суббота, 18 февраля 2012 г.

ბეს ორმაგად დაბრუნება, კერძო არბიტრაჟი, სააღსრულებო წარმოება

ბე-ს ხელშეკრულების შესრულებულად აღიარების შესახებ, არბიტრაჟს არ უმსჯელია მორიგების, როგორც დამოუკიდბელი ხელშეკრულების შეწყვეტის სადაო სამართლებრივ ურთიერთობაზე, მან სააღსრულებო წარწერა გასცა მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის აღსასრულებელი განკარგულება მ. ალავიძის საცხოვრებელი ბინის გამოსახლების ნაწილში იყო წარმოდგენილი. ბე ისეც ჩათვლილი იყო ზიანის ანაზღაურების ანგარიშში და მისი განმეორებით გამოთხოვა ვერ მოხდებოდა. ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონი არ ადგენდა მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადებს, შესაბამისად მისი გადაწყვეტილება განიხილება როგორც კერძო-სამართლებრივი ცალმხრივი გარიგება, რაც შეიძლება გასაჩივრდეს ხანდაზმულობის საერთო სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადაში(3 წელი). ასევე, ვინაიდან ჩვენ ვდაობთ მორიგების აქტის შესრულებულად აღიარებაზე, ამავდროულად ვდაობთ ბეს ხელშეკრულების შესრულებაზეც, ვინაიდან მორიგების აქტშო გათვალისწინებული მხარეთა უფლება-მოვალეობები გამომდინარეობს ბე-ს ხელშეკრულებიდან. მორიგების აქტმა მხოლოდ ცვლილებები შეიტანა ბეს ხელშეკრულების შესრულების ვადაში, კრედიტორის სასარგებლოდ დამატებითი პირობების განსაზღვრის საკითხში, თუმცა ამ აქტს არ შეუცვლია მხარეთა შორის წარმოშობილი და მიმდინარე ბესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები, რადგამ ამავე მორიგების აქტში ბეს ხელშეკრულების მოქმედების ძალა დაკავშირებულია მორიგების პირობების შესრულებაზე. ამ ვიტარებაში, რომ დავუშვათ ის მომენტი, რომ მ. ალავიძეს სრული სიზუსტით შეესრულებინა მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები, მაშინ რა შედეგები დადგებოდა? პასუხი ეჭვგარეშეა, უძრავი ქონება გადაეცემოდა საკუთრებაში და მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდებოდა. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, შეხება გვაქვს მორიგების პირობების შესრულების აღიარებასთან. მოცემულ ვითარებაში მორიგებით გათვალისწინებული პირობები რამდენად შეიძლება სამოქალაქო-სამართლებრივად ჩაითვალოს შესრულებულად. თუკი ჩაითვლება, რომ მ. ალავიძემ არაჯეროვნად, მაგრამ მაინც შეასრულა მორიგების პირობები, უნდა ჩაითვალოს, რომ მან ასევე შეასრულა ბეს ხელშეკრულების პირობები. საპირისპიროდ თუკი მ. ალავიძის სასარგებლოდ აღიარებული იქნება მისი მხრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის შესრულების ფაქტი, მაგრამ ნ. კვარაცხელია არ ცნობს და არ იღებას ამ შესრულებას, თავისთავად დგება ხელშეკრულების შესრულება-არშესრულებას შორის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა და ამავდროულად დასადგენია რომელ მხარეს გააჩნია მოთხოვნის უფლება. ანუ მ. ალავიძეს მიაჩნია, რომ მან სამართლებრივად შეასრულა სახელშეკრულებო პირობები, ნ. კვარაცხელია კი ფიქრობს, რომ მ. ალავიძემ ვინაიდან კონკრეტულ დღესა და ადგილას არ განახორციელა შესრულება, დაგვიანებით შესრულება შესრულებად ვერ ჩაითვლება. მხარეთა შორის ამ ასპექტში სადავო საკითხი არცერთ უწყებას არ გადაუწყვეტია. კერძო არბიტრაჟის მიერ სააღსრულებო წარწერის გაკეთება და ამის ირგვლივ გადაწყვეტილების გამოტანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ მან მხარეებს შორის დასახელებული დავა შესრულების ირგვლივ გადაწყვიტა. მითუმეტეს, რომ სააღსრულებო წარწერის გაკეთებისათვის გამოტანილ ადაწყვეტილებებში არბიტრჟს ამ საკითხზე არ უმსჯელია და საკუთარი გადაწყვეტილება ერთ0ერთი მხარის მოთხოვნის გამართლებაზე არ დაუფუძნებია. მან მხოლოდ ფორმალურად დააკმაყოფილა ნ. კვარაცხელიას განცხადება სააღსრულებო წარწერის გამოწერის თაობაზე ისე რომ არ უმსჯელია იმ საკითხზე, მ. ალავიძემ სამართლებრივად შეასრულა თუ არა მორიგების აქტით განსაზღვრრული პირობები.
დაბოლოს რატომ ვმსჯელობთ ბეს ორმაგად დაბრუნების მოთხოვნის ირგვლივ. მორიგების აქტში ჩაიწერა, რომ ბეს ხელშეკრულება მხოლოდ იმ შემთვევაში კარგავს ძალას, თული მხარეები შეასრულებენ ან არ შესრულებენ ამ მორიგების აქტს. ანუ ბეს ხელშეკრულების მოქმედების ძალა გაგრძეებული იქნა მორიგების აქტით. ხოლო მორიგების აქტის შესრულებას ან არშესრულებას მხარეები უკავშირებდნენ ბეს ხელშეკრულების შეწყვეტას.
განსახილველ შემთხვევაში, როდესაც მ. ალავიძე დავობს, რომ მან შეასრულა ბეს ხელშეკრულების პირობები, მაგრამ ნ. კვარაცხელია განზრახ არ მიიღო შესრულება, რის გამოც მან დაკარგა უფლება ბეს სახით გადახდილ ფულად თანხაზე, შესაბამისად, მასვე ენიჭება უფლება დააყენოს მოთხოვნა ბეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებში. ანუ მას უფლება აქვს მოითხოვოს მორიგების აქტის შესრულების აღიარება, რაგდან ასეთ აღიარებაზე არბიტრაჟს არ უმსჯელია, ხოლო მეორეს მხრივ მოითხოვოს ბეს ორმაგად დაბრუნება, ვინაიდან ამ ეტაპზე უძრავი ქონება გასულია მ. ალავიძის საკუთრებიდან.
პირველ შემთვევაში მორიგების პირობების შერულების აღიარება წარმოშობს საკუთრების უფლება უძრავ ქოებაზე, ხოლო მეორე მოთხოვნის დაყენებისას მ. ალავიძე პრეტენზიას აღარ აცხადებს უძრავი ქონების საკუთრებაზე და მხოლოდ მიერ მიერ ფულადა ბეს სახით გადახდილი თანხის გაზრდილი ოდენობით დაბრუნებას ითხოვს იმ წესით , რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი. ანუ ერთი მოთხოვნის დაყენება გამორიცხავს მეორე მოთხოვნის არსებობას.
აქ რჩება კვლავაც ერთი საკითხი. როგორ შეიძლება შეფასდეს კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ნ. კვარაცხელიას სასარგებლოდ სააღსრულები წარწერის გაკეთების ირგვლივ?
ხომ არ შეიძლება მისი გასაჩივრება ამ ეტაპზე? თუკი არბიტრაჟმა სააღსრულებო ფურცელი ამოწერა დაუსაბუთებლად, ხომ არ გასაჩივრებულიყო მისი ამგვარი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება? მით უფრო, რომ კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა არ ამოწურულა?
სააპელაციო პალატამ ამ ასპექტში უწყებრივად უფლებამოსილად ჩათვალა სააღსრულებო ორგანო. თუ რატომ, რის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული არაა. სააღსრილებო ფურცელში კონკრეტულად მიეთითა აღსასრულებელი მოქმედებები. მ. ალავიძის, როგორც მოვალის, აღსრულების ეტაპზე ნ. კვარაცხელიასთვის შედავება მორიგების პირობების შესრულების საკითხზე რამდენად შედეგიანი აღმოჩნდებოდა? ნუთჲ სააღსრულებო ორგანო არის უფლებაზე დავის განმხილველი ორგანო? ანდა რა წესით უნდა მიემართა ამ საკითხზე მ. ალავიძეს სააღსრულებო ორგანოსათვის? რა უნდა მოეთხოვა მისგან? სააპელაციო პალატა თუკი ამგვარ განმარტებას აკეთებდა, იქვე უნდა მიეთითებინა შესაბამისი საკანონმდებლო აქტის ნორმა, რის საფუძველზეც იგი ასაბუთებს საკუთარ პიზიციას. ამის არარასებობის პირობებში, სრულიად ბუნდოვანი რჩება სააღსრულებო ორგანოს უწყებრივი მომპეტენცია ემსჯელა მ. ალავიძის პრეტენზიებზე მორიგების აქტის შესრულების ირგვლივ.

დავუშვათ ის ვარიანტიც, რომ მ. ალავიძეს აღმასრულებლისგან მოეთხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტების საკითხი.


თუკი სასამართლო გულისხმობდა აღსრულების ეტაპზე მ. ალავიძის, როგორც მოვალის მიერ, საკუთარი უფლების გამოყენებას, რათა დაემტკიცებინა, რომ მან შესრულება უკვე განახორციელა, ამ შემთხვევაში რა შედეგი დადგებოდა? ანუ 1 მხარის მიერ წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შეეძლო თუ არა აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებები განეხორციელებია ამავე მხარის წინააღმდეგ? ანუ ნ. კვარაცხელიასთვის დაეკისრებინა ბეს ორმაგად დაბრუნება? ანუ იმ პირობებში, როცა არბიტრაჟმა მ. ალავიძეს უარი უთხრა სააღსრულებო ფურცლის ამოწერაზე და ნ. კვარაცხელიას სასარგებლოდ ამავე საკითხზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმის თაობაზე, რომ მ. ალავიძემ ვერ წარმოადგინა მორიგების ხელშეკრულების დროულად შესრულებისათვის ნ. კვარაცხელიას მხრიდან დაბრკოლების შექმნის მტკიცებულება, ხოლო აღმასრულებელი მოვალე მ. ალავიძისათვის გაკეთებულ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების წინადადებაში აფიქსირებს, რომ მან (მ. ალავიძემ) არ შეასრულა მორიგების აქტით განსაზღვული პირობები, სააღსულებო ორგანოსთვის რა სახის განცხადებით უნდა მიემართა მ. ლავიძეს, რაც შეცვლიდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნას? თუკი მოვალე მ. ალავიძე სააღსულებო ორგანოში დაამტკიცებდა, რომ მან ვალდებულება სამართლებრივად შეასრულა, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო აღმასრულებელს? მას უნდა შეეწყვიტა სააღსრულებო წარმოება და სააღსრულებო ფურცელი უნდა დაებრუნებინა კრედიტორ ნ. კვარაცხელიასთვის. მაგრამ ამით აღმასრულებელი შეცვლიდა სააღსრულებო ფურცლის ამოწერის შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რითად თვითნებურად გადაწყვეტდა მხარეთა შორის წარმოშობილ უფლებრივ დავას, რისი უფლებამოსილებას სააღსრულებო ორგანოს არ გააჩნია. ანუ თუკი სააღსრულებო ორგანო მ. ალავიძის ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევდა, უნდა დამდგარიყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შებრუნების აუცილებლობა: ანუ მ. ალავიძეს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა უძრავი ქონება. შესაბამისად მ. ალავიძეს უნდა მიემართა არბიტრაჟისათვის სააღსრულებო ფურცლის ამოწერის მოთხოვნით. ხოლო ვინაიდან ერთ საქმეზე 2 სხვადასხვა და ურთიერთსაწინააღმდეგო სააღსრულებო ფურცლის ამოწერა დაუშვებელია , დღის წესრიგში დადგებოდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კი აღსრულებულია და ამდენად იგი შესულია კანონიერ ძალაში. კანონიერ ძალაში შესული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ბათილობის მოთხოვნით. საუბარია სააღსრულებო ფურცლის ამოწერის ირგვლივ მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე.
ამავდროულად, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოთხოვნილი უნდა იქნას როგორც მორიგების აქტის, ისე ბეს ხელშეკრულების შესრულებულად აღიარება. ხოლო თუ ეს მოთხოვნა არ დადგება, მაშინ მოთხოვნილ უნდა იქნას ბეს ორმაგად დაბრუნება. თუმცაანალიზს მოითხოვ თუ რა პირობებში შეიძლება იქნას მოთხოვნილი ბეს ორმაგად დაბრუნება?

რადგან ერთი სახის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია, რომლითაც ფაქტობრივად დადგინდა ის გარემოებები, რომ მ. ალავიძემ არ შეასრულა არც ბეს და არც მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებები, მ.ალავიძემ რა სამართლებრივ საფუძველზე უნდა მოითხოვოს ბეს ორმაგად დაბრუნება ნ. კვარაცხელისგან? მით უფრო, რომ მორიგების პირობების შეუსრულებლობამ თავის მხრივ ბეს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტაც განაპირობა?
ბეს ორმაგად დაბრუნება წარმოშობს ნ. კვარაცხელიას წინააღმდეგ ფულად ვალდებულებას, რაც თავის მხრივ სადავოდ ხდის ბეს ხელშეკრულების შესრულებას ნ. კვარაცხელიას მხრიდან. ამავდროულად სადავო ხდება მორიგების პირობების შესრულებაც. ამ პირობებში როგორ უნდა მოიქცეს მ. ალავიძე? მას ამ მხრივ შედავების უფლების რეალიზაციის იურიდიული საშუალება მორიგების აქტის მოქმედების პერიოდში არ მისცემია. არბიტრაჟმა ცალმხრივად, არსებითი განხილვის გარეშე აღიარა მ. ალავიძის მრიდან შეუსრულებლობა. მაშასადამე მ. ალავიძის მხრიდან დარჩენილია იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რომლითაც გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

ამასთანავე, მ. ალავიძეს დარჩენილი აქვს უფლება შეწყვეტილად აღიაროს ბეს ხელშეკრულება ნ. კვარაცხელიას მხრიდან მისი ბრალეულად შეუსრულებლობის გამო და მოითხოვის ბეს ორმაგად დაბრუნება. ანდა ბეს ორმაგად დაბრუნების სარჩელით სასამართლომ აღიაროს ნ. კვარაცხელიას მხრიდან ბეს ხელშეკრულების ბრალეულად შეუსრულებლობა. მაგრამ რაღა ბედი ეწევა კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას? ფაქტიურად იგი არაპირდაპირ შეიცვლება. მაშასადამე, ყველაზე მართებული იქნება გასაჩივრდეს ის საარბიტრჟო გადაწყვეტილება, რომლითაც გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი და ხელშეკრულების შეუსრულებლობა მ. ალავიძის მხრიდან გამოწვეულად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, შეიძლება მსჯელობა როგორც უძრავი ქონების საკუთრებაში გადმოცემის, ისე ბეს ორმაგად დაბრუნების მოთხოვნებზე ურთიერთდამოუკიდებლად და არჩევანის შესაბამისად.

თუმცა აქ დგას საკითხი, თუ რა სამართლებრივ საფუძველზე შეიძლება ასეთი სარჩელის წარდგენა? ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონი ძალადაკარგულია, რომლის შესაბამისადაც შესაძლებელი გახდებოდა კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილების დასახელებულ საფუძველზე გასაჩივრება. მაშასადამე ძალადაკარგული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე სარჩელის შეტანა დაუშვებელი იქნება, ხოლო ახალი კანონი(,,არბიტრაჟის შესახებ”) 2010 წლის 01 იანვრამდე დამთავრებულ საქმეებზე არ ვრცელდება. ასეთ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა ისევ აღიარებითი სარჩელის აღძვრა, თუმცა დასაფიქრებელია რა მოთხოვნით. ბეს ორმაგად დაბრუნება თავისთავად მოიცავს როგორც მ. ალავიძის მხრიდან როგორც ბეს ისე მორიგების აქტის შესრულებას, ისე ნ. კვარაცხელიას მხრიდან როგორც ბეს ისე მორიგების აქტის ბრალეულად შეუსრულებლობას.

ანგარიშგასაწევია, რომ დღევანდელ ეტაპზე მხარეებს შორის 2008 წლის საარბიტრაჟო შეთანხმება ძალადაკარგულია. ხოლო ახალი არ დადებულა. ძველი საარბიტრაჟო შეტანხმებაში ჩაწერილია, რომ ვეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველანაირი დავა გაირჩევა კერძო არბიტრაჟის მიერ გამყიდველის(ნ. კვარაცხელიას არჩევით). ამიტომ, ერთგვარი დავა მხარეებს შორის დასრულებულია. ამჯერად იმავე არბიტრაჟში იმავე ბეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის აღძვრა დაუშვებელია ორი მიზეზის გამო: 1) საარბიტრაჟო შეთანხმების ძალადაკარგულობის გამო: და 2) ბეს ხელშეკრულების შესრულება-შეუსრულებლობის თაობაზე დავა ამავე არბიტრაჟს უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს.
შესაბამისად, სარჩელი სასამართლოს ქვემდებარეა, გარდა ზემოთდასახელებული მიზეზებისა, რადგანაც: ბეს ხელშეკრულების ირგვლივ მხარეები არბიტრაჟში ვეღარ იდავებენ; 2) ბეს ხელშეკრულებიდან გამომდიბნარე მორიგების აქტის შესრულების ირგვლივ მ. ალავიძეს სასარჩელო შედავება არ განუხორციელებია და მას ასეთი უფლება არ უნდა მოესპოს.

რევაზ რიჟამაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий