1.პრაქტიკული სამართლის ცნება და სახეები;
თანამედროვე იურისპრუდენციაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია პრაქტიკულ სამართალს, თუმცა მისი გაგება, დანიშნულება სხვადასხვაგვარად აისახება საზოგადოებრივ ცნობიერებაში. დანერგილი მსოფლმხედველობის მიხედვით, პრაქტიკული სამართალი გაიგივებულია ,,ელემენტარულ იურისპრუდენციასთან”, რაც შეიძლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებშიც ისწავლებოდეს. მისი არსი მოიცავს ყოველდღიურობით წარმოშობილი ცივილიზებული ურთიერთობების შეფასებითა და რეგულირებით, როგორიცაა ოჯახური ურთიერთობები, ურთიერთობები ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ქუჩაში დადებული გარიგებები და ა.შ. ანუ ის ურთიერთობები რაც ყველაზე მეტად ტიპური და ხშირია თითოეული ჩვენთაგანის ჩვეულებრივ ცხოვრებაში.
ჩვენს შემთხვევაში მინდა პრაქტიკულ სამართალს მივცე უფრო ძირეული დატვირთვა, რათა შეცნობილი იქნას ის საფუძვლები, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი უფლებების არსებობასა და მნიშვნელობას.
ადამინს ჩასახვისთანავე უკვე გააჩნია სახელმწიფოს მიერ აღიარებული გარკვეული უფლებები, ხოლო დაბადების შემდეგ ის უკვე მოქალაქე ხდება. ადამიანი დაბადებისთანავე იბრძვის საკუთარი უფლებების დამკვიდრებისათვის. მას იმთავითვე წარმოეშობა მოთხოვნის უფლება: სიცოცხლის უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება. ახალშობილი უკვე ითხოვს რომ მას მიაწოდონ სიცოცხლისათვის საჭირო პირობები. შესაბამისად ის უკვე ხდება სამართალურთიერთობის სრულფასოვანი სუბიექტი. მის ასეთ მოთხოვნის უფლებას კი იცავს სახელმწიფო, რომელიც მშობლებს და საჯარო დაწესებულებებს სანაცვლოდ გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. ზოგადად, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ კი მოქალაქეს დამოუკიდებელი ვალდებულებებიც ეკისრება.
სახელმწოფო მოქალაქეებს რეგულარულად აწვდის ინფორმაციებს თავიანთი უფლებების გამოყენების წესების ირგვლივ, რასაც კანონებში ასახავს. მოქალქე ეცნობა კანონებს და მიიჩნევს, რომ მათი რეალიზება ავტომატურად შეიძლება მოხდეს. თუმცა უფლების გამოყენების გზაზე ბევრია წინააღმდეგობები, განსაკუთრებით როცა უფლება მიმზიდველია, მოცულობითია. მას ბევრი ,,პატრონი” გამოუჩნდება და ყველას გაუჩნდება სურვილი, რომ ეს უფლება სწორედ მისი გახდეს. ზოგი იმსახურებს მას, ზოგი _ არა. თუმცა უფლების მიმზიდველობა ადამიანს აკარგვინებს ჯანსაღი განსჯის უნარს. ის ვერ ეგუება იმას, რომ ეს თვალწარმტაცი უფლება შეიძლება სხვას ეკუთვნოდეს. მას მიაჩნია, რომ როგორც სხვას , მასაც იგივე მოთხოვნის უფლება უნდა ჰქონდეს ამ უფლებაზე. სწორედ აქ წარმოიშვება პრაქტიკული სამართლის აუცილებლობა.
ალბათ, ბევრ ჩვენთაგანს გამოუთქვამს უკმაყოფილება თემიდას არჩევანზე, ყოველთვის გასაგები და მისაღები არაა მართლმსაჯულების შეხედულებები ამა თუ იმ სადავო საკითხის გარჩევისას. სასამართლოში აბსულუტურად დაკმაყოფილებული არც მოგებული მხარე რჩება, ხოლო წაგებულ მხარეს მიაჩნია, რომ იგი უსამართლოდ დაიჩაგრა. დიდია სასამართლოში პირადი ,,ეგო”-ს დამკვიდრების ცდუნება. თუმცა მოქალაქემ ნაღად უნდა გააცნობიეროს ის გარემოება, რომ მართალი პოზოცია ყოველთვის არ აისახება შედეგბზე. სიმართლის დადგენა არაა სასამართლოს პრეროგატივა, არც სამართლიანობის აღდგენაა მართლმსაჯულების პირდაპირი დანიშნულება. სასამართლოები მხოლოდ ხელს უწყობენ მხარეებს სასტარტო პოზიციების თანაბრად შერჩევაში და შემდგომ ეტაპზე კი ორთაბრძოლის არბიტრირებას ახდენა. მართალია ამ ორთაბრძოლის საბოლოოო შედეგებს მოსამართლე აჯამებს, თუმცა ამ ეტაპზე სასამართლო სიღრმისეულად იკვლევს ფაქტებს. ემოციები, გრძნობები, მოსამართლემ გვერდით უნდა გადადოს და მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოს. კარგი მოსამართლე ის მოსამართლეა, რომელიც შეუმცდარად განსაზღვრავს სამართლიანობის მიჯნებს და ორივე მხარეს ზუსტად შეაგნებინებს რაში მოიგცა სწორად და რა დროს შეცდა. ასეთ დროს მოდავე მხარეებს თვალები აეხილებათ ხოლმე და სახეზეც გაუნათდებათ, მათში რაღაც ობიექტური სული(ჰეგელი), თითქოს ღმერთი დაისადგურებს.
დიდია ამ დროს მართლსაჯულების გამაჰუმანურებელი ეფექტის ძალა, თუმცა ვფიქრობ უმჯობესი იქნებოდა მოქალაქემ თავიდანვე სწორად შეარჩიოს საკუთარი გადაწყვეტილება. დაუსაბუთებელი მოთხოვნებით ძვირად არ მოუხდეს სამართლიანობის განცდის ,,შეძენა”. ადამინს ხშირად მიაჩნია, რომ მას ჩვეულებით თუ საკუთარი გაანგარიშებით წარმოქმნილი მოთხოვნა სწორია და ის აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. მას ავიწყდება, რომ ცხოვრებაში მარტო არაა და ბევრი კონკურენტი ჰყავს. ამიტომ მისი სრულად დაკმაყოფილება, რაც არ უნდა მართალი იყოს, პრაქტიკულად შეუძლებელია. საერთოდაც, ამ ცხოვრებაში ყველაფრს ვერ ვიღებთ, ალბათ ვაღწევთ ნახევარზე ცოტა, ვიდრე სამართლიანად გვეკუთვნის.
რევაზ რიჟამაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий