამოყენებული რესურსების მეშვეობით. ამიტომ საუბარი უნდა მიდიოდეს არა დანაკარგებზე როგორც ასეთი, არამედ სოციალური პარამეტრების შეფასებაზე, რაც ახდენს რა სოციალური პოზიციის კონსტრუირებას, უზრუნველყოფს კანონის შინაარსის ტიპიური ზომების ამა თუ იმ დონის ფაქტიურ აღიარებას. 166. რამდენადაც ერთგვაროვანი სოციალური პარამეტრები განაპირობებენ სხვადასხვა ხარისხის არაერთგვაროვანი სამართლებრივი მოთხოვნების აღიარებას (რაც დასტურდება როგორც გამოცდილებით, ისე ჩვენი გამოკვლევის მონაცემებით), იმდენად ასეთი გვარის დანახარჯების ჩართვა ეფექტიანობის მაჩვენებლების გამოთვლისას აუცილებელია. 167. სამართლებრივი ნორმების ეფექტურობა არ შეიძლება დაყვანილ იქნეს სამართლებრივი რეგულირების ეკონომიურობისა და ოპტიმალურობის მაჩვენებლამდე. 168. შესაძლებლად მიგვაჩნია მისი განხილვა ,,წმინდა’’ რეზულტატის სახით, ,,წმინდა’’ სამართლის ნორმად, იმ სოციალური პროცესების და სოციალური სუბიექტების მექანიზმად, რომელიც მოწოდებულია უპირატესად დაარეგულიროს მიმდინარე საზოგადოებრივ-სამართლებრივი პროცესები. 8. სამართლის ნორმის ეფექტური მოქმედების პროგნოზირების ზოგიერთი მეთოდი 169. სოციალური პროგნოზირების საჭიროება ზოგადად მომდინარეობს საზოგადოების მართვის გართულებული ამოცანებიდან, რაც განპირობებულია მისი მეცნიერული დონის ამაღლებით, მართვის რაციონალური პროგრამების დანერგვით ეკონომიკური და სოციალური განვითარების სფეროში. მართვის ობიექტის გართულება გულისხმობს საზოგადოებაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებს შორის შინაგანი კავშირის ევოლუციას, მათ მომეტებულ ინტეგრაციას და ურთიერთგანპირობებულობას. 170. იმ სიტუაციის პროგნოზირებისათვის, რომელიც ახდენს კანონის ნორმატიულობის დეტერმინირებას, პრაქტიკაში გამოიყენება ექსპერტული შეფასების მეთოდი. ექსპერტული შეფასებები არსებითად აწესრიგებენ ინფორმირების პროცესს, აადვილებენ გადაწყვეტილების მიღებას, ამაღლებენ პროგნოზირების საიმედოობას. ექსპერტული შეფასებების მეთოდის გამოყენებით ხერხდება იმ ფაქტორების შერჩევა, რომელთაც კავშირი აქვთ დანაშაულობის ზრდის ან შემცირების პროცესთან, შეფასება საზოგადოებრივად საშიში სიტუაციების დროს ამა თუ იმ მონაკვეთში. 171. სამართლის თეორიაში არსებობს ექსპერტთა ჯგუფის გამოყენების რამდენიმე მეთოდი: 1. შეფასებითი შეთანხმებულობის ინდივიდუალური მეთოდი; 2. ჯგუფური მეთოდი; 3. დელფის მეთოდი. განვიხილოთ ეს უკანასკნელი, რაც მდგომარეობს ინდივიდუალური შეფასებების შეთანხმებულობის ერთობლიობაში. მეთოდის ძირითად პრინციპს წარმოადგენს გამოკითხვის ანონიმურობის უზრუნველყოფა. 172. შესაბამისად, საჭიროა ორი ჯგუფის ექსპერტთა შერჩევა: 1) სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეიცავს საჭირო დარგების სპეციალისტების რამდენიმე ქვეჯგუფს და 2) საერთო, გლობალური ჯგუფი, რომელიც შეიცავს ექსპერტებს, რომელთაც შეეძლებათ სხვადასხვაგვარი სიტუაციის შეფასება. დასაწყისში სპეციალური ჯგუფის ექსპერტებს წარვუდგენთ K ფაქტორების გარკვეულ რიცხვს, რომელშიც თითოეულს გააჩნია E მნიშვნელობა. 173. შემდეგ სპეციალისტების მეორე ჯგუფს წარედგინება N სიტუაციები, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორების სხვადასხვა ნაერთისაგან შედგება. ჯგუფში აუცილებელია მოხდეს სპეციალისტების დაყოფა მნიშვნელობების გაზრდის მიხედვით გამოსაკვლევი მოვლენების M გამზომი შკალით. 174. ექსპერტიზის ჩატარება უნდა წარიმართოს შემდეგნაირად. ჩვენს მიერ შერჩეული სპეციალისტების Z ჯგუფი/ გამოსაკვლევი ობიექტის Z სფერო და Z სპეციალური ქვეჯგუფი/, რომლებიც შეადგენენ სპეციალურ ჯგუფს თითოეული J ადამიანისაგან, და C ადამიანისაგან შედგენილი საერთო ჯგუფი ექსპერტ-ერუდიტებისა. 175. პირველ ეტაპზე, ექსპერტებს წარედგინებათ ფაქტორების Z ჯგუფი თითოეული K-E მნიშვნელობისა. საჭიროა თითოეული ფაქტორის E მნიშვნელობის შეფასება 10 ბალიანი შკალით: EAj ωaj=――― E სადაც ωaj არის წონა, რაც გამოთვლილია E მნიშვნელობისათვის Σ Eaj შეფასებათა საფუძველზე; Eaj შეფასებები, რაც გაკეთებულია ექსპერტის მიერ J მნიშვნელობისათვის. j A=1 Σ ωaj აქედან გამომდინარე, ωaj= ―――― j 1 ωaj Σ Σ A=1 a=1 ექსპერტთა შორის მნიშვნელობების შეფასებისათვის გამოიყენება კენდელის კონკორდაციის კოეფიციენტი: N 12 Σ a=1 S² W=――――― hN (n²-1) გამოყენებული მეთოდი, რაც დაფუძნებულია ექსპერტთა შეფასებებზე, შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს კანონის მოქმედების ეფექტურობის პროგნოზირება, რაც თავის მხრივ განპირობებულია სოციალური პროცესების ერთობლიობით.   თავი ΙV ხელისუფლება და სამართლებრივი კატეგორიები ხელისუფლება − ეს თავისებური თვისებაა ძალისა. სამართლით მოწესრიგებული ძალაა და ამით განსხვავდება იგი სხვა დანარჩენი ძალებისაგან. გ.ნანეიშვილი 1. ხელისუფლების ცნება და ფუნქციები 176. სახელმწიფო არის სამყაროს ნაწილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. იგი ჩვენს შეგნებაში პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება ხელისუფლების ცნებას და შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი შეადგენს მის ძირითად დედაარსს. 177. არც ისე ძნელია სახელმწიფო წარმოვადგინოთ მისი აწმყოსა და წარსულის გამო გამოცდილების გარეშე, მაგრამ შეუძლებელია იგი მოვიაზროთ ხელისუფლებისა და მორჩილების ელემენტების გვერდის ავლით76. ხოლო იქ, სადაც ბატონობა-მორჩილებით ურთიერთობაზეა საუბარი, ასევე უნდა ვიგულისხმოთ ამ ურთიერთობისათვის სტაბილური ხასიათის მიმცემ ნორმათა ერთობლიობის არსებობაც, რომლის მოქმედებაც მას სამართლებრივ ბუნებას სძენს. ამისთვის კი უპირატესად საჭიროა თვით ხელისუფალმა აღიაროს და დაემორჩილოს მის მიერ განსაკუთრებული წესით დადგენილ სამართლის მოთხოვნებს. ასეთ დამორჩილებაში კი პირველად მჟღავნდება იდეა ხელისუფლებისა. ძალის დამოკიდებულება სამართალთან თვით ამ ძალას ახალი ამოცანის წინაშე აყენებს. ეს ამოცანა არის სამართლის განხორციელება77. სამართლის რეალიზაცია კი მიმდინარეობს იურიდიულ სუბიექტებს შორის დამყარებულ სამართლებრივ ურთიერთობებში. 178. დამოკიდებულების გრძნობა ყველასათვის ახლო და ნაცნობია ყოველდღიური შინაგანი გამოცდილებიდან. შეუდარებლად რთულია ხელმწიფობის გრძნობა. იქ, სადაც არავინ არ ემორჩილება, არც არავინ არ ხელმწიფობს, მაგრამ არის შემთხვევები, რომელიც იმალება დიად დუმილში /კარლეილი/, სადაც ადამიანზე ბატონობს მხოლოდ მოჩვენებები მისი წარმოსახვისა. რეალური ძალა, რომლის წინაშეც ჩვენ ქედს ვიხდით გაქრა, მაგრამ მისი უპირატესობის შეგნება დარჩა და ჩვენი ბუნების ნაწილი გახდა. ასეთი რჩება დამოკიდებულების გრძნობა, თუმცა ხელისუფლების მატარებელი იცვლება79. ასეთ ვითარებაში საქმე გვაქვს ხელისუფლების იდეალიზაციასთან, მისი ძალაუფლების აბსოლუტიზაციასთან, რაც თავის ემოციონალურ ზეგავლენას სუბიექტში ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, მისი გამტარებელი პირები ხელისუფლებად რჩებიან თუ არა. 179. სახელმწიფოებრივი ხელისუფლების ბუნების ახსნა შესაძლებელი ხდება დამოკიდებულების შეგრძნებაში, რომელიც იზრდება პირველადი გამოცდილებიდან და რომელიც უსასრულოდ მტკიცდება მის ერთდროულ განცდაში ადამიანთა მასაში. აქ ვლინდება რეალობა მოჩვენებითი პარადოქსისა უმცირესობის უმრავლესობაზე ბატონობის შესახებ. იძულება აქ უმნიშვნელო როლს ასრულებს. შემთხვევათა სიმრავლეში ფაქტობრივად შეუძლებელია თვით ფიზიკური იძულებითაც უზრუნველყოფილ იქნეს მორჩილება. აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ინდივიდთა უზენაესი ძალაუფლებისადმი მორჩილების სული, რაც უპირობო, აპრიორული საწყისიდან იშობა და განსაზღვრავს ადამიანთა სახელმწიფოებრივად არსებობის უნარის მდგრადობას. 180. ამასთან რომელიმე ძალის ავტორიტეტის ქვეშ ყოფნა არ ნიშნავს საკუთარი ნების გამოვლინების უუნარობას79. გოდვინი ასევე ამტკიცებს, რომ მორჩილება ფიზიკური აუცილებლობისადმი წარმოადგენს უფრო ნაკლებ საშიშროებას ადამიანური თავისუფლებისადმი, ვიდრე მორჩილება, რაც ეფუძნება სხვის ავტორიტეტზე მორჩილების რწმენას. ხოლო ლაბოიერის აზრით, ადამიანის ბუნების არა დამახინჯებული სახე, არამედ მისი ძირეული თვისებები ხსნიან იმ ,,ნებაყოფლობით მონობას’’, რასაც ადამიანის სოციალურ ცხოვრებაში ვხვდებით. ადამიანი იბადება როგორც თავისუფალი, ისე დამორჩილებული, ამ გარემოებით ბუნებრივ მიდრეკილებებში. 181. თუ ვაღიარებთ, რომ ხელისუფლება თავდაპირველად იქმნება შეგნებაში დამოკიდებულება-დამორჩილების სახით, ჩვენ არ შეგვიძლია მას შევხედოთ როგორც მხოლოდ შინაგან პროექციას, რაც განიცდება ხელისუფლების ქვეშ მყოფ პირებში. ,,ნების ძალაუფლება’’ არის ასევე უეჭველი ფსიქოლოგიური რეალობა. სახელმწიფო ბრძნული ორგანიზაციაა, რომელიც აღმოცენდა ბუნებრივი მდგომარეობიდან კულტურაზე გადასვლის პერიოდში, და მთელ ამ პროცესს წარმართავს ძლიერთა ნების შესაბამისად. /ნიცშე/. 182. არსებობისათვის ბრძოლა უნებლიედ გადადის ბრძოლაში ბატონობისათვის − მზის ქვეშ საკუთარი ადგილის შენარჩუნება ხშირად შესაძლებელი ხდება სხვისი კუთვნილი სიკეთის დაუფლებით. 183. თვითდამკვიდრების ინსტინქტი ვლინდება სხვადასხვაგვარ ფორმებში, რასაც ხელს უწყობს ადამიანის მოდგმისთვის დამახასიათებელი მტაცებლური ეგოიზმი. /ვოლუნტას ლაექვანდი/ /ჰობსი/. ამიტომ ადამიანთა შინაგანად არსებული მორჩილების განცდა და მეორე მხრივ მტაცებლური მისწრაფებანი განაპირობებენ ხელისუფლების აღსრულებას80. პოლიტიკურ-სამართლებრივი აზრის განვითარების შემდგომ ეტაპზე გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ხელისუფლების შინაარსმა. მის ძალაუფლებით დანიშნულებას მიემატა სოციალური ფუნქცია, რომელსაც მას უკანასკნელი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვრავდეს. ლ. პეტრაჟიცკის განმარტებით, სახელმწიფო ხელისუფლება არის სოციალურად მომსახურე ძალაუფლება. ის არ არის ,,ნება“, რომელსაც ძალუძს გაკეთება იმისა, რასაც მოისურვებს ძალაზე დაყრდნობით, არამედ წარმოადგენს გარკვეულ პირთა მიმართ განსაზღვრული ქცევისა და სხვადასხვაგვარი ზემოქმედების უფლების მიკუთვნებას ქვეშევრდომთა წინაშე საერთო სიკეთისადმი ზრუნვის მოვალეობის შესასრულებლად81. ასეთი ,,მიკუთვნება’’ სახელმწიფოსათვის ნიშანდობლივია არა მისი არსებობის დასაწყისიდან. სოციალურად მომსახურე ხელისუფლება ხდება ხანგრძლივი და მძიმე ისტორიული პროცესის შედეგად. 184. ხელისუფლების მოწოდება მდგომარეობს იმაში, რომ ყოველგვარ ვითარებაში თითოეულ მოქალაქეს მიმართოს როგორც ძალთა თავისუფალ და შემოქმედ ცენტრებს, რადგანაც ამ სულიერ ძალთა ცენტრების შრომა და ქმნილებები შეადგენენ ცოცხალი ქსოვილის სახალხო და სახელმწიფოებრივ ცხოვრებას82. არავინ არ შეიძლება გამოირიცხოს დაცვის სახელმწიფოებრივი სისტემიდან... თითოეული მოქალაქე დარწმუნებული უნდა იყოს , რომ ის დაცულია, ყურადღების ცენტრშია და მონახავს სამართლიანობას და დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს შეუძლია მიითვისოს მოქალაქეებისაგან სამსახური და მსხვერპლი. მაგრამ ის თავად უნდა მსახურობდეს და იღებდეს მსხვერპლს. შთააგონებს რა ასეთ დარწმუნებულობას მოქალაქეს, სახელმწიფო მას რთავს ნებას იმოქმედოს საკუთარი, თავისუფალი ინიციატივის საფუძველზე. იგი მას არ აკავშირებს არასაჭირო მზრუნველობასთან. ხელისუფლება მხოლოდ ზრუნავს, ეხმარება მას. ხოლო თუ ეს ზრუნვა რაიმეში არ მჟღავნდება, მაშინ საქმე არის იმაში, არის თუ არა მოწოდებული სახელმწიფო ამ ზრუნვისთვის, არამედ იმაში თუ როგორ და რა ფორმით უნდა გამოვლინდეს იგი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მოწოდება თითქოს და თითოეულ მოქალაქესთან სამართლიან და სოციალურ დამოკიდებულებაზე დაიყვანებოდეს. სახელმწიფოს მიზანი სრულად არ არის მექანიკური ჯამი ცალკეულ მოქალაქეთა სამართლიანი ინტერესებისა, პირობით, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს საქმე აქვს მხოლოდ საერთო-სახალხო ინტერესთან; ხოლო კერძო და პირადი ინტერესები მოქალაქეობისა იმდენად მიიღება განსახილველად, რამდენადაც იგი თავისი დიდი მნიშვნელობის გამო შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს საერთო-სახალხო ინტერესების შემცვლელად. 185. ამიტომ სახელმწიფო არ არის მოწოდებული დავიდეს თითოეული ადამიანის კერძო ინტერესებამდე; მაგრამ იგი თვლის, რომ თითოეული მოქალაქის პირადი მისწრაფებანი და ინტერესები აყვანილ იქნეს საერთო-საქალაქო და სახელმწიფოებრივი მოთხოვნილებათა სიმაღლეზე თუ სახელმწიფო ამას აკეთებს და უკიდურეს შემთხვევაში ცდილობს ამას, მაშინ იგი არსებობისათვის უპირველეს დანიშნულებას − სოციალურ მისიას, რითაც უზრუნველყოფს სტაბილური შიდა-პოლიტიკური თანაცხოვრების ამოცანების რეალიზაცია83. 186. მეორე მხრივ გამოიკვეთა ხელისუფლების სამართლებრივი სახე. სახელმწიფო ხელისუფლების სამართლებრივი ხასიათი წარმოადგენს აუცილებელ პირობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლის ბატონობა სხვა ყოველგვარ საზოგადოებრივ ურთიერთობაში. აქ, სხვათა შორის ვლინდება სახელმწიფოებრივი წყობის მდგრადი ელემენტების ორგანული კავშირი მატერიალური კონსტიტუციური სამართლის სხვა მიმდინარე სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან. 187. ისეთ ხელისუფლების განცდაში, რომელიც დამორჩილებულია სამართლისადმი და თავის განხორციელებას სამართლის რეალიზაციაში ნახულობს, ვპოულობთ მისი ლოგიკური აღიარების ელემენტებს, განსხვავებით სამართლის სფეროში ძალის წნევის განცდისაგან, სადაც ყოველთვის არის მოცემული მომენტი მისი ლოგიკური უარყოფისა, რადგანაც ხელისუფლება ჩვენს მიერ ყოველთვის წარმოდგენილია, როგორც განხორციელება ლოგიკურად აღიარებული ნორმებისა. 188. ძალა სამართლისადმი დაპირისპირებაში ორი მნიშვნელობით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: ძალა, რომელიც წინ უსწრებს სამართალს და ძალა, რომელიც სამართლებრივ სტიქიაში მოქმედებს. ის ძალა, რომელსაც სამართლებრივ სფეროში ვხვდებით, შეგვიძლია ჩავთვალოთ მხოლოდ როგორც უარყოფა სამართლისა, ე.ი. როგორც ძალმომრეობა, ვინაიდან სამართლებრივ ატმოსფეროში შესაძლებელია მხოლოდ სამართალი და ის, რაც სამართლის განხორციელებაა (ხელისუფლება). მაშასადამე, საკმარისია ხელისუფლება მოწყდეს სამართალს, რომ ის უბრალოდ ძალად იქცევა, ხოლო რამდენადაც ამ ძალად ქცეულ ხელისუფლებას სამართალს ვუპირისპირებთ, ის სამართლის უარყოფას, ანუ ძალმომრეობას ნიშნავს.* ამიტომ ხელისუფლების იმპერატიული თვისება და ამ თვისების კონკრეტული გამოვლინებანი სახელმწიფო აქტების სახით ყოველთვის უნდა იყოს შემოფარგლული პოზიტიური სამართლის ნორმებით. ასეთი საზღვარი ხელისუფლებიდან მომდინარე ძალაუფლებას ლეგალურს ხდის და განარჩევს აშკარა ძალამომრეობისაგან. ხელისუფლების იმპერატიული ბუნება, რისი გამოვლინებაც სამართლებრივად არის მოწესრიგებული, იმ შემთხვევაში მიიჩნევა ქვეშევრდომთა მიერ ნებაყოფლობით აღიარებულ ძალად, თუ იგი თავის პოლიტიკურ ფუნქციებს საყოველთაო კეთილდღეობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისათვის ახორციელებს. 2. ხელისუფლების მორალურ-სამართლებრივი ასპექტები 189. პოლიტიკური ხელისუფლების ბუნების განხილვა მორალური და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით წარმოადგენს იმ ოქროს გასაღებს, რისი მართებულად მომარჯვებაც შესაძლებელი ხდება ხელისუფლების ავტორიტეტული და სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება საზოგადოებაში.** 190. თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების პარაბოლა სათავეს იღებს სიკეთეზე აქცენტიდან და ხაზს უსვამს პოლიტიკური თავისუფლების პირველადობას. პოლიტიკური თეორიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლეო შტრაისმა ასეთი ორიენტაციის მოძრაობის პირველ წარმომადგენლად თ. ჰობსი მიიჩნია. მაგრამ შემდეგში საწყის წერტილად ცალსახად ნ. მაკიაველი მიიჩნია. ,,მაკიაველი არის თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის მამა’’ − წერდა იგი. 191. თუ კლასიკურ პოლიტიკურ აზროვნების მამამთავრები (სოკრატე, პითაგორა, პლატონი და სხვა) აცხადებდნენ, რომ ზნეობრიობა არის სუბსტანციური, სულში ჩამჯდარი ძალა, მაკიაველი გამოდიოდა იქედან, რომ სათნოება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საზოგადოების ჩარჩოებში. ადამიანის ზნეობრივი თვისებების აღზრდა აპრობირებულია კანონებით, ტრადიციებით და ა.შ. ე.ი. ადამიანთა აღზრდას სხვა ადამიანები ახორციელებენ. მორალზე დაფუძნებული ვითარებები ამორალური მოქმედებით არის წარმოშობილი. ადამიანი თავისი ბუნებით როდია სათნო. სათნოება იმდენად არის სათნოება, რამდენადაც ემსახურება საზოგადოების წინაშე მდგარ მიზნებს, სათნოება სხვა არაფერია თუ არა კოლექტიური ეგოიზმის სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ბუნებით ეგოისტია, მისი ხასიათის პასიურობის გამო იგი შეიძლება აღიზარდოს კოლექტიური სულისკვეთებით. ბუნების ძალა არც ისე ძლიერია, როგორც ანტიკურ ეპოქაში ფიქრობდნენ. ადამიანი სიკეთისკენ უნდა იხრებოდეს. ამის სტიმული არის დიდების წყურვილი. მასში, არის როგორც სიკეთის, ისე ბოროტების ფესვები. 192. ხელისუფლების და ანგარების სიყვარულს მაკიაველი მიაკუთვნებს ადამიანური ბუნების ძირითად ნიშნებს. იგი ამტკიცებს, რომ ადამიანები თავიანთი ბუნებით ბოროტებისკენ უფრო იხრება, ვიდრე სიკეთისკენ! მისი სიტყვებით, ადამიანები მერყევი, უმადური, მშიშარა, მატყუარა, ცბიერი და სიძულვილით აღვსილნი არიან85. შესაძლებლობების შეზღუდულობის მიუხედავად მათ გადაჭარბებული სურვილები ახასიათებთ, ადამიანები ყოველთვის უკმაყოფილონი არიან აწმყოთი და აქებენ ძველ დროს. მაკიაველის აზრით, ჭკვიან პოლიტიკოსს, ადამიანთა ასეთი შეუცვლელი ბუნების გათვალისწინებით, ადვილად შეუძლია გადაწყვიტოს საკუთარი ამოცანები. სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს, ,,თავისუფლების სიკეთეთა’’ უზრუნველყოფა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულს შეეძლება თავისუფლად და უშიშრად ისარგებლოს საკუთარი გონებით, არ იშიშებს ცოლისა და ქალიშვილების პატივზე და არ შეეშინდება პირადი უსაფრთხოების ხელყოფის86. 193. მაკიაველის აზრით, ასეთი მოთხოვნების დაცვით მიღწეული იქნება საყოველთაო სიკეთე და აღორძინება. ადამიანები თანაბრად ზრუნავენ როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი სარგებლისათვის და ამის შედეგად საოცრად მოასწრებენ ერთსაც და მეორესაც. 194. მაკიაველი, როგორც ძლევამოსილი სახელმწიფოს თაყვანისმცემელი, არ აკონკრეტებს იმ საშუალებებს, რომლებიც საჭიროა ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად. კონკრეტული ისტორიული მიზნის მისაღწევად იგი შესაძლებლად თვლის ნებისმიერი ხერხის გამოყენებას, თუნდაც ამორალურის. ხელისუფალი (მთავარი) უნდა იყოს ლომზე მამაცი და მელიაზე უფრო მოხერხებული, რადგან ,,საჭიროა მელიად ყოფნა, მოათვალიეროს გველები, და ლომად, რათა გაუსწორდეს მგლებს’’ 87... 195. ყველაზე მეტად მაკიაველი ზრუნავს ხელისუფლების ძალაზე, რადგანაც მისი რწმენით კარგი მეგობრები ყოველთვის იქნებიან, თუ გვეყოლება კარგი ჯარები. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კანონთა ადგილს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს ამტკიცებდა, რომ არ შეიძლება იყოს კარგი კანონები იქ, სადაც არ არის ძლიერი ჯარი, ხოლო თუ იქნება ძლიერი ჯარი, რა თქმა უნდა, იქნება კარგი კანონებიც. 196. მაკიაველი ხელისუფალისაგან უპირატესად მოითხოვს გამბედაობასა და უკომპრომისობა. სიზანტე და ორჭოფობა ყოველგვარ წამოწყებას ლახავს. მაკიაველმა დაამტკიცა არა მარტო სიკეთის შეფარდებითობა, არამედ ჭვრეტითი, უსულგულო დამოკიდებულებაც ამოიღო პოლიტიკური აზროვნებიდან. 197. მაკიაველის წარმატება სხვა ბევრ ფაქტორებთან ერთად, იმითაც აიხსნება, რომ სასურველი საზოგადოებრივი სისტემის კლასიკური მოდელის შეფარდებითობის პირობებში ზნეობრივი რიგის საკითხებიდან აქცენტი გადატანილ იქნა ინსტიტუტებზე88. 198. მაგრამ თავისი მეამბოხური ხასიათის გამო მაკიაველის მოძღვრებამ მოდიფიკაცია განიცადა. ,,შეინახა’’ რა მაკიაველის თავდაპირველი იდეები, ჰობსმა შესძლო იტალიელის პოლიტიკური იდეები გაეხადა. ჰობსის თანახმად, საზოგადოების აკვანთან დგას არა დიდების წყურვილი, არამედ სიკვდილის წინაშე, თვითშენახვის ინსტინქტი. პოლიტიკური ძალაუფლების დამყარებით სიკვდილის შიში შეიცვალა ძალაუფლების წინაშე შიშით. თუ მაკიაველის მოძღვრების ცენტრში დიდება იდგა, ჰობსმა ყურადღება ძალაუფლებაზე გაამახვილა. ძალაუფლება გაცილებით მერკანტილურია მორალურად კი ნეიტრალური, ვიდრე დიდების წყურვილი. 199. თ. ჰობსის აზრით მთავარი საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს გააჩნიათ ,,ბუნებრივი გონი’’, რომლის ბრძანებითაც წარმოიშობა მშვიდობის მოთხოვნა. ეს მოთხოვნა − პირველი და ძირითადი ბუნებრივი კანონია, რომელიც ადამიანებს უბიძგებს ერთმანეთთან შეთანხმებისაკენ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. უსაფრთხოების გარანტია კი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი საერთო ხელისუფლება, რომელიც აერთიანებს და კრავს ადამიანთა სიმრავლეს. იგი ფლობს რეალურ ძალას, რათა დაიცვას ხალხი გარეგანი მტრებისგან და უსაფრთხოებისაგან ქვეყნის შიგნით. იმისთვის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მშვიდობიანად, იმისთვის, რომ ისინი დაკავებული იყვნენ მშვიდობიანი შრომით, საჭიროა სახელმწიფოს აბსოლუტური ხელისუფლება − ,,ისდიადი ლევიათანი... რომლისადაც ჩვენ ვალდებულნი ვართ მშვიდობით და საკუთარი დაცვით“89. 200. ეს ხელისუფლება მიწიერი და არა ციური წარმოშობისაა. იგი წარმოიქმნა საზოგადოებრივი შეთანხმების შედეგად. თუმცა არსებობს სხვა გზაც სახელმწიფოს წარმოშობისა: იგი დაფუძნებულია ძალაზე და დაუფლებაზე (დაპყრობაზე), ხელისუფლების მოპოვებაზე. ჰობსი ამ გზას ,,სახელმწიფო წარმოშობის ბუნებრივ მოდელს“ უწოდებს90. მაგრამ ფილოსოფოსი უპირატესობას ანიჭებს იმ სახელმწიფოს, რომელიც დაწესებულია თვით ხალხის მიერ საერთო ინტერესების შესაბამისად91. 201. ხელისუფლების ერთი ან რამდენიმე პირის ხელში თავმოყრას ჰობსი უკავშირებდა სახელმწიფოს ცნებას: სახელმწიფო არის ერთიანი (ONE PERSON) პირი, რომლის მოქმედებებზე პასუხისმგებელია ურთიერთშეთანხმების გზით ჩამოყალიბებულ ადამიანთა სიმრავლე, იმისთვის, რომ ამ პირმა შეძლოს მათი ძალების ისეთი გამოყენება ,,როგორც ჩათვლის საჭიროდ მათი მშვიდობის და საერთო დაცვისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შექმნილ იქნა ადამიანთა შეთანხმების ნიადაგზე92, შემდგომ მისი ფუნქციონირების ეტაპზე იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხდება ქვეშევრდომებისაგან, მოითხოვს მათგან უსიტყვო მორჩილებასა და სრულ დამაჯერებლობას. ამიტომ ჰობსის ხელშეკრულების თეორია თვლის, რომ ,,უმაღლესი ხელისუფლება სამართლის მიხედვით არ შეიძლება განადგურებულ იქნას იმ ადამიანთა გადაწყვეტილებით, რომელთა შეთანხმებითაც იგი დადგინდა“93. 202. აბსოლუტური ხელისუფლების გასამართლებლად ჰობსი აყენებს თეზისს: ,,უმაღლესი ხელისუფლება არც ისე დამღუპველია, როგორც მისი არსებობა“... ერთადერთი ალტერნატიული ვარიანტი ყველას მიერ ყველას წინააღმდეგ ომისა არის არაფრით შეზღუდული ხელისუფლება. ყოველი არსებული ხელისუფლების კანონიერება ავალდებულებს მოქალაქეებს მისდამი მორჩილებას მიუხედავად იმისა, რომელ კონკრეტულ ფორმაში იქნა იგი გამოსახული. 203. ჯ. ლოკმა ერთადერთი შესწორება შეიტანა ჰობსის მოძღვრებაში. მან აღნიშნა, რომ ინდივიდ თვითშენახვის მიზნით საჭიროებს არა იარაღს, არამედ პირველ რიგში საკვებს, ზოგადად თუ ვიტყვით, საკუთრებას. ამგვარად, ჰობსის თვითდაცვის პრინციპი უსაზღვრო შეძენის პრინციპად გადაიქცა. ლოკის კონცეფციის თანახმად, ყველაზე ეგოისტური ადამიანური ჟინიანობაც კი შეიძლება დადუღდეს ისე, რომ არ დაიღვაროს სისხლის არც ერთი წვეთი. პოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტა ეკონომიკური საშუალებებით ძალიან კარგი ხერხი იყო. 204. უმაღლესი მიზანი ხალხისა სახელმწიფოსა და ხელისუფლების დაწესებისას მდგომარეობდა საკუთრების დაცვაში, რაც არ არის უზრუნველყოფილი ბუნებრივ მდგომარეობაში (თუმცა ჰობსისაგან განსხვავებით ლოკი ბუნებრივ მდგომარეობაში არ გულისხმობდა ადამიანთა მუდმივ ბრძოლას ერთმანეთში). ადამიანები უარს ამბობენ თავიანთ ბუნებრივ თავისუფლებაზე და უფლებაზე თვითონ დაიცვან საკუთარი თავი და თავიანთი ღირსებები და ამ უფლებას მთლიანად გადასცემენ საზოგადოებას. ლოკი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი უფლებებისა და თავისუფლებებზე სრული უარის თქმა შეუძლებელია. ინდივიდი ზღუდავს თავის ბუნებრივ თავისუფლებას და უფლებებს მხოლოდ იმ ხარისხში, რაც საჭიროა ხელისუფლების დაწესებისა და შენარჩუნებისათვის. ძალაუფლება აბსოლუტიზმის საწყისებზე არც კი შეიძლება სახელმწიფოდ ჩაითვალოს. მონარქია უფრო ცუდია, ვიდრე ბუნებრივი მდგომარეობა, რადგანაც მასში არ არის სასამართლო და იგი თითქოსდა ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება თავისი ქვეშევრდომების მიმართ. 205. დებენ რა ხელშეკრულებას სახელმწიფოს შექმნისათვის, ადამიანები ივალდებულებენ დაექვემდებარონ უმრავლესობას გადაწყვეტილებას და ამდენად უარს ამბობენ თავიანთ ბუნებრივ უფლებებზე იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა მათი პიროვნებისა და ქონების დაცვისათვის. ასე, რომ ლოკთან ბუნებითი სამართლის მოძღვრება და საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ თეორია წარმოადგენს საშუალებას შეზღუდულ, კონსტიტუციური მონარქიის დაცვისა. 206. პოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტამ ეკონომიკური საშუალებებით, რაც მნიშვნელოვანი წინსვლა იყო ადრინდელ შეხედულებებთან მიმართებაში, განაპირობა შ. მონტესკიეს პოლიტიკურ-სამართლებრივი პოზიცია. მონტესკიე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყოველგვარი სახის კანონები უნდა შეესაბამებოდეს და გარდაუვალად შეესაბამებიან გეოგრაფიულ პირობებს, ეკონომიკურ მდგომარეობას, ხალხს, რელიგიას და განსაკუთრებით მის პოლიტიკურ დაწესებულებებს. არის კანონზომიერება, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის სამართლის შინაარსს. კანონთა სული განპირობებულია მთელი რიგი კონკრეტული ვითარებებით, რომელშიც ესა თუ ის კონკრეტული საზოგადოება იმყოფება. 207. მონტესკიეს მსჯელობები პოლიტიკური დაწესებულებების მნიშვნელობის შესახებ, კანონთა სულის შესახებ უკავშირდება თავისუფლების გაგებას და მისი უზრუნველყოფის გზებს. მონტესკიე იძლევა ორ სხვადასხვა, მაგრამ მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ თავისუფლების განსაზღვრებას და ამის კვალობაზე სვამს კითხვას მისი უზრუნველყოფის საშუალებათა შესახებ. თავისუფლება მას გაგებული აქვს ძირითადად, როგორც კანონიერების აღსრულება: თავისუფლება არის ყველაფრის გაკეთების უფლება, რაც კანონით დაშვებულია. თავისუფლებას სახელმწიფო წყობასთან მიმართებაში ქმნის მხოლოდ კანონები და ისიც, ძირითადი კანონები, მაგრამ მოქალაქესთან მიმართებაში იგი შეიძლება წარმოიშვას გარკვეულმა ზნეებმა (LES MOEURS), ჩვევებმა (LES MUNIERES).94 ფილოსოფიური თავისუფლება მდგომარეობს მოქალაქის მიერ თავისი ნების განხორციელებაში, ან კიდევ, თუ საჭირო იქნება ვილაპარაკოთ ყველა სისტემის შესახებ, იმ შეხედულებით, რომ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი ნების განხორციელება. თავისუფლება მდგომარეობს უსაფრთხოებაში, ან კიდევ უსაფრთხოების რწმენაში, − წერს მონტესკიე. ეს უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სახელმწიფოში კანონთა ბატონობით. კანონიერება − უმნიშვნელოვანესი მომენტია სახელმწიფოში, იგი იძლევა პოლიტიკური თავისუფლების გარანტს. 208. ამიტომ, პოლიტიკური მოღვაწის ძირითად ამოცანას წარმოადგენს, რათა მიუთითოს კანონიერების უზრუნველყოფის საშუალებებზე. ასეთ საშუალებად მონტესკიე თვლის ხელისუფალთა დანაწილებას. არ შეიძლება იყოს ,,ზომიერი“ მმართველობა, თუ ხელისუფლებები არ ნაწილდება. ამასთან, განმანათლებელი წინააღმდეგია წოდებრივი პრეროგატივების გაუქმებისა, ვინაიდან ეს სახელმწიფოში სოციალურ დისბალანსს გამოიწვევს და წარმოშობს ანარქიას, რაც მომავალში ან დემოკრატიას და ან კიდევ დესპოტიის წყარო შეიძლება გახდეს. ,,გააუქმეთ მონარქიაში დიდებულთა, სამღვდელოების, თავადაზნაურთა, ქალაქთა პრეროგატივები და ხელში შეგრჩებათ ან სახალხო ან დესპოტური სახელმწიფო95. 209. მონტესკიე, რომლის პოლიტიკური იდეალი კონსტიტუციური მონარქია იყო, მიუთითებს იმ მორალურ ნიშნებზე, რაც მონარქს, როგორც გონიერ და სამართლიან მმართველს, უნდა ახასიათებდეს ქვეშევრდომებთან დამოკიდებულებაში. იგი წერს, რომ ხელმწიფის ზნეობას ისეთივე წვლილი შეაქვს თავისუფლებაში, როგორც კანონებს: ხელმწიფეს ისევე, როგორც კანონებს, შეუძლია ადამიანები ცხოველებად აქციოს, ცხოველები კი ადამიანებად. თუ სურს მმართველობას დიდ ხელოვნებას დაეუფლოს, უნდა დაიახლოვოს პატიოსნება და ქველობა, უნდა მოუწოდოს ქვეშევრდომთ პირადი ღირსებისაკენ. არ უნდა ეშინოდეს მეტოქეობისა, ე.წ. ღირსეული ადამიანებისა; იგი მათი თანასწორია თუკი შეიყვარებს მათ. მან გული უნდა დაიპყროს, გონება კი არ დაატყვევოს, პოპულარული უნდა გახდეს. ხალხი ისეთ მცირე ყურადღებას ითხოვს, რომ სამართლიანი იქნება თუკი მას ამ ყურადღებას მიაპყრობს. ხელმწიფეებს უნდა უხაროდეთ ისეთი ქვეშევრდომების ყოლა, რომელთათვისაც ღირსება სიცოცხლეზე ძვირია. ღირსებაზე არა ნაკლებია ერთგულების მოტივი, ვიდრე მამაცობისა96. 210. თანამედროვე პოლიტიკური აზრის მეორე ეტაპი რუსოდან მოდის, რომელიც კლასიკური პოლისების იდეის იდეალიზაციას ახდენდა. გამორიცხავდა რა სიკეთისა და ბოროტების დიფერენციალის შესაძლებლობას, იგი სამართლიანობის კრიტერიუმად თავისუფალი ქალაქ-სახელმწიფოების ერთიან ნებას ასახელებდა. საზოგადოება სამართლიანია, თუ მისი ყველა წევრი ერთნაირად სარგებლობს ერთი და იმავე უფლებით, იმისდა მიუხედავად, თუ რა არის ეს უფლება. ასეთი სახის ჰორიზონტალური მიდგომა ავიწროებს მსჯელობის იერარქიულ ფორმირებას. მის მიერ კოლექტიური ნება ამაღლებული იყო არა მორალური, არამედ სამართლებრივი გზით. 211. რუსოს თანახმად, სამართლიანი და არასამართლიანი საზოგადოება იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუ რამდენად არის იგი უნარიანი მიუახლოვდეს ბუნებრივ მდგომარეობას. ასეთი მდგომარეობის პირობებში კი ადამიანი აწარმოებს ბრძოლას არსებობისათვის და ეს არის მთავარი უფლება ადამიანისა, რომელმაც პატივი უნდა სცეს საზოგადოების კანონებს. ამდენად, საზოგადოებრივი მიზანი თავის გამოვლენას პოულობს კანონმდებლობის სამყაროში და არა მორალში. იმდენად, რამდენადაც ინდივიდი თვითშენახვის მიზნით იძულებულია საზოგადოებაში იცხოვროს, ხოლო საზოგადოება როგორც ასეთი, არის არსებობისაგან განსხვავება, ადამიანმა უნდა გადააბიჯოს საზოგადოების ზღურბლს, რათა დაუბრუნდეს იმ ბუნებრივ მდგომარეობას, ,,რომელშიც თვითშენახვის წყურვილი ჩაისახა და რომელიც ასე სასურველია“. მაგრამ ამისი უნარი ბევრს არა აქვს. 212. ადამიანი, ამბობს რუსო, ბუნებით კეთილი არსებაა, მხოლოდ დაწესებულებებმა გახადეს იგი ბოროტი. მართლზომიერია, აცხადებს რუსო, მხოლოდ დემოკრატიული ხელისუფლება, სადაც ხალხი მონაწილეობს კანონმდებლობაში. მხოლოდ სახელმწიფოს დემოკრატიულ ორგანოებში, ადამიანი, სანაცვლოდ დაკარგული ბუნებრივი თავისუფლებისა, იღებს პოლიტიკურ თავისუფლებას. 213. რუსოს აზრით, საერთო ნება გულისხმობს არა ყველას ნებას, არამედ უმრავლესობის ნებას. საერთო ნება არ მოითხოვს ყველა მოქალაქის თანხმობას მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იგი განასხვავებს საერთო ნებას (LA VOLONTE GENERALE) ყველას ნებისაგან (LA VOLONTE DE TOUS) საერთო ნება, − ეს არის ის, რომელზეც დადის თითოეული ინდივიდუუმის კერძო ნების გამოვლინება ცალ-ცალკე. ეს არის ის, რაც ნამდვილად საერთოა მათთვის. ყველას ნება − ეს არის ცალკეული ადამიანების გამოვლინებულ ნებათა ერთობლიობა, რომელთაგან თითოეული იცავს საკუთარ განსაკუთრებულ ინტერესს. ის, ვინც კენჭისყრისას უმცირესობაში დარჩება, სხვებთან ერთად თანაბრად მონაწილეობდა საერთო ნების ჩამოყალიბებაში, მაგრამ უბრალოდ ვერ შეიცნო იგი. რუსო ირწმუნება, რომ დემოკრატია უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის ბედნიერებასა და კეთილდღეობას ცალ-ცალკე. ამიტომ იგი ამბობს, რომ ,,ქვეშევრდომები არ საჭიროებენ გარანტიას სუვერენული ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან შეუძლებელია ვარაუდი, რომ ორგანიზმს მოისურვა ზიანი მიაყენოს თავის ნაწილებს... მას არ შეუძლია მათი დაშავება ცალ-ცალკე“97. 214. თუ ვინმე უარს განაცხადებს დაემორჩილოს საერთო ნებას და იძულებული იქნება დაექვემდებაროს მთელ პოლიტიკურ ორგანიზმს, ეს იამზე მიუთითებს, რომ მას ძალით აიძულებენ იყოს თავისუფალი. 215. მესამე ტალღა თანამედროვე პოლიტიკური აზროვნებისა დაკავშირებულია ნიცშეს სახელთან. იგი უარყოფდა ისტორიული პროცესის რაციონალობასა და რეალურ პიროვნებასა და თანამედროვე სახელმწიფოს შორის ჰარმონიის შესაძლებლობას. განსაკუთრებით ინდივიდს მიმართავდა და ერთადერთ შანსს ხედავდა მის შესაძლებლობაში მოეხდინა თავისი შეხედულებების გარევოლუციურობა. ადამიანის ბუნება არც ისე მოწყალეა და არსებობის ძირითადი ნიუანსი არის არა ბედნიერება, არამედ ტანჯვა არსებობის სიცარიელე. 216. ფ. ნიცშეს აზრით, ყოველი ცალკეული ინდივიდი საკუთარი გამორჩენით ხელმძღვანელობს და არა ადამიანთა მოდგმის ინტერესებით. იგი უარყოფს დარვინისტთა დებულებას, რომ შერჩევა ძლიერთა სასარგებლოდ მიმდინარეობს. ნამდვილად კი სახეობათა არავითარ პროგრესს არ აქვთ ადგილი პირიქით, მიმდინარეობს საშუალო და საშუალოზე დაბალ ტიპთა გაბატონება. 217. მორალი მონათა იარაღია ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ბრბოს ბატონობის ზნეობრივი გამართლებაა. მონისათვის ,,კეთილისა“ და ,,ბოროტის“ შეფასებები სწორედ არისტოკრატიულ მორალთან დაპირისპირებაში წარმოიშობა. მონისათვის კეთილია ყველაფერი ის, რაც დაჩაგრულის და სუსტის არსებობას გაადვილებს და გაამართლებს. ეს მორალურ შვებას უძღვნის სიყვარულს, მშვიდობას, თანაგრძნობას. მაგრამ ამ მორალში იმალება იმავე თანაგრძნობისა და სიყვარულის საპირისპირო მოტივი. ესაა არისტოკრატიაზე შურისძიების მოტივი. მოტივი, რომელიც პიროვნების ნიველირებას ახდენს, ადამიანს საზოგადოებრივ ინტერესებსა და საყოველთაო ბედნიერებაზე ზრუნვას აკისრებს და ინდივიდუალურს მასების ინტერესებს უმორჩილებს. საბოლოო ჯამში კი ადამიანში კვდება პიროვნება და საკუთარი ,,მე“. იგი ისეთივე ხდება, როგორც ყველა. 218. ნიცშეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ძალდატანებით ფუნქციის საშუალებით უზრუნველყოფს სოციალურ და კულტურულ პროგრესს. სახელმწიფო მისთვის ბრძნული ორგანიზაციაა, რომელიც აღმოცენდება ბუნებითი მდგომარეობიდან კულტურაზე გადასვლის პერიოდში და მთელ ამ პროცესს წარმართავს ძლიერთა ნების შესაბამისად. სახელმწიფოს გენეზისი, ესაა გამარჯვებულის პოლიტიკური ორგანიზაცია და დამარცხებულზე მისი ბატონობის წესები. 219. ზემოთ განხილულ მორალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და თეორიების გაანალიზებისა და რეფლექსების საფუძველზე თანამედროვე პოლიტიკურ აზროვნებაში ჩამოყალიბდა რამდენიმე ახალი, ნოვატორულ საწყისებზე დაფუძნებული თეორია, რომელიც უახლესი ისტორიის გამოცდილების გათვალისწინებით გარკვეულად რეალისტურად და ორგანულად აფასებს ხელისუფლების შესაძლო მორალურ-სამართლებრივ ღირებულებას. 220. მოსკას სახელთან დაკავშირებულია ,,პოლიტიკური კლასის“ კონცეფცია, ხოლო პარეტომ ჩამოაყალიბა ,,ელიტის თეორია“. მათი მსჯელობის ლოგიკას მივყავართ იმის აღიარებამდე, რომ ხელისუფლება ყოველთვის ელიტის, ოლიგარქიის ხელშია, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და სტრუქტურა გააჩნია. მოსკას თავის კონცეფციაში აქცენტი გადააქვს საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის სტაბილურობაზე, ხოლო პარეტო მეტ ყურადღებას აქცევს სოციალურ დინამიურობას. ამიტომ ამ ორი თეორეტიკოსის შეხედულებებმა მიიღეს სინთეზური სახელწოდება − ,,მოსკა-პარეტის“ კონცეფცია. 221. მ. ვებერმა, ქარიზმატული ხელისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ჩამოაყალიბა ,,პლებისციტური ბელადური დემოკრატიის“ კონცეფცია. პოლიტიკურ ელიტას ვებერი განიხილავს, როგორც პოლიტიკური ისტორიის ყველაზე აქტიურ ძალას. ვებერის მხრით, დემოკრატია შეუძლებელია პოლიტიკური ელიტის მიერ მასების მობილიზაციის გარეშე. ხოლო დემოკრატიზაცია სოციალიზმისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა. ვებერისათვის სოციალიზმი ნიშნავს საყოველთაო ,,გასახელმწიფოებრიობას“, რომელსაც მივყავართ ბიუროკრატიის ბატონობასთან. ვებერის აზრით, პროლეტარიატის დიქტატურა ბიუროკრატიის დიქტატურაა. 222. რ. მიხელისმა სცადა შეექმნა პოლიტიკური თეორია, რომელშიც დაასაბუთებდა დემოკრატიის პრინციპთა პრაქტიკული განხორციელების შეუძლებლობას. მისი აზრით, პოლიტიკური ორგანიზაციის /პარლამენტი,პარტია/, პროფკავშირების იმანენტური კანონია ,,ოლიგარქიული ტენდენცია“. იგი განპირობებულია ადამიანის ბუნებით, პოლიტიკური ბრძოლის არსით და ორგანიზაციის ხასიათით. ადამიანთა ნებისმიერი გაერთიანება საბოლოო ჯამში იერარქიის ფორმას იღებს. ამ გარდაუვალ ტენდენციაზე პოლიტიკურ ძალთა საქმიანობით მიხელსმა ,,ოლიგარქიის რკინის კანონის“ თეორია შეიმუშავა. 223. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ხელისუფლების და პოლიტიკური მართვის ოლიგარქიული (ელიტური) ფორმა თანამედროვე პოლიტიკური კონცეფციის ძირითადი სახეა. 3. საზოგადოებრივი ურთიერთობების იურიდიული ფორმების სოციოლოგიური ასპექტები 224. საკითხთა წრე, რომელთაც მოცემულ თემაში ვიმედოვნებთ განსახილველად, უპირატესად მიმართულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა სფეროში სამართლებრივი ფორმების გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრისკენ. უფრო მარტივად, საუბარი გვექნება იურიდიული ნორმების სოციალური ეფექტიანობის პრობლემაზე. ამდენად, უპრიანი იქნება, მოცემული თემის თუ უფრო ღრმა რეფლექსაციას განვავითარებთ. 225. სამართლებრივი ნორმების მოქმედების პრობლემას სპეციალურად მის ეფექტურობასთან დაკავშირებით იკვლევს გ. ნიკიტინსკი. მისი აზრით, სამართლის ცალკეული ნორმა სხვა იურიდიულ ნორმებთან და სოციალურ ფაქტორებთან ერთად ზემოქმედებს საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, რომლის შედეგადაც ერთობლივი სოციალური ეფექტი წარმოიშობა. მისი ის ნაწილი, რომელიც მიზეზობრივად არის დაკავშირებული სამართლის ნორმასთან, შეიძლება გამოვლინდეს მიღწეულ ერთობლივი ეფექტისა და მასში შემავალი მიზნის შედარების მეშვეობით. ამასთან, მოცემული რეზულტატის მიღწევაში შეიძლება მონაწილეობდეს ასევე სხვა (შესწავლილი ნორმების გარდა) სოციალური მოვლენები, რის შედეგადაც სამართლებრივი ნორმების ნამდვილი წვლილი განისაზღვრება მისი ძალის მიკუთვნებით სხვა ფაქტორების ზემოქმედების ძალასთან. ამიტომ ეს მოვლენები შესაძლებელია გახდნენ როგორც განმაპირობებელი, ისე ბარიერები სასურველი რეზულტატის მისაღწევად98. 226. გაფართოვებული სამართლებრივი სისტემა მოძრაობაში მოდის არა ცალკე აღებული ნორმების მიერ, არამედ სოციალური ჯგუფების, კლასების და ადამიანების მიერ, რომელთაც გააჩნიათ პოლიტიკური მიზნები, სოციალური ინტერესები და ნება, რითაც მიისწრაფვიან გადაწყვიტონ ამოცანები, რაც წარმოიშობა თვით პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების კვალობაზე99. 227. კანონი კლასებისა და სოციალური ჯგუფების საქმიანობას აერთიანებს იგვარად, რომ ინდივიდუალურ აქტებს მათი მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები მიჰყავთ ყოველთვის ერთი და იგივე რეზულტატის მიღწევისაკენ, რაც პასუხობს მთლიანის (საზოგადოების) ინტერესებს და არა მის ცალკეულ ქვედანაყოფების ინტერესებს. სამართალი მოწოდებულია ,,უზრუნველყოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ორგანიზებულობა, მისი მიზანმიმართული განვითარება... შეთანხმებულობა, რეგულარობა, ერთიანი საწყისებისადმი დამორჩილება“100. 228. კანონის გარეშე ფაქტორებზე ზემოქმედება მის ნორმატულობაზე მიუთითებს. ნორმატიულობა სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპეციფიკური თავისებურებაა. იგი გამოხატავს საყოველთაო სავალდებულობასა და საერთო ღირებულებას სამართლებრივი მოთხოვნებისა101. საყოველთაოდ სავალდებულოა, ჩვენი აზრით, გულისხმობს სამართლის სპეციფიკურ იურიდიულ თვისებას მთლიანობაში და ასევე მისი ცალკეული ნორმების ზოგადი მნიშვნელობის გათვალისწინებით. ნორმატიულობის ორივე მხარე შეესაბამებიან ერთმანეთს, მაგრამ არათანაბარ მნიშვნელოვანნი არიან, ვინაიდან მეორე საფუძველია პირველისათვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც რომელიმე ნორმა ფლობს უპირატესად საერთო მნიშვნელობას საზოგადოებრივი ორგანიზმისთვის, შესაძლებელია მისი იურიდიული ხასიათის გამოვლენა. მხოლოდ ეს სოციალური თვისება შეადგენს ძირითად წინამძღვარს მისი იურიდიულ ნორმად გარდაქმნისათვის და მხოლოდ მაშინ შეუძლია მას გამოვიდეს როგორც საყოველთაო მოთხოვნა სახელმწიფოს სახელით. 229. რა ხდის სამართალს ზოგადმნიშვნელოვანს? საკმარისია კი ამისათვის მხოლოდ სახელმწიფო იძულების ძალა? 230. სრულიად ნათელია, რომ მხოლოდ ძალით შეუძლებელია ნორმის აღიარების უზრუნველყოფა, მისი შესრულება რაც შეიძლება ფართო მასშტაბით. მეორე მხრივ, შესაძლებელია კი მიღწეულ იქნეს აუცილებელი საერთო დანიშნულება მხოლოდ მოსახლეობის მიერ სამართლით დაცული თითოეული ღირებულების ზოგადმნიშვნელობის შეცნობით? როგორც ჩანს, არა, რადგან ამისათვის დაგვჭირდებოდა საზოგადოების თითოეულ წევრისათვის მოგვეთხოვა უნივერსალური სამართლებრივი გამოცდილება. სამართალს ეს თვისება გააჩნია ობიექტურად, ჩამოთვლილი სუბიექტური ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად. საქმე იმაშია, რომ სამართლებრივ რეგულირებას ექვემდებარება სოციალური ცხოვრების მხოლოდ ის მხარეები, რომლებიც თავიანთი საზოგადოებრივი ბუნების ძალით ფლობენ ობიექტურად საყოველთაო მნიშვნელობას. მხოლოდ ის მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების არსებობის საფუძვლებს, ასევე მისგან წარმოებული სოციალური სფეროები, რომელთა ცვლილება შეიძლება დაემუქროს მოცემულ საფუძველს, შესაძლებელია დაემუქროს სამართლებრივ რეგულირებას და იმიტომ, რომ საფუძველი წარმოადგენს ემპირიულ ბაზისს საზოგადოებისათვის მთლიანად, მისი ცალკეული დანაყოფებისათვის და მასში შემავალი ცოცხალი ადამიანებისათვის, სწორედ ამიტომ წარმოადგენს ის პირველად პირობას მათი ყოველგვარი ცხოველთქმედებისა. ეს გარემოება ერთი მხრივ, მოითხოვს დაცვის სპეციფიკურ ფორმას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს მისი საყოველთაო მართლზომიერების აღიარებას. 231. საზოგადოებრივი ცხოვრების იმავე მხარეები, რომლებსაც არ გააჩნიათ პრინციპული მნიშვნელობა მთელი სოციალური ორგანიზმისათვის, როგორც წესი, არ ექვემდებარებიან სამართლებრივ რეგლამენტაცია. მათი უმეტესი წილი ლოკალური ბუნების გამო ვერ აღწევს საყოველთაო ხასიათს და ერთმნიშვნელობას. ამიტომ არის, რომ ყველა ნორმა, რომელიც ფუნქციონირებენ საზოგადოებაში, ვერ იღებენ სამართლებრივ (ნორმატიულ) ფორმას. 232. ადამიანები ჩვეულებრივ მოქმედებენ დადგენილი წესების შესაბამისად, ასრულებენ რა ამით სოციალურ ფუნქციას, რომელიც მათ წილად ხვდათ, რამდენადაც მხოლოდ მათი შესრულებით წარმოაჩენენ ისინი საკუთარ პერსონას, როგორც საზოგადოების წევრები იმისგან დამოუკიდებლად, აცნობიერებენ ამას ისინი თუ არა. რაც მთავარია, არ წარმოიშობა აუცილებლობა წარმოდგენებისა მათი ქცევების რეგულირებისათვის. რეგულატორის ფუნქციას ობიექტურად ასრულებს ინდივიდების მოთხოვნილებანი, რომლებიც ფორმირდებიან მათ მიერ დაკავებული სოციალური პოზიციებიდან და რომელთა დაკმაყოფილებაც მათ მხოლოდ საზოგადოების მიერ შემოთავაზებული საშუალებების გამოყენებით შეუძლიათ. 233. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების ქცევათა ურთიერთგანპირობებულობა და შეთანხმებულობა წინასწარ განსაზღვრულია იმ ობიექტური კავშირით, რაც არსებობს სხვადასხვა სოციალურ პოზიციებს შორის. თავის მხრივ, ნებისმიერი კავშირი ვლინდება მრავალგვარად იმის მიხედვით, თუ რა საზოგადოებრივი სისტემის ტიპთან გვაქვს საქმე; ასევე თუ რომელ სფეროს ეხება საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელშიც იგი ღებულობს გამოხატულებას. 234. საზოგადოებრივი სისტემის მხარეებს შორის ურთიერთობა, დაწყებული განსაზღვრული ისტორიული ეტაპებიდან, უცილობლად იგება ექვივალენტობის საწყისებზე, რამდენადაც ისინი აბსტრაქტულად განსხვავებულად შეიცნობიან102. 235. ამასთან, შედიან რა ურთიერთობაში აბსტრაქტულად ერთგვაროვანი, თანაბარი სუბიექტების სახით, ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე ფაქტიურად არათანასწორ მდგომარეობაში. მათი ეს ფაქტობრივი უთანასწორობა წინააღმდეგობაში მოდის მათ აბსტრაქტულ თანასწორობასთან და ამაში მდგომარეობს საზოგადოებისა და მის წევრებს, ასევე ამ უკანასკნელთა შორის ურთიერთობის ექვივალენტური ხასიათის დარღვევის შესაძლებლობა. ექვივალენტობის დარღვევა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ ინდივიდთა ერთპიროვნული აქტების შედეგად. მასობრივ მასშტაბში ისინი საზოგადოებრივი ორგანიზმის ფუნქციონირებას შეუძლებელს გახდიდნენ. 236. ამგვარად, ძირითადი ურთიერთობების ექვივალენტური ხასიათის დარღვევის შესაძლებლობა და შესაბამისად აგების სირთულე იწვევს კანონში თანასწორობის დაცვის პიროვნების ფიქსირების აუცილებლობას როლების განაწილების მეშვეობით, ე.ი. ურთიერთშორის უფლებებისა და მოვალეობების დადგენას, რაც უზრუნველყოფს მათ დამორჩილებას საერთო ტიპისადმი. 237. ამასთან დაკავშირებით, სამართლის რეგულატორი როლი ვლინდება როგორც ობიექტური აუცილებლობა. 238. იურიდიულ ლიტერატურაში სამართლის ნორმის, როგორც მისი სისტემის ძირითადი ელემენტის, საკითხი გამოკვლეულია საკმაოდ დაწვრილებით. შეინდლინგიდან იწყება სამართლის ნორმის სამართლის ისეთ ელემენტად მიჩნევის ტრადიცია, რომლის მოცილებითაც დაირღვევა სამართლის ზოგადობის თვისების ნიშანი103. ასე, კაზიმირჩუკი წერს, რომ ნორმატიული აქტების მიმართ ,,სისტემის“ ცნების გამოყენებას, რომელშიც დაჯგუფებული და დიფერენცირებულია სოციალური ერთიანობისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის დარგები რეგულირების სფეროების მიხედვით, გააჩნია მთლად არა ის აზრი, რომელიც აიხსნება სამართლებრივი სტრუქტურისადმი სოციოლოგიური მიდგომისას. ,,იმისთვის, რომ მოხდეს სამართლის, როგორც სოციალური მოვლენის სისტემური ორგანიზებულობის ყველა ნიშნის რეალიზება, აუცილებელია გამოვიდეთ სამართლის ბუნების, როგორც ნორმატიული დებულებების ერთობლიობის ფარგლებიდან104. 239. ს. ალექსეევი აღნიშნავს, რომ სამართლის ობიექტური აზრით ნორმატიული სისტემის სახით გაგებას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ,,ინდივიდუალურ შეგნებასთან ურთიერთობისათვის“. ,,სამართლის, სპეციფიკურ ობიექტურ რეალობად მიიღება მას შემდეგ, რაც იგი მიეკუთვნება სუბიექტურ სფეროს “105. ამ თვალსაზრისით, ნორმის საყოველთაო ხასიათი გაიგება მხოლოდ როგორც მისი ზოგადსავალდებულება, გავრცელებულობა განუსაზღვრელი, არაპერსონიფიცირებულ წრეზე სუბიექტებისა. საყოველთაობის ასეთი ხასიათი არსებითად დამახასიათებელია ცალკეული იურიდიული დადგინების, როგორც ნორმატიული სისტემის ელემენტის განსაზღვრისას, რაც ობიექტურად სახელმწიფოებრივ ნებაშია გამოხატული. ამასთან სამართლის ნორმის საყოველთაობა როგორც სოციალური მოვლენა, შეიძლება გაგებულ იქნეს სხვაგვარადაც . ეს ნიშანი უკვე დაკავშირებულია არა სახელმწიფოებრივი ნების ობიექტურობასთან, რაც წინააღმდეგობაშია ინდივიდუალურ შეგნებასთან, არამედ თვით სამართლის ობიექტურობასთან, რომელიც წინასწარ არ არის მიკუთვნებულ სუბიექტურ სფეროს. უკანასკნელ შემთხვევაში ,,საყოველთაო არ არის მსგავსების მრავალჯერადი განმეორება, რომელიც წარმოგვიდგება ზოგადი ნიშნის სახით“106. ამ აზრით, სამართლის თითოეული ნორმა არის ზოგადი არა მარტო როგორც წესი, რომელიც სავალდებულოა ყველა ინდივიდისათვის, არამედ მასში შემავალი ერთიანი საზომების თვალსაზრისით, რომელიც საბოლოო ჯამში გამოხატავს საზოგადოებრივი სისტემის და მისი ცალკეული დანაყოფების ფუნქციონირების ძირითად კანონს. 240. საყოველთაობის ასეთ სახეს გააჩნია რეალური არსებობის უნარი არა მარტო მის კონკრეტულ გამოვლინებებში, ცალკეულ ნორმებში, არამედ უპირატესად მთელი სამართლებრივი სისტემის ,,ტოტალურობის“ ხასიათში. სხვა მიდგომით, სამართალი გაიგება როგორც ნორმათა სისტემა, რომელსაც გააჩნია ობიექტური მნიშვნელობა ადამიანთან მიმართებაში. იგი არ არის დამოკიდებული მასზე. ინდივიდის ქცევა დგება სამართლებრივ სისტემასთან დამოკიდებულ მდგომარეობაში, რომელსაც მან თავისი მოქმედება უნდა შეუსაბამოს. ამან შეიძლება მიგვიყვანოს სამართლის როლის გადამეტებამდე ადამიანთა ურთიერთობის რეგულირების საქმეში, რამდენადაც იგი გულისხმობს თითოეული ადამიანის მიერ თავისი სამართლის მოთხოვნებთან აუცილებელ შესაბამისობის აღიარებას. 241. სინამდვილეში კი ადგილი აქვს განსაზღვრულ დამოკიდებულებას არა მარტო ნორმატიულ სისტემასა და ადამიანებისაგან, არამედ მათ ქცევისაგანაც. ამგვარად გაგებულ სამართალს ადამიანები უსატყვისებენ თავიანთ ქცევას, თავიანთ ინტერესებს, რეალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა პირობებს. სხვა საქმეა, როდესაც სოციალური ნიშნების არსებობის წყალობით (რომლებიც ფარულად მონაწილეობენ სამართლებრივი განწერილობების სისტემაში) ადამიანთა ქცევა /უმრავლეს შემთხვევაში/ ობიექტური სამართლის მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგება. მაგრამ ეს არ არის რეზულტატი ინდივიდის მიერ საკუთარი ქცევის სამართლებრივ მოთხოვნებთან უშუალო შესატყვისობისა, მისი ნებაყოფლობითი და შეგნებული შესრულებისა. 242. ყოველ საზოგადოებას სოციალურ სფეროში არსებობს ურთიერთობა რეგულატორების გარკვეული სიმრავლე, რომლებიც მოქმედებენ სამართალთან ერთად და აიძულებენ ადამიანებს დაიცვან სწორედ სამართლებრივი მოთხოვნები. ეს ხდება იმიტომ, რომ მითითებული რეგულატორები თანასწორობაში არიან სამართალთან, ითვალისწინებენ საერთო სოციალურ მიზანს. სამართალი, ნორმათა სისტემის სახით გამოდის ერთადერთ სპეციფიკურ რეგულატორად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კონფლიქტური სიტუაციის არსებობისას სხვა რეგულატორებს არ შესწევთ ძალა უზრუნველყონ საერთო ინტერესების დაკმაყოფილება. მაშინ იგი აიძულებს სუბიექტს სასჯელის დაკისრებით დამუქრების მეშვეობით, ასევე იძულების ან POST FAQTUM _ის გამოყენებით უზრუნველყოფს დარღვეული წესრიგის აღდგენას. 243. ამიტომ სოციალურ სისტემაში წარმოშობილ წინააღმდეგობათა ძალით ყოველთვის არსებობს განსაზღვრული სფეროები, ჯგუფები ადამიანებისა და ცალკეული ინდივიდები, რომლებთან ურთიერთობაშიც არასამართლებრივი სოციალური რეგულატორები ნაკლებეფექტური აღმოჩნდებიან ხოლმე და ამიტომ ობიექტური (დადებითი) სამართალი ყოველთვის აუცილებლობას წარმოადგენს. განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს განსაზღვრული სოციალური სისტემის ნგრევა. ამ დროს სოციალური რეგულატორები საერთოდ წყვეტენ მოქმედებას და ადრინდელი მართლწესრიგის დაცვა უპირატესად პოზიტიური საშუალებებით წარმოებს. ხოლო რამდენადაც უკანასკნელნი უკვე აღარ შეესაბამებიან შეცვლილ სოციალურ პირობებს, მიიღება როგორც ძალადობა. ამგვარად ხდება მოცემული საზოგადოებრივი წყობის ნგრევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადგილი აქვს საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულირების ორ გზას: პირველი, ეს არის რეგულირება საერთო პირობების დახმარების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ სოციალური ჯგუფების განსაზღვრულ მდგომარეობას, პირობებს, რომლებსაც საზოგადოებრივი სისტემა განახლებისკენ მიჰყავს; მეორე, ადამიანთა ქცევის რეგულირებით, როგორც საზოგადოებრივი პროცესების სუბიექტებისა, რომლებიც იურიდიული ნორმების მიმართ გარკვეულ პოზიციას იკავებენ. პირველ შემთხვევაში სამართალი მოქმედებს გაშუალებულად, მეორე შემთხვევაში კი იგი გამართული კონკრეტული ინდივიდებისადმი, რომელთაც პირდაპირ ავსებს, უკრძალავს ან ნებას რთავს ანდა წარუდგენს ქცევის ნიმუშს. იგი ახორციელებს ამ უსაფრთხოებებს განსაზღვრულ მოტივაციური წარმოდგენის მეშვეობით107. ამიტომ, ორივე გზა ერთმანეთისაგან აბსოლუტურ დამოკიდებულებაში არ მოდიან. ისინი ორგანულ ერთიანობაში იმყოფებიან. პირველის რეზულტატი მეორესთვის წარმოადგენს ემპირიულ წინამძღვარს. 244. საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირების მექანიზმი შეიძლება სამ ეტაპად დავყოთ, რომლებიც ორგანულად არის ერთმანეთთან დაკავშირებულნი. 245. პირველი ეტაპი გულისხმობს იმას, რომ სამართალი არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს მატერიალურ-ნივთიურ და სოციალური პირობების დაცვითა და განმტკიცებით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების კვლავწარმოებას; მეორე ეტაპი − ურთიერთობის რეგულირება აბსტრაქტულად თანასწორ სუბიექტებს შორის, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ადგილით, რაც უკავიათ მათ შრომის გარანტიების გამო. აქ სამართალი ინდივიდებზე მოქმედებს გაშუალებულად, მათ მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაკავებული სოციალური პოზიციის მიხედვით და მიისწრაფვის ისინი დაუქვემდებაროს მრავალრიცხოვან აქტებს ზოგადი ტიპიური საზომის მიხედვით. და მხოლოდ სამართლებრივი რეგულირების მესამე ეტაპზე სამართალი პირდაპირ აღწერს, ნებას რთავს, კრძალავს, იძულებით მიმართულია ინდივიდთა ნებაზე და შეგნებაზე. ამიტომ შეზღუდულად მიგვაჩნია თვალსაზრისი, სამართლის მიხედვითაც სოციალური მექანიზმი სამართლის მოქმედებისა იწყებს გზის გაკვლევას მაშინვე, რაც სამართლის ნორმის მოთხოვნები დაყვანილ იქნებიან საყოველთაო გაცნობამდე108. ა. პოდგურეცკი ამტკიცებს, რომ არ წარმოადგენს ეფექტურს ისეთი დანაწესები, რომლებიც არ იციან, თუმცა ზოგიერთი კანონმდებლობა გამართლებულად არ თვლის მითითებას კანონის არცოდნაზე. ამასთან, მიუხედავად ამ მოტივაციური განაცხადისა, საჭიროა იმის კონსტატირება, რომ სამართლის ნორმები არაეფექტურია იმავე ზომით, რა ზომითაც ისინი უცნობია109. სრულად მართალია ლ. იავიჩი, როცა წერს, რომ რეალურ ცხოვრებაში სამართლებრივი ზემოქმედება ეჯაჭვება სხვა სოციალურ ფაქტორებს, რომლებიც იმ დროისათვის უფრო მეტად ახდენენ გავლენას ქცევაზე, ვიდრე სამართალი110. ამდენად, სამართალი განხილულ უნდა იქნას როგორც საზოგადოების მართვის სოციალურად, მმართველობითი საქმიანობის ფორმებად. იგი არეგულირებს როგორც ვერტიკალურ ისე ჰორიზონტალურ ურთიერთობებს. 4. სამართლებრივი იდეოლოგია, როგორც ეროვნული იდეოლოგიის აღდგინების წინამძღვარი 246. ეროვნული იდეოლოგია, როგორც ეროვნულ იდეათა სისტემა მოითხოვს გარკვეულ ფორმალურ დამაგრებას, პრაქტიკულ ჩართვას სოციალური თანაცხოვრების მექანიზმში. ამის რეალური ბერკეტი იურიდიულ ფორმებს-კანონებს გულისხმობს. მხოლოდ პოზიტიურ (მოქმედ) კანონმდებლობაში შეიძლება აისახოს ეროვნული სულის სრულყოფილება. ეროვნული სული უპირატესად კანონთა სულში ამოიკითხება. მას საფუძვლად ისტორიული სამართლიანობის პრინციპი უდევს. კანონი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება პოზიტიურად (დადებითად), როდესაც იგი ისტორიულად ჩამოყალიბებული წეს-ჩვეულებების, რწმენა-წარმოდგენების გათვალისწინებით იქმნება. კანონის მიღებისას მოცემულ სოციალურ სფეროში სამართალშემოქმედი უნდა ამოვიდეს ერის სულიერი წარსულის მოთხოვნილებებიდან რაც თითოეულ ინდივიდში იმანენტურად მოქმედებს და იბრძვის. ქართველი ერის ეროვნული იდეა მის ისტორიულ-რელიგიური ტრადიციის ინსტიტუტებში პოულობს ასახვას. ბუნებრივია, ეს ასეც ხდება; მხოლოდ საჭიროა მას ჩამოშორდეს ის ზედმეტი ყოფითი მინარევები, რომელთაც არა აქვთ უფლება ამა თუ იმ იურიდიული ნორმის შინაარსი. ამისათვის საჭიროა სამართალშემოქმედებით პროცესში აქტიურად ჩაებას ხალხი, რაც ობიექტურად სახალხო თვითმმართველობაში უნდა გამოიხატოს. ქართულ სინამდვილეში არც თუ სასარგებლო აღმოჩნდა მართვის ევროპული სტანდარტები. წარმომადგენლობითი (პარლამენტი) სისტემა ქართული სინამდვილიდან გამომდინარე თვითმმართველობით (საზოგადოებრივ) კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს; უნდა გაძლიერდეს შესაბამისი ინსტიტუციონალური ბერკეტები თვითმმართველობის მძლავრი მექანიზმის ასამოქმედებლად. 247. ეროვნული იდეოლოგიის აღდგენა შესაძლებელია ორი მიმართულებით: საკუთრივ ცნობიერად და ფორმალისტური მეთოდებით. იდეურ (ცნობიერ) მიმართულებას შეესაბამება მოსახლეობის მართლშეგნების დონის ამაღლება. მეორე მხრივ, მართლშეგნება თავის მხრივ უნდა მოიცავდეს როგორც პოზიტივისტურ (ოფიციალურ), ისე ტრადიციულ (ეროვნულ) წარმოდგენებს მართლზომიერებასა და არამართლზომიერებას, მორალურისა და ამორალურის შესახებ. მართლშეგნების ამაღლებისაკენ მიმართულ საჭირო სამუშაოებს უნდა აწარმოებდნენ არასახელისუფლო ინსტიტუტები (არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სხვა) რაც შემდგომში აისახება აისახება მათ მიერ სახელისუფლო ორგანოებისადმი გაცემულ რეკომენდაციებში. ამ კუთხით დასახელებული ინსტიტუტები უნდა ცდილობდეს იმას, რომ პოზიტიურ კანონმდებლობაში რაც შეიძლება სრულად აისახოს ეროვნული იდეოლოგიის პოსტულატების შინაარსი, ეროვნული სული. წინააღმდეგობის შემთხვევაში მიემართება პროტესტის შესახებ ფორმებს, რაც ყოველთვის გაატარებს გამართლებაუნარიანობის მინიმუმს მაინც. ასე, რომ საზოგადოებრივი ინსტიტუტები უნდა წარმოადგენდეს ერთგვარ ფოკუსს ეროვნული იდეოლოგიის საკანონმდებლო თვალსაზრისით ასახვის გზაზე, ხოლო მოქმედი პოზიტიური სამართალი, თუ ის ატარებს საერთო-სახალხო (ეროვნული) სულის მოთხოვნილების წევის ძალას, უნდა მიენიჭოს აღსრულების მორალურ-სამართლებრივი ძალმოსილება. აქ კი ამოქმედდება სამართლის რეალიზაციის იძულება-დარწმუნების მეთოდები, რის შედეგადაც ინერგება სამართლებრივი ტრადიციები. ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს სამართლის სული, ანუ გააცოცხლოს მისი ნამდვილობის გამოვლინება, რითაც ბუნებრივად შესაძლებელი გახდება ქვეყანაში მართლწესრიგის დამყარება. მართლწესრიგის გარეშე ხომ წარმოუდგენელია ნებისმიერი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მიზნის განხორციელება, ეროვნული თვითმყოფადობის ფორმირება. ვინაიდან სამართლის ნორმებში უპირატესად შესაძლებელია ობიექტურად აისახოს ეროვნული იდეოლოგიის შინაარსი, ამდენად პოზიტიური კანონების მეშვეობით უნდა მოხდეს მისი მასობრივი დამკვიდრება ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში, მისი აღდგინება.   თავი V პოზიტიური სამართალი როგორც სამართალშემოქმედების უნივერსალური იურიდიული ფორმა 1. სამართლის ზნეობრივი ღირებულება 248. სოციალური ურთიერთობანი საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებასთან ერთად დიფერენცირებას განიცდიდა. ეს მით უფრო შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც ინდივიდთა შორის ურთიერთობებში სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია ჩაერია და მათ ოფიციალური სახე მისცა. ხელისუფლებამ თავისი ამოცანების შესრულება ადამიანთა ქცევის წესების ფორმულირებით დაიწყო, და ვინაიდან საზოგადოებაში წარსულში გაბატონებული ზნეობის, ადათებისა და ჩვეულებითი ნორმები ვერ პასუხობდნენ საერთო-სახალხო ინტერესთა მოთხოვნებს, რადგანაც მათში ჩამოყალიბებული ქცევის შესრულება იმპერატიულად არ იყო უზრუნველყოფილი (რაც ეწინააღმდეგება ქვეყანაში მართლწესრიგის დამყარების მიზანდასახულობას), სახელმწიფომ გადაწყვიტა შეემუშავებინა ის ზოგადი აქსიომა, რასაც დაექვემდებარებოდა ყველა დანარჩენი სოციალური ხასიათის ნორმები. ამიტომ უკვე აშკარა გახდა დაპირისპირება და განსხვავებული ნიშნების მოძიების აუცილებლობა, რათა სამართლის ნორმები გამიჯვნოდა ზნეობრივ, ადათობრივ და სხვა ნორმებს და მოეპოვებინა დამოუკიდებელი, ოფიციალური რეგულატორის ფუნქცია111. 249. პირველ ცდას სამართლისა და ზნეობის იურიდიული დასაბუთებისა იძლევა კ. თომაზიუსი. იგი თვლის, რომ ძირითადი ბოროტება, რაც მომდინარეობს ადამიანთა სისულელიდან ეს არის შინაგანი და გარეგანი მშვიდობის დარღვევა. ამ ამოცანის გადასაწყვეტად არსებობს საშუალება-რჩევა და ბრძანება: პირველი ირწმუნება, ხოლო მეორე − აიძულებს. სამართლის ნორმები ზნეობის ნორმებისაგან იძულებითი აღსრულების ბრძანების ხასიათით განსხვავდებიან. სამართლის სფეროში, მას შემოაქვს წმინდა უარყოფითი ხასიათის ნორმები, რომლებიც სხვათა მიმართ მოვალეობას აწესებენ. ხოლო ზნეობის შემადგენლობაში დადებითი ნორმები შედის, რომლებიც საკუთარ თავს ავალდებულებენ. 250. თომაზიუსი სამართალსა და ზნეობას შორის განსხვავებას ასევე პოულობს ბრძანებისა და რჩევის განხორციელების საშუალებებში. ეს საშუალებები გამოყენებულ უნდა იქნას სხვადასხვა პირების მიერ. რჩევას გამოიყენებს მასწავლებელი, ხოლო ბრძანებას − ხელისუფალი. ამ გამიჯვნას აქვს ის სერიოზული მნიშვნელობა, რომ თომაზიუსი რჩევისა და განმარტებისათვის იღებს სულიერი ცხოვრების სფეროს ელემენტებს. 251. თომაზიუსის მიხედვით, სახელმწიფოს იძულებითი მოქმედება შეზღუდულია მხოლოდ იმ ფარგლებით, სადაც მოთავსებულია იურიდიული მოვალეობა. ზნეობრივი მოვალეობის შესრულება არ შეადგენს სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანს. 252. ჰობსის თანახმად, უნდა განვასხვავოთ სამართალი და კანონი. სამართალი გულისხმობს რაიმეს გაკეთების ან არგაკეთების თავისუფლებას, როცა კანონი განსაზღვრავს და სავალდებულოს ხდის ამ ალტერნატივის ერთ-ერთ მხარეს. ერთი სიტყვით, კანონი და სამართალი ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ვალდებულება და თავისუფლება. ასევე საინტერესოა, რომ ჰობსისათვის ბუნებრივი კანონი არ წარმოადგენს ადამიანთა შეთანხმების რეზულტატს, არამედ იგი ადამიანური გონის დადგინებად მიიჩნევა. ჰობსი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ ბუნებრივი კანონი არანაკლებ დამახასიათებელია ადამიანის ბუნებისათვის, ვიდრე რომელიმე სხვა მდგომარეობა ან უნარი სულისა. 253. მხოლოდ სახელმწიფო, აღნიშნავდა ფილოსოფოსი, რომელიც შექმნილია მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, არის გარანტი ბუნებრივი კანონების დაცვისა, რასაც იგი მას სამოქალაქო კანონების ხასიათს აძლევს, ამასთან სახელმწიფო დგება უმაღლეს მსაჯულად ზნეობრივ საკითხებში და ამიტომ, ასეთი მასშტაბის კანონებად უნდა ჩაითვალოს ისეთი კანონები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ. სამოქალაქო სახელმწიფოს კანონები თავისი შინაარსით ემსგავსებიან ბუნებრივ კანონებს და განსხვავდებიან მათგან მხოლოდ იმით, რომ ეყრდნობიან სახელმწიფო ხელისუფლების ძალას. 254. მორალური (ბუნებრივი) კანონები სამოქალაქო კანონებად გარდაქმნისას, ჰობსი ფაქტობრივად აცილებდა ზნეობას რეგულაციურ ფუნქციას, აღიარებდა რა მას არარეალურად სახელმწიფოზე დაყრდნობის გარეშე. ზნეობისათვის მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის-რეგულატორის ფუნქციის უარყოფა და მტკიცება, რომ ასეთ რეგულატორად მორალური მოთხოვნები შეიძლება ჩაითვალოს იმდენად, რამდენადაც ისინი სანქციონირდებიან სახელმწიფო ხელისუფლების მიერ, ავიწროებდა ზნეობის სფეროს. ხოლო მეორე მხრივ, ჰობსი მორალს სწყვეტდა არა მარტო ყოველგვარ რელიგიურ გავლენისგან არამედ იმ აბსოლუტური თვისებისაგან, რასაც მას რელიგიური ფილოსოფოსები და თეოლოგები მიაწერდნენ. 255. შინაგანი და გარეგანი სამყაროს დაპირისპირება და მასზე დამყარებული გამიჯვნა სამართლისა და ზნეობისა განყენებული მეტაფიზიკური მსჯელობების სახით გვხვდება კანტის ფილოსოფიაში. კანტის მოძღვრების თანახმად ზნეობა არ არის დამოკიდებული რაიმე გარეგან მიზეზზე, გრძნობასა და ავტორიტეტზე. ზნეობრივი კანონი წარმოადგენს ვალდებულების განკარგულებას თვით ვალდებულებისათვის და რამდენადაც, ეს კანონი დამოუკიდებელია გარეგანი პირობების გავლენისაგან, იგი უპირობოა, ხოლო ზნეობრივი ნება-ავტონომიური. 256. ზნეობრივი კანონის ბრძანება გამოიხატება კატეგორიულ იმპერატივში. ეს უპირობო და საერთო-სავალდებულო ნების მოთხოვნაა, რაც დამოუკიდებელია გარეგანი ფაქტორებისაგან; ასეთ ნებას კანტი ,,წმინდას“ უწოდებს. 257. კანტი ახერხებს დაასაბუთოს ,,კატეგორიული იმპერატივის“ უპირობობა იმით, რომ თითოეული ადამიანი ახორციელებს რა რაიმე მოქმედებას, უნდა ხელმძღვანელობდეს შემდეგი წესით, რომელიც კატეგორიული იმპერატივის პირველ ფორმულას შეადგენს: ,,მოიქეცი ისე, რომ შენი ნების მაქსიმა ყოველთვის იყოს საერთო კანონმდებლობის პრინციპიც“. 258. სამართალი კანტის მიერ გაიგება როგორც ადამიანთა ქცევის, რეგულატორი, რომლისთვისაც სულერთია ქცევის სუბიექტური მხარე, მისი მამოძრავებელი მოტივები. სამართლისათვის დამახასიათებელია იძულება, რაც მიუღებელია, ზნეობის სფეროში, რომლის კანონები მოვალეობის თავისუფალ შინაგან შეცნობას ეფუძნება. 259. თუკი სამართლისათვის ადამიანის სულიერი განწყობილება უცხო არ რჩება როგორც ეს დამახასიათებელია თანამედროვე სისხლისა და სამოქალაქო სამართლისათვის, მეორე მხრივ არც ზნეობა უარყოფს სავსებით ადამიანის ყოფაქცევას. ისიც მოითხოვს პიროვნებისაგან, რომ მან თავისი კეთილზნეობრივი განწყობილება გამოხატოს რაიმე მოქმედებაში-აცხადებს პროფ. ალ. ვაჩეიშვილი112. იგი, აკრიტიკებს რა თომაზიუსიდან მომდინარე აზრს ზნეობის როგორც შინაგანი და სამართლის, როგორც გარეგანი სფეროების მქონე კატეგორიების თეორიას, ასკვნის, რომ სამართალსა და ზნეობას შორის შეურიგებელი წინააღმდეგობა არ არსებობს. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ სამართალი და ზნეობა წარმოადგენენ სრულიად განცალკევებულ, ერთმანეთისაგან განშორებულ დარგებს. ამ შეუძლებლობის შეგნებამ გამოიწვია სხვა ფორმულის ჩამოყალიბება: სამართალს საქმე აქვს ,,უმთავრესად“ მოქმედებასთან, ხოლო ზნეობას კი ,,უმთავრესად“ განწყობილებასთან და სტიმულებთან113. 260. ჰოლენდი მკაცრად მიჯნავს ერთმანეთისაგან სამართალსა და ზნეობას; ზნეობა მას ესმის მხოლოდ როგორც ნებითი პროცესი, სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებისაგან (ELEMENT OF JURISP). სამართალსა და ზნეობას შორის განსხვავებას ამდენად აბსოლუტური ხასიათი აქვს. 261. თეორიაში წარმოიშვა საწინააღმდეგო მიმართულებაც, რომლის მიზანია სამართალი დაუქვემდებაროს ზნეობას. ამ მიმდინარეობას მიეკუთვნება დიდი გერმანელი თეორეტიკოსი გ. ელინეკი. მას მიაჩნია, რომ ზნეობისა და მისი განხორციელების საშუალების შემეცნებისათვის საჭიროა დავდგეთ ორ განსხვავებულ თვალსაზრისზე, ან მივაკუთნოთ ზნეობის წყარო მეტაფიზიკურ პრინციპს, რომელიც ღიაა აპრიორულად, ან შევეცადოთ მისი წარმოშობა გამოვიყვანოთ გამოცდილებიდან. ზნეობრივი კანონები წარმოადგენენ ნორმატიული კანონების სახეს, რომელთაც ვხვდებით მაშინ, როდესაც ნივთს განვიხილავთ ტელეოლოგიურად და მივუთითებთ გზაზე, რომლითაც ხორციელდება, მიიღწევა სასურველი მიზანმიმართება. ეს არის ის ნორმები, რომლებიც გამომდინარეობენ საზოგადოების წარმოშობის , არსებობისა და განვითარების პირობებიდან და მოითხოვენ თავიანთ განხორციელება ადამიანური ნებისაგან114. 262. ყოველ საზოგადოებრივ წყობას გააჩნია თავისი განსაკუთრებული სამართალი, რაც აუცილებლობიდან გამომდინარე, განსხვავდება ისტორიული და ნაციონალური თვალსაზრისით. საერთო ყოველგვარი სამართლისათვის მხოლოდ მისი კონსერვატიული ხასიათი და დამოკიდებულება ზნეობრიობასთან. სამართალი ისე ეფარდება ზნეობას, როგორც ნაწილი მთელს, როგორც შენობის ფუნდამენტი115. 263. სოციალური ეთიკის თვალსაზრისით სამართალი წარმოადგენს დამცავ მომენტს, ეთიკის ობიექტურ შინაარსს. სამართალი სხვა არაფერია თუ არა ეთიკური მინიმუმი. ობიექტურად იგი საზოგადოების ერთობის შენარჩუნების პირობაა, რადგანაც ადამიანის ნებისაგან დამოუკიდებელია, ანუ ეთიკური ნორმების EXISTENZMINIMUM-ია, ხოლო სუბიექტურად - ზნეობრივი მოქმედებისა და განწყობის მინიმუმი, რაც მოეთხოვებათ საზოგადოების წევრებს. 264. რაც უფრო შორს მიდის კულტურული განვითარება რომელიმე ხალხისა, მით უფრო მრავლდება ზნეობრივი კანონები, რომლებიც აუცილებელია მთლიანისა და ნაწილების დაცვისათვის; ამიტომაც ფართოვდება. სამართლის ზნეობრივ იდეებს ახორციელებს სრული მოცულობით დადებითი მხარით, ხოლო სამართალი − მათი უარყოფითი მხარით, მხოლოდ უკიდურესად გარეგან საზღვრებში. 265. ელინეკი ასევე მიიჩნევს, რომ სამართლის ზნეობრივი ხასიათი უპირატესად უმართლობაში ვლინდება: თუ განხორციელდა მოქმედება, რომლითაც ილახება ერთ-ერთი საფუძველი საზოგადოებრივი წესრიგისა, ისმება კითხვა არა მარტო იმაზე თუ რა მოხდა, არამედ იმაზეც თუ როგორ მოხდა. 266. მეორე პუნქტი, რომლითაც მტკიცდება, სამართლის განსხვავების უარყოფა ზნეობის მიმართ, არის სამართლის ნებართვა იმაზე, რაც დაუშვებელია მორალის მიერ. (NULLUS VIDETUR DOLO FOCERE,QUI SUO JURE UTITUR). ეს წინააღმდეგობა წყდება, თუ სამართალი გაიგება მისი ეთიკური მხარით, როგორც ზნეობრივი აუცილებლობის მინიმუმი. სამართლის, როგორც ზნეობის დაბალ საფეხურად განხილვისას ისპობა ყოველგვარი კონფლიქტი, რომელიც წარმოიშობა სამართლისა და მორალის დამოუკიდებელ ძალებად განხილვისას. (აქ ელინეკი ახდენს გამქირავებლის მორალის ანალიზს: იგი თუმცა არ იქცევა უაზროდ, მაგრამ უფრო ზნეობრივად მოიქცეოდა, თუ მას დაუთმობდა მოვალეს, რომელსაც ქირის გადახდით უკანასკნელი გროში ერთმევა)116. 268. ის ზნეობრივ მოთხოვნებში ეთიკურ მინიმუმს აღემატება, შეადგენს ზნეობას ვიწრო მნიშვნელობით. უკანასკნელის განხორციელება არ არის აუცილებელი, ის მხოლოდ სასურველია. 269. ვალლეშკას შეაქვს ცვლილება ელინეკის ფორმულაში. მისი აზრით სამართალი არის არა თვით ეთიკური მინიმუმი, არამედ იგი ამ მინიმუმის განხორციელებაა. ავტორი წერს: WIR KONEN UNS DES HALB AUCH NICHT EIN VERSTANDEN ERKLEREN MIT DEM SETZE, DASS DAS REICHT DAS ,, ETHISCHE MINIMUM” SEIN; DIE VERWIRKLICHUNG DAS EITHISCHEN MINIMUMS KANN DAS RECHT ALLENDINGS SEIN, ABER NICHT DAS MINIMUM SELBST”117. 270. სამართალი და ზნეობა კიდევ უფრო დაუკავშირა ერთმანეთს ორგანულმა სკოლამ. მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი არენსი ადამიანის ცხოვრების მიზნად სრულყოფისაკენ სწრაფვას თვლის. ხოლო სამართალი და ზნეობა კი ამ სიკეთისაკენ სწრაფვის განხორციელების ფორმებს წარმოადგენენ. ისინი უფრო მაღალი მეცნიერების-ეთიკის სახეობანი არიან. ზნეობა განიხილავს ადამიანის მოქმედების შინაგან მოტივებს, ე.ი. მის სუბიექტურ სახეობას. სამართალი კი -ობიექტურ მხარეს. შეხედულება, რომ არის წმინდა ზნეობრივი , ან წმინდა იურიდიული მოქმედება, მცდარია. ერთსა და იმავე მოქმედებას აქვს როგორც ზნეობრივი, ისე იურიდიული მხარე118. 271. გარკვეული სპეციფიურობით გამოირჩევა რ. იერინგის თეორია, რომელიც იძულებას სამართლის ნიშანდობლივ თვისედაბ თვლის. ე.ი. ის არის თავისუფალი მოსაზრების უარყოფა. ამიტომ იძულებითი მომენტი ახასიათებს არა მართო სამართალს, არამედ ზნეობასაც, რადგან ზნეობრივი წესიც აიძულებს ადამიანს იმოქმედოს განსაზღვრული მიმართულებით. მაგრამ ამ თეორიას იძულების ცნება ესმის ვიწრო მნიშვნელობით, როგორც გარეგნულად ორგანიზაციაქმნილი იძულება, რომელიც ეკუთვნის სახლემწიფოებრივ ორგანოებს119. 272. საინტერესოა იერინგის მოსაზრება ინტერესთა ბრძოლაში უფლებრივი გრძნობის დანიშნულების შესახებ ზნეობრივ ასპექტში. მისი აზრით, უფლება არის ინდივიდის არსებობის ზნეობრივი პირობა; დაცვა და განმტკიცება უფლებისა არის დაცვა და განმტკიცება პიროვნების თვითარსებობისა. 273. ინდივიდის მოვალეობად იერინგი პიროვნების შემზღუდავ უსამართლობასთან ბრძოლას მიიჩნევს. ბრძოლა არის მოვალეობა უფლებამოსილისა საკუთარი თავის წინაშე, რადგანაც იგი არის მცნება მორალური თვითარსებობისა, ბრძოლა არის მოვალეობა საზოგადოების წინაშეც, რადგან იგი საჭიროა უფლების განსახორციელებლად120. 274. ამგვარად, იერინგი ზნეობას სამართლის ჩამოყალიბების პროცესს უკავშირებს. ვინაიდან სამართალი ინდივიდთა მიზანზე დაფუძნებული ინტერესთა ბრძოლის რეზულტატია, ხოლო ასეთ ბრძოლას საფუძვლად სუბიექტის ზნეობრივი მოვალეობა − დაიცვას საკუთარი უფლებრივი გრძნობა-უდევს, სამართლის არსებობა და რეალიზაცია სუბიექტის ზნეობრივ მრწამსზე, მის მორალურ ღირებულებაზეა დამოკიდებული. 275. ,,ბუნებამ კაცობრიობა ორი უმაღლესი ხელისუფალი-ტანჯვისა და სიამოვნების წინაშე დააყენა. მხოლოდ მათ ძალუძთ განსაზღვრონ თუ რა შეგვიძლია და მიგვითითონ რა უნდა გავაკეთოთ. სარგებლობის პრინციპი ცნობს ასეთ დაქვემდებარებას და იღებს მას იმ სისტემის საფუძვლად, რომლის მიზანია ბედნიერების შენობის აგება გონებისა და კანონის ხელებით, − წერს ი. ბენტამი, ვინც სარგებლობს პრინციპზე ამყარებს სამართლისა და ზნეობის ბუნებრივ შინაარსს“121. 276. ი. ბენტამთან კერძო ეთიკა თავის მიზნად ბედნიერებას ისახავს. ამასთან, ავტორის აზრით, არც კანონმდებლობას შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზანი. კერძო ეთიკა მხედველობაში იღებს საზოგადოების თითოეული წევრის ბედნიერებას და მოქმედებას მსგავსად კანონმდებლობისა. უფრო მეტიც, აქტები, რომლებითაც ისინი დაკავებულ უნდა იყვნენ, ერთი და იგივეა. მაშ რაში მდგომარეობს მათ შორის განსხვავება. მდგომარეობს იმაში, რომ აქტები, რომლებითაც ისინი ხელმძღვანელობენ, თუმცა დიდი ხარისხით, მაგრამ არასრული მნიშვნელობით არიან იგივეობრივი. არ არსებობს ისეთი შემთხვევა, სადაც კერძო პირი ვალდებული არ იყოს წარმართოს თავისი მოქმედება საკუთარი და ახლობელთა ბედნიერების მოსაპოვებლად. მაგრამ არის შემთხვევები, როცა კანონმდებელი არ ცდილობს წარმართოს საზოგადოების თითოეული წევრის საქმიანობა. თითოეულმა ინდივიდუუმმა თავად უნდა განახორციელოს ყოველგვარი აქტი, რაც იძლევა პირობას იყოს კეთილისმყოფელი საზოგადოებისათვის, მაგრამ ყოველი ასეთი აქტის განხორციელებას კანონმდებელი არ უნდა აიძულებდეს. თითოეულმა ინდივიდუუმმა თავად უნდა შეიკავოს თავი ყოველი ისეთი აქტისაგან, რომელიც საზოგადოებას ზიანს უქადის. მაგრამ არა ყოველი ასეთი აქტისაგან შეკავებას უნდა აიძულებდეს ინდივიდს კანონმდებელი122. 277. თუ კანონმდებლობა პირდაპირი გზით ერევა ინდივიდის საქმიანობაში, ეს სასჯელის საშუალებით უნდა ხდებოდეს. ასე, როცა გვაქვს ისეთი შემთხვევა, სადაც კანონმდებლობა თუმცა არ ერთვება და ერთვება ან უნდა ჩაერთოს კერძო ეთიკა, − ეს არის ის შემთხვევა, რომელმაც უნდა მიგვითითოს საზღვარი მეცნიერების ამ ორ დარგს შორის. ასეთი შემთხვევა შეიძლება ოთხი სახისა შეგვხვდეს: 1) სადაც სასჯელის გამოყენება უსაფუძვლო იქნებოდა; 2) სადაც იგი იქნებოდა უქმი; 3) სადაც იგი იქნებოდა წამგებიანი; 4) სადაც იგი საჭირო არ იქნებოდა. 278. ზნეობრივი პათოლოგია არის სწავლება, ცოდნა გრძნობებზე, მისწრაფებებზე და მათი გავლენის შესახებ ბედნიერებაზე. კანონმდებლობას აქამდე საფუძვლად ჰქონდა უპირატესად მერყევი ნიადაგი ცრურწმენებისა და ინსტიქტებისა, მაგრამ მან როდესაც უნდა მონახოს მტკიცე საფუძველი გრძნობებისა და გამოცდილებებში. ამისათვის კი აუცილებელია ზნეობრივი თერმომეტრი, რომელიც გვიჩვენებდა ბედნიერებისა და ტანჯვის ყველა დონეს, ასკვნის ი. ბენტამი. 279. ასე, რომ ბენტამი სამართლისა და ზნეობის ურთიერთობას ახასიათებს როგორც საერთო სოციალური მიზნით დეტერმინირებული, მაგრამ განხორციელების სხვადასხვა შანსის მქონე ელემენტების ურთიერთობას. ზნეობას ეძლევა სოციალურ ურთიერთობათა ავტონომიური რეგულირების საშუალება, მაგრამ ასეთი რეგულაცია არ იძენს აბსოლუტურ ხასიათს. არის შემთხვევები, როცა ზნეობრივ ნორმებს არ ძალუძთ აღადგინონ დარღვეული წონასწორობა ურთიერთობის სუბიექტებს შორის. ასეთ ვითარებაში კერძო ურთიერთობებში ერთვება საჯარო სამართლის ნორმები, რომელთაც შესაძლებლობა ეძლევათ სასჯელის გამოყენების გზით მოაწესრიგონ ჩიხში შესული ურთიერთობანი. 280. სამართლის ზნეობრივი ღირებულების დასაბუთების თავისებურ ცდას იძლევა რუსი მეცნიერი ვ. სოლოვიოვი. იგი საერთოდ სამართალს განსაზღვრავს როგორც თანასწორობით გაპირობებულ თავისუფლებას123. ხოლო სიმართლე და სამართლიანობა, რაც ზნეობის გამოვლინების ფორმებია, სოლოვიოვის მითითებით, არის არა თანასწორობა საერთოდ, არამედ თანასწორია აუცილებელში124. იმისთვის, რომ დავადგინოთ ზნეობასა და სამართალს შორის განსხვავების პრინციპი, საჭიროა სამართალში მოიძებნოს ისეთი ელემენტები, რომელიც სრულად დამოუკიდებელია ზნეობისაგან. ეს თითქმის მიიღწევა სამართლის, როგორც დაცული ინტერესის განსაზღვრისას. ანუ სამართალი არის ინტერესთა ნორმა, რომელიც ექვემდებარება საჭირო დაცვას. კანონი სრულყოფილების ნაცვლად კმაყოფილდება ზნეობრივი მდგომარეობის დაბალი, მინიმალური დონით. 281. უმაღლესი ზნეობრივი მცნება წინასწარ არ აწესებს არავითარ განსაზღვრულ მოქმედებას, არამედ წარმოადგენს იდეალურ განწყობილებას გამოვლინდეს შესაბამის მოქმედებებში მოცემული მდგომარეობის არსებობისას. ხოლო სამართალი კი არის მოთხოვნა უმცირესი ზნეობრივი უთუო რეალიზაციისა, ანუ სამართლის არსებითი მიზანია უზრუნველყოფილი განხორციელება განსაზღვრული მინიმალური სიკეთისა სინამდვილეში. 282. ზნეობრივი სრულყოფილების როგორც შინაგანი მდგომარეობის მოთხოვნა გულისხმობს თავისუფალ ანუ ნებაყოფლობით შესრულებას. ამის საპირისპიროდ, ცნობილი კანონზომიერი წესრიგის ან რომელიმე დადებითი სიკეთის განსაზღვრული პირობების გარეგანი აღსრულება პირდაპირ ან ირიბად იძულების შესაძლებლობას. ამ სამი ნიშნის გათვალისწინებით ზნეობასთან მიმართებაში, სოლოვიოვი იძლევა სამართლის შემდეგ განსაზღვრებას: სამართალი არის განსაზღვრული მინიმალური სიკეთის ან ისეთი წესრიგის რეალიზაციის იძულებითი მოთხოვნა, რომელიც არ უშვებს ბოროტების ცნობილ უკიდურეს გამოვლინებას125. 283. გ. რადბრუხი ერთმანეთისგან ასხვავებს ერთი მხრივ სამართლისა და ჩვეულების, ხოლო მეორე მხრივ ზნეობის სფეროებს. პირველისათვის დამახასიათებელია ცხოვრება მის გარეთ, მისი თანაცხოვრება სხვა ადამიანებთან, ხოლო ზნეობისათვის-ადამიანის შინაგანი ცხოვრება, მისი ფსიქო-ემოციონალური სამყარო. ჩვეულებები და სამართალი ემსახურებიან ადამიანებს შორის ურთიერთობების სფეროს. ზნეობა კი თითოეულ ადამიანს თავისთავად, საკუთარი თავისადმი პატივისცემის გამოხატვას ემსახურება“126. 284. აღსანიშნავია რადბრუხისეული ვერსია საგნობრივი უსამართლობის არგუმენტებზე დაყრდნობით, რაც სამართლის ცალკეულ ნორმებს შეეხება. ამ ვერსიის თანახმად, კონფლიქტი პოზიტიურ სამართალსა და უსამართლობას შორის იმგვარად წყდება, რომ პოზიტიურ სამართალს, განსაკუთრებით სახელმწიფო კანონს მაშინაც კი უპირატესობა აქვს, როცა იგი უსამართლოა, ,,თუკი კანონის დაპირისპირებამ სამართლიანობის წინააღმდეგ არ მიაღწია ისეთ აუტანელ ზომას, რომ კანონი როგორც <<უსამართლო სამართალი>> სამართლიანობას უარყოფს. აქედან გამომდინარე, გამოთქმა <<უსამართლო სამართალი>> იგივეა რაც <<კანონიერი უსამართლობა>>. სამართლიანობის კრიტერიუმებს რადბრუხი იღებს ადამიანის და მოქალაქის უფლებათა ტრადიციებიდან, უწინარეს ყოვლისა კი თანასწორობის პრინციპიდან“127. 285. თანამედროვე იურიდიული აზროვნებისთვის დამახასიათებელი გახდა სამართლისა და ზნეობის ისეთი შეფარდება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის ფუნქციას-სამართლის სოციალურ ეფექტურობას. ამ მხრივ აღსანიშნავია პროფ. რ. დრაიერი, რომელიც თვლის, რომ სამართლის დეფინიცია იურიდიული თვალსაზრისით რაციონალურად უნდა შეიცავდეს ნორმის ან ნორმათა სისტემის ავტორიტარულ კანონიერებას, სოციალური ეფექტურობისა და მატერიალური სისწორის ელემენტებს. ამასთან, -წერს ავტორი, უეჭველი უნდა იყოს, რომ სისტემაზე დამოკიდებული ნორმებისათვის სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ სამართლის სისტემის შიგნით უპირატესობა ავტორიტარული კანონიერების ელემენტს ექნება და სოციალური ეფექტურობისა და მატერიალური სისწორის ელემენტების მეშვეობით მხოლოდ მოდიფიცირდება იგი. 286. ბოლოს, რ. დრაიერი იძლევა სამართლის შემდეგ განსაზღვრებას: ,, სამართალი არის ერთობლიობა იმ ნორმებისა, რომლებსაც მიაკუთვნებენ სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ ან სახელმწიფოთაშორის ნორმათა სისტემას, რამდენადაც იგი მთლიანად და სრულად სოციალურად ეფექტურია და წარმოაჩენს ეთიკური გამართლების ან გამართლებაუნარიანობის მინიმუმს და ასევე ერთობლიობა იმ ნორმებისა, რომლებიც ამ სისტემის წყობილების შესაბამისად არიან დადგენილი, რამეთუ ისინი, თავისთავად აღებული, სოციალური ეფექტურობის მინიმუმს, ანდა ეფექტურობის შანსებს და ეთიკური გამართლების, ანდა გამართლებაუნარიანობის შანსებს წარმოაჩენენ126. 2. კანონთა სულისძიება 287. სოციალურ ცხოვრებაში წარმოშობილი საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულირება ეკისრება ადამიანთა მიერ დადგენილ საყოველთაოდ სავალდებულო ნორმებს, ვინაიდან გარემო სამყაროს ყველაზე გონიერ პირებს ეს უკანასკნელი წარმოადგენს, და ამდენად, უპირატესად მკაფიოდ ადეკვატურად ითვისებს და ავლენს ბუნების მიერ ნაკარნახევ აუცილებლობას. 288. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ორი ჯგუფი ფუნქციონირებს. ბუნებითი ნორმები და პოზიტიური ნორმები. ტრადიციული გაგებით, ბუნებითი სამართლის ნორმებად მიიჩნევა ისეთი ზოგადი ნორმების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებელია ინდივიდთა ნებისაგან, თუ ადამიანები უნდა მოიქცნენ ასე და არა სხვაგვარად, მიუხედავად მათი სურვილისა ამას აბსოლუტური ხასიათი გააჩნია (მოქმედებს სუბიექტთა აბსოლუტურ უმრავლესობაზე), ვინაიდან მოცემული ნორმები კი არის თვით ადამიანების განმსაზღვრელი უმრავლესობის მიერ დადგენილი ზოგადი წესების ნაერთი. ამიტომ მათ პირობითად შეიძლება ადამიანური ნორმებიც ვუწოდოთ. არსობრივი თვალსაზრისით ისინი წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაში იმყოფებიან. პოზიტიური ნორმები გამოხატავენ ისეთ შინაარსობრივ მოცულობას, რაც მომავალში უნდა იყოს (ჯერარსებული კატეგორია), რადგან ამჟამად არ არსებობს. ხოლო ბუნებით (NATURALIS) ნორმები კი გამოხატავენ იმას, რაც არის და მომავალშიც იქნება. ერთის რეალიზაციის პრეტენზიას აკმაყოფილებს პოლიტიკური იძულების ინსტიტუტი, ხოლო მეორესას − გარემო სამყაროს ურთიერთქმედების ძალა. ერთი ამჟამად საყოველთაოდ სავალდებულოა, ხოლო მეორე მუდმივად − საყოველთაოდ სავალდებულო. 289. მოცემული მსჯელობის კვალობაზე საჭიროდ მიგვაჩნია დავსძინოდ, რომ როგორც ბუნებითი სამართლის ნორმების, ისე პოზიტიური სამართლის პირველსაწყის, შემოქმედს (SCHOPFER) წარმოადგენს ბუნების გონითი მართვის ძალა, ანუ ბუნება თავისი კანონზომიერებებით. ამასთან წამოიჭრება საკითხი: თუ ვამბობთ იმას, რომ როგორც ბუნებითი სამართლის, ისე დადებითი (პოზიტიური) სამართლის პირველსაწყისს, წყაროს წარმოადგენს ბუნება, რატომ ხდება, რომ მათ შორის შინაარსობრივი შეუსაბამობა არც ისე იშვიათია, და ასეთ სიტუაციაში საკაცობრიო ინტერესი ყოველთვის ბუნებითი სამართლის, როგორც მუდმივი სამართლის მხარეზეა. 290. მას შემდეგ, რაც ბუნების ქველმოქმედება ადამიანის შექმნასაც მისწვდა, სამყაროს არსებობის შინაარსიცა და ფორმაც ცვლილებებს დაექვემდებარა. ეს ცვლილებები უთუოდ გამოწვეული იყო ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების აუცილებლობით. ინდივიდი დაუპირისპირდა ბუნებას და მოახდინა მისი გარკვეული ხარისხის სპეკულირება, მაგრამ ეს ცვლილებები შეეხო მხოლოდ გარეგან, ზედაპირულ საგნებს, სიღრმეში, შინაგანი პირი უცვლელი დარჩა. მაგრამ რა გზით, საიდან და რა საშუალებით გახდა ეს ყოველივე ჩვენთვის ცნობილი? რატომ მივედით ასეთ დასკვნამდე? მოცემულ საკითხზე ცოდნას გვაწვდის ადამიანთა მონათხრობი, რაც თავის მხრივ გამოცდილების ნიადაგზე წარმოიშობა. 291. რა არის ადამიანის ცხოვრება, როგორ ვებრძოლოთ იმ სიძნელეებს, რაც ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე წარმოიშობა. ეს ითქმის სხვადასხვა ხასიათის, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ყოფილ ეკონომიკურ მატერიალურ პრობლემათა წარმოშობისა და გადალახვის აუცილებლობის ამოცანის დადგომის მომენტზე. არის მრავალგვარი შეხედულება-თეორია კაცობრიობის მიერ შემუშავებული. ყველა მათგანი მიუთითებს მხოლოდ ამქვეყნიური მეთოდებით და ხერხებით წამოჭრილ წაინააღმდეგობათა დაძლევა. ვთქვათ სახეზეა რაღაც ამოცანა, რას გადაჭრის აუცილებლობისაკენ მიისწრაფვის. ჩვენ, როგორც შინაგანად, ისე გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით იძულებულები ვართ გადავჭრათ ის: მოვახდინეთ სათანადო ძალების მობილიზება, დავამყარეთ კონტაქტები შესაბამის პუნქტებთან, გამოჩნდა რეალური იმედები. ვდგავართ ჯერაც გადაუჭრელ, პრობლემურ სიტუაციაში, თუმცა გამოსავალი არსებულიდან რეალურად ჩანს. რა ვქნათ? ბოლომდე დავძლიოთ ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობანი, ნებისყოფის ძალით გავიდეთ ფონს, თუ შევჩერდით, დავფიქრდით წინათ ჩათქმული ამოცანის გადალახვის მიზნით? ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ცხადია, არ უნდა მივეცეთ მოდუნებასა და დინების გარემოცვას, საკუთარი აქტივობით ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე და დავამარცხოთ წინააღმდეგობანი, მაგრამ გვაქვს კი ის სულიერი ძალა, რაც ყოფიერთან დამოკიდებულებით შეძლებს ბოლომდე გაყვეს დაწყებულ საქმეს, მივიდეთ იმ კონდიციამდე, როცა მიღებული გამარჯვებით გალაღებულნი მივეცემით განცხრომასა და სრულ თვითდაჯერებას. რა მოჰყვება ამას? იქნება კი ის მომავალი ცხოვრების, გამარჯვებებისა და შემხვედრ პრობლემებთან გამკლავების ელექსირი, თუ დავფიქრდებით, ერთის მხრივ, მართლაც უნდა მივდიოთ რეალურ გამარჯვებამდე. ჩვეულებრივ ფსიქოლოგიური მოვლენაა. ადამიანი, რომელიც სისტემატურად, ყოველ შემთხვევაში, უმეტესწილად ცხოვრების მანძილზე გამარჯვებებით არის გალაღებული, შინაგანად ექმნება თავისი თავისადმი რწმენა, შინაგანი რწმენის უნარი, ამით უყალიბდება ახალ ამოცანათა გამა-მოთხოვნილება შეეჭიდოს სიახლეს, ცდილობს გაითავისოს იგი, გახადოს თავისად შესაფერი და ჰქონდეს შემხებლობა მასთან. ამდენად, ამგვარად მომართული ადამიანი მრავალფეროვანი მიდრეკილების მქონეა. გააჩნიათ სიხალისე და ცნობისმოყვარეობა, მუდმივად წინსწრაფვის უნარი და სიცოხლისუნარიანობა. მივაღწევთ საწადელს. ერთხელ, ორჯერ და მრავალჯერ დავიპყროთ საოცნებო მწვერვალი, ვისიამოვნოთ, დავჯერდით გულს და სულს. მაგრამ ბოლოს შედეგი როგორია? არის კი ისეთი, როგორიც ბუნებრივად, ლოგიკურად უნდა ჰქონდეს ასეთ მოვლენას? სამწუხაროდ არა!!! გამარჯვებების ტრფიალნი ბოლოს რატომ რჩებიან შეზუდულნი, რატომ არ ჯერდებიან მიღწეულს და რატომ არიან მუდამ დაუცხრომელნი, ჩაფიქრებულნი და დაუკმაყოფილებელნი? შედეგი რა არის? რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ მარადიულ ლტოლვას წინისაკენ, სრულყოფილებისაკენ, თუ ამას სრულყოფილება ჰქვია? როგორც თანამედროვე მსოფლიოს საზოგადოებრიობის პოლიტიკურ კულტურული ცხოვრება გვიჩვენებს, ადამიანებს, რომლებიც სრულ ამქვეყნიურ ზენიტში იმყოფებიან, უჩნდებათ უფრო მძიმე და თითქოს გადაულახავი ამოცანები, ვიდრე არასმქონე და ინტერესთა უფრო ვიწრო წრის მქონე პირებს. თუ ერთი მხრივ გავიანგარიშებთ და ამას პროპორციის კანონით მივუდგებით, შევხედავთ რომ რაც უფრო დიდია ადამიანთა სწრაფვის ძალა და მიღწეული შედეგის მოცულობა, მით უფრო (დიდია) მეტი ამოცანათა სპექტრი წარმოიშობა. ეს უპირველეს ყოვლისა, მიღწეულის შენარჩუნებითა და ახლო სულიერი ლტოლვის სურვილის დაკმაყოფილებით არის განპირობებული. ასეთი ადამიანი ხომ მუდმივად მოუსვენარია. ღირს კი ასეთი მუდმივი ძალისხმევა და დაძაბულობა მიღწეულის შედეგების ფასად? აქვს კი ყოველივე ამას საკაცობრიო ინტერესი? აქ პრობლემადაა საკითხი, რაც უწინარეს ყოვლისა დგას თითოეული ინდივიდის წინაშე და რაც აინტერესებს თითოეულ ჩვენგანს, განსაკუთრებით იმას, რომელთა ცნობიერება და პიროვნული კონსტიტუცია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაზეა. 292. როგორც აღვნიშნეთ, ადამიანთა ერთი კატეგორია მუდმივად წინამსწრაფვია. ამ კატეგორიას დავარქვათ ,,მა+“ ანუ ,,მუდმივი აქტივი პოზიტივი“. მისი ცხოვრება მუდმივი პრობლემებით არის სავსე. ამ პრობლემებთან ჭიდილს მიაქვს დრო, ენერგია, ჯანმრთელობა, დაბოლოს _ სიცოცხლე. თუმცა მიღწეულით კვლავ უკმაყოფილონი არიან. მათ სულ უფრო მეტი და მეტი უნდათ, არ ჯერდებიან მიღწეულს და ამაშია სწორედ მათი სისუსტე და ცხოვრების უაზრობა. მაქსიმალიზმი ყოველთვის მინიმალიზმის მოსაზღვრეა წრიულ ბრუნვაში. უდიდესი წარმატება, უდიდესი მარცხის ტოლფასია. გამარჯვებული არასდროს ყოფილა ყოველთვის გამარჯვებული. მას არასდროს დაუპყრია სამყაროს შეცნობისა და ფლობის გასაღები. ვინც იმარჯვებს, ის მარცხდება; რადგან ის იბრძვის, თანაც მუდმივად იბრძვის და რაც უფრო დიდია ბრძოლის ველი მით უფრო მეტია მასში დამარცხების შიში. მაშინ რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? გავექცეთ შემხვედრ სიძნელეებს თუ გავხდეთ ,,მა+“-ები. აქ, ალბათ, კონტრასტულ ფილოსოფიას უნდა მივმართოთ. ცნებაში − ,, კონტრასტული ფილოსოფია“ გაგებულ უნდა იქნეს მისი სრული გაშინაარსება − კონტრასტების სიბრძნის სიყვარული. ანუ კონტრასტებში არსებობს რა შინაგანი სიბრძნე იგი წარმოშობს სიყვარულს. კონტრასტული ფილოსოფიის დანიშნულებაა საყოველთაო უნიფიკაცია, გაერთიანება, მშვიდობაა. იგი ამ მხრივ კავშირს პოულობს რელიგიას, რომლის არსიც კაცობრიობის სოლიდარობა და მათ შორის მშვიდობაა. კონტრასტულ ფილოსოფიას თავისი დიდი, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მის მიმდევრებად განხილულ უნდა იქნეს დიდი ჰუმანისტები, განმანათლებლები, რელიგიის ფილოსოფოსები. გამომდინარე თავად სახელწოდებებიდან, კონტრასტულ იდეებში, ფერებში, მიმდინარეობებს, ხალხებში არაფერი საუბედურო პანაციალური არ არსებობს. მათ შორის განსხვავების გაფეტიშება სოციალური ცხოვრების ქვედინებების პოლიტიკური და რელიგიური ბრძოლის შედეგია. ანუ ყოფითი გარემო ქმნის კონტრასტულ სიჭრელეს და მათი ელემენტების ურთიერთშეუთავსებლობის პანაციალურ მოდელებს. არაფერი უცხო, შეუფერებელი, მტრული თავისუფალი გონებისათვის არ არის. არც შეიძლება არსებობდეს ორი თანაბარწილი ძალის (ფარდობითად) იდეა, ცნება, ადამიანი და ა.შ. ეს ყველაფერი ადამიანის აგრესიული გონების ნაყოფია. ჰუმანიტარულ მეცნიერებაში არსებული წინააღმდეგობები გარკვეულწილად სისტემატიზირებული და ლოგიზირებულია. მაგრამ პრობლემებს, ვხედავთ სოციალურ ცხოვრებაში. პოლიტიკურ პროცესებში. მოვლენათა, საგანთა კონტრასტულობა ხომ ყოფით-უტილატური ინტერესების აჟიტირების შედეგია, რასაც რეზულტატად საზოგადოების პოლარირება და შესაბამისად სოციალური კატაკლიზმები მოჰყვება, აქედან კი − სოციალური ნიჰილიზმი, რაც პოლიტიკური დაპირისპირების მიმართ ევალებათ მოქალაქეებს. სად არის ზღვარი, ოქროს შუალედი, ცნობადი გამოსავალი წარმოქმნილი სოციალურ-ფსიქოლოგიური კრიზისიდან? საკითხი თავისი სისრულით ევენტუალურად რამდენიმეჯერ იქნა დაყენებული დიდი ჰუმანისტების მხრიდან, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ისევ ყოფით-უტილიტარული და პოლიტიკური მოტივებით ნიველირებულ იქნა. საუბარია კანტის, ნიცშეს, აინშტაინის, იასპირსის, ფუკოსა და სხვათა იდეებზე. მათ საყოველთაო ჰუმანისტური იდეების ქადაგებით სურდათ ქვეყნად მშვიდობის, აპოლარიზმის, კანონზომიერი ცხოვრების დამყარება. რაოდენ სამწუხაროა, რომ ესოდენ თვალუწვდენელი მოაზროვნეების ნაღვაწი მეხსიერებითა თუ შემეცნებითი სიმწირის გამო ცალმხრივად იქნა აღქმული და გატარებული ყოფით ცხოვრებაში. ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური კონიუნქტურის მსახურების ნამოქმედარია. 293. როგორც დავასკვენით, ამ უკანასკნელად ყოფნა კარგს არ გვიქადნის. ის მხოლოდ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ბადებს ჩვენში. მაშ, ბოლომდე მოვეშვეთ და მივეცეთ იზოლაციის მანიის ტყვეობაში. ცხადია, ვერც ეს დაგვიხსნის განსაცდელისაგან. სულგრძელობა ამქვეყნიური ცხოვრებიდან მხოლოდ უდიდესი რწმენის შემთხვევაში არის გამართლებული. ასეთები მხოლოდ ღვთისმოსავები არიან, რომელთაც ამქვეყნიურ ცხოვრებასთან არავითარი პრეტენზიები არ გააჩნიათ. მაგრამ სწამთ იმქვეყნიური მარადიული ცხოვრების მრავალჟამიური არსებობისა და სწორედ იქეთ მიისწრაფვიან. მათი ცხოვრების წესი პასოურობითა და თვითგვემით გამოირჩევა. მათი ცხოვრების დროშა პასიურობა, რწმენა და მარადიულობისაკენ სწრაფვაა. /უნდა გავარჩიოთ მარადიული სწრაფვა მარადიულობისაკენ სწრაფვისაგან/. ამიტომ ასეთი კატეგორიის ადამიანებს ვუწოდოთ ,,სმ-“ ანუ ,,სწრაფვა მარადიულისაკენ ნეგატივით“/ ე/ი/ ადამიანები ამქვეყნიურ ცხოვრებაში მხოლოდ უარყოფით მოვლენებს, ნეგატიურ ემოციების კომპლექსს ხედავენ არც კი ცდილობენ მათ გამოსწორებას. უაზრობად მიაჩნიათ იგი, რადგან ის, რაც დეფორმირებულია, რაც გასასწორებელია არ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ გამოსწორდება. თუმცა ამქვეყნიურ სამყაროში ყველაფერი დეფორმირებულად მიაჩნიათ, სრულყოფილი მხოლოდ იმქვეყნიური სამყაროს კუთვნილი დიდებაა. ისინი მუქი ფერებით უყურებენ ყველაფერ ამქვეყნიურს და მათი ლტოლვა მხოლოდ პასიური დუმილით ამოიწურება როგორ მივაღწიოთ რეალურ სრულყოფილებას. თუ არის რეალური საერთოდ რამე. თითქმის სტრესში ვვარდებით და მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს გავიდეთ ამ ცრუ, უაზრო სფეროდან გარეთ და ვიცხოვროთ უზრუნველად. ,,სმ-“ კატეგორიის ადამიანები თავისთავში შინაგანად კმაყოფილები არიან, მათ არ აწუხებთ კომპლექსი ზრუნვისა და შრომის ტვირთი. ისინი მხოლოდ თავიანთი თავის ყოფით არიან დაფიქსირებულნი, ისეთი ყოფით, რაც მარადიულობაში გადასვლის იმედით არის დაკავებული. ამ ამოცანის განხორციელების საშუალება კი ლოცვაა, სულიერი ლტოლვა, პასიური ზეადამიანური მიდრეკილება ღვთიურისაკენ, ანუ ისეთისაკენ, რის შესახებ რაიმე რეალური ყოფითი დოკუმენტალური არსენალი ამოწურვითი ხასიათისაა. როგორ მოვიქცეთ, მივბაძოთ კი ამ კატეგორიის ადამიანებს, მოგვცემს კი ის თვითკმაყოფილებისა და ბედნიერების თვითშეგნებას. ამაში შეიძლება დავრწმუნდეთ მხოლოდ მაშინ, როცა ხელთ არსებული ობიექტურად სარწმუნო ხასიათის მონაცემები გვექნება. ასეთი ჯერ-ჯერობით არა გვაქვს და ამიტომ თავს ვიკავებთ. 294. ამის გარეშე ხომ ჩვენთვის სრულიად უცნობი იქნებოდა ბუნების კანონზომიერებანი და არც დავინტერესდებოდით მათი არსებობის შესახებ. ამიტომ გარემო სამყაროს საყოველთაო წესრიგის შესახებ ცნობებს გვაწვდის ადამიანური გონება, თავის სპეციფიკურ აზროვნებაზე დაყრდნობით. ადამიანი ორნიშნოვანი თვისების მქონე არსებაა. მისი ერთი ნაწილი ჩაბმულია და მიეკუთვნება სოციალურ ცხოვრებას, ხოლო მეორე − ბუნების კანონზმიერებათა მოთხოვნილებებს. პირველ სფეროში მისი აგენტია გონება, აზროვნების სახით, ხოლო მეორე სფეროში კი მოქმედებს მისი ქვეცნობიერი სამყარო. 295. ამგვარად, ადამიანს შეუძლია მოქმედება როგორც წინასწარ გამიზნულად, გონიერად, ისე არაცნობიერად, იმპულსურად, ინტუიციური კარნახის მეშვეობით. საკითხავია, რომელი ტიპის ქცევაა უპირატესად იმანენტური და სარგებლიანი სუბიექტისათვის და ხომ არ წარმოადგენს ეს უკანასკნელი უფრო მიზანშეწონილ, ბუნებრივ გამოვლინებას ადამიანური არსებიდან. 296. სოციალური ცხოვრება ბევრი მოულოდნელობითა და კაზუსებით (შემთხვევებით) არის დატვირთული. ასეთი ყოფითი პერიპეტიებიდან სუბიექტი უმრავლეს შემთხვევაში თავის დაღწევასა და რეალური პოზიციის დაკავებას ვერ ახერხებს. ასეთ გაუგებარ სიტუაციაში იგი მთელი ძალისხმევით რთავს თავის გონებრივ შესაძლებლობებს: ცოდნას, გამოცდილებას, მსჯელობებს. მისი სწრაფვა ჭეშმარიტების შეცნობისაკენ დროში მოქმედებას ვერ იტანს და საბოლოოდ გამოაქვს საალბათო გადაწყვეტილება, რომლის რეალობას მხოლოდ პრაქტიკა ადასტურებს. ასე რომ, სუბიექტის მიერ მიღებული აქტი ან ჭეშმარიტი იქნება, ან არასწორი, არარეალური. ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არასწორია (ეს კი პროცენტულად ჭარბობს ჭეშმარიტი ხასიათის გადაწყვეტილებებს), სუბიექტს უწევს ადრე მიღებული აქტის გადასინჯვა და მასში გარკვეული ხარისხის კორექტივების შეტანა, ასე გრძელდება დაუსრულებლად. 297. როგორც ცნობილია, კანონთა წყაროების პირველად ნიმუშს წარმოადგენს ადამიანთა ისეთი ხასიათის ქცევა, რომელიც უზოგადეს თვისებას იძენს, თუ შეესაბამება ბუნებითი სამართლის ნორმებს და ტიპიურ ,,პროექტს“ შეიცავს. ამიტომ იგი შედარებით მასიურად ვრცელდება რაციონალურ სფეროში და მალე საყოველთაოდ სავალდებულო ნორმად იქცევა. ამას იგი თავისი სტაბილური ხასიათით აღწევს. 289. ვინაიდან პოზიტიური ნორმა (კანონი) დადგენისთანავე მუდმივობის პრეტენზიას ავლენს, მის ბუნებაში იმანენტურად უნდა შეიგრძნობოდეს სტაბილურობის მაქსიმალური ხასიათი. ამიტომ კანონთა წყაროდ, მის პირველსაწყისად სუბიექტის ისეთი ქცევა უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ტიპურ, უზოგადეს ნიმუშს წარმოადგენს მთელი საზოგადოებისათვის როგორც განვითარებული მსჯელობიდან ჩანს, ასეთ ქცევას ადამიანის არაცნობიერი სამყაროდან იმპულსურად ნაკარნახევ მოქმედებას ვაღიარებთ, ადამიანთა ასეთი არაცნობიერი ქცევები შესაბამისი რიტუალის არსებობისას ერთმანეთს აფასებენ და ქმნიან სოციალურ ურთიერთობათა ერთიან კომპლექს, მოდელს, რომელსაც შემდგომში ინსტიტუციური (სახელისუფლებო) წნეხის გავლენით სანქციას ადებს პოლიტიკური ხელისუფლება − იბადება პოზიტიური (დადებითი) კანონი, რომლის შესრულება უკვე უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით. 3. უფლებისა და სამართლის ცნებათა ურთიერთმიმართების ზოგიერთი სიმპტომატიკის შესახებ 299. ვფიქრობთ, სამართალშემოქმედების პროცესი, ისევე როგორც ნებისმიერი პროცედურა, მოითხოვს მასში მინაწილე სუბიექტთა უფლებრივი მიმართების გარკვევას ზოგადად სამართლის მიმართ. 300. იმისათვის, რომ გავერკვეთ თუ როგორია სამართლის სუბიექტთა მორალური მზაობა და მართლმიმართება სამართლის მოქმედების მიმართ, შემოგთავაზებთ გარკვეულ მეთოდიკას. 301. საკითხი ეხება თვით ცნებათა − უფლებასა და სამართლის ურთიერთმიმართების, შედარების, სამართლებრივ გამოკვლევას. ხოლო იმისათვის, რომ თავად ცნებათა რაობას ჩავწვდეთ, უპირატესად მათი ლინგვისტური არსი უნდა გამოვავლინოთ. 302. ქართულ ენაში სიტყვა ,,უფლება“ ძირეული სიტყვიდან − ,,უფალი“ − გამომდინარე უშუალოდ უკავშირდება ღმერთის არსს. ამ გაგებით, ადამიანს უფლებას − გარკვეული ინდივიდუალური ნების გამოვლენის ზოგად აღიარება-დაშვებას ღმერთი განაგებს. ხოლო სიტყვა ,,სამართალი“ ისევე როგორც მრავალი ხალხის ენაში, სწორთა, მართალთან, სამართლიანთან არის გაიგივებული. 303. მოკლე შედარებით-სამართლებრივი ექსკურსი შეგვაძლებინებს გამოვკვეთოთ ქართული სამართალგაგების ზოგიერთი სიმპტომი. 304. რუსულ და გერმანულ ენებში უფლებისა და სამართლის ცნებები ერთ შემეცნებით განზომილებაში ხვდებიან. მაგალითად, ,,პრავო“ − უფლება და ,,პრავო“-სამართალი; ,,ბერისტიგუნგ“-სამართალი და ,,რესტ“ − სამართალი. თითქმის იგივეობრივი მდგომარეობა გვაქვს ინგლისურ ენაში. ცხადია, აქ უღრმესი შემეცნებითი პროცესის განვითარება შეიძლება, მაგრამ თქვენს ყურადღებას ამჯერად რამდენიმე სიმპტომატურ რეალზე შევაჩერებ. 305. როგორც ნათქვამიდან ვლინდება, ქართულ უფლებრივ ცნობიერებაში, ადამიანის უფლებას ღმერთი განაგებს. ღმერთის წყალობით, მას შეუძლია დამოუკიდებლად გამოავლინოს და განახორციელოს საკუთარი ნება. ანუ ადამიანი ღმერთისგან ელის საკუთარი უფლებრივი ცხოვრების აღიარებას. თუ ღმერთის ნებაც იქნება, მხოლოდ მაშინ აღიარებს და განახორციელებს საკუთარი შეცნობილ ნებას. აქედან ჩანს, რომ უფლების შეცნობისა და განხორციელების ეტაპზე ქართული მართლგაგება უპირატესობას რელიგიურ /იგივე ბუნებით/ კანონზომიერებას ანიჭებს. 306. მხოლოდ შემდგომ, უფლების განხორციელებისას წარმოშობილი წინააღმდეგობისაა, სხვა სუბიექტთან დამოკიდებულებაში, ერთვება ქართულ ცნობიერებაში სამართალი, ოღონდ სიუზერენის /კეთილი გამგებლის/ ნება, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებაში დადგენილი სამართლითა და ექსკლუზიური კომპეტენციით აღადგენს კიდეც დარღვეულ სამართლიანობას. /ვფიქრობ, აქ ზედმეტი იქნება კონკრეტული მაგალითების მოყვანა როგორც ლიტერატურიდან, ისე ყოველდღიური სამართალწარმოების პერიპეტიებიდან/. 307. სხვა მდგომარეობა გვაქვს რომანულ-გერმანულ ცნობიერებაში. იმით, რომ უფლება და სამართალი ერთ ცნობიერ განზომილებაში მოაქცია, დასახელებული ოჯახის სისტემათა ხალხებმა იმთავითვე გამოხატეს საკუთარი არჩევანი-უპირატესობა მიენიჭებინათ პოზოტიური /დაწერილი/ სამართლისათვის. 308. ამასთან, ისეთი პოზიტიური სამართლისთვის, რაც სამართლიანობის, უფლებათა კეთილსინდისიერი განაწილების უცილობელ ნიშას რომ ატარებს, მტკიცებულებას რომაული სამართლისა, განსაკუთრებით იუს გენციუმის შინაარსი გამოდგება, რაც მაქსიმალურად ვრცელდება საზოგადოების ყველა ფენაზე და მათ შორის უფლებრივ დამოკიდებულებებსაც უპირატესად სამართლიანად განსაზღვრავდა. ამიტომ გერმანელი თუ რუსი მოქალაქე პრიორიტეტს საკუთარი უფლების შეცნობისა და განხორციელების დაშვების გზაზე დაწერილ, პოზიტიურ სამართალს ანიჭებდა, რაც გარკვეული დაკმაყოფილების გრძნობასაც აღძრავდა. ოღონდ, შემდგომ, კმაყოფილებას არა სიუზერენს, არამედ ღმერთს უმადლოდა /,,სპასიბო“ შეკვეცილი ფორმა სიტყვა ,,სპასი ბოგ“_იდან/. 309. ამ მხრივ ქართული დაწერილი სამართალი სხვა მიმართულებით განვითარდა. ქართული სამართლის ძეგლები: ,,ძეგლისდება“, ,,ბექა-აღბუღას სამართალი“, განსაკუთრებით ,,ვახტანგ მეექვსის სამართალი“ უპირატესად საჯარო ინტერესების დამცველ პოზიტიურ სამართლად ანუ საჯარო სამართლის ნიშნების მატარებლად გვევლინება. კერძო, ზოგად-ინდივიდუალური ინტერესები ნაკლებ დაცულობას განიცდიან მასში. თუმცა სიუზერენის ნება აქაც ღმერთის უზენაესის ნებასთან არის გაიგივებული. ეს ერთგვარად ღრმა ფეოდალიზმის ფესვებიდან პოულობს ამოსავალს. ადგილზე ინდივიდი რეალურად ღმერთის ანაბრად გრძნობს თავს. ხოლო საკუთარი უფლების რეალურ /აქტიურ/ განხორციელებას იგი მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფალთან პოულობს. იქვე ელის იგი სამართლიანობის აღდგენას. ამ მხრივ, ქართული სამართალგაგება გარკვეულწილად ბრიტანულ სამართალგაგებას ეხმიანება. /საუბარი მაქვს კანცლერის მიერ დადგენილ ,,სამართლიანობის სამართალზე“/, რაც თავის მხრივ ტრადიციულ /ჩვეულებით/ საწყისებს ეფუძნება. 310. აქ თქვენს ყურადღებას შევაჩერებ კიდევ ერთ სიმპტომატურ კავშირზე. ქართულ დაწერილ სამართალში უპირატესად საჯარო ინტერესი განიცდიდა დაცულობას, რაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თანხვდებოდა კერძო ინტერესებს. მხოლოდ ასეთი დამთხვევის ნიადაგზე ჰპოვებდა სამართლიან დამოკიდებულებას კერძო ინტერესი. დამოუკიდებლად კერძო სამართალს ფართო ,,მოხმარება“ არ გააჩნდა. კერძო სამართლის სფეროში ინდივიდები უპირატესად ჩვეულებითი ნორმების ამოქმედებას სჯერდებოდნენ, რაც საჯარო ინტერესთან წინააღმდეგობის შემთხვევებში ანულირდებოდა ხოლმე. ამიტომ თუ რომანული სისტემის ქვეყნებში სამართალმორჩილება უფლების აქტიურ რეალიზაციის კვალობაზე ყალიბდებოდა, ქართულ სამართალში იგი ღვთის მოშიშობასა და საჯარო /სახელმწიფო/ ინკვიზიციურ მარწუხებში უზრუნველიყოფდა. იგივე მოლოდინი ჩამოუყალიბდა მას სასამართლო სისტემისადმიც, რაც ერთგვარად ,,მეფის სასამართლოს’’ ნიშას ატარებდა. თუმცა რწმენა სასამართლოს მიერ სამართლიანი სამართლის დადგინებისა კერძო საკითხებში გარკვეულწილად ამაღლდა. ამის მიზეზი უპირატესად სასამართლოში საქმის გარჩევის ხელმისაწვდომობით უნდა აიხსნას. ოღონდ აქაც ქართული ცნობიერება არა პოზიტიური სამართლით ,,დადგენილ სამართალს“ ელოდა, არამედ − დაუწერელი /ჩვეულების/ ნორმებით აღდგენილ სამართლიანობას. 311. ვფიქრობ, ქართული სამართლებრივი გაგების ეს შედარებითი ექსკურსი ერთგვარ მეთოდურ დახმარებას გასწევს თანამედროვე ქართულ პოზიტიური სამართლის იმანენტური ელემენტების შეცნობაში, სადაც ძირითადი ინტერესები და გაქანება სწორედ საჯარო სამართალმა და მასთან დაკავშირებულმა სოციალურმა ელემენტებმა განიცადეს /პოლიტიკა, დიპლომატია, ,,პირველკაცობის ინსტიტუტი“ და ა.შ/. 312. მიუხედავად აღნიშნულისა, ვფიქრობ, რომ სამართალშემოქმედებაში უპირატესად ქართული ტრადიციული სამართალგაგებიდან უნდა ამოვიდეთ, მივცეთ მას სწორი ანალიზური განვითარების შესაძლებლობა, რაშიც მსოფლიო და უპირველესად ტრადიციული სამართალგაგების ქვეყნების გამოცდილება დაგვეხმარება. აქ მნიშვნელოვანწილად სასამართლო სამართაშემოქმედების განვითარების მიმართულებებს ვგულისხმობ. 4. სამართლიანობის იდეის ნორმატიული ბუნება და მისი საზრისი პოზიტიურ სამართალში /ანუ რა არის მართალი სამართალი/ 313. მოცემული თემის ირგვლივ ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე შევეცდები დავასაბუთო სამართლიანობის იდეის უპირატესი ნორმატიული ბუნების შინაარსი სხვა პრინციპებისა და იდეების მიმართ ისეთ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციაში, რომელიც პოლიტიკური სისტემის სრულყოფა-განვითარების პროცესში იმყოფება. ამასთან, საინტერესოა დასახელებული აზრისა და მნიშვნელობის განსაზღვრის სპეციფიკა პოზიტიურ სამართალში იმ სამართლებრივ მოვლენებთან დამოკიდებულებაში, რომლებიც სამართლის აზრის წვდომის ეტაპებად შეიძლება მივიჩნიოთ. 314. აღნიშნული პრობლემის ანალიზის თანმიმდევრულად გაშლისათვის უპრიანად მიგვაჩნია მას შევუქმნათ გარკვეული თეორიული ფონი, რასაც მართლწესრიგის შინაარსში ვხედავ. 315. თუ ვაღიარებთ იმ დებულებას, რომ მართლწესრიგი არის სამართლებრივი ნორმებისა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა ურთოერქთქმედების რეზულტატი, რაც გამოიხატება სამართალშეფარდების გზით სუბიექტის უფლება-მოვალეობათა აღიარება-გამიჯვნის ფორმით, უნდა მივიჩნიოთ, რომ მართლწესრიგი როგორც სამართლებრივი ცხოვრება, არის ფაქტობრივ პირობათა კომპლექსი, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შესაძლებლობა ეძლევა განახორციელოს თავისი უფლებამოსილებანი. და თუ მართლწესრიგს მივიჩნევთ ფაქტობრივ კატეგორიად, ანუ იმად, რაც არის, ამდენად იგი არსებითად უნდა გავმიჯნოთ პოზიტიური სამართლისაგან, ანუ ჯერარსობრივი კატეგორიისაგან. ეს განსხვავება გაპირობებულია იმითაც, რომ მართლწესრიგი მოვლენათა დინამიური განვითარების უშუალო გამოვლინებაა, იგი არის განხორციელებულ სამართლებრივ ღირებულებათა სისტემა129; რაც უნდა იყოს, გარკვეულწილად უკვე არის. მაგრამ ეს ,,ყოფნა’’ ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რაც შეგვაძლებინებდა სამომავლო უფლებრივი ცხოვრების პერსპექტივის განსაზღვრას. ე.ი. მართლწესრიგი არ მოიცავს სამართლის − ,,იდეალური მოდელის“ ხარისხს. იგი დამაკმაყოფილებელია მოცემულ ეტაპზე, მაგრამ მომავალში მან ცვლილებები უნდა განიცადოს. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია სამართლის იდეის მუდმივად გამოყენების კანონზომიერებაზე. 316. ადამიანის ბიოფსიქიკური ასიმეტრიულობა, მისი სისტემატურად მაძიებელი ბუნება ახალ-ახალ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა, საზღვრავს სამართლის იდეის მუდმივ სიახლესა და ნოვატორულობას. მაგრამ ეს არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ სამართლის ნორმები განვიხილოთ როგორც სოციალური ინფორმაციის საშუალებანი130. ,, ამ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ ფორმულით: კანონი მიღწეულის ფიქსაციაა“ პოზიტიური სამართლის ნორმა ლოგიკურად ასახავს ფაქტობრივ სიახლეს სუბიექტის ცნობიერებაში. იგი მხოლოდ ახდენს ადამიანის ცნობიერებაში უკვე მიღწეული უფლებრივი აღიარების დაფიქსირებას, დაკონკრეტებას, იმ პირობადადებას, რაც ბუნებრივად ისედაც გამომდინარეობს მოვლენის განვითარებისა და არსის თვისობრივი ახსნიდან. ამდენად, ნორმა არ შეიძლება ცალმხრივად მივიჩნიოთ, როგორც სოციალური ინფორმაციის საშუალება. 317. ის იდეა, რაც ამ ნორმაშია ჩამოყალიბებული, ადრევე საცნაური იყო სუბიექტისათვის. ნორმაში მოხდა მისი ფორმალური დადასტურება, ლოგიკური ჯაჭვით შეკავშირება. ამიტომ სამართლის იდეა მხოლოდ თავდაპირველად, ანუ მაშინ როცა ის აზრის სახით მოგვეცემა, არის ნორმატიული, ხოლო შემდგომ, მისი აღიარება-შემეცნების პროცესში, იგი ფორმალურ-დოგმატურ განზოგადებად იქცევა. ამიტომ ის, რაც სამართლის ნორმის სახით მოგვეცემა, სუბიექტისთვის ნაცნობია /ნაწილობრივ მაინც/ და რაიმე სიახლის შეძენა-შეთვისება კი არ მიმდინარეობს მისი პრომულგაციით, არამედ − უწინდელი მიღწეულის უზრუნველმყოფი ფორმით გამოხატვა. სამართლის ნორმა მეტადრე სუბიექტთა სოციალური კომუნიკაბელობის ლეგალური განმტკიცება-ასახვაა. კანონი უმთავრესად აკმაყოფილებს იმ ინდივიდთა პიროვნულ მისწრაფებებს, რომლებიც უმთავრესად განწყობილნი არიან მისი ფსიქიკური აღიარებისათვის, ხოლო საწინააღმდეგო პოლისზე მყოფი სუბიექტისათვის უფლებრივი ინტერესებისა და მიზნების განხორციელების რეალურ დაბრკოლებად იქცევა. 318. ახლა კი დავუბრუნდეთ დაწყებულ მსჯელობას. 319. მართალია, პოზიტიური სამართალი იცვლის ფორმას, შინაარსს, მაგრამ აზრი იმის შესახებ, რომ მისი დანიშნულება ადამიანთა საზოგადოებრივი ურთიერთობების უკეთესად რეგულირებაა, იგივე რჩება. მასში ორგანულადაა შერწყმული ინდივიდის, საზოგადოების, ხელისუფლების ფიქსირებული მიზნები, ანუ ის ტენდენციები, რაც თითოეულ ამ სუბიექტს გააჩნია დამოუკიდებლად. როგორც რ. იერინგი მიუთითებდა − ,,მიზანი სამართალში არის შემოქმედი’’ ეს მიზანი უნდა გავიგოთ სამომავლო, ფაქტობრივ უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებაში, ხოლო მისი მიღწევის საშუალებად ნორმაში ფორმულირებული ქცევის წესები უნდა მივიჩნიოთ. ამდენად, მართლწესრიგი, როგორც ნორმის რეალიზაციის რეზულტატი, ზოგადად მიზნის მიღწევად უნდა ჩავთვალოთ. ნორმის პრეტენზიული მისწრაფება განხორციელებისაკენ მართლწესრიგში პოულობს ისტორიულობას. 320. იმისათვის, რომ განვითარებული მსჯელობა უფრო საგნობრივი გავხადოთ და საკითხის კონკრეტულ შინაარსს ჩავწვდეთ, საჭიროა მართლწესრიგის ჩამოყალიბებაში მონაწილე სტრუქტურულ-იურიდიულ ელემენტებზე მითითება. ამასთან დაკავშირებით უადგილო არ იქნებოდა პროფ. ი. სურგულაძის მოსაზრება: ,,მართლწესრიგი წარმოადგენს არსებულის ონტოლოგიურად შეზღუდულ სფეროს და ხასიათდება საკუთარი კანონზომიერებებით. ის რთული იურიდიული კომპლექსია, რომელიც მოიცავს მართლურთიერთობათა სისტემას. მართლწესრიგი, როგორც მართლურთიერთობათა ერთიანობა, წარმოადგენს სამართლებრივი რეგულირების აბსტრაქტულ სისტემას. ასეთი სახით მას ვერ დავახასიათებთ როგორც მუდმივად შესაძლებელ სტადიას. მართლწესრიგში იურიდიული ელემენტების გარდა ჩართულია ფაქტობრივი რიგის განმსაზღვრელი ელემენტები, რომლებიც თავისთავად მოკლებულნი არიან იურიდიულ ხასიათს, თუმცა იურიდიულ მნიშვნელობას იძენენ სამართლებრივი ნორმებიდან. მართლწესრიგის ძირითადი ელემენტები − მართლურთიერთობანი იურიდიულ სინამდვილეში მოცემული არიან არა იზოლირებულად, არამედ განსაზღვრულ ერთიანობებში, გარკვეულ კომპლექსურ ფორმებში. ამასთან ერთად, არ ხასიათდებიან ერთნაირი მნიშვნელობით: მათში მოცემულია ისეთი მართლურთიერთობანი, რომელთაც აქვთ ფუძემდებლური მნიშვნელობა და ისეთი მართლურთიერთობანი, რომელთაც აქვთ დამოკიდებული მნიშვნელობა. ამრიგად, მართლურთიერთობათა ფარგლებში ჩვენ აღმოვაჩენთ ძირითად იურიდიულ კომპლექსს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ,,სტატუსი“ და ,,დამოკიდებული ურთიერთობები“131. 321. ამრიგად, მართლწესრიგი ჩვენ უნდა მოვიაზროთ, როგორც ერთობლიობა, კომპლექსი სხვადასხვა სამართლებრივი ღირებულების მქონე მართლურთიერთობებისა, იგი წარმოადგენს ისეთ ფაქტობრივ ვითარებას, რომლის დადგომაც გაპირობებულია როგორც ლეგარულ, ისე არალეგალურ ფორმებში მოცემულ უფლებრივ სინქრონული რეგულირებით, ან მათ მიერ რეგულირებადი სფეროების კანონზომიერი განაწილებითა და შეთანხმებული ურთიერთქმედებით. 322. ამრიგად, მივედით მართლწესრიგის ფორმირებაში მონაწილე სტრუქტურის დიფერეციაციის აუცილებლობამდე და იმ როლისა და მიმდევრობის განსაზღვრამდე, რისი შესრულებითა და დაცვით ისინი ახდენენ სამართლის მარადიული იდეის რეალიზაციას. 323. ადამიანთა შორის დამყარებული საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულირება სუბიექტის შემეცნებითი პროცესისა და მოქმედების რამდენიმე ეტაპს მოიცავს. იმისათვის, რომ სამართლის ნორმა, ანუ ქცევის ზოგადი წესი ჩამოყალიბდეს როგორც დასრულებული იურიდიული ფორმა, საჭიროა მასში გამოხატული აზრი თავდაპირველად ჩაისახოს სუბიექტის ცნობიერებაში იდეის სახით, ლოგოკურ მსჯელობათა სისტემად, რომლის ნამდვილად ქცევისათვის პიროვნება საზღვრავს ურთიერთობათა უნივერსალური რეგულირების ,,პროექტს“. ამდენად, წარმოშობილი იდეა სამართლისა გამოხატულებას პოულობს უფლება-მოვალეობათა განმსაზღვრელ ინსტიტუტებში − ნორმატიულ ფაქტებში, ჩვეულებით ნორმებსა და სამართლის /პოზიტიურ/ ნორმებში. 324. სამართლის იდეა უპირველესად ნორმატიულ ფაქტებში ფორმირდება და მასში ისხამს ხორცს, ხოლო შემდგომ ეტაპზე, როცა ნორმატიულ ფაქტებში მომხდარი ვითარება ობიექტური /სოციალურ-ეკონომიკური/ფაქტორების მოქმედება მეორდება და მიზეზშედეგობრივ რიგში თითქმის იგივე ურთიერთობანი ყალიბდება. ნორმატიულ ფაქტში მოცემული ქცევის წესები ტიპიურ შინაარსს იძენენ და რეალიზაციის პრეტენზიასაც ავლენენ. ხოლო, როდესაც აღნიშნული ურთიერთობანი სუბიექტთა გარკვეულად ფართო წრეს მოიცავს და ინდივიდებისათვის ისინი ყველა ტიპიურ შემთხვევაში სავალდებულო ძალას იძენს, ხელისუფლება იძულებულია აღიაროს მათი ნორმატიული შინაარსი სა საყოველთაოდ სავალდებულო ქცევის წესად აქციოს. ამით ნორმატიულ ფაქტებში სპონტანურად ჩამოყალიბებული კერძო-ინდივიდუალური ურთიერთობანი ჩვეულებით ნორმებში იღებენ შეფარდებით-ზოგად მნიშვნელობას. ხოლო მისი სანქციონირებისას სუბიექტთა განუსაზღვრელი წრისათვის სავალდებულო ქცევის წესებად იქცევიან, ანუ ხდებიან აბსოლუტურად ზოგადი ხასიათის ნორმები. 325. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ნორმატიული ფაქტები, როგორც უფრო პირველადი სამართალი, უშუალოდ არიან გამოყენებული პოზიტიური სამართლის მიზნებისათვის. ამას ადგილი აქვს ხელისუფლების მიერ სოციალური აქტივობის გამოვლენის დროს, როცა სახელმწიფოს გადაუდებლად მიაჩნია უკვე ისტორიად ქცეული ურთიერთობათა დაკანონება. 326. ამდენად, ყველა სიტუაციაში უფლებრივი აღიარების პროცესი მიმდინარეობს ქვევიდან ზევით. 327. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მოახდენს საზოგადოებრივი შეგნების პროდუქტს − სამართლის აზრის /იდეის/ დადგინებას /სანქციონირებას/ და ამით გარკვეულ პოლიტიკურ შეფერილობას მისცემს მას, ეს ერთგვარი კონსესუსის შინაარსს იძენს, ნორმა სტატიკურ მდგომარეობაში იმყოფება, უფლებრივი შემოქმედებით, იგი აბსტრაქტულად განსაზღვრულ სტატიკურ კატეგორიად გარდაიქმნება, რომლის ამოქმედება და სრულყოფა-განვითარების საზრისი მის რეალიზაციაშია. ამისთვის უპირატესად საჭიროა სუბიექტთა უმრავლესობამ იგი ფსიქიკურად აღიაროს როგორც საკუთარ ინტერესთა სფეროს შესაბამისი და ამით ნორმას ყველა შესაძლო სპეციფიკურ შემთხვევაში მისცეს განხორციელების ერთგვარი შანსი. ამით, განსაზღვრული სუბიექტური პირობების დადგომისას სამართლის ნორმა ეფექტიანი ხდება, მისი მოქმედება მართლწესრიგში გადაიზრდება. 328. იმისათვის, რომ პოზიტიური სამართლის ნორმა ამოქმედდეს და იქცეს კონკრეტულ გამოხატულებად, შეერწყას ადამიანთა სოციალური ურთიერთობების კომპლექსს და ჩამოაყალიბოს მართლწესრიგი, ვფიქრობ, საჭიროა რაღაც მამოძრავებელი ძალა, მოტივი, იმპულსი. ასეთ მოტივად ჩვენ სამართლიანობის იდეის ნორმატიულ ბუნებას მივიჩნევთ, რაც ობიექტურ შინაარსს მხოლოდ პოზიტიურ ნორმებში იძენს. კერძოდ, შევეხოთ სამართალში სამართლიანობის იდეის იმანენტურობის პრობლემას /იუს ცივილე ესტ ქუოდ სიბი პოპულის კონსტიტუიტ/. 329. სამართალი, როგორც ჯერარსობრივი მოვლენა, უნდა განვიხილოთ მისი უზოგადესი ბუნების − სამართლიანობის თვალსაზრისით, ვინაიდან სამართლის ნორმის პოზიტიურობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მოგვეცა რეალური ბაზა, მისი რეალიზაციის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ძირითადი პირობა. 330. სამართალი მხოლოდ მაშინ იღებს საგნობრივ შინაარსს, ე.ი. ემთხვევა თავის ბუნებრივ არსს, როცა იგი უმთავრესად შესაბამისობაშია საზოგადოების განმსაზღვრელი ფენის მიზნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოცემული ქცევის ზოგადი წესი ნორმატიული მსჯელობისაგან დამოუკიდებლად დაკარგავს სამართლის შინაარსს. ის ვერ გახდება საყოველთაოდ სავალდებულო და ამდენად, პოზიტიური სამართლის ნორმა რეალიზაციის გარეშე დარჩება ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ დოქტრინალურ დებულებად და მეტი არაფერი. 331. ამდენად, სამართლის საზრისი თანთხვევაშია სამართლიანობის შინაარსთან, რადგან სამართლის დანიშნულებითი მიმართება მოვლენისადმი − მოახდინოს მათი რეგულაცია − შეუძლებელი იქნება, თუ გააზრებული და აღიარებული არ იქნა ინდივიდთა იმ აუცილებელი უმრავლესობის მიერ, რომელთა იურიდიულად ღირებული ორიენტაცია განსაზღვრავდა სახელმწიფოში მართლწესრიგის დამკვიდრებას. ხოლო ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლწესრიგი არ ფორმირდება , ვერ ვიტყვით რომ სამართალი მოქმედებს. 332. აქ, შესაძლებელია, წამოიჭრას პოზიტიური ნორმის სახელმწიფოებრივ-იძულებითი წესით ამოქმედების საკითხი, მაგრამ იძულებითი ძალა არასოდეს არ იქნება ის განმაპირობებელი ატრიბუტი, რომელსაც ხელეწიფება ნორმის მოთხოვნათა შედარებით მთლიანი და სრული დაკმაყოფილება მისი განხორციელების ყველა შესაძლებელ შემთხვევაში; შედარებით მთლიანი, რადგან ასეთი სამართლის ნორმა ვერ მოიცავს მისი რეგულირების სფეროში წარმოშობილ ურთიერთობათა ყველა სპეციფიკურ , შესაძლებელ ვარიანტს. ინდივიდს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი მოთხოვნილების ლეგალურ-იმპერატიული აკრძალვის სიმკაცრე, ყოველნაირად ეცდება თავისი ინტერესი ფარულად, ლატენტურად განახორციელოს − ეს ამკრძალავი ნორმების მოქმედებასთან დაკავშირებით; ხოლო როცა გვეძლევა პრივილეგირებული /უფლებათა აღმჭურველი/ ნორმები, ამ შემთხვევაშიც თუ იგი სამართლიანობის პრინციპს არ ეთანაწყობა, ადამიანთა განსაზღვრული უმრავლესობის მიერ არ იქნება აღიარებული, ვინაიდან იგი უცხოა მისთვის, შეუსაბამოა, ამიტომ ზედმეტი სირთულეების წარმოშობის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით შეეცდება სხა, მისთვის უფრო მისაღები, სასურველი გზით /თუნდაც ერთი შეხედვით უფრო მეტ სიძნელეს წარმოადგენდეს/ მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზაცია. 333. რაც შეეხება სრულად განხორციელებას ნორმისას, ეს უნდა მოვიაზროთ ნორმის იძულებითი ამოქმედების პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების თავისებურებათა გათვალისწინებით. ამ მხრივ საყურადღებოდ მიგვაჩნია გერმანელი პროფესორის რ. დრაიერის კონცეფცია: ,, სამართალი არის ერთობლიობა იმ ნორმებისა, რომლებიც მიეკუთვნებიან სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ... ნორმათა სისტემას, რამდენადაც იგი მთლიანად და სრულად სოციალურად ეფექტურია და წარმოაჩენს ,,ეთიკური გამართლება“ სამართლისა სხვა არაფერია თუ არა სამართლის სამართლიანობის იდეის შეცნობა, ვინაიდან სამართლიანობა თავისთავად ეთიკურ გამართლებასაც მოიცავს. 334. ახლა, ვფიქრობთ, უინტერესო არ იქნება იმ საკითხის გარკვევა, თუ რამდენად იმანენტურია სამართლიანობის იდეა ნორმატიული ფაქტებისათვის. უფრო ზუსტად კი, არის კი საერთოდ იმანენტური მისთვის იდეა სამართლიანობისა132. 335. ვინაიდან ნორმატიული ფაქტები კონკრეტულ ღირებულებით ელემენტებს შეიცავენ და ამდენად მოწოდებულნი არიან დაარეგულირონ მხოლოდ ინდივიდუალურად განსაზღვრული მართლურთიერთობათა კომპლექსი, ცხადია მათი ბუნება ყალიბდება სუბიექტთა ნების კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გამოვლინების მიზანშეწონილობაზე, რაც უთუოდ გულისხმობს მეორე მხარის ღირებულებითი ორიენტაციის გათვალისწინებას. ამიტომ ნორმატიული ფაქტების სიმყარე და ნორმატიული ბუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად წარმოიშობა მათი გამოყენების აუცილებლობა. ამას კი განაპირობებს თვით ნორმატიულ ფაქტში გათვალისწინებულ მოქმედებათა მიზანშეწონილობითი ბუნება, რაც გამომდინარეობს სუბიექტის ნებითი და ინტელექტუალური სფეროს მიხედულებიდან, რამდენად არის მოცემული მოქმედების მიზანშეწონილობითი ღირებულება კონკრეტული პიროვნების /სუბიექტის/ მიერ აღიარებული როგორც მოთხოვნილების დაკმაყოფილების ნებისმიერი გზა. 336. ამგვარად ცხადი ხდება, რომ აქ სამართლიანობის იდეას მეორეხარისხოვანი ადგილი უკავია. მას ამ შემთხვევაში მხოლოდ კატალიზატორის ფუნქცია შეასრულოს, დააჩქაროს ჩამოყალიბებულ ფაქტობრივ ურთიერთობათა ჩვეულებით ნორმებად ქცევა. რაც უფრო საყოველთაოდ მისაღებია აღნიშნულ ურთიერთობაში სუბიექტთა განსაზღვრული უფლებამოსილებანი, რამდენად მთლიანად მოხდა მისი ფსიქიკური აღიარება, იმდენად სამართლიანია სუბიექტებს შორის სპონტანურად ფორმირებულ ურთიერთობათა სისტემა. ამიტომ, ნორმატიული ფაქტებისათვის სამართლისაგან განსხვავებით დამახასიათებელია, ტიპიურია, იმანენტურია არა იმდენად სამართლიანობის იდეა, რამდენადაც ნებითი მიზანშეწონილობის ბუნება. ისინი თავიანთ ნორმატიულობას /სიმყარეს/ სუბიექტის თავისუფალ ნებაში პოულობენ, რაც ნაკარნახევია კონკრეტული სიტუაციის მიზანშეწონილობითი შეფასებით. 337. ახლა კი გადავიდეთ მართლწესრიგის ორიენტაციის საკითხზე სამართლიანობის იდეის მიმართ. მართლწესრიგი, როგორც აღინიშნა, მოიცავს კონკრეტულ ნორმათა/ შეფარდების აქტები, ნორმატიული ფაქტები, ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების კონკრეტული გადაწყვეტილებები/ ერთობლიობას. ,,მართლწესრიგი არის სამართლის და ფაქტობრივ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ურთიერთშეგუების რეზულტატი სამართლის შეფარდებისა და უფლება-მოვალეობის განხორციელების პროცესში“ /ბ. სავანელი/. ვინაიდან მართლწესრიგი ორი ფენომენის _სამართლისა და საზოგადოებაში ფაქტობრივად დამყარებულ ურთიერთობათა შეთვისების შედეგია, ამდენად, იგი სამართლიანობის თვისებას ატარებს იმ ხარისხით, თუ რამდენად მაღალია მათი ურთიერთშეგუების კოეფიციენტი. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალს არ შესწევს უნარი შეეთვისოს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, მაშინ ფაქტიურად უცვლელი რჩება მოცემულ სოციალურ ურთიერთობათა შინაარსი. სამართალი ვერ ახერხებს მათ მოწესრიგებას და ამის შედეგად მყარდება შეფარდებითი მართლწესრიგი და ეს შეფარდებითობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სრული მოცულობით შეიცავს სამართლის ნორმებისაგან დამოუკიდებლად მოქმედი სოციალური ნორმები სამართლიანობის შინაარსს, რამდენად განსაზღვრულია ნორმატიულ ფაქტებში და ჩვეულებით ნორმებში /ტრადიციებში/ სამართლიანობის იდეა. 338. მოტანილი მსჯელობიდან შემდეგი დასკვნის გაკეთება შეიძლება: სამართლიანობის იდეა იმანენტურ თვისებას წარმოადგენს მხოლოდ პოზიტიური სამართლისათვის, ნორმატიული ფაქტებისათვის იგი ფაკულტატური ღირებულების მქონეა, ხოლო მართლწესრიგში მისი არსებობა სამართლისა და ფაქტობრივ საზოგადოებრივ ურთიერთობათა შეთვისება-შესაბამისობაზეა დამოკიდებული. 339. სამართლისათვის სამართლიანობის იდეა იმანენტურია არა იმიტომ, რომ ეს თვით სახელდებიდან უნდა იგულისხმებოდეს, არამედ იმიტომ, რომ მის შემოქმედებით პირველსაწყისს ხალხი, ანუ ინდივიდთა ერთობა წარმოადგენს, რომელიც გადაწყვეტილებას უმრავლესობის ნების შესაბამისად იღებს, − ეს ერთი მხარე133. 340. სამართალში გამოხატულია სუბიექტის არა რაიმე კონკრეტული შემთხვევისათვის გათვალისწინებული სპეციფიკური სამართლებრივი რეგულირების სისტემა, არამედ ასეთი რეგულირების ზოგადი სქემა, და იგი წინასწარ განსაზღვრულია მრავალ ერთგვაროვან ურთიერთობათა მოწესრიგებისათვის, − ეს მეორე მხარე. 341. სამართალში გვეძლევა არა ის რაც მოხდა, ისტორიად იქცა და ამით დაადასტურა თავისი არსებობა, არამედ ის, რაც უნდა მოხდეს ყველა შესაძლებელ შემთხვევაში და რადგანაც იგი მომავალში რაიმეს მოხდენას გულისხმობს, მასში ჩამოყალიბებული ურთიერთობათა მომწესრიგებელი პროექტი უნდა იყოს იდეალური, უნივერსალური, დადებითი ღირებულების მქონე. ის, რაც ადამიანების მიერ წინასწარ განისაზღვრება. ანდა ფასდება, ყოველთვის სამართლიან თვისებას იძენს, რადგან იგი ჯერ ერთი, მიღებულია საზოგადოების განმსაზღვრელი უმრავლესობის მიერ; მეორე, იგი შეიცავს მრავალჯერ განმეორების პერსპექტიულ შანსს; მესამე, იგი წარმოადგენს თავისუფალი ნების იდეალურ გამოვლინებას. 342. ცხადია, თუ პოზიტიური სამართლისათვის სამართლიანობის იდეა იმანენტურია და ეს თვისება მას უნივერსალურ ღირებულებას ანიჭებს, მაშინ სოციალურ ურთიერთობათა უპირატესი რეგულირების უფლებაც დადებით სამართალს უნდა მივაკუთვნოთ. ე.ი. მას ახასიათებს ურთიერთობათა მოწესრიგების უპირატესი უნარი, რაც იმით არის უზრუნველყოფილი, რომ იგი სამართლიანობის წმინდა ღირებულებას შეიცავს. ამდენად, პოზიტიური სამართლის ნორმატივობას სამართლიანობის იდეის ნორმატიული ბუნება აპირობებს. 343. აქ, ბუნებრივია, წამოიჭრება საკითხი იმის შესახებ, რომ აღნიშნული დებულებები საერთოდ უარყოფენ ,,უსამართლო სამართლის“ არსებობის შესაძლებლობას. ჩვენი აზრით, აბსოლუტურად არასამართლიან ნიადაგზე წარმოშობილი სამართლის არსებობა არარეალური თეზაა. რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში გვეძლევა პოზიტიური სამართლის ისეთი ნორმები, რომელთა შინაარსი შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ზნეობისა და სამართლის საერთო მოთხოვნებს, მაგრამ გამოვრიცხავთ ,,უსამართლო სამართლის“ არსებობას მთლიანობაში, როგორც ნორმათა ერთიან სისტემაში. პოზიტიური სამართალი კომპლექსში შეიცავს სამართლიანობის იდეის წნევის მინიმუმს მაინც, რომელიც მოცემულ ნორმათა სისტემას განსაზღვრავს, როგორც სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედ ობიექტურ ღირებულებას. 344. სამართლიანობის იდეის ნორმატიული ბუნება მის ზომიერ, გამაწონასწორებელ ხასიათშია. მისთვის მიუღებელია უკიდურესობათა გადალახვის მიდრეკილება. ასეთ სიტუაციაშია სუბიექტი შეიძლება მართლად მოქმედებდეს რომელიმე სხვა პირის მიმართ, მაგრამ უსამართლოდ იქცევა ზოგადად საზოგადოებრივი თანაცხოვრების სისტემის მიმართ, არღვევს სოციალური სოლიდარობის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას. ასეთ ქმედებებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ცალკეულ ვითარებებში, ისეთ სიტუაციაში, როცა სუბიექტის განწყობას, მისწრაფებას, სრულად აღასრულოს აღმოცენებული მიზანდასახულობანი არსებითი დაბრკოლება არ ხვდება. სუბიექტის ასეთმა ქცევამ მხოლოდ გარკვეულ პირთა წრეში ან გარკვეული დროის მონაკვეთში შეიძლება შეიძინოს მაგალითის გავლენა. უმრავლეს შემთხვევაში კი სოციალურ ურთიერთობებში დაწინაურდება სამართლიანობის წმინდა იდეა − ობიექტური სამართლიანობის პრინციპები, რაც სოციალური თანაცხოვრებისა და სოლიდარობის მიდრეკილებიდან გამომდინარე სოციალურ სამართლიანობაში ჰპოულობს ასახვას. 345. ჩვენ ვცნობთ სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის ფარგლებში ობიექტურად დასაშვებ სოციალური ეთიკით გამართლებული სამართლიანობის იდეას, რომლის ნორმატიული ბუნება სწორედ მის ზომიერებასა და ობიექტურობაშია იმ გაგებით, რომ იგი ყველა შემთხვევაში შეიცავს ურთიერთობათა სტაბილური რეგულირების მექანიზმს. ხოლო ისეთი პოზიტიური სამართალი, რომელიც შინაგანად არ ატარებს სამართლიანობის შინაარსს, ვერ ჩაითვლება მოქმედ სამართლად, ვინაიდან არ გააჩნია ის მოტივაციური ძალა , რასაც ნორმატიული ბუნება აძლევს მას. არანორმატიული ბუნების მქონე სამართლის სისტემას კი პოზიტიურ სამართლად ვერ ვაღიარებთ. 346. ამდენად, სამართლიანობის იდეა პოზიტიური სამართლისათვის იმანენტურია რამეთუ იგი შეიცავს იმ აუცილებელ შინაარსს სამართლის ნამდვილობისა, რასაც ნორმატივობა ეწოდება, სამართლის ნორმატიული ბუნება კი მართალი სამართლის არსებობას გულისხმობს.   თავი VI ძ ი რ ი თ ა დ ი დ ა ს კ ვ ნ ე ბ ი შრომის დასასრულს უპრიანად მიგვაჩნია დავაკონკრეტოთ თითოეული თავის შესაბამისად ჩვენი შეხედულებათა სისტემა დასკვნათა სახით: 1) სახელმწიფო-სამართლებრივი ცხოვრების რეფორმირების პროცესი გულისხმობს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მიმდინარეობას. სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ცნებაში ფიქსირებულია არსი სახელმწიფოებრიობისა, რომელიც მოითხოვს სრულყოფა-განვითარებასა და განმტკიცებას. იგი მოიცავს პროცესს, რაც მოითხოვს უკვე არსებული ინსტიტუტებისა და სტრუქტურების სინქრონულ გარდაქმნას. ამასთან, მნიშვნელოვანია მოცემული პროცესის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი აზრის გამომუშავების იმპულსების გააზრებაც. საინტერესოა ისეთი ფუნდამენტური სოციალური მოვლენების აზრობრივი დატვირთვის შეცნობა, როგორიცაა სამართალი, ზნეობა, ადათი, მართლშეგნება. 2) ვინაიდან პოლიტიკური რეფომირების ღონისძიებათა რეალიზება მოითხოვს გარკვეული ცვლილებების შეტანას სახელმწიფოს სამართლებრივ ცხოვრებაში, ამიტომ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სტრატეგიულ მიზნად ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მივიჩნევთ. ამ უკანასკნელმა სრულყოფილი ფორმა კონსტიტუციით გამაგრებული პოლიტიკურ სისტემაში მიიღო. ხოლო კანონის ავტორიტეტი, უზენაესობა, ისე არა ერთ წყობაში არა მკაფიოდ გამოხატული, როგორც კონსტიტუციურ სახელმწიფო სისტემაში. 3) პოლიტიკურად ორგანიზებული სოციალური თანაცხოვრების ერთადერთი და უძირითადესი სუბიექტური მხარის ელემენტია სახელმწიფოებრივი მართლშეგნება. სახელმწიფოებრივი მართლშეგნება არის სოციალური შეგნების უმაღლესი ფორმა, რომელიც მორალურ-სამართლებრივ იდეოლოგიაზე დაყრდნობით ასაბუთებს საზოგადოების სახელმწიფოებრივად არსებობის აზრის ჭეშმარიტებას. 4) სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი ეხება ხელისუფლების მორალურ-სამართლებრივი ატრიბუტიკის სისტემატიზაციის ამოცანებსაც. ჩვენთვის მისაღებია ისეთი ხელისუფლება, რომლის სუბიექტები მათთვის სავალდებულო ზნეობრივი და იურიდიული ნიშანთვისებათა გაზიარებით გონების წმინდა განსჯითი უნარის შესაბამისად იხელმძღვანელებენ. 5) პოზიტიური სამართლის ნამდვილობა ეფუძნება მის შინაარსში ბუნებრივად შეთვისებული ნორმატიული თვისების მქონე სამართლიანობის იდეას, რომელიც პოლიტიკურ-სამართლებრივ ცხოვრებაში უცილობელ ობიექტივაციას განიცდის. ვინაიდან, სახელმწიფოებრივი თანაცხოვრება ადამიანთა კეთილდღეობის ძირითადი წინამძღვარია, ამიტომ სუბიექტი მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის მხოლოდ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციაშია მოწოდებული. წარმოუდგენელია ადამიანთა თავისუფლება, თანასწორობა და ბედნიერება სახელმწიფოებრივი არსებობის გარეშე. და თუ სახელმწიფო წარმოადგენს ძირითად სიკეთეს, რომლის მიზანი ხალხის მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფაა, ხელისუფლების მიერ დადგენილი პოზიტიური სამართალი, რაც თავის მხრივ ეროვნული სულის ემანაციაა, უთუოდ შეიცავს ადამიანთა თანასწორობას თავისუფლებისა და უსაფრთოებისაკენ სწრაფვის იმანენტურ ნიშნებს. სწორედ ამას ეფუძნება სამართლიანობის იდეის ნორმატიული ბუნება. ამგვარად, ჩვენს თეორიულ მიზანდასახულობას წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის ფონზე, რაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს, დაგვესაბუთებინა სახელმწიფოებრივი ცხოვრების აზრის ჭეშმარიტება. სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების აუცილებლობის პრინციპი სუბიექტურ საფუძველს მოქალაქის სახელმწიფოებრივ მართლშეგნებაში ნახულობს, ხოლო ობიექტურს − პოზიტიური სამართლისათვის სამართლიანობის იდეის იმანენტურობაში. ხელისუფლების მორალურ-სამართლებრივი სრულყოფილებისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა (კანონიერება, კეთილგონიერება, ერთგულება და ა.შ.) აუცილებელია ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მიზანდასახული გაძღოლისათვის. ვინაიდან აქ საქმე ეხება ერთ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ, საერთო ფსიქიკური და ეკონომიკური მიმართების მქონე სუბიექტებს. ეროვნული ცნობიერების (სულის) შინაგანი მთლიანობა აპირობებს მათ ერთსახოვან დამოკიდებულებას ფაქტებისა და მოვლენების ანალიტიკური ჭვრეტისას. მათ ასეთ ცალსახა მიხედულებას გვირგვინად აზის ნაციონალური სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რომელშიც გამოხატულია ხალხის ეროვნული მენტალიტეტი. აღნიშნულ გარემოებათა გაზიარებით, ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით არც ერთ შემთხვევაში არ უნდა უღალატოს თავის მორალურ-სამართლებრივი სახის იმანენტურ ნიშნებს. განსხვავებულ ვითარებასთან გვეძლევა საქმე საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობებში. აქ ხელისუფლებამ უპირატესად უნდა გამოიჩინოს პროგრამული ხედვისა და მოქმედების უნარი. ქვეყნის გარეთ ჩვენ ვერ მოვითხოვთ ჩვენ ეროვნულ ტრადიციულ ჩვევების ადეკვატურ აღქმას. ვინაიდან ეს, თავის მხრივ შესაძლებელია მიუწვდომელიც იყოს განსხვავებულ ფსიქიკური კონსტიტუციის მქონე ხალხისათვის, ხოლო შემდეგ, კიდეც რომ გააცნობიეროს ამ უკანასკნელმა ჩვენი ტრადიციების შინაარსი და დანიშნულება, გადამწყვეტ (ექსტრემალურ) მომენტში მაინც საკუთარი სარგებლობის პრინციპიდან ამოვა. ეს, ცხადია, საკმაოდ მიღებული და გამართლებული მოვლენაა საერთაშორისო-სამართლებრივი პრაქტიკისათვის. როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებში სხვა ატრიბუტულ ნიშნებთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ძალაუფლების სიმტკიცესა და მის ავტორიტეტულ მდგომარეობას საზოგადოებაში. ძალა უუნაროა ავტორიტეტის გარეშე და პირიქით − ავტორიტეტი უშინაარსო ძალის გარეშე. ძალა არის სუბიექტის უნარი ავტორიტეტის გამოგონებით შეუფერხებლად განახორციელოს ნებითი მიზანდასახულობა, რომელიც გვეძლევა სამხედრო (ძალა) და პოლიტიკური (ავტორიტეტი) ძლევამოსილების სახით. ხოლო ავტორიტეტი კი არის სუბიექტის ისეთი სოციალური ღირსება, რაც ძალის გარეშე მიზნის რეალიზაციის უნარს მოკლებულია. ამიტომ ხელისუფლების საქმიანობაში ძალასა და ავტორიტეტს სხვადასხვა მეტაიურიდიული საწყისები აქვთ. ძალა აღმოცენდება გარკვეული მატერიალური და ეკონომიკური პირობების თანამთხვევისას, ხოლო ავტორიტეტი კი უშუალოდ უკავშირდება სუბიექტის კრიტიკულ მონაცემებს, გამოცდილებას, მორალურ შეგნებას. მათი ასეთი განცალკევებით გააზრება მხოლოდ თეორიულ ამოცანებს უკავშირდება, რასაც სარჩელად პოლიტიკური მოტივები უდევს. ძალა თავისთავად არსებობს, მას აქვს უნარი გარკვეული მიზნის მიღწევისა, მაგრამ მისი ასეთი საქმიანობის რეზულტატი არასტაბილური, დროებითი და ამდენად არაარსებითია. ამ შემთხვევაში იგი ძალმომრეობის ნიშან-წყალს უფრო ატარებს, ვიდრე ხელისუფლების მიზანშეწონილ, სამართლიანი მოქმედების ფორმას. ძალას პოლიტიკურ (სახელმწიფოებრივი) საქმიანობის დარგში აუცილებლად თან უნდა ახლდეს ზნეობრივ მოთხოვნებს ეყრდნობა. წარმოუდგენელია ავტორიტეტული ხელისუფალი, თუ იგი მოქმედებს უსამართლოდ და ერთგული და უშუალო დამოკიდებულება არა აქვს ხალხთან. ხელისუფლება, საერთო-საკეთილდღეო მიზნის მისაღწევად შესაძლებელია სხვადასხვა ფარული ხერხით მოქმედებდეს, მაგრამ იგი ასეთ ხასიათს უნდა ატარებდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეშევრდომებისათვის, მათი ყოფა-ცხოვრებისათვის ამ კონკრეტულ ხერხებს უმნიშვნელო ადგილი უკავიათ, ან როცა ხალხის პოლიტიკური კულტურისა და გამოცდილების დონე ადეკვატურად ვერ შეიმეცნებს ამ ფარული ხერხების პოზიტიურ შინაარსს. ხელისუფალი ყოველი საპასუხისმგებლო ამოცანის გადაწყვეტისას უნდა ხელმძღვანელობდეს საერთო ნაციონალური სულით გაბჯნილი წმინდა გონების კარნახით. თვითგადარჩენის ინსტიქტი (რაც ხელისუფლების შინაგან ლტოლვად უნდა ვაღიაროთ) ყოველთვის საჭიროებს სულიერი განცდების, ემოციების ბოჭვიდან გათავისუფლებას. აქ უნდა ამოქმედდეს გონების მიზანმიმართული გამჭოლი ძალა, რომელიც გაწმენდილ უნდა იქნას ყოფითი, დროული ფსიქიკური სინჯებისაგან. სუბიექტი ამ სიტუაციაში მოქმედებს მხოლოდ გონების იმპულსური ნაკადის მოდინების შესაბამისად. მისთვის უინტერესოდ და უდროოდ აისახება აზროვნების გადართვა სხვა რაიმე პირობით, მეორეხარისხოვან ელემენტებზე. უფრო ზუსტად, ასეთ ატმოსფეროში სუბიექტი კი არ აზროვნებს, არამედ ეძლევა ინტუიციის გავლენის სფეროში. ამიტომ იგი იქცევა, როგორც მას უბიძგებს წმინდა გონისმიერი ნაკადი, ანუ ის ობიექტური განსჯის სამყარო, რაც სუბიექტის ბუნებრივ მიდრეკილებას და დანიშნულებას გამოხატავს. მხოლოდ ასეთი განწმენდილი გონების განსჯის შესაბამისად მოქმედება ხდის სუბიექტს ბუნებრივ არსებად, ანუ უნივერსალურ პირად. რადგანაც იგი ყველასათვის სასურველს, იდეალს წარმოადგენს, ამიტომ იმსახურებს ხელისუფლების ღირსებასაც. მისი საქმიანობა სრულყოფილად ჯდება ბუნების (გარე სამყაროს) მოვლენებისა და ფაქტების ხდომილებათა რიტმში. ასეთი ხელისუფლების არსებობა არ ეწინააღმდეგება არც ადამიანური მიდგომის ბუნებრივ ინტერესებსა და მიდრეკილებებს და არც გარე სამყაროს სხვა ობიექტების, ბიოლოგიური პროცესების საჭიროებებს. ასე, რომ მისაღებია ისეთი სახელმწიფო ხელისუფლება, რომლის შემადგენელი სუბიექტები მორალურ-სამართლებრივ ნიშან-თვისებებზე დაყრდნობით თავიანთ საქმიანობაში იხელმძღვანელებენ გონების წმინდა განსჯითი უნარის შესაბამისად. მხოლოდ ასეთი ხელისუფლება შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ პოლიტიკურ ძალად, რომელიც ქმედუნარიანი იქნება განახორციელოს მისთვის ხალხის მიერ დაკისრებული ეროვნულ-პოლიტიკური მისია.   რედაქტორისგან წინამდებარე ნაშრომის ძირითადი ნაწილი დაახლოებით ათი წლის წინ არის შედგენილი. ალბათ, ამით განპირობებული ავტორის ერთგვარი საორიენტაციო მიმართება საბჭოური და პოსტსაბჭოური ლიტერატურის გამოყენებისაკენ. მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ მათ მხოლოდ მეტაპოლიტიკურ, ფსიქოლოგიური მომენტების დასასაბუთებლად, გამოსავლენად იყენებს, რაც თავისუფალია ზოგადმეთოდოლოგიური მიკერძოებებისაგან. საკითხთა საკვლევი წრე, მისი ფუნდამენტურობის გამო, მოითხოვს გარკვეული ისტორიული ანალიზის გაკეთებას იმის გათვალისწინებით, რომ თავად საკვლევი ობიექტი, თავისი სუბსტანციური ბუნების გამო, კლასიკური იურისპრუდენციის სათავეებიდან იღებს საწყისს. წიგნის სახელწოდება − ,,შესავალი ქართულ სამართალშემოქმედებაში“ და მასში განთავსებული თემატიკის მოცულობა ავტორის მსოფლმხედველობრივი ინდივიდუალიზმითაა შეპირობებული. როგორც ირკვევა, წიგნში მოცემული საკითხების ანალიზი ავტორს სამართალშემოქმედების თეორიული ბაზისის შესაქმნელად დასჭირდა. ამას ემსახურება სამართლის არსის, მართლშეგნებათა სახეების, სამართლის ნორმათა რეალიზაციის, სამართლიანობის იდეის არსის გამორკვევის ამოცანები, რაც ავტორმა ქართული სამართალგაგების ძირეულ იდეოლოგიურ წინამძღვრებად მიიჩნია. შრომის დედაარსი სამართალშემოქმედების ცნობიერი ეტაპების განხილვა ერთგვარი მცდელობაა ზოგად იურისპრუდენციაშია სამართალშემოქმედების, როგორც თეორიის დაფუძნებისა, რომლის ხერხემალი ნაშრომის მე-5 თავში არის წარმოდგენილი. აქ ავტორი იძლევა სამართლიანობის იდეის ნორმატიულ გაგებას და აყენებს მის პოზიტიურ სამართალში იმანენტურობის პრობლემას. აქვე, იგი თავისი პოზიციის ორიგინალურ დასაბუთებას იძლევა, რაც საერთო ჯამში სამართლებრივი მოძღვრების შინაარსს იძენს. ავტორის მიერ ჩამოყალიბებული თეორია სამართალშემოქმედებისა, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს იდეოლოგიურ წინამძღვარს პრაქტიკული სამართალშემოქმედებისათვის. ვფიქრობ, ნაშრომში ჩამოყალიბებული იდეების შეცნობა ნამდვილად წაადგება პრაქტიკული სამართალშემოქმედებით დაკავებულ სპეციალისტებს და საჯარო მოხელეებს. ნაშრომი თავისი მეცნიერული ორიენტაციით სამართლის ფილოსოფიური თხზულებაა. უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, იგი მრავლად შეიცავს სამართლის ფსიქოლოგიის ელემენტებს. იგი განსაზღვრული ცდაა, სამართლის ანთროპოლოგიური და პოზიტივისტური მოძღვრებების შეჯერებისა, რომლის ქვაკუთხედს ავტორისეული სამართლიანობის იდეის ნორმატიული ბუნება წარმოადგენს. ავტორი გარკვეულწილად ყურადღებას უთმობს სახელმწიფოს, ხელისუფლებისა და იდეოლოგიის არსის ურთიერთქმედების პრობლემებს, რაც ვფიქრობთ, სამართალშემოქმედების ზოგადსაკაცობრიო საზრისის გამოსავლენად დასჭირდა. ამ მიმართებით იგი ავითარებს სახელმწიფოებრივი მართლშეგნების ფუნდამენტურ იდეას და მას ინდივიდის სოციალურ ცხოვრებაში მორალურ-უტილატურულ დასაბუთებასაც უძებნის. შემდგომში, იგი იდეოლოგიის არსის კვლევისას, კიდევ ერთ საინტერესო იდეას გვაწვდის. იგი ეროვნულ იდეოლოგიას აცხადებს რა მას ყოველგვარი იდეოლოგიის გვირგვინად, აპრიორულად სამართლებრივ იდეოლოგიაზე აფუძნებს. ეს ერთგვარი პოზიტივისტური გადახრაა ავტორისა. თუმცა, ეროვნული იდეოლოგიის აღდგინების მიმართულებით იგი პრაქტიკულ, საგნობრით ფუნქციას ასრულებს. დაბოლოს, განხილული მსჯელობების კვალობაზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ წიგნი ინოვაციურ გამოკვლევებს შეიცავს როგორც სამართლის ფილოსოფიის, ისე ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, სამართალშემოქმედების დარგებში. თავისი ფორმითა და შინაარსით იგი ქართული სამართლის სკოლის კლასიკურ განვითარებას, პოლიტიკურ-სამართლებრივი აზროვნების მსოფლიო იურისპრუდენციის ევოლუციის რეალიებში დაბრუნებას ისახავს მიზნად. ამ მხრივ შრომას არც ეროვნული სულისკვეთება აკლია, რომლის დასტური წიგნის სათაურიცაა. ზაზა ნანობაშვილი   რეცენზია ნაშრომი ფრიად საინტერესო პრობლემას ეძღვნება. მართლაც, სახელმწიფოებრივ მშენებლობას ყოველ ისტორიულ ეტაპზე. მით უმეტეს, ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფორმირების პირობებში, სხვა სოციალურ-ეკონომიკურ პირობათა გვერდით უეჭველად სჭირდება ზნეობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მაგრამ არც იმის უთქმელობა ვარგა, რომ სადიპლომო ნაშრომის თემა უაღრესად რთული და მრავალმხრივია. მისი დაძლევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სარეცენზიო ნაშრომის გაცნობა გვიჩვენებს, რომ მის ავტორს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო უკისრია და გაუწევია კიდეც. იგი გასცნობია ვრცელ ლიტერატურას, მათ შორის უცხო ენაზეც. ამ ლიტერატურის ანალიზისა და მის მისერ შედგენილი საკვლევი გეგმის საფუძველზე შეუქმნია საინტერესო გამოკვლევა. ჩანს, რომ ავტორს შესწევს მეცნიერული კვლევის უნარი, რთული, ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი საკითხების ერტი იდეის ნიშნით გაერთიანები ნიჭი, რაც უაღრესად საყურადღებოა. ნაშრომის შინაარსი ვრცელია არა მარტო მოცულობით, არამედ მასში შემავალი საკითხთა სიმრავლითაც. ავტორი თავდაპირველად განიხილავს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ადგილს სახელმწიფოებრივი მშენებლობის ზოგად პრობლემატიკაში. ნაშრომის ეს ადგილი გვიჩვენებს, რომ ავტორი კარგად და საფუძვლიანად გასცნობია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეების გარშემო არსებულ ძირითად შეხედულებებს. ავტორი საგანგებოდ იკვლევს მართლშეგნების პრობლემას, მის სტრუქტურას სამართლებრივი ნორმების რეალიზაციის პროცესში; ჩერდება მართლშეგნებისა და ზნეობრივი თუ პოლიტიკური ცნობიერების კავშირზეც და ამით ხაზს უსვამს საზოგადოების ნორმატული სისტემის ერთიანობას. იგი საგანგებოდ ჩერდება სახელმწიფოებრივი მართლშეგნების ცნებაზეც. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იგი სწორედ სახელმწიფოებრივ შეგნებას და სავსებით სამართლიანადაც. მით უმეტეს, რომ ავტორს იგი სჭირდება ხელისუფლების მორალურ-სამართლებრივი ასპექტების კვლევისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა ნაშრომის მეხუთე თავი − პოზიტიური სამართლისა და მართლწესრიგის კავშირურთიერთობის შესახებ. აქ გამოთქმულია არაერთი საინტერესო იდეა სამართლისა და ზნეობის, სამართლისა და სამართლიანობის ურთიერთობათა შესახებ. ბოლოს გაკეთებულია შემაჯამებელი დასკვნები. ასეთია,მოკლედ, ნაშრომის შინაარსი. ვიდრე ნაშრომის საბოლოო შეფასებას შევეცდებოდეთ, გვინდა გამოვთქვათ რამდენიმე შენიშვნა, რასაც ნაშრომი, ჩვენი აზრით იმსახურებს. 1) როგორც უკვე ითქვა, სადიპლომო ნაშრომი უაღრესად საინტერესოა და ფრიად აქტუალური სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის დღევანდელ ეტაპზე. მაგრამ, სამწუხაროდ დიპლომანტი საქართველოს დღევანდელობაზე ამ თვალსაზრისით არ მსჯელობს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ტრაგიკულ ისტორიაშია სწორედ სახელმწიფოებრივი იდეისა და შეგნების ვაკუუმი საყოველთაოდ ცნობილია უცხო ძალის მიერ თავისი სახელმწიფოებრივი სადავეების თავზე მოხვევის მიზეზით. 2) ავტორი საგანგებოდ ჩერდება მართლშეგნების ცნებასა და სტრუქტურაზე, მაგრამ ჩვენი აზრით, მართლშეგნების სტრუქტურა არასრულად და არათანმიმდევრულად აქვს წარმოდგენილი. კერძოდ, ნაშრომის 33-ე გვერდზე ავტორი ცდილობს ჩამოაყალიბოს მართლშეგნების ცნება მისი სტრუქტურული ელემენტების მიხედვით. მაგრამ ამ სტრუქტურაში არ ჩანს სამართლებრივი ცნებებისა და იდეების ადგილი. მით უმეტეს, რომ ,,იდეა“ საზოგადოდ საზოგადოებრივი ცნობიერების უმაღლესი ელემენტია, რითაც შესაძლებელი ხდება ცნობიერების ფილოსოფია. მით უმეტეს, რომ ავტორს შემდეგში ლოგიკურად დასჭირდა კიდეც სამართლებრივი ცნებები და მართლშეგნების კატეგორიები, რაც მის მიერ ჩამოყალიბებული მართლშეგნების ცნებაში არ ჩანს. 3) ნაშრომის მეოთხე თავში განხილულია /სათაურის მიხედვით/ ხელისუფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობები. მაგრამ ამ თავში სამართლებრივი ურთიერთობის ცნება და მისი მართლწესრიგის შექმნაში განხილული არ არის. შეიძლებოდა ზოგიერთი სხვა ნაკლის აღნიშვნაც, მაგრამ მთავარი, ჩვენი აზრით, მაინც ისაა, რომ დიპლომანტმა გაბედა ამ ურთულეს პრობლემასთან შებმა. ამასთან, არა მარტო გაბედა ამ თემასთან ჭიდილი, არამედ სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში და მიზანდასახულობის შესაბამისად შექმნა ნაშრომი, რომელიც მაღალი შეფასების ღირსია. მასში ჩანს ავტორის განსწავლულობა, ინტერესთა ფართო წრე, მეცნიერული კვლევის უნარი. გულდასაწყვეტია, რომ დიპლომანტმა კვლევა საქართველოს დღევანდელობას არ დაუკავშირა. თუ იგი მეცნიერულ საქმიანობას აპირებს, ამ თემაზე საქართველოს თავისებურებათა იგნორირება შეუძლებელია. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ სარეცენზიო ნაშრომი მაღალ დონეზეა შესრულებული. დაცვის დონისა და შენიშვნებზე პასუხის გათვალისწინებით იგი უმაღლესი შეფასების ღირსია. გ. ნაჭყებია იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი   სქოლიო 1. აქ იგულისხმება ინდივიდთა კატეგორია, რომელსაც არ უკავია რაიმე პოლიტიკური თანამდებობა და არ ატარებს ამავე სახის პასუხისმგებლობის მოვალეობას. 2. „დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა“_ ავთანდილ ტუკვაძე, ავთანდილ გვიშიანი, ,,პოლიტოლოგიის საკითხები“ თბილისი, 1992, გვ. 31 3. იქვე 4. პ. ცნობილაძე სამართლის ნორმები და წესრიგის დამყარება საზოგადოებაში, ჟურნალი ,,სამართალი“, 1993, 3-4, გვ. 51 5. Ж. Ж Руссо „Об общественно договоре“, кн. 2, гл. У1, Примечапие , см. Историа политических учений. М, 1996, стр. 288 6. კარლ დოიჩი, პოლიტიკა და მთავრობა, ,,პოლიტოლოგიის საკითხები“, 1992, #1; გვ. 74 7. კარლ დოიჩი. პოლიტიკა და მთავრობა, ,,პოლიტოლოგიის საკითხები“, თბილისი, 1992, #1, გვ.83 8. ხელისუფლებიდან გამომავალი ყოველი ღონისძიება პოლიტიკური ხასიათისაა. ამას მისი შინაგანი ბუნება განაპირობებს. 9. კარლ დოიჩი, გვ. 79 10. ეს არ შეეხება სანქციონირებულ ნორმებს; აქ პოზიტიურ სამართალში წარმოებს ჩვეულებრივი ნორმების დადებითი შეფასება და შემეცნება იმისა, რომ რაც ადრე ხშირად ხდებოდა, მომავალშიც მოხდება ან უნდა მოხდეს ყველა სპეციფიკურ შემთხვევაში. 11. კარლ დოიჩი, გვ.75 12. სამართალი არის ზეაღმატებული გონი; ეს ჩვენ ბუნებამ გვიბოძა, რომელიც მოითხოვს იმას, თუ რა უნდა იყოს გაკეთებული და კრძალავს ამის საწინააღმდეგოს. 13. აქ საუბარია კერძო ნორმებზე 14. H. Stein, Die Verwaltungslehre, 2 aufe, I.B. Die volfzieherde Gevalt 15. Staatsrecht der Konstitutionallen Monarchie, 1824, B.I p.163 16. B. II p. 268. Handhubung der gesammten Staatsgewaltin sinne und Zweche des Rechtstaates 17. C.A. Котляревский , Властъ и право. проблема правово государства. Москва. 1915 г Стр.54 18. იქვე გვ.55 19. Stahl, Die Revolution und die konstitutionelle monarChe, 1848, p.94 20. Die philosophie des Rechtes. B. II, Ab p. 137 21. იქვე, პ.104-5 22. Der Rechstaat, p.47 23. იქვე. გვ 192 24. Die Verwaltungslehre,B.I, p.297 25. Der Rechtsstaat, ,,Der Beruf des deutschen juristen-standes”, 2, auf, s. 321 26. Grundzuge einer allgemeinnen Staatslehre, s. 13 27. Das staatsrecht des deutschen Reiches, 4 aufe, B.II, s. 2,82 28. აქვე, b.I, S. 138,306 29. Elements de droit constitutionnel, 1906, p.202, 404, იხ. Котляревский , Властъ и право, м. 1915 стр. 93 30. L, Etat, V.I, P. 23 31. იქვე 32. См. С. Котляревский , Властъ и право, м. 1915 стр. 93 33. Начало верховенства в права в современном государстве, вопросы права, кн.2 Стр.15 34. С А Котляревский ნაშრ. ,,Прававое государство в научной литературе М. 1915 Стр. 119 35. Егорцов В. А. Социологиа правосознание М. Мыслъ, 1981 стр 55-56 36. თ. შავგულიძე. საზოგადოებრივი აზრი, მართლშეგნება და მოსწავლე ახალგაზრდობა, თბილისი, 1981, გვ. 9 37. Удравсев В Н Причины правонарущение М1976 Стр 233 38. თ. შავგულიძე, იქვე გვ.11 39. ა. ვაჩეიშვილი, სამართლის ზოგადი თეორია, სამართალი, ზნეობა და კონვენციონალური ნორმები, თბილისი, 1926, გვ.28 40. თ. შავგულიძე, დას. ნაშრომი გვ.13 41. Лукашева Е.А., Социалистическое правосознание и социалистическая законность,М.1973,ст.49 42. Келле В.Ковальзон М.Формы общественного сознания, м.1959,стр.26 43. Лукашева Е .А . Правосознание,Правовое воспитание и правовая культура,Сов.Гос. Право.1970 №1,стр.131 44. Бажанов О.И. Правосознание и проблема преступного поведения личности,Омск, 1972.стр.50 45. Основные вопросы советской социалистической законности, м.наука,1966г.стр.60-61 46. Фарбер Н.Е. Правосознание как форма общественного сознания,стр.60,94 47. Баскин Ю.Я. Чудинов И.А. Вопросы теории правосознания. Правоведение.1972, №2. стр.20 48. Теория государство и права. м.1967г, стр.372 49. დასახ.ნაშრომი 50. В.Н. Каминская, А.Р.Ратинов. Правосознание как элемент правовой культуры. Правовая культура и вопросы правового васпитания. м.1974. стр.55 51. დასახ ნაშრომი, გვ. 57 52. იქვე გვ. 58 53. დევიდ იუმი. გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ. თბილისი. 1992. გვ.101 54. დ. იუმი. დასახ. ნაშრომი, გვ. 104 55. იქვე 56. გ. გურჯიევი, ადამიანი არის მრავლობითი არსება, ლონდონი. 1923. “არსი”, თბილისი, 1993 წ, №1, გვ. 32 57. იქვე გვ. 34 58. გ. გურჯიევი. დასახ. ნაშრომი გვ. 36 59. ეს ხდება მაშინ, როცა საჭიროა სასწრაფო გადაწყეტილების მიღება, ან როცა მიუხედავად გარკვეული დროის არსებობისა შეუძლებელია მოტივაციის შედეგად რაიმე არგუმენტირებული საფუძვლის მოძებნა მოცემულ გადაწყვეტილებისათვის 60. აქ შეგნებულად ვწყვეტთ მსჯელობას წმინდა მეტაიურიდიულ თემებზე 61. დ. უზნაძე. შრომები, ტ. II-III, თბილისი, 1964 წ. გვ. 84-100 62. აქვე გვ. 92 63. იხ. თ. შავგულიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 47 64. Игошев К.Е., О содержании и структуре психологии соц. Правосознания, м.1971 г. стр.104 65. Паригин Б.Д. Общественное настроение, м. мысль, 1966 г. Стр.18 66. Ковалев А.Г. Курс лекций по социальной психологии, м. Высшая школа,1972 г. Стр.96 67. Проблемы мышления в современной науке Подредакцией П.В. Копнина и М.Б. Вильницкого, м. мысль,1964 г. Стр.151 68. Сухомлинский В.А. О воспитании, м. 1975 г,. Стр.243 69. Суслов. Некоторые вопросы изучения правовых ориентаций Л. ЛГУ, 1973 г. Стр.139 70. И.А. Ильин, «Путь духовного обновления» О государственном правосознании 71. И. Ильин, დას. შრომა, გვ. 201 72. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა მიშელ ფუკოს “ხელმწიფობა” (სახელმწიფოებრივი — ინტერესის იდეა და მისი გენეზისი) 73. ანდრაშ ლანცი. პოლიტიკური ფილოსოფია თუ პოლიტოლოგია, პოლიტოლოგიის საკითხები, თბილისი, 1992 წ. №1, გვ. 62 74. И. Ильин, Путь духовного обновления 75. Эффективность действия правовых норм. Ред.Коллегия, Пашков А.С, Явич А.С, Фомин Э.А. 1977 г 76. Bosanquet. The philosophical theory of the state, p.152, იხ. Котляровский С,Власть и право, М. 1915 г. Стр.5 77. გ. ნანეიშვილი, სამართლის ფილოსოფიის საკითხები, თბილისი, 1992 წ, გვ. 200 78. С.Котляревский, დასახ. შრომა გვ. 12 79. აქვე გვ. 15 80. С.Котляревский, დასახ. შრომა გვ. 17 81. Теория права и государства, Т. 1,стр. 217 82. И. Ильин,Путь духовного обновления 83. სოციალური სახელმწიფოს შესახებ იხ. Гончаров П.К. ‹‹социальное государство››: сущность, мировой опыт, Российская модель. 84. გ. ნანეიშვილი, ერთი წიგნის მეთოდოლოგიისათვის,სამართლის ფილოსოფიის საკითხები, თბილისი 1992 წ. გვ. 201, 202 ** ამ მხრივ საინტერესოა В.Г. Ледяев— ‹‹Власть, интерес и социальное деиствие›› 85. Макиавелли Н. Рассуждение о первых десяти книгах Тита Ливия. Кн. 1,гл.XXXIX 86. ნ. მაკიაველი, დას. ნაწარმოები, წიგნი I, თავი IX 87. ნ. მაკიაველი "მთავარი", თავი XVII 88. ანდრაშ ლანცი, პოლიტიკური ფილოსოფია, თუ პოლიტოლოგია, “პოლიტოლოგიის საკითხები”, თბილისი, 1992 წ, №1, გვ.60 89. Гоббс Т. ‹‹Левиафан››, 3.11.196. см. В.Мееровский, ‹‹Гоббс››, М.1975 ‹‹Мысль››, стр.140 90. აქვე 91. ამასთან დაკავშირებით იხილეთ В.А. Гуторов ‹‹Философия политики на рубеже тысячелетий : Судьба классической традиции 92. ჰობსის მიხედვით შეთანხმება იდება არა ადამიანსა და სუვერენს შორის, არამედ თვით ადამიანებში. ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ შეიზღუდონ თავიანთი განსაზღვრული უფლებანი სუვერენის სასარგებლოდ, რათა მათი უფლება საყოველთაო კეთილდღეობისა და მშვიდობას მოახმარონ 93. Гоббс ‹‹Левиафаи››, 3.1,354 94. შ. ლ. მონტესკიე, კანონთა გონი, წიგნი XII, თავი II, გვ. 213 95. აქვე, წიგნი II, თავი V, გვ. 45 96. შ. ლ. მონტესკიე, დას. შრომა, წიგნი XII, თავი XXVII-XXVIII, გვ. 234, 235 97. Ж.Ж.. Руссо,Об общественном Договоре, Кн. 1 гл. У11 98. Никитинский И. Эффективность норм трудового права, м.1971.стр 91 99. Право и социология под редакцией Тихомирова Ю.Я. и Казимирчука, В.П. м. 1973. стр ю60 100. Алексеев И. Социальная ценность права в советском обществе, м,1971, стр 51,52 101. Мишукевич А.В. Акты органов советского государства. М.1967 г. Стр.54 Керимов Д.А. Философские проблемы права, 1972 г. Стр. 16 и др. 102. Сабо И. основы теории права, м.1974 г. Стр .88-89. 100-101. Спиридонов И.Социальное развитие государства и права, М.1973 г. Стр .171-172 103. Шейндлинг Б.В. Сущность советского права, стр 7 104. Право и социология. Стр .60,61 105. Алексеев С.С. Социальная ценность права в советском обществе, стр. 64 106. Ильенков Э.В. Диалектическая логика, М. 1974 г. Стр.253 107. Нофе О.С. Юридические нормы и человеческие поступки, ‹‹ Актуальные вопросы советского гражданского права.›› М. 1964 г. 108. Право и социология ,стр.171 и др. 109. Подгурецкий А. Очерки социологии права ,М.1974 г. Стр.319 110. Право и общественные отношения,М.1971 г. Стр.132 111. იდეოლოგიისა და პოლიტიკის ურთიერთობის შესახებ იხილეთ ი. ჩუდინოვის ‹‹ Идеология и политика››, ინტერნეტი, იდეოლოგიის არსის შესახებ იხილეთ ევგენი ლინკოვის ‹‹что такое идеология›› 112. ალ.ვაჩეიშვილი, სამართლის ზოგადი თეორია,თბილისი,1926 წ. გვ. 18 113. აქვე 114. Эллинек, Социально— этическое значение права. Неправды и наказания, М. 1910 г. Стр.25 115. აქვე, გვ. 50 116. Эллинек Г. დასახ. ნაშრომი, გვ. 62 117. Studien zur Bechtsphilosophie, 1889, seit. იხ. ალ. ვაჩეიშვილი, დას. ნაშრომი, გვ. 20 118. Ahrens,“ Juristische Enzyclopädie”, 1857, “ Eine jede Handlung hat zeiglich eine sittliche und rechtliche seite, 36 აქვე გვ.24 119. Р.Ф. Иеринг, Цель в праве, Т.1, 1881 г. Стр.238 120. რ. ფ. იერინგი, ბრძოლა უფლებისათვის. ქუთაისი, 1908 წ. გვ.24 121. Иеремия Бентам, избр, сочинения, Т.1. Введение в основания, нравственности и законодательства. С.Петербург, 1867 122. И.Бентам , Избранные сочинения, стр. 292, стр. 328 123. Соловьув. Право и нравственность, Очерки из прикладной этики, С.Петербург, 1899 г. Стр.13 124. აქვე გვ. 14 125. В. Соловьув, დას. ნაშრომი გვ. 35 126. Г.Радбрух, Введение в науку права. М.1915 г. 127. რ. დრაიერი, “სამართლის ცნება„ “ სამართალი”, 1994, გვ. 11-12 128. რ. დრაიერი, სამართლის ცნება„ “ სამართალი”, 1994, გვ. 20 129. გ.ნანეიშვილი, სამართლის ფილოსოფიის საკითხები, გვ. 153 130. Ю.В. Кудрявцев, Нормы права как ‹‹ Социальная информация››, М.1981 г. 131. იხ. სურგულაძე, ხელისუფლება და სამართალი; თსუ, 1927, გვ. 4-5 ციტირებულია ბ.სავანელი, სამართლის თეორია, გვ. 147 132. სამართლიანობის იდეის მეტამორფოზებზე იხ. Н.В. Печеркая, Метаморфоза справедливости, Историко – Этимологи–ческий анализ ронятия справедливости в русской культуре. ასევე სამართლიანობის იდეის არსის შესახებ იხ. გ. ხუბუას “ სამართლის თეორია”, თბილისი, 2004 წელი, გვ. 66-82 133. სოციალური სამართლიანობის იდეის შესახებ სინთეზური გამოკვლევა აქვს Peter Koller-ს , შრომაში “Sociale Gerechtigkeit, Begriff und Begrbundung”. Wien, 2001. http://www.univie.ac.at/juridicum/forschung/wp.24.paf