вторник, 12 июля 2011 г.

გასვლითი საგადასახადო შემოწმება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არაა სწორად დასაბუთებული, თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გათვალისწინებით მივიდა იგი გადაწყვეტილებაში მითითებულ დასკვნამდე.

კონკრეტულად, უდავოა ის ფაქტი, რომ საგადასახადო ორგანომ სკოლის შემოწმება აწარმოვა მხოლოდ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე სასამართლოს ბრძანების გარეშე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2007 წლიდან დამკვიდრებული ერთიანი პრაქტიკის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში გამომძიებლის დადგენილების გარდა საგადასახადო ორგანოს უნდა გააჩნდეს სასამართლოს ბრძანება. ,,მოსამართლეები ერთმნიშვნელოვნად შეჯერდნენ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა გამომძიებლის დადგენილება მეწარმის შემოწმების თაობაზე, ყველა შემთხვევაში აუცილებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მეწარმის შესამოწმებლად. მხოლოდ გამომძიებლის დადგენილება არ არის საკმარისი. მოსამართლეებმა მიუთითეს, რომ გამომძიებლის დადგენილება მეწარმის შემოწმებაზე არის მხოლოდ ვალდებულება საგადასახადო ორგანომ დაიწყოს შემოწმება, მაგრამ მეწარმის შემოწმების კანონიერი საფუძველი არის მხოლოდ მოსამართლის ბრძანება. მოსამართლეები შეჯერდნენ იმაზეც, რომ სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას ბრძანების გაცემაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ მეწარმის შემოწმების თაობაზე უკვე არსებობს გამომძიებლის დადგენილება“_ ნათქვამია 17.12.2007 - რეკომენდაციებში ადმინისტრაციული სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებთანდაკავშირებით(იხ.ბმული:http://www.supremecourt.ge/default.aspx?sec_id=185&lang=).

ე.ი. საგადასახადო კონტროლის ორგანოს შემოწმება უნდა ჩაეტარებია “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონის 5.4-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ე.ი. შემოწმების დაწყებამდე გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება მიეღო მოსამართლის ბრძანება საწარმოს შესამოწმებლად. საგადასახადო კოდექსი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, ხოლო “სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის შესახებ” კანონი ადგენს საგადასახადო ორგანოს მოქმედებაზე სასამართლო კონტროლის მექანიზმს. ამდენად, თუ თბილისის საგადასახადო ინსპექცია ფინანსური პოლიციის გამომძიებლის დადგენილებას მიიჩნევდა, როგორც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნას თბილისის 70-ე საჯარო სკოლაში საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად, ასეთ შემთხვევაში “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონის 5.4-ე მუხლის თანახმად, საჭირო იყო შემოწმების უფლება მოეპოვებიათ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნდა.

მივუთითებთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წლის რედაქცია)98-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, რისთვისაც საგადასახადო ორგანო მოსამართლის ბრძანებით მოიპოვებს საგადასახადო კონტროლის უფლებას. სასამართლოში შუამდგომლობას აღძრავს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო.

საქართველოს კანონის “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, თავისუფლად ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობაზე განახორციელოს კონტროლი მხოლოდ კანონით დადგენილი წესით, ხოლო კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია კონტროლი გაუწიოს სამეწარმეო საქმიანობას მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, იმავე მუხლის მე-5 ნაწილით, კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.

აღნიშნავთ, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, სამეწარმეო საქმიანობაზე განახორციელოს კონტროლი მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. ამდენად, მიგვაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის მიხედვითაც, “თუ არსებობს გამომძიებლის დადგენილება რევიზიის ჩატარების შესახებ, მაშინ საგადასახადო ინსპექციას უფლება აქვს მოსამართლის ბრძანების გარეშე შეამოწმოს მეწარმე”. საგულისხმოა, რომ წინამდებარე შემთხვევაში ჩატარებულია იმ სამეწარმეო სუბიექტის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც არ იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი. ამდენად, იმისათვის, რომ მომხდარიყო შესაბამისად, საჯარო სკოლის შემოწმება, აუცილებელი იყო ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა, კერძოდ, მოსამართლის ბრძანების მიღება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, “კანონის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის”, ამ შემთხვევაში წარმოადგენს ზოგად ნორმას, ხოლო სამეწარმეო კონტროლი ხორციელდება სპეციალური ნორმებით, კერძოდ, საგადასახადო კოდექსით და “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელთა მიხედვითაც გასვლითი საგადასახადო შემოწმება დაუშვებელია მოსამართლის ბრძანების გარეშე.

აპელანტი ვერ დაეთანხმება სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლის ბრძანების არარსებობა არ უნდა ჩაითვალოს არსებით დარღვევად, რადგან საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 ნაწილი და “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს მოსამართლის ბრძანების არსებობის აუცილებლობაზე.( იხ. განჩინება #ბს-766-731 (2კ-09) 24 ნოემბერი, 2009 წ., ქ. თბილისი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მ. ვაჩაძე პ. სილაგაძეhttp://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/admin-2010-02-uni.pdf; ასევე განჩინება #ბს-1371-1329(კ-08) 11 ივნისი, 2009 წ., ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ნ. ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მ. ვაჩაძე, მ. ცისკაძე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

რევაზ რიჟამაძე

четверг, 23 июня 2011 г.

ხარვეზის შევსების შესახებ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს,
ქალბატონ ნინო ქადაგიძეს

განმცხადებელ გიულუ პაშაევას წარმომადგენლის ადვოკატ რევაზ რიჟამაძის, მისამართი ქ. თბილისი, იაშვილის ქ.#3/ ჩაიკოვსკის ქ. #8; ტელ 593 32 09 33.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ხარვეზის შევსების შესახებ

ქ. თბილისი 23 ივნისი 2011 წელი
საქმე#ბ-1169-6(ა-11) განჩინება ჩაიბარა გ. პაშაევას წარმომადგენელმა რევაზ
რიჟამაძემ 2011 წლის 14 ივნისს, ხარვეზის შევსებისათვის
განსაზღვრულია 10 დღე განჩინების ჩაბარებიდან.

2011 წლის 27 მაისის განჩინებაზე <<ხარვეზის შესახებ>> მოგახსენებთ, რომ გიულუ პაშაევამ საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ გარიგება გააფორმა ახალ წარმომადგენელ რევაზ რიჟამაძესთან, რომელმაც საქმის გაცნობის შემდეგ(იხ დანართი: საქმის გაცნობის წერილი) მიზანშეწონილად ჩათვალა შეეტანა განცხადება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დმანისის რაიონის ქვემო ორუზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, რომლითაც მეხტი ალაზოვს გადაეცა სადავო საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება( იხ. დანართი: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომისელექტრონულიოქმი,იხ.ასევე,ელექტრონულადმისამართზე:http://www.lsg.ge/uploadedFiles/files/dmanisis%20sakrebulos%20biuros%20sxdomis%20okmi%20%20%E2%84%967.pdf).
ამავე ადმინისტრაციული წარმოების განხილვის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გაეგზავნა განცხადება დმანისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, რაზეც შემდგომში ჩვენი მხარის კერძო საჩივრის საფუძველზე ასევე იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ(იხ. დანართი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინება, საქმე#3ბ/2867-10). კერძოდ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებაში ნათქვამია: ,,პალატა მიუთითებს, რომ დმანისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლის საპროცესო შესაძლებლობა განსაზღვრულია საპროცესო კოდექსის სხვა დანაწესებით, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ განუხორციელებია(იხ. განჩინება, გვ. 5 აბზაცი მე-2).
სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულმა მითითებამ გვაფიქრებინა დამატებით გამოგვერკვია ის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დმანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში იქნა შესული, რის საფუძველზეც ადვოკატ რევაზ რიჟამაძესა და გიულუ პაშაევას ნათესავ ბახრამ მურადოვს შორის 2011 წლის 27 აპრილს გაფორმდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ადვოკატ რევაზ რიჟამაძეს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინების შესწავლა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე #ბს-985-943(კს-09)წარმოების განახლების მიმართულებით იურიდიული მომსახურების გაწევა(იხ. დანართი_ 27.04.2011. ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ).
ამ პერიოდში იმ საკითხების გასარკვევად ზურაბ ჯორბენაძეს გააჩნდა თუ არა საადვოკატო ბიურო და ადვოკატი ალექსანდრე ასაკიშვილი იყო თუ არა მისი თანამშრომელი, გარკვეული ხანი ვერ მოხერხდა, რადგან ზურაბ ჯორბენაძე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში(იხ. დანართი, ცნობა საქართველოს შსს საიტიდან მისამართიდან http://www.police.ge/index.php?m=8&newsid=1149). ხოლო თავად ალექსანდრე ასაკიშვილის მისამართი და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები ჩვენთვის უცნობი იყო. 2011 წლის აპრილის თვის ბოლო რიცხვებში შესაძლებელი გახდა ზურაბ ჯორბენაძესთან დაკავშირება, რის შემდეგაც მივწერეთ ოფიციალური განცხადება(შეკითხვები) ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე(იხ. დანართი _ განცხადება ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის სახელზე); ანუ ადვოკატი ალექსანდრე ასაკიშვილი 2009 წლის 23 ივლისისათვის წარმოადგენდა თუ არა მის თანამშრომელს _ მასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ პირს, დადებით შემთხვევაში რა ფუნქციების შესრულება ევალებოდა მას. ასევე ეცნობებინა, მითითებულ პერიოდში გააჩნდა თუ არა საადვოკატო ბიურო, თუ საადვოკატო საქმიანობას ახორციელებდა ინდივიდუალურად ფიზიკური პირის სტატუსით, რაზეც 2011 წლის 07 მაისს მივიღეთ პასუხი, რაც ახლავს ჩვენს განცხადებას.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ გიულუ პაშაევასათვის და მისი ამჟამინდელი წარმომადგენლისათვის იმ ახლად აღმოჩენილი გარემოების შესახებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის პალატის 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინება გიულუ პაშაევას წარმომადგენლის _ ზურაბ ჯორბენაძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე არ ჩაბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით განსაზღვრულ პირებსა და წესით, ადრინდელ პერიოდში დასახელებულ ობიექტურ პირობებსა და ვითარებაში გიულუ პაშაევასათვის ვერ გახდებოდა ცნობილი.
გთხოვთ, განიხილოთ წინამდებარე განცხადება, მასზე დართული მტკიცებულებების ანალიზით და ცნოთ დასაშვებად გიულუ პაშაევას 2011 წლის 16 მაისის #ბ-1169-11 განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

დანართი: ,, ” ფურცლად.

გიულუ პაშაევას წარმომადგენელი რევაზ რიჟამაძე

понедельник, 20 июня 2011 г.

ადმინისტრაციული საჩივარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,
ბატონ ივანე მერაბიშვილს

ადმინისტრაციული საჩივარი


I. მონაცემები საჩივრის წარმდგენი პირის და მისი წარმომადგენლის /ასეთის არსებობის შემთხვევაში/ შესახებ.

ფიზიკური პირი
• სახელი, გვარი
• მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია გიულუპაშაევა, დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ოროზმანი
წარმომადგენელი
• სახელი, გვარი
• მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია რევაზ რიჟამაძე, მის. თბილისი, ფონიჭალა 3, კორპ. 11. ბინა 28. ტელ.: 893320933

II. მიუთითეთ იმ ტერიტორიული სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტი ან ქმედება საჩივრდება

ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება დმანისის შს სამმართველო

III. მიუთითეთ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი/ქმედება.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები (ნომერი, თარიღი) დმანისის შს რაიონული სამმართველოს 2011 წლის 16 ივნისის ,,გაფრთხილება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ”


IV. ფაქტობრივი გარემოებები


2011 წლის 16 ივნისს გიულუ პაშაევამ ჩაიბარა ამავე დღეს შედგენილი ,,გაფრთხილება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ”.

აღნიშნულ აქტში მითითებული არაა მონაცემები გაფრთხილების დროის შესახებ, უფლებამოსილი ორგანო, რომლის სახელითაც გამოიცა ეს აქტი, ტერიტორიული ერთული, სადაც მდებარეობს გამოსათხოვი უძრავი ქონება, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის _ საჯარო რეესტრის ამონაწერის ნომერი. ამასთან, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, კახრამან ალლიაზოვს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მოპოვებული აქვს საკუთრების აღიარების შესახებ განცხადებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ანდერძით მოპოვებული საკუთრების უფლება სხვა ობიექტს ეხება, ხოლო საკუთრების აღიარების მიხედვით _ სხვა საკუთრების ობიექტს(იხ. დანართი: კახრამან ალლიაზოვის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება #882011176571(20.04.2011) რეგისტრაციის შესახებ).

განცხადებაზე დართული სამკვიდრო მოწმობა კი მიუთითებს სახლის ½ ნაწილზე მემკვიდრეობით საკუთრების უფლების გადაცემას და არა მთელ სახლზე, ვინაიდან მამკვიდრებელ მეხტი ალაზოვზე მთლიან სახლზე საკუთრების უფლების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი არ შედგენილა(ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტექბიუროს ცნობა-დახასიათება და ინვენტარიზაციის აქტი). სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან თუკი მეხტი ალაზოვის ნამდვილი სახელი და გვარია მეხტინ ალლიაზოვი, შესაბამისად ასეთი სახელი და გვარის მატარებელ პირს დმანისის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ შეხებია და შეუძლებელი იყო ნოტარიუსს და საჯარო რეესტრის სამსახურს სამკვიდრო მოწმობა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაეცა სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებელი პირისათვის, მით უფრო რომ ასეთი უზუსტობის გამო უძრავი ქონების სარეგისტრაციო სამსახური მეხტინ ალლიაზოვზე საჯარო რეესტრის ამონაწერს ან რაიმე ჩანაწერს საარქივო მონაცემებში ვერ განახორციელებდა. ხოლო სასამართლოს ასეთი უსწორობა ცალკე განჩინებით არ გაუსწორებია.
ამავდროულად საკადასტო გეგმაში არაა მითითებილი საცხოვრებელი სართულის მეორე სართულის სრული სართულებრივი გეგმა, რაც არასწორად ასახავს სახლის ადგილმდებარეობას და ოთახების განლაგებას. ანუ საკადასტრო გეგმაში არაა მითითებული სახლის მეორე სართულის მე-2, მე-3 და მე-4 ოთახები(იხ. დანართი: საკადასტრო გეგმა), თუმცა მოთხოვნილია მთლიანი სახლის გამოთავისუფლება.
ამასთანავე წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება ორსართულიან სახლზე მიეკუთვნა მეხტი ალაზოვს, ხოლო მესაკუთრედ დასახელებულია კახრამან ალლიაზოვი. თუკი კახრამანი მეხტი ალაზოვის პირველი რიგის მემკვიდრეა, გაუგებარია გვარის დასახელებას შორის ამგვარი სხვადასხვაობა.

ამასთანავე ცნობისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში იმყოფება გიულუ პაშაევას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით(იხ. დანართი), რაც მიუთითებს იმაზე, რომ დმანისის რაიონული სასამართლოს გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას კანონიერი ძალის საფუძვლები გაქარწყლებული აქვს.


ამასთან განვმარტავთ, რომ გამოსათხოვი უძრავი ქონების(შენობა-ნაგებობის) ფართობი არის არა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული 239.3 კვ. მეტრი, არამედ 473 კვ. მეტრი, რაც წარმოიქმნა პერიოდულად ნაწარმოები მიშენების მეშვეობით. აგრეთვე, უძრავი ქონების ეზოში დგას შენობა-ნაგებობა(ძველი მამა-პაპეული საცხოვრებელი სახლი), რაც არ არის ასახული ამონაწერში. შესაბამისად, წარმოიშვება ეჭვი, ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობს არასათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტებით ან ამავე დოკუმენტაციის არასრული მონაცემებით.

საგულისხმოა, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს სოფლის საკომლო ნაგებობას, რომლიდანაც საჯარო რეესტრის მონაცემებით დადგენილი ფართობი სრულად შესაძლებელია გამოეყოს სხვა დაურეგისტრირებელ საცხოვრებელ ფართს და საამისოდ მიმართული გვაქვს შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური გამოკვლევისათის.

V. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი:

გაფრთხილების აქტი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს: აქტს არ გააჩნია აუცილებელი რეკვიზიტები და მასში არაა მითითებული გასაჩივრების წესი და ადგილი.
ამასთან, დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით: არ გამოუკვლევია მტკიცებულებები, არ მიუღია დაინტერესებულ პირთა ახსნა განმარტებები(მუხლი 95).

VI. მოთხოვნა

ბათილად ცნოთ დმანისის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს 2011 წლის 16 ივნისის ,,გაფრთხილება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ”


ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული დოკუმენტების ნუსხა:
1. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი(1ფ)
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება(2ფ).
3. კახრამან ალლიაზოვის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება #882011176571(20.04.2011) რეგისტრაციის შესახებ(2ფ).
4. საკადასტრო გეგმა(1ფ)




ხელმოწერა

20/06/2011

წინასწარი გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ

ქ. თბილისის შს მთ. სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებას


მოქ. ელენე ჩიტუაშვილის , მცხ. ქ. თბილისი, მ. ზაზიაშვილის მე-3 შესახვ. ბინა 32.
ადვოკატ-წარმომადგენელი რევაზ რიჟამაძე, მის. ქ. თბილისი, ჩაიკოვსკის 8, მე-2 სართ.

განცხადება
წინასწარი გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ

როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. თბილისში, აღმაშენებლის ქ. #73-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით არ დაიწყო წინასწარი გამოძიება.
წინასწარი გამოძიების არდაწყებას საფუძვლად დაედო შემოწმებული მონაცემების არასრული გამოკვლევა, ჩემს მიერ მოწოდებული ფაქტობრივი გარემოებების შეუფასებლობა და საქმის მასალებში გაუთვალისწინებლობა, რამაც საერთო ჯამში შექმნა წარმოდგენა, რომ თითქოს ჩემი ქონებრივი ზიანი და პრეტენზიები მხოლოდდამხოლოდ სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენს. თქვენს ყურადღებას მივაქცევ შემდეგ არსებით ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებს:
1. მოცემული ხანძრის შემთხვევით მართალია მომადგა მატერიალური ზიანი, მაგრამ ამ სახის ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო წესით შესაძლებელია მხოლოდ დელიქტის, ანუ დანაშაულებრივი შემთხვევის დადგენის შემდეგ. სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტი წარმოადგენს ბრალეურ ქმედებას, და სანამ არ დადგინდება დანაშაულის(დელიქტის) არსებობა, მანამ არ მეძლევა უფლება სამოქალაქო წესით მოვითხოვო მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურება იმ განადგურებული ქონებისათვის, რაც ხანძრის გაჩენას მოჰგყვა შედეგად. ამიტომ თქვენს მიერ ჩემი მისამართით გამოგზავნილ წერილებში მინიშნება იმისა, რომ ხანძართან დაკავშირებით ჩემი პრეტენზიები სამოქალაქო დავის საგანია, არაა სწორი, ვინაიდან და რადგანაც ამ საკითხზე სამოქალაქო დავა დაუშვებელია მანამ, სანამ არ დადგინდება დანაშაულებრივი ფაქტი და გამოვლენილი არ იქნება დამნაშავე. სხვაგვარად სასამართლო ჩვენს სარჩელს წარმოებაში არ მიიღებს.
2. მეორე საკითხი მიეკუთვნება ქურდობის ფაქტს 2010 წლის მაისს, ბ. გორელაშვილის, თანმხლებ პირებთან ერთად უნებართვოდ შეიჭრა ჩემს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მაღაზიის ფართში და თვიუთნებურად გაიტანა მაღაზიის დახლებზე არსებული სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქცია, ასაევე ხანძრის შემდეგ ჩემი საცხოვრებელი ბინიდან გადმოტანილი და მაღაზიაში მოთავსებული პირადი-საოჯახი ნივთები: ტელევიზორი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. ასევე საკონტროლო-საკასო ელექტრონული აპარატი, რაც მაღაზიაში გაყიდული საქონლის აღრიცხვისათვის ინახებოდა.
3. როგორც ჩემთვის ცნობილია, მაღაზიის ფართის მესაკუთრე განმარტავს, რომ ჩემს ახლობელ კობა როინიშვილსა და მაღაზიის უძრავი ქონების მესაკუთრეს _ ბესიკ გორელაშვილს შორის 2009 წლის 01 ივლისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 2 წლის ვადით _ 2011 წლის 01 ივლისის ჩათვლით. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა დღესაც არ არის გასული. ანუ ამ დრომდე მე მაქვს ამ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება. თუკი მესაკუთრე მიიჩნევს, რომ ვინაიდან მე მისთვის არ გადამიხდია ბოლოდროინდელი საიჯარო ქირა, ამიტომ ჩვენს შორის საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილია, არაა სწორი, რადგანაც თუკი მივიჩნევთ რომ ხანძარი მართლაც შემთხვევით გაჩნდა, მაშინ ამავე საიჯარო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად ამგვარ სიტუაციაში, რასაც ფორს-მაჟორული მდგომარეობა ეწოდება მხარეები თავისუფლდებიან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისაგან.
4. ხოლო ბ. გორელაშვილს კიდეც რომ ჰქონოდა კანონიერი საფუძველი იჯარის ხელშეკრულები მოშლისა, იგი 3 თვეზე ადრე მაინც არ უნდა შეეწყვიტა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის თანახმად ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს 3 თვეს. ამავე კოდექსის 581-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი ვრცელდება საიჯარო ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაზეც.
ამდენად ბ. გორელაშვილს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა კ. როინიშვილისაგან მოცემული ხელშეკრულების შეწყვეტა, ვინაიდან კობა როინიშვილს გააჩნდა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის(საიჯარო ქირის გადახდა) საპატიო მიზეზი, ხოლო მეორეს მხრივ ამავე საიჯარო ხელშეკრულების 3.1. პუნქტის შესაბამისად ერთ-ერთი მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გადაცემით მხოლოდ პატივსადაბი მიზეზების გამო. ბ. გორელაშვილს ან სხვა პირებს არ დაუსახელებიათ ის პატივსადები მიზეზები, თუ რატომ ითხოვდნენ ხელშეკრულების შეწყვეტას მით უფრო რომ საპირისპიროდ ხელშეკრულების გაგრძელების პატივსადები მიზეზი სწორედ მოიჯარეს _ კობა როინიშვილს გააჩნდა ხანძრის გამო მოყენებული ზიანის გამო. მით უფრო, რომ საიჯარო ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის სადავო საკითხები უნდა გადაწყვეტილოყო მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განსახილველად უნდა გადაცემულიყო საერთო სასამართლოს ან კერძო არბიტრაჟს განსახილველად. ეს რაც შეეხებოდა ბესიკ გორელაშვილისა და სხვა პირთა მოქმედებების თვითნებურ ხასიათს, რაც არ შეესაბამება არც ხელშეკრულების პირობებს და არც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც მათი მოქმედება აშკარად დანაშაულებრივი თვითნებობის ნიშნებს შეიცავს.
5. ბ. გორელაშვილისა და სხვა პირების მხრიდან ასევე განხორცილებული იქნა კობა როინიშვილისა და ელენე ჩიტუაშვილის მოძრავი ქონების ქურდობა(ან მისი მცდელობა), როდესაც მათ ღამის საათებში მოახდინეს მაღაზიაში შეღწევა, საიდანაც ყოველგვარი ნებართვითა და კანონიერი საფუძვლის გარეშე მოახდინეს დაზარალებულთა მოძრავი ნივთების მათი მესაკუთრეებისაგან ფარულად დაუფლება. ის გარემოება, რომ თითქოს მაღაზიიდან ამ ნივთების გატანისას მათ მოახდინეს მისი აღწერა არ ამართლებს მათ ქმედებას, ვინაიდან ჯერ ერთი, გაურკვეველია რა ნივთების აღწერა გააკეთეს მათ, როგორია ეს ჩამონათვალი, შეიცავს თუ არა ეს სია ყველა ნივთს და მეორეც, გაურკვეველია, რატომ მოახდინეს ამ ნივთების მესაკუთრეებისაგან წინასწარ შეუტყობინებლად გატანა, როცა საამისიდ ყველანაირი საშუალება გააჩნდათ: იცოდნენ დაზარალებულთა საცხოვრებელი ადგილები, ტელეფონის ნომრები და სხვა რეკვიზიტები. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ბ. გორელაშვილსა და მის თანმხლებ პირებს გააჩნდათ ბოროტი განზრახვა დაუფლებოდნენ დაზარალებულთა მოძრავ ქონებას. ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედება.
6. საქმის წარმოებაზე უფლებამოსილმა პირმა გასაუბრების ოქმში არ დააფიქსირა ელენე ჩიტუაშვილის მიერ გადმოცემული არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ბ. გორელაშვილისა და სხვა პირთა დანაშაულებრივ განზრახვის შესრულებაზე. კერძოდ,
6.1. 2010 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ბესიკ გორელაშვილმა თბილისის ერთ-ერთ კაზინოში წააგო 40 000 აშშ დოლარი, რის გამოც მან ამავე პერიოდში ელენე ჩიტუაშვილს განუცხადა, რომ სურდა ამ მაღაზიის გაყიდვა, რადგან ვალს ვერ ისტუმრებდა. მან გასაყიდ ფასად დაასახელა 90 000 აშშ დოლარი. ელენე ჩიტუაშვუილმა მას შესთავაზა 80 000 აშშ დოლარი. ამ საუბრებს ესწრებოდნენ თავად ბ. გორელაშვილი და მისის ახლობელი ტარტარაშვილი. უამრავი კლიენტი მოდიოდა მაღაზიის დასათვალიერებლად, რეკლამებიც იყო გასული გაზეთ ,,სიტყვა და საქმე”-სა და ინტერნეტში. ამავე პერიოდში მაღაზიაში მოვიდნენ ჯიპის მარკის ავტომანქანით 3 კაცი, რომელთან იკითხეს ბესიკ გორელაშვილის ადგილსამყოფელი. უარის მიღების შემდეგ, იქვე ავტომანქანიდან დაურეკეს ბ. გორელაშვილს და მისგან მოითხოვდნენ ვალის გასტუმრებას და მაღაზიაში მისვლას. ასევე მას აგინებდნენ დედის მისამართით. მივხვდი, რომ ეს პირები იყვნენ იმ კაზინოს წარმომადგენლები, სადაც ფული წააგო ბ. გორელაშვილმა. შემდეგ დღეებში ბ. გორელაშვილი და მისი ახლობელი ტარტარაშვილი კატეგორიულად მთხოვდნენ მაღაზიის გათავისუფლებას. არადა იმ პერიოდში მაღაზია საკმარის შემოსავალს იძლეოდა და მისი ფუნქციონირების შეწყვეტა ძალიან წამგებიან მდგომარეობაში ჩამაყენებდა. მე მათ მაღაზიის დაცლაზე უარი განვუცხადე, რადგან ჩვენს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ვადა ჯერ ამოწურული არ იყო, ხოლო თუ ისინი ცალმხრივად შემიწყვეტდნენ ხელშეკრულებას, მაშინ ამავე ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად ჩემთვის უნდა გადაეხადათ პირგასამტეხლო 20 000 ლარის ოდენობით. ისინი ამგვარი პირობის შესრულების წინააღმდეგი წავიდნენ.
2011 წლის მარტის თვის დასაწყისიდან ისევ დაიძაბა სიტუაცია ჩემსა და ბ. გორელაშვილსა და ტარტარაშვილს შორის, რაც ჩხუბში გადაიზარდა. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა იქვე მცხოვერები და დასაქმებული პირებისათვისაც. ბ. გორელაშვილი მთხოვდა შევსულიყავი მის მდგომარეობაში და მიმეცა უფლება მაღაზიის გაყიდვის. ბოლოს მითხრა საკომპენსაციოდ 5 000 ლარს მოგცემო, რაზეც დავეთანხმე. ეს იყო მალფუჭებადი პროდუქტის საკომპენსაციო თანხა. მე მათ მხოლოდ ამ დასახელებული თანხის გადახდის შემთხვევაში დავპირდი მაღაზიის გამოთავისუფლებას. ამ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ბ. გორელაშვილი აღარ გამოჩენილა. ჩვენს შორის დავას შეესწრო მოქ. გოჩა ქარელი, გორში მცხოვრები პირი, რომელიც დასაქმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში, თუ რა თანამდებობაზე უცნობია.
შემდეგ, 2010 წლის 25 მარტს დაიწვა მაღაზია. ამ დროს მე ვცხოვრობდი აღმაშენებლის 71-ში, ხოლო მაღაზია მდებარეობდა აღმაშენებლის 73-ში. მიუხედავად ამგვარი სიახლოვისა, ჩემთან დაკავშირება არ უცდიათ ბ. გორელაშვილს და ტარტარაშვილს. ხანძრის შესახებ მე შემატყობინა ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა. უფრო მეტიც, არც შემდეგ, ხანძრის ჩაქრობის მთელი დროის მანძილზე არ გამოჩენილან ისინი.
აღსანიშნავია ის ფატიც, რომ მაღაზიაში ელ. ენერგიის ხარჯს ვიხდიდი უშუალოდ. ყოველთვის მიკვირდა რატომ მოდიოდა ამდენი გადასახადი ყოველთვიურად 300 ლარამდე.
აღმოჩნდა რომ ჩემს მაღაზიაში შემომავალ ელ. სადენზე მიერთებული ყოფილა გვერდით არსებული საცხობიც. ამდენად საცხობის დენის ხარჯსაც ფარულად მე მახდევინებდნენ. ამის შესახებ ეჭვი მივიტანე მაშინ, როცა ხანძრის შემდეგ ჩემთან სახლში მოვიდა საცხობის მცხობელი ქალბატონი, მისი ვინაობა ჩემთვის უცნობია და მითხრა, რომ ,,თელასიდან” დავალიანების გამო დენი გათიშული იყო. მე შევეკითხე ჩემი დავალიანება საცხობთან რა შუაში იყო, რაზეც ეს ქალბატონი დაიბნა და მალევე წავიდა. შემდეგ მე დავინტერესდი ამ საკითხითაც და დავადგინე, რომ საცხობს ცალკე, გამხოლოებული მრიცხველი არ ჰქონდა და მისი სადენები მიერთებული იყო მაღაზიის სადენებს. თავის მხრივ ტარტარაშვილი და მარსაგიშვილი(საცხობის მესაკუთრე) იმ საცხობის მოიჯარეებს ახდევინებდნენ დღეში 10 ლარს დენის საფასურს, ანუ თვეში 300 ლარს, მაშინ როდესაც მეორე მხერივ საცხობის დენის საფასურს ჩემდა უნებურად მე ვიხდიდი. ერთ-ერთი ასეთი მოიჯარე იყო ქალბატონი ელენე(გვარი არ ვიცი), რომლის ტელეფონია 871 010486, მის მეუღლეს ქვია ზურა. ამით ტარატარაშვილმა და მარსაგიშვილმა ერთობლივად ჩაიდინეს სხვისი ფულადი თანხების მითვისება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით.
ამასთანავე მინდა განგიცხადოთ, რომ ბ. გორელაშვილი არ არის აღრიცხული გადასახადის გადამხდელად, ჩემგან გადაცემულ საიჯარო ქირას დაბეგვრვის გარეშე ითვისებდა, ასევე სახელმწიფოს კუთვნილ გადასახებს ითვისებდა საცხობის მეპატრონე მარსაგიშვილიც.
ხანძრიდან ზუსტად ერთი თვის თავზე _ 2011 წლის 25 აპრილს ბ. გორელაშვილმა მაღაზია გაყიდა და მისი მესაკუთრე გახდა ტარტარაშვილის დედა ვარდი ბაჩალიაშვილი და მეორე ნაწილის მესაკუთრე გახდა ივანე გიორგაძე, რომელსაც მაღაზიის სხვა მხარეს ჰქონდა იჯარით აღებული მეორე საცხობი და რომელმაც იცოდა ჩემსა და ბ. გორელაშვილს შორის სადაო ურთიერთობების შესახებ.
7. როგორც ჩემთვის ცნობილია, მოცემულ საქმეზე ჩატარდა სახანძრო-საინჟინრო ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა ხანძრის გაჩენის მოკლე ჩართვის მიზეზი, რასაც ადგილი ჰქონდა მაღაზიის გვერდით საცხობში. ანუ ხანძარი გაჩნდა მაღაზიაში შემომავალ სადენზე საცხობის სადენის პრიმიტიულად მიერთების ადგილზე (მაღაზიიდან ელ. ენერგიის მოპარვის მიზნით). თავისთავად, თუკი დადგინდება, რომ ტარტარაშვილი და მარსაგიშვილი მართლაც ახდევინებდნენ საცხობის მოიჯარეებს ელ.ენერგიაში ყოველდღიურად 10 ლარს, ამდენად მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო თუ საიდან და როგორ მიეწოდებოდა ელ. ენერგია ამავე საცხობს. ამასთანავე ავღნიშნავ, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ ხანძრის კერის ადგილი, ანუ სადენების ხელოვნური გადაბმის ადგილი შეფერილი იყო შავად, რაც მათ გადაღებეს თეთრად და კარგად ეტყობოდა ახალი შეღებვის კვალი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ხანძრის გაჩენის კვალის დამალვა-განადგურებაზე. თუკი ზემოდან გადასმული საღებავის ფენა ჩამოცილდება იმ ადგილს, ხანძრის კვალი აღდგება. ამდენად იკვეთება ხანძრის გაჩენის მიზეზში ადამიანური ფაქტორი და გამოირიცხება შემთხვევითობა.
8. ამავდროულად კრიტიკულადაა დასაკითხი ტარტარაშვილი, მარსაგიშვილი და ბ. გორელაშვილი. ყველა წინაპირობა მიუთითებდა, რომ მათ უნდოდათ დაუსაბუთებლად დამეთმო იჯარით გადმოცემული მაღაზიის ფართი და ჩემი მხრიდან კომპენსაციის გარეშე უარის მიღების შემდეგ სრულად შესაძლებელია მათ გადაწყვიტეს ხანძრის ხელოვნურად გაჩენა, რომლის დასაფარავად გამოიყენეს სადენების გადაბმის ადგილი. მოახდინეს იმგვარი მანიპულაცია, რომ იგი აალებულიყო.
მათი ქმედება მოტივირებული იყო მაღალი ხარისხით: თუკი ბ. გორელაშვილი ვერ მოახდენდა მაღაზიის გაყიდვას, კაზინოს მეპატრონეები ვალის გაუსტუმრებლობის შემთხვევაში დიდ უსიამოვნებას შეამთხვევდნენ, რაც არაერთხელ უთქვამს კიდეც ჩემთვის ბ. გორელაშვილს. გორელაშვილისა და ტარტარაშვილის შემდგომი ქმედებები, ჩემს მიმართ გამოხატული აგრესიულობა აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ყველა ღონეს იხმარდნენ, რომ როგორმე გამოვეყვანე მაღაზიის ფართიდან.
ყველა ზემოაღწერილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა კი მიანიშნებს, რომ ბ. გორელაშვილისა და ტარტარაშვილი მოქმედებები არ იყო შემთხვევეითი ხასიათის, ისინი მიზანმიმართულად მოქმედებდნენ და ხანძარიც მათ გააჩინეს. სხვა ახსნას ვერ ვხედავ ვერც ხანძრის შემდგომ მათი მოქმედებების შინაარსიდანაც. ისინი არც კი შემეხმიანენ ისე გაიტანეს ჩემი საქონელი და ნივთები მაღაზიიდან. გატანის მომენტში მე დავუკავშირდი საპატრულო პოლიციას. მათ მაღაზიასთან, ნივთების გამოტანის მომენტში დააკავეს ისინი, მიიყვანეს ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, მაგრამ შემდეგ ამ განყოფილებიდან ბოროტმოქმედები დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს. ჩემთვის გაურკვეველია მიზეზი, რატომ არ დაიწყო გამოძიება ხანძრის გაჩენის, ჩემი კუთვნილი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო გზით დაუფლების, ქონების ხანძრის გაჩენის გზით განადგურების, ჩემი კუთვნილი ელ.ენერგიის დატაცებისა და ელ. ენერგიისათვის განკუთვნილი ფულადი თანხების მითვისების, სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადების დამალვის ფაქტებზე.
იმისათვის რომ სრულყოფილად იქნას გამოკვლეული ყველა ზემოთდასახელებული ფაქტები, საჭიროა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდება, თუკი საქმეზე წინასწარი გამოძიება არ დაიწყო. მხოლოდ გასაუბრების ოქმები, ზემოთდასახელებულ პირობებში, არ იძლევა საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევისა, დასაკითხი პირები, ცრუ ჩვენებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრების გაფრთხილების გარეშე, არ არიან ვალდებულები გამოძიებას მიაწოდოს სწორი მონაცემები, ასევე ვერ ჩატარდება სრულფასოვანი ექსპოერტიზა, ამოცნობა, ადგილის დათვალიერება და ა.შ. გამოძიებამ, უნდა დაათვალიეროს ყველა ის ჩემი კუთვნილი ნივთის ადგილსამყოფელი და თავად ნივთები, რომელიც გატანილ იქნა ბოროტმოქმედების მიერ. რატომ არ ინტერესდება პოლიცია, იქნებ და სიცრუეს ამბობენ გორელაშვილი და ტარტარაშვილი, ე. ჩიტუაშვილის ნივთები აღვწერეთ და ჩვენთან ინახებაო. დაათვალიერა ეს ნივთები პოლიციამ? მხოლოდ გორელაშვილისა და ტარტარაშვილის სიტყვას რატომ მიიჩნევენ სარწმუნოდ?? ნუთუ ყველა ზემოთდასახელებული გარემოებები მაინც არ უჩენს პოლიციას მათ ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის ალბათობას?
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვ დაიწყოს წინასწარი გამოძიება ყველა ზემოთდასახელებული ფაქტების საფუძველზე ქვემდებარეობის მიხედვით და საქმეზე დადგინდეს ბრალეული პირები, სხვა შემთხვევაში, კვლავაც ვიმეორებ, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ჩემს მიერ განცდილი ზიანი ვერ ანაზღაურდება და ისევ დაზარალებულად დავრჩები. თუ არ დადგინდება ხანძრის გაჩენის მიზეზი, ვერ დადგინდება ჩემსა და გორელაშვილს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება, ამავე დროს ვერ მოვითხოვ ზიანის ანაზღაურებას, რომლის ოდენობა დღითი დღე იზრდება.


პატივისცემით,

ელენე ჩიტუაშვილი



ადვოკატ-წარმომადგენელი რევაზ რიჟამაძე

20/06/2011

понедельник, 13 июня 2011 г.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,
ბატონ ივანე მერაბიშვილს


ადმინისტრაციული საჩივარი


I. მონაცემები საჩივრის წარმდგენი პირის და მისი წარმომადგენლის /ასეთის არსებობის შემთხვევაში/ შესახებ.

ფიზიკური პირი
• სახელი, გვარი
• მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია ჯემალ ძიძიშვილი
ნათელა ძიძიშვილი
თბილისი, კერესელიძის 23

წარმომადგენელი
• სახელი, გვარი
• მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია რევაზ რიჟამაძე
თბილისი, ჩაიკოვსკის 8, სართ 2.
893320933

II. მიუთითეთ იმ ტერიტორიული სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტი ან ქმედება საჩივრდება

ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება თბილისის შს მთ. სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილება

III. მიუთითეთ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი/ქმედება.

გასაჩივრებული ქმედება უძრავი ქონების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის მოქმედებები


IV. ფაქტობრივი გარემოებები

თბილისის შს მთ. სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ. მაჭარაშვილის მიერ 2011 წლის 09 მარტს გამოიცა უძრავი ქონების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის გაფრთხილების აქტი #24, რომლის საფუძველზე განხორციელდა ჯემალ ძიძიშვილისა და ნათელა ძიძიშვილის ოჯახის გამოსახლება მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ. თბილისი, კერესელიძის ქ. #23.
ამჟამად ჯემალ და ნათელა ძიძიშვილები საცხოვრებლად შევიდნენ იქვე საერთო საკუთრების ეზოში მდებარე მცირე ზომის ნაგებობაში, დროებითი თავშესაფარის სახით.
პოლიციის დასახელებული განყოფილების მხრიდან კვლავ გრძელდება აღკვეთის ღონისძიებისკენ მიმართული მოქმედებები, რაც გამოიხატება ზეპირ მოთხოვნაში, გაათავისუფლონ დასახელებული მცირე ნაგებობაც. ამასთან პოლიციის ორგანო ხელმძღვანელობს ზემოთდასახელებული გაფრთხილების აქტითა და მასში მითითებული მონაცემებით.

აღსანიშნავია, რომ გაფრთხილების აქტში არაა მითითებული გამოსათხოვი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, შესაბამისად დღემდე გაურკვეველი რჩება მეზობელთა თანასაკუთრებაში არსებული რომელი უძრავი ქონებიდან ითხოვს იგი გამოსახლებას.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების მიხედვით განმცხადებელ თინათინ გონგლაძის სახელზე ქ. თბილისი, ლესელიძის ქ. #23-ში ირიცხება ორი საკადასტრო კოდის უძრავი ქონება(იხ. დანართი). ერთი თინათინ გონგლაძის ერთპიროვნულ საკუთრებაშია აღრიცხული, ხოლო მეორე _ საზიარო საკუთრებაში მეზობლებთან: შპს მატრიქსთან და რამაზ შაველაშვილთან.
არც ერთი უძრავი ქონების ამონაწერსა და საკადასტრო გეგმაში არაა დაფიქსირებული მცირე ნაგებობა ან/და მისი ადგილმდებარეობა, ასევე გაურკვეველია, სამი მეზობლიდან რომელი პირის მიწის ნაკვეთზე დგას აღნიშნული ნაგებობა, ხოლო თუკი ჩავთვლით, რომ საზიარო მიწის ნაკვეთი გაუმიჯნავია, პოლიციის ორგანო უფლებამოსილი არაა მხოლოდ ერთი მესაკუთრის განცხადების საფუძველზე განახორციელოს საკუთრების ხელშეშლის ღონისძიება.


V. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი

საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი №747 24/05/2007

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტი №2181 25/06/1999



VI. მოთხოვნა

დაავალოთ თბილისის შს მთ. სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებას, თავი შეიკავოს ჯემალ და ნათელა ძიძიშვილების ოჯახის გამოსახლებისაგან მცირე ნაგებობიდან, მისამართზე: ქ. თბილისი, კერესელიძის ქ. #23.

VII. სხვა ორგანოები , სადაც განიხილება ან განიხილებოდა თქვენი მოთხოვნა

ჯემალ ძიძიშვილის 2011 წლის 23 მარტის #349415 ადმინისტრაციული საჩივარი შეეხებოდა ძირითადი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების საკითხს, ამჯერად ვასაჩივრებთ იმავე გაფრთხილების აქტის საფუძველზე წარმოებულ დამატებით ადმინისტრაციულ მოქმედებებს, რაც მიმართულია სხვა უძრავი ქონების გამოთავისუფლებისკენ და რაზეც არაა დადგენილი განმცხადებელ თ. გონგლაძის უფლებრივი მიმართება. ამასთან, აღნიშნული საგანი და დასახელებული საფუძვლები არ შესულა წინამორბედი ადმინისტრაციული საჩივრის დავის ფარგლებში.



VIII. ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული დოკუმენტების ნუსხა.
1. – ამონაწერები საჯარო რეესტრიდან
2. – მიწის ნაკვეთთა საკადასტრო გეგმები
3. წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოგიდგენთ ზეპირი მოსმენის სხდომაზე.


სულ: ,, 6” ფურცლად.




ხელმოწერა:

თარიღი: 12.06.2011

воскресенье, 12 июня 2011 г.

საკუთრების უფლების ხელშეშლა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,
ბატონ ივანე მერაბიშვილს


ადმინისტრაციული საჩივარი


I. მონაცემები საჩივრის წარმდგენი პირის და მისი წარმომადგენლის /ასეთის არსებობის შემთხვევაში/ შესახებ.

ფიზიკური პირი
• სახელი, გვარი
• მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია ჯემალ ძიძიშვილი
ნათელა ძიძიშვილი
თბილისი, კერესელიძის 23

წარმომადგენელი
• სახელი, გვარი
• მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია რევაზ რიჟამაძე
თბილისი, ჩაიკოვსკის 8, სართ 2.
893320933

II. მიუთითეთ იმ ტერიტორიული სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტი ან ქმედება საჩივრდება

ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება თბილისის შს მთ. სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილება

III. მიუთითეთ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი/ქმედება.

გასაჩივრებული ქმედება უძრავი ქონების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის მოქმედებები


IV. ფაქტობრივი გარემოებები

თბილისის შს მთ. სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ. მაჭარაშვილის მიერ 2011 წლის 09 მარტს გამოიცა უძრავი ქონების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის გაფრთხილების აქტი #24, რომლის საფუძველზე განხორციელდა ჯემალ ძიძიშვილისა და ნათელა ძიძიშვილის ოჯახის გამოსახლება მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ. თბილისი, კერესელიძის ქ. #23.
ამჟამად ჯემალ და ნათელა ძიძიშვილები საცხოვრებლად შევიდნენ იქვე საერთო საკუთრების ეზოში მდებარე მცირე ზომის ნაგებობაში, დროებითი თავშესაფარის სახით.
პოლიციის დასახელებული განყოფილების მხრიდან კვლავ გრძელდება აღკვეთის ღონისძიებისკენ მიმართული მოქმედებები, რაც გამოიხატება ზეპირ მოთხოვნაში, გაათავისუფლონ დასახელებული მცირე ნაგებობაც. ამასთან პოლიციის ორგანო ხელმძღვანელობს ზემოთდასახელებული გაფრთხილების აქტითა და მასში მითითებული მონაცემებით.

აღსანიშნავია, რომ გაფრთხილების აქტში არაა მითითებული გამოსათხოვი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, შესაბამისად დღემდე გაურკვეველი რჩება მეზობელთა თანასაკუთრებაში არსებული რომელი უძრავი ქონებიდან ითხოვს იგი გამოსახლებას.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების მიხედვით განმცხადებელ თინათინ გონგლაძის სახელზე ქ. თბილისი, ლესელიძის ქ. #23-ში ირიცხება ორი საკადასტრო კოდის უძრავი ქონება(იხ. დანართი). ერთი თინათინ გონგლაძის ერთპიროვნულ საკუთრებაშია აღრიცხული, ხოლო მეორე _ საზიარო საკუთრებაში მეზობლებთან: შპს მატრიქსთან და რამაზ შაველაშვილთან.
არც ერთი უძრავი ქონების ამონაწერსა და საკადასტრო გეგმაში არაა დაფიქსირებული მცირე ნაგებობა ან/და მისი ადგილმდებარეობა, ასევე გაურკვეველია, სამი მეზობლიდან რომელი პირის მიწის ნაკვეთზე დგას აღნიშნული ნაგებობა, ხოლო თუკი ჩავთვლით, რომ საზიარო მიწის ნაკვეთი გაუმიჯნავია, პოლიციის ორგანო უფლებამოსილი არაა მხოლოდ ერთი მესაკუთრის განცხადების საფუძველზე განახორციელოს საკუთრების ხელშეშლის ღონისძიება.


V. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი

საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი №747 24/05/2007

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტი №2181 25/06/1999



VI. მოთხოვნა

დაავალოთ თბილისის შს მთ. სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებას, თავი შეიკავოს ჯემალ და ნათელა ძიძიშვილების ოჯახის გამოსახლებისაგან მცირე ნაგებობიდან, მისამართზე: ქ. თბილისი, კერესელიძის ქ. #23.

VII. სხვა ორგანოები , სადაც განიხილება ან განიხილებოდა თქვენი მოთხოვნა

ჯემალ ძიძიშვილის 2011 წლის 23 მარტის #349415 ადმინისტრაციული საჩივარი შეეხებოდა ძირითადი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების საკითხს, ამჯერად ვასაჩივრებთ იმავე გაფრთხილების აქტის საფუძველზე წარმოებულ დამატებით ადმინისტრაციულ მოქმედებებს, რაც მიმართულია სხვა უძრავი ქონების გამოთავისუფლებისკენ და რაზეც არაა დადგენილი განმცხადებელ თ. გონგლაძის უფლებრივი მიმართება. ამასთან, აღნიშნული საგანი და დასახელებული საფუძვლები არ შესულა წინამორბედი ადმინისტრაციული საჩივრის დავის ფარგლებში.



VIII. ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული დოკუმენტების ნუსხა.
1. – ამონაწერები საჯარო რეესტრიდან
2. – მიწის ნაკვეთთა საკადასტრო გეგმები
3. წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოგიდგენთ ზეპირი მოსმენის სხდომაზე.


სულ: ,, 6” ფურცლად.




ხელმოწერა:

თარიღი: 12.06.2011
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას





მოსარჩელე : ბესიკ ბრეგვაძე, პირადი ნომერი: 45001004076, მისამართი:
ვარკეთილი 3, 1 -ლი მიკრორაიონი, კორპ. 25. მე-5 სადარბაზო, ბინა 80.
წარმომადგენელი ადვოკატი რევაზ რიჟამაძე

მოპასუხეები:
1. ავთანდილ მარიამიძე, პირადი ნომერი : 35001059778
მისამართი: რუსთავი კონსტიტუციის ქ. კორ. 5 ბ. 5


2. ნონა წიწილაშვილი, პირადი ნომერი: 25001002253, მისამართი: სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის პატიმარ და მსჯავრდებულ ქალთა დაწესებულებაში შესახლებული, მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი.





გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების_ უძრავი ნივთის დაყადაღების შესახებ

დავის საგანი: ბესიკ ბრეგვაძესა და ნონა წიწილაშვილს შორის გაფორმებული გენერალური მინდობილობის ბათილად ცნობა(შეცდომით დადებული გარიგება); ნონა წიწილაშვილსა და ავთანდილ მარიამიძეს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა(თვალმაქცური გარიგება), ნონა წიწილაშვილსა და ავთანდილ მარიამიძეს შორის სესხის ხელშეკრულების დადებულად აღიარება(რეალური გარიგება), ბესიკ ბრეგვაძის ნონა წიწილაშვილსა და ავთანდილ მარიამიძეს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასულად აღიარება, ბესიკ ბრეგვაძის მიერ ნონა წიწილაშვილსა და ავთანდილ მარიამიძეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებაზე უარის თქმა.





მოგახსენებთ, რომ ბესიკ ბრეგვაძემ 2003 წელს შევიძინე საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება, ვარკეთილი-3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 15, ბინა N55. 2008 წლის 18 თებერვალს მოქ. თამარ კუჭუაშვილთან გავაფორმე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამავე პერიოდში გავემგზავრე საზღვარგარეთ. ამავე ხელშეკრულების შესრულების მიზნით კი მინდობილობა დავუტოვე ჩემს ახლობელს ნონა წიწილაშვილს, თუმცა ხელშეკრულების შესრულების პერიოდშივე საქართველოში მომიწია ჩამოსვლა და უშუალო მოქმედებებით მოვახდინე სესხის გასტუმრება და იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნითზე. ხოლო ნონა წიწილაშვილს მასზე გაცემული მინდობილობის ორივე ეგზემპლარი გამოვართვი.
2010 წლის აპრილის თვე იქნებოდა ნონა წიწილაშვილმა შემომთავაზა ჩემთვის გაურკვეველი სარგებლიან საქმეში მონაწილეობის მიღება და საამისოდ სესხის სანაცვლოდ ჩემს საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული ბინის დაგირავება. მე კატეგორიული უარი განვუცხადე ამგვარ შემოთავაზებაზე ნონა წიწილაშვილს და გავაფრთხილე, რომ ჩემს ბინას არანაირად არ შეხებოდა. ამასთან, თავის დაზღვევის მიზნით და ვინაიდან აღარ არსებობდა ნონა წიწილაშვილზე ჩემი სახელით რაიმე მოქმედების განხორციელების აუცილებლობა, თანაც საზღვარგარეთ აღარ წავსულვარ, 2010 წლის 24 მაისს შესაბამისად გავაუქმე ნონა წიწილაშვილზე გაცემული მინდობილობა. თუმცა შემდგომში, 2010 წლის 01 ოქტომბერს, განსხვავებულ ვითარებაში, ჩემი შვილის საბავშვო ბაღში შეყვანის მიზნით მისამართზე რეგისტრაციისათვის საბუთების გამზადებისას, საჯარო რეესტრის ამონაწერის ნახვისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნონა წიწილაშვილს 2010 წლის 05 მარტს უსარგებლია რა ჩემს მიერ გაცემული ზოგადი შინაარსის მინდობილობით( ჩემს მიერ მის გაუქმებამდე) და მოქ. ავთანდილ მარიამიძესთან, ჩემთან შეუთანხმებლად, 2010 წლის 05 მარტს გაუფორმებია ჩემი კუთვნილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 16 500 აშშ დოლარის ფარგლებში. საჯარო რეესტრში მოუხდენია შესაბამისი ჩანაწერის რეგისტრაცია, ხოლო ე.წ. მყიდველისგან მიღებული თანხა მოუხმარია საკუთარი საჭიროებისათვის.
მე იმავე დღეს დავუკავშირდი ჯერ ნონა წიწილაშვილს, ხოლო შემდეგ სახლში მეზობელ მამუკა კურტანიძესთან მივედი ავთანდილ მარიამიძესთან. ა. მარიამიძემ განმიცხადა, რომ თუ მინდოდა ჩემი ბინა უკან დამებრუნებინა იმ ეტაპზე უნდა გადამეხადა 24 000 აშშ დოლარი_ ანუ ნ. წიწილაშვილისათვის მის მიერ ნასესხები თანხა თავისი პროცენტებით.ხოლო თავის მხრივ, ა. მარიამიძემ იმავე დღეს _ 2010 წლის 01 ოქტომბერს ჩემი კუთვნილი ბინის საბოლოოდ დაუფლების მიზნით 14:46 საათზე შეუტანია განცხადება საჯარო რეესტრში ბინაზე საკუთრების გამოსყიდვის უფლებით შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნის შესახებ, რაც 2010 წლის 06 ოქტომბერს დაკმაყოფილდა.

მართალია, სკ-ს 185-ე მუხლი იცავს შემძენის ინტერესებს და ამ მუხლის შესაბამისად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მაგრამ სკ-ს 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვინაიდან ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ ბესიკ ბრეგვაძეს, ანუ წარმოდგენილ პირს, მას უფლება აქვს უარი თქვას 2010წ. 05 მარტის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელშეკრულებაზე და გავიდეს ხელშეკრულებიდან. სკ-ს 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ პუნქტის შესაბამისად, არ არის აუცილებელი დროის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა და ცხადია, რომ ბ. ბრეგვაძის მხრივ დამატებითი ვადის დაწესებას სადავო მითითებული ნივთის ღირებულების დაბრუნების შესახებ არავითარი შედეგი არ მოჰყვება და ხელშეკრულებიდან გასვლა დამატებითი ვადის მიცემის გარეშეც შესაძლებელია(პრაქტიკისათვის იხილეთ გადაწყვეტილება, საქმე # 3კ-313-03; 18 ივნისი, 2003 წ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/samoq2003-8-uni.pdf ).
სკ-ს 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ბ. ბრეგვაძე უფლებამოსილია გავიდეს 2010წ. 05 მარტის ხელშეკრულებიდან, რის შემდეგაც მას დაუბრუნდება თავისი ნივთი, ხოლო იგი არ არის ვალდებული დაუბრუნოს ხელშეკრულებაში მითითებული ნივთის ღირებულება მ. ბერიძეს, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ამ ნივთის ღირებულება მიღებული აქვს ბესიკ ბრეგვაძეს, რადგან იგი მიღბული აქვს ნონა წიწილაშვილს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემული დავა მიმართულია ბესიკ ბრეგვაძის მიერ კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებისკენ, რაც შეუძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე ავთანდილ მარიამიძე დავის დასრულებამდე მოახერხებს მითითებული უძრავი ნივთის მესამე პირზე გასხვისებას, რისკენაც უკევე მიმართულია კიდეც მისი მოქმედებები: ბინაზე მიჰყავს ყიდვის მსურველი კლიენტები, ახალი მესაკუთრიდან კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდება ნივთზე საკუთრების უფლების გამოთხოვა, რაც საბოლოო ჯამში შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად არსებობს მაღალი ალბათობა მოპასუხემ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით გაასხვისოს სადავო უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება, ვარკეთილი-3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 15, ბინა N55. საკადასტრო კოდი N 01.19.39.023.008.01.055.
მართალია წარმოსადგენი სარჩელი, თავისი არსით მიეკუთვნება აღიარებითი სარჩელის კატეგორიას, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის რეკომენდაციებით დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის პირობებშიც შესაძლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიიების გამოყენება. რეკომენდაციებში მითითებულია, რომ ,,სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აღიარებითი სარჩელის გამოყენების დროს ისევე შესაძლებელია, როგორც მიკუთვნებითი სარჩელის არსებობის შემთხვევაში. აღიარებითი სარჩელის დროს სამართალურთიერთობის აქტიური ცენტრი გადატანილია უფლებაზე, მხარე ითხოვს თავისი უფლების დაცვას, რათა მომავალში არ დაირღვეს ის. იმ აღიარებითი გადაწყვეტილებით, რომლითაც მხარე იძენს გარკვეული მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობას, ამდენად, მას აქვს პატივსადები მიზეზი, რომ სასამართლოს თავისი სამომავლო მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა მოსთხოვოს” (იხ.ბმული:http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/rekomend.pdf ).
ამიტომ, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტისა,
გ თ ხ ო ვ თ :
დაადოთ ყადაღა მოპასუხე ავთანდილ მარიამიძის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება, ვარკეთილი-3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 15, ბინა N55. საკადასტრო კოდი N 01.19.39.023.008.01.055.

დანართი:
1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ამჟამინდელი მდგომარეობით);
2. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება;
3. ა. მარიამიძის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე უფლების(გამოსყიდვის უფლების) შეზღუდვის მოხსნის შესახებ;
4. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2010 წლის 05 მარტამდე მდგომარეობით(მესაკუთრე ბესიკ ბრეგვაძე);
5. საჯარო რეესტრის ამონაწერი უფლების(გამოსყიდვის უფლების) შეზღუდვის აღნიშვნით;
6. საჯარო რეესტრის ამონაწერი უფლების(გამოსყიდვის უფლების) შეზღუდვის მოხსნის აღნიშვნით;
7. საჯარო რეესტრის ამონაწერი იპოთეკის აღნიშვნით;
8. საჯარო რეესტრის ამონაწერი იპოთეკის მოხსნის აღნიშვნით;
9. მინდობილობა ნონა წიწილაშვილთან;
10. ნონა წიწილაშვილთან მინდობილობის გაუქმების სანოტარო აქტი;
11. სახ. ბაჟის გადახდის ქვითრები.


განმცხადებელი : ბესიკ ბრეგვაძე
12. 06. 2011.

суббота, 4 июня 2011 г.

სააპელაციო საჩივარი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას
მსჯავრდებულ ნონა წიწილაშვილის, სად-ის ქალთა დაწესებულების პატიმრის, გარდაბნის მუნიციპ. სოფ. მთისძირი
ადვოკატი რევაზ რიჟამაძე

სააპელაციო საჩივარი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით

სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და ვითხოვთ მის გაუქმებას სასჯელის ნაწილში მისი შემსუბუქების მიზნით:
სასამართლო განაჩენში არაა დასაბუთებული თუ რა საფუძვლების გათვალისწინებით იქნა გამოყენებული დანიშნული სასჯელი, რით გახდა შეპირობებული მოცემული დანაშაულისათვის გათვალისსწინებული სასჯელის მინიმალურ ზღვარზე მაღალი ფარგლის გამოყენება.
სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მივაპყრობთ ნონა წიწილაშვილის ბრალდების შემამსუბუქებელ გარემოებებს, როგორიცაა: მისი წარსულში ნასამართლობის არქონა, მარტოხელა დედა, ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი, ჩადენილ დანაშაულს ინანიებს მთელი შეგნებით და ასევე თანამშრომლობს და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას გამოძიებასთან მოცემულ დანაშაულებრივ ქმედებაში სხვა თანამონაწილეების მხილების თვალსაზრისით.
აღნიშნულიდან გამომდინარე,
გ თ ხ ო ვ თ :

ნონა წიწილაშვილს შეუმსუბუქოთ დაკისრებული სასჯელი მოცემული დანაშაულისათვის გათვალისწინებული ფარგლების მინიმალურ ზღვრამდე.

Mმსჯავრდებული ნონა წიწილაშვილი


Aადვოკატი რევაზ რიჟამაძე