суббота, 18 февраля 2012 г.

სამოსამართლო სამართალი

1.1. სამოსამართლო სამართალი
დღეს სასამართლო პრაქტიკაში დანერგილია ე.წ. სამოსამართლო სამართლის ინსტიტუტი. მისი გავლენა და დანიშნულება ისე მაღალია, რომ რეალურად ქვეყანაში სამოსამართლო სამართალი დომინირებს. სამოსამართლო სამართალს სასამართლოები კოორდინირებული ურთიერთობებით შეიმუშავებენ. სამოსამართლო სამართალს შეიძლება პრაქტიკული სამართალიც ვუწოდოთ. ანუ ცხოვრებაში ტარდება არა ის სამართალი, რაც ცალკეულ კანონებშია ჩაწერილი, არამედ სასამართლოების მიერ დადგენილი წესები ამ კანონების ცხოვრებაში გამოყენებისათვის. სამოსამართლო სამართალი ცალკეულ კანონების ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო სისტემასთან შედარებითი ანალიზის მეშვეობით დგინდება. ამით გამოირიცხება ცალკეულ კანონში დაშვებული უზუსტობის ან არასაკმარისი რეგულირების ხარისხით წარმოშობილი წინააღმდეგობები(კოლიზიები).
რეფორმირების გზაზე მდგარი სახელმწიფოსათვის სამოსამართლო სამართლის ფუნქცია განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ახალ-ახალი რეფორმები თავისთავად მოითხოვენ სამართლებრივ ბაზას, ხოლო კანონმდებლობაში ხშირი ნოვაციები არ გამორიცხავენ მათ შორის წინააღმდეგობის საფრთხესაც. აქ კი აქტიურად ერთვება სამოსამართლო სამართალი.
საერთოდაც, სამოსამართლო სამართალს ძირეული მნიშვნელობა ენიჭება კანონის ,,გაადამიანებაში”, გაცოცხლებასა და განვითარებაში, იგი სულს უდგამს კანონს და მას ორგანულ არსად აქცევს.
თანამდეროვე სამოსამართლო სამართალი დაფუძნებულია სამართლიანობის პრინციპებზე. მისი ადგილი კანონში დატოვებული ,,თავისუფალი ადგილების” შევსებაა იმ მხარის სასარგებლოდ, რომელსაც სასამართლო უსამართლოდ დაჩაგრულად მიიჩნევს. ანუ კანონში არსებული ზოგადი განმარტებები შეიძლება დაკონკრეტდეს ამავე კანონის სამართლიანობის აღსადგენად გამოსაყენებლად.
სამოსამართლო სამართალი ამავდროულად თეორიული, დოქტრინალური განმარტების დონიდან საკანონმდებლო-სავალდებულო დონემდე განვითარდა. უმაღლესი სასამართლო ინსტანცია არ მიიღებს საჩივარს, თუკი ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას(სამოსამართლო სამართალს). ამ შემთხვევაში საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ ემთხვევაში თუ მოცემული კონკრეტული საქმის განხილვისას შესაძლებელია ისეთი სამართლებრივი დასკვნების გაკეთება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამართლის(სამოსამართლო სამართლის) განვითარებას. როგორც ვხედავთ სამოსამართლო სამართალი წარმოადგენს გვირგვინს იურისპრუდენციისა და მის საზრისს. სამოსამართლო სამართლის გარეშე არსებობს კანონის მოქმედების ორიენტირი. კანოს სწორი გამოყენება სჭირდება, რაშიც ,,ბუნებრივი მონოპოლია” სასამართლოებს უკავიათ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამოსამართლო სამართალი არ გულისხმობს, რომ მას მხოლოდ მოსამართლეები ქმნიან. სამოსამართლო სამართლის დებულებები ყალიბდება ცალკეულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების მეშვეობით, რომელთა ფორმირებასაც აქტიურად უწყობენ ხელს სასამართლო პროცესის მონაწილეები) ადვოკატები, პროკურორები, მხარეთა სხვა წარმომადგენლები). ამიტომ, სამოსამართლო სამართალში უპირატესად გააზრებულია მოსამართლეების მიერ სამართლის გამოყენების წესები. იგი უავტორო სამართალია, ისევე როგორც ცალკეული კანონები. ამიტომ პრაქტიკულად შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქე გახდეს სამოსამართლო სამართლის სულის ჩამდგმელი და ავტორი.

რევაზ რიჟამაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий