ბათუმის შს რაიონული სამმართველოს მე-33 განყოფილების წარმოებაში იმყოფება სისხლის სამართლის საქმე მანანა სარიშვილის განცხადების გამო ბათუმში, ხულოსა და ქუთაისის ქუჩების #4/30 მდებარე საცხოვრებელი სახლზე საკუთრების უფლების დანაშაულებრივად მიღების ფაქტზე.
ვფიქრობ, სახელმწიფო ბრალდების ორგანო უსაფუძვლოდ იბოჭება მოცემული ფაქტის ირგვლივ სამოქალაქო დავის ფარგლებში გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებით, რაც დაუსაბუთებლად აჭიანურებს გ. ნატროშვილისა და მისი თანამზრახველი პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის პროცესს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განვმარტავთ შემდეგს:
2006 წლის 21 აგვისტოს დ. ტაკიძის მამკვიდრებელ - ვასო ტაკიძესა და გივი ნატროშვილს შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ბათუმი, ხულოსა და ქუთაისის ქ. №4/30 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.
წინამდებარე ხელშეკრულების დადებას წინ უძღვოდა მოლაპარაკებები ერთის მხრივ ვასო ტაკიძეს და მეორეს მხრივ - გივი ნატროშვილსა და გია გრძელიშვილს შორის. გ. ნატროშვილი და გ. გრძელიშვილი წინასწარ შევიდნენ ნდობაში ვ. ტაკიძესთან, რაც გამოიწვია დ. ტაკიძის მეუღლის(რძლის) - მანანა სარიშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყოფნის გამო მისი მდგომარეობის შემსუბუქების სურვილმა. კერძოდ: გ. ნატროშვილი და გ. გრძელიშვილი ვ. ტაკიძეს არწმუნებდნენ, რომ ისინი წარმოადგენდნენ დაზარალებულებს მისი რძლის - მ. სარიშვილის უკანონო ქმედებების გამო და შეეძლოთ არ ეჩივლათ სამართალდამცავ ორგანოში, ასევე ურთიერთობები მოეგვარებიათ სხვა დაზარალებულთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ასევე მათ არ განეცხადებიათ პრეტენზიები დანაშაულის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კუთხით. ვინაიდან გ. ნატროშვილი და გ. გრძელიშილი ხშირად სტუმრობდნენ ვ. ტაკიძის ოჯახს, მათ შორის, დაუახლოვდნენ და ნდობაში შევიდნენ ვ. ტაკიძის შვილიშვილთან - ასევე ვასო ტაკიძესთან, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულთა მატერიალური მოთხოვნის საერთო ღირებულება ვითომდა შეადგენდა 25 000 აშშ დოლარს, ისარგებლეს რა ხანდაზმული ვასო ტაკიძის გულუბრყვილობით და მასზე უკვე მოპოვებული მორალური ზეგავლენით, ვ. ტაკიძესთან გააფორმეს ზემოთ დასახელებული საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის ფასი სრულად არაადეკვატური აღმოჩნდა ამავე სახლის რეალურ ფასთან. ვ. ტაკიძეს, ნაცვლად სახლის რეალური ფასისა - 300.000 აშშ დოლარისა, სახლი 25.000 აშშ დოლარად გააყიდინეს, რის გამოც აღნიშნული გარიგება უკანონო გახდა.
აგრეთვე, გ. ნატროშვილისა და გ. გრძელიშვილის ზემოაღწერილმა მოქმედებებმა გამოიწვია ის, რომ მათ 25 000 აშშ დოლარად მიითვისეს გაცილებით ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი, ხოლო შემდგომ მოახდინეს ვ. ტაკიძის ოჯახის ადმინისტრაციული წესით გამოსახლება, რის გამოც 2009 წლის 24 თებერვლიდან (გამოსახლების მეორე დღიდან) დღევანდელ დღემდე მთელი ტაკიძის ოჯახი ცხოვრობს ქირით, ხოლო ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობის ჯამი დღეის მდგომარეობით შეადგენს 16 279 ლარს. ამასთან, მათი ოჯახის გამოსახლებისას დაზიანდა და განადგურდა მოძრავი ქონების ნაწილი: კარადა, ანტიკვარული ჭურჭელი, რამაც მთლიანობაში შეადგინა 388 ლარის ზიანი.
ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების კვალობაზე, სისხლის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები ამ ეტაპზე აღარ ცნობენ სისხლის და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილულ საქმეებზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილებების(განაჩენი, გადაწყვეტილება) პრეიუდიციულ ძალას.
ამ მიმართებით განვიხილავთ შემდეგ მტკიცებულებებს:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე #2/ბ-685. გვ. 4. აბზ. მე-7. (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება):
,,საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არანაირად არ დგინდება რაიმენაირი კავშირი საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის რძლის , მანანა სარიშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესა და განსახილველ სამოქალაქო დავას შორის . მოსარჩელის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც საცნაურს გახდიდა მ. სარიშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან ნატროშვილის რაიმენაირი სტატუსით შემხებლობის ფაქტს”.
სამართლებრივი დასაბუთება(გვ.5. აბზ. მე-3):
,, ...მოსარჩელეს სასამართლოში არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სწორედ ნატროშვილის ვალი ემართა მ. სარიშვილს და ამ ვალის უზრუნველსაყოფად, გარანტიის სახით დაიდო მხარეთა შორის სადაო ხელშეკრულება.
აქვე ბოლო აბზაცი:
,,... მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მას ნასყიდობის თანხა არ მიუღია.”
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დგინდება, რომ გ. გრძელიშვილი წარმოადგენს დაზარალებულს(გვ.2).
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, პრეიუდიციულად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება: ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი; ბ) განაჩენი ნასამართლობაზე; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება; დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ხოლო სამოქალაქო საროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად ( ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას), მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
გ) (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
ამდენად, სამოქალაქო საქმეში დადგენილი ფაქტები არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის სისხლის სამართლის საქმეში დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან. პირიქით, სამოქალაქო საქმით დადგინდა, რომ გ. ნატროშვილის რაიმენაირი სტატუსით(მოწმე, დაზარალებული), შემხებლობა არ ჰქონია მ. სარიშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან. იგივეს ვამტკიცებთ ჩვენს ამჟამად წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში. ასევე ვამტკიცებთ, რომ უშუალოდ გ. ნატროშვილის მიმართ ვალი მ. სარიშვილს არ გააჩნდა, არამედ მ. სარიშვილს გააჩნდა გ. გრძელიშვილისა და სხვათა ვალი.
როგორც ჩემთვის ცნობილია, სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულმა პირებმა: მ. სარიშვილი, დ. ტაკიძე, ვასო ტაკიძე და სხვებმა ერთმნიშვნელოვნად უჩვენეს, რომ გ. ნატროშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ნდობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეიყვანეს და მოატყუეს ბინის იმჟამინდელი მესაკუთრე ვ. ტაკიძე. ასევე მისი ოჯახის წევრები, ისინი თაღლითურად დაჰპირდნენ დახმატებას სისხლის სამართლის საქმეში მ. სარიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების პირობით, რაც არ შეასრულეს, სანაცვლოდ კი 300 000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება მიითვისეს.
რევაზ რიჟამაძე
05/03/2012
пятница, 23 марта 2012 г.
среда, 21 марта 2012 г.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონის დარღვევით, იგი დაუსაბუთებელია, რაც უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1.სასამართლო სხდომის გამართვამდე 2 საათით ადრე სასამართლოს მოსარჩელეთა წარმომადგენლის - ადვოკატ რევაზ რიჟამაძის მხრიდან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა, რომ ის ვერ ახერხებდა სასამართლო 2012 წლის 31 იანვარს, 13.00 საათზე გამოცხადებას შემდეგ ობიექტურ და საპატიო მიზეზთა გამო:
ამავე 2012 წლის 31 იანვარს მიუხედავად ჩემი მცდელობისა, რომ არიდებული ყოფილიყო თანხვედრა სხდომებს შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ(თავმჯ. მ. ბაქრაძე, შემადგ: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ბესარ. ტაბაღუა) სხვა დროისათვის შეუძლებლობის გამო 24 იანვრის სხდომაზე სწორედ 31 იანვარს 12.00 საათზე დანიშნა შემდგომი განხილვა მ. ალავიძის სააპელაციო საჩივარზე. მე რამდენიმეჯერ ავუხსენი პალატის შემადგენლობას, რომ 31 იანვარს აუცილებლად უნდა დავსწრებოდი ბათუმის საქალ. სასამართლოში მ. სარიშვილისა და დ. ტაკიძის სარჩელის განხილვას, რადგან წინა სხდომაც ამ საქმეზე სწორედ ჩემი მიზეზით გადაიდო. მაშინ მათ შემომთავაზეს უწყების გამოწერა თქვენთან წარსადგენად. მოგეხსენებათ, ამ ვითარებაში, რადგან თავად სხდომაზე მოხდა დაუწყება, ცალკე უწყების მხარეებისათვის გაგზავნა აღარ წარმოებს, ამ ვითარებაში დავეთანხმე ინდივიდუალურად გამოეწერათ სასამართლო უწყება, რათა წარმომედგინა თქვენთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავამტკიცებდი ჩემი გამოუცხადებლობის ობიექტურ მიზეზს. აღნიშნული სასამართლო უწყება ასევე ელექტრონულად გამოგეგზავნათ 31 იანვარს დაახ. 11.00 საათზე შუამდგომლობასთან ერთად;
ასევე შუამდგომლობაში მივუთითებდი, რომ ამავე დღეს 14.00 საათზე დანიშნული მქონდა სასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მარინა აბაზაძის სარჩელზე, სადაც განიხილებოდა უსაფუძვლოდ გამდიდრების დავის საგანზე მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის წინააღმდეგ. სასამართლო წარმოებას მოპასუხის გამოძახების ასპექტში შეექმნა გარკვეული პრობლემები, რაც გადაუდებელ გადაწყვეტას მოითხოვდა.
ამიტომ, ჩავთვალე, რომ ბათუმში გამომგზავრებით უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს იმ ვითარებიდან გამომდინარეც, რომ კიდეც რომ წამოვსულიყავი(წინა დღით და 31 იანვარს დილით გადმოიცემოდა ოფიციალური ინფორმაცია და პროგნოზი, რომ საავტომობილო გზის საფარზე მოძრაობა შეფერხებული გახლდათ) დანიშნულ დროს 13 საათზე ბათუმში მაინც ვერ ჩამოვასწრებდი სხდომას. მოგეხსენებათ, თბილისიდან ბათუმამდე საშუალოდ 100 კმ.სთ. სვლით მგზავრობას 5 საათი ესაჭიროება. ამიტომ თბილისიდან უნდა გამოვსულიყავი 8.00 საათზე. ამ დროისათვის თბილისი-გორის გზატკეცილი ყინვის საფარს ეკავა. და რიკოთის უღელტეხილზეც მოძრაობა შეფერხებული იყო. ამ სიტუაციაში, მაშასადამე, თბილისიდან უნდა გამოვსულიყავი, დამატებით 2 საათით ადრე ანუ 6.00 საათზე, ამ დროსითვის კი ყინვის ნიშნული კიდევ უფრო მაღალი იყო.
რაც შეეხება წინა დღით სარკინიგზო ტრანსპორტით გამომგზავრებას, მოგახსენებთ, რომ წინა დღით, ანუ 2012 წლის 30 იანვარს 16.00 საათიდან 17.30 საათამდე ვიმყოფებოდი თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,სპეცგეო 2008” სარჩელის განხილვაზე(მოსამართლე ს. ღურწკაია), ხოლო მოგვიანებით 21.30 საათზე დაბარებული ვიყავი თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში პროკურორ ზ. სიყმაშვილთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ _ გიორგი აგლაძის საქმეზე მის მშობელთან გასაუბრებაზე დასასწრებად საქმის მსვლელობის ირგვლივ პოზიციების შესასწავლად(იხ. დანართი _ დაცვის ორდერი). ამიტომ, ამ ვითარებაში რკინიგზის ტრანსპორტით გამომგზავრების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდებოდა, მით უფრო, რომ, როდესაც საავტომობილო ტრანსპორით მგზავრობა შეფერხებულია, მგზავრთა ნაკადის მოზღვავება სარკინიგზო ტრანსპორტზე მოდის. უმრავლეს შემთხვევაში სამგზავრო ბილეთის შეძენა ამ მიზეზით მხოლოდ წინა დღითაა შესაძლებელი.
3. სასამართლო გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელს, თუკი დასახელებულ მიზეზთა გამო ვერ ახერხებდა გამოცხადებას, მას შეეძლო სასამართლოსათვის უფრო ადრე ეცნობებინა ასეთი გამოუცხადებლობის შესახებ და სხდომა გადაინიშნებოდა სხვა დროისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველ ყოვლისა ავღნიშნავ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა გადაიდო მხარეთა მორიგების შესაძლებლობის საფუძვლით. ამიტომ ბოლო დრომდე ჩემთვის ვერ გახდებოდა ცნობილი ეს მორიგება შედგებოდა თუ არა. თუკი მორიგება თუნდაც წინა დღით შესაძლებელი გახდებოდა, მივმართავდი პალატას და დანიშნულ სხდომას უახლოეს დღეს ჩანიშნავდა, რადგანაც საქმე პრაქტიკულად დასრულებულად ჩაითვლებოდა.
ასევე ჩემთვის წინასწარ ვერ გახდებოდა ცნობილი 30-31 იანვარს თუ თოვლის საფარი და ყინვის დონეც მოიმატებდა და საავტომობილო გზაზე პრაქტიკულად გაუვალობა შეიქმნებოდა.
მინდა ავღნიშნო, რომ ამ ვითარებაში მე ბოლო დრომდე არ გამოვრიცხავდი ბათუმში გამომგზავრებას, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მორალურად თავს ვალდებულად ვგრძნობდი გამოვცხადებულიყავი დანიშნულ სხდომაზე (და ჩემი გამოუცხადებლობა აშკარა უხერხულობას შექმნიდა პროცესის მონაწილეებში), რადგან ამ სასამართლოში სხდომა დაინიშნა გაცილებით ადრე(10 იანვარს), ვიდრე სააპელაციო სასამართლოში(24 იანვარს)(თუმცა უფრო გვიან, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვ. კაკაბაძესთან მ. აბაზაძის სარჩელზე _ 2011 წლის 23 დეკემბერს) და ამიტომ ბოლო მომენტამდე ვეღარ ვაცნობე სასამართლოს წინასწარ ჩემი გამოუცხადებლობის შესაძლებლობის ირგვლივ.
4. სასამართლო ასევე გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ სხდომაზე გამოცხადება შეძლო მოპასუხე მხარემ და მხოლოდ ამიტომ მოსარჩელე მხარის ტრანსპორტირების შეუძლებლობის გარემოებას არ იზიარებს. გადაწყვეტილებაში არაა მითითებული თუ როდის და რა საშუალებით ჩავიდა ბათუმში მოპასუხე მხარე. ასევე, მოპასუხე მხარე 31 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოდან კიდეც რომ ჩასულიყო, ეს არ გულისხმობს იმას, რომ საშუალო ტექნიკური შესაძლებლობისა და ზემოაღწერილ, საყოველთაოდ ცნობილ კლიმატურ პირობებში, მოსარჩელეც შეძლებდა დანიშნულ დროს სხდომაზე თავისუფლად გამოცხადებას.
სასამართლოსათვის ყველა ზემოაღნიშნულ არსებით გარემოებაზე მითითება გავაკეთე ჩემს 2012 წლის 31 იანვარს ელ. ფოსტით გამოგზავნილ შუამდგომლობაში. დამატებით, ამ საჩივარს ვურთავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ ცნობას, რომ 2012 წლის 31 იანვარს 12.20 საათიდან 12.35 საათამდე ვიმყოფებოდი მ. ალავიძის სააპ. საჩივრის განხილვაზე. ამ ცნობის გაცემის დროისათვის სხდომის ოქმის მომზადება დასრულებული არ იყო, თორემ ელ. დისკზე ასევე მოისმენდით ჩემსა და სასამართლო შემადგენლობას შორის საუბარს, რა დროსაც მე დაბეჯითებით ვთხოვდი სასამართლოს თქვენთან, ბათუმში დანიშნული სხდომის გამო, სააპელაციო განხილვა გადაეტანა სხვა დროისათვის. ასევე ამ საჩივარს ვურთავ მ. აბაზაძის სარჩელზე სასამართლო სხდომის ოქმის წერილობით ნაწილს, რომლითაც ასევე დგინდება, რომ 31 იანვარს 14:11:28 საათიდან 14:12:03-მდე ვესწრებოდი აღნიშნული საქმის განხილვას. ასევე საჩივარს ვურთავ, წინა დღით _ 30 იანვარს შპს ,,სპეცგეო 2008” -ის სარჩელის განხილვის ოქმიდან ამონაწერს, რომლითაც დგინდება, რომ ასევე ვესწრებოდი მითითებულ სასამართლო სხდომას.
საჩივარს დამატებით ვურთავ 31 იანვრის ამინდის პროგნოზის შესახებ ცნობებს: ამონარიდებს შესაბამისი საიტებიდან. ასევე ზეპირ ცნობებს, რაც მოთავსებულია www.youtube.com ის საიტის ბმულზე: http://www.youtube.com/watch?v=zennXSE9JOM. ასევე ინტერნეტ ტელევიზიის საიტიდან 31 იანვრის 16.48 საათის დროისათვის ინფორმაციის ამონარიდს, სადაც მიეთითება, რომ 31 იანვარს ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება(მოიმატებს თოვლი, ყინვა და ნალექი).
ასევე საჩივარს ვურთავ ჩემს 2012 წლის 31 იანვრის შუამდგომლობის ტექსტს, მასზე დართულ სასამართლო უწყების ასლს და დიდთოვლობის შესახებ იმ დროისათვის ჩემს ხელთ არსებულ; ინტერნეტ მასალის ამონარიდს www.nevsline.ge - დან.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ აშკარად გამაჩნდა ობიექტური საფუძვლები 2012 წლის 31 იანვარს 13.00 საათზე თქვენთან დანიშნულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის ირგვლივ და ჩემი მხარის ბოლოდროინდელი საპროცესო მოქმედებები (მოპასუხის შესაგებელზე წერილობითი პასუხისა და დამატებითი მტკიცებულებების გამოგზავნის, მოწმეთა დაკითხვაზე შუამდგომლობის დაყენების სახით) ასევე თვალნათლივ გულისხმობენ, რომ ჩემს მხარეს საქმისადმი მატერიალური და საპროცესო ინტერესი არ დაუკარგავს, გააჩნია ნება და მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს მართლმსაჯულებასთან .
5. რაც შეეხება უშუალოდ მოსარჩელეების სხდომაზე გამოუცხადებლობას, ისინი იმ დროისათვის, ჩემი ინფორმაციით, გასული იყვნენ საცხოვრებელი ადგილიდან, თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ მათ თავად მე არ ვურჩიე ჩემს დაუსწრებლად პროცესზე გამოცხადება, რადგან ადვოკატის გარეშე გაუჭირდებოდათ მოცემულ, რთული კატეგორიის სამოქალაქო საქმეზე საკუთარი პოზიციის დაცვა და ამიტომ მიზანშეწონილი იყო ყველა საპროცესო მოქმედების შესრულების დროს აქტიურად ესარგებლათ ჩემი, როგორც ადვოკატის, წარმომადგენლობითა და პროფესიული მომსახურებით. ხოლო სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს მოცემულ ვითრებაში შეეძლოთ სხვა წარმომადგენლის აყვანა რელევანტურად ვერ გამოდგება, ვინაიდან, მე გახლავართ არამარტო წარმომადგენელი, არამედ პროფესიით ადვოკატი, შესაბამისად ჩემი მომსახურება ფასიანია, კლიენტსა და და ადვოკატს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ. შესაბამისად, სხდომაზე გამოცხადების დროისთვის წარმოშობილი ობიექტური მიზეზები ვერ გახდებოდა ამ ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. შესაბამისად, ახალი წარმომადგენლის(ადვოკატის) დაქირავება მოსარჩელის ხარჯებს არათანაზომადად და დაუსაბუთებლად გაზრდიდა. ამასთანავე, ადვოკატის შერჩევას სჭირდება საადვოკატო ბაზარზე შესვლა და ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება. მოცემული საქმე არც თუ მარტივი კატეგორიისაა და მისი სათანადოდ გაძღოლა კლიენტის მიერ საგულდაგულოდ შერჩეულ ადვოკატს შეუძლია. ამიტომ, სასამართლოს განმარტება სხვა წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობასთან მიმართებაში, უსაფუძვლოდ მიმაჩნია და იგი არ გამომდინარეობს მხარის უფლების დაცვისადმი ხელშეწყობის, სათანადო მოპყრობისა და სამართლიანი დამოკიდებულების პროცესუალური პრინციპებიდან.
V. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ხოლო სსსკ 233-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:
ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი
გარემოებების შესახებ;
დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის `ა~, `ბ~ დან `გ~ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემობის არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, ხოლო `დ~ ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არსებობისას, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად.
აქვე მოვიხმობ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2007-2011 წწ. რეკომენდაციებს სამოქალაქო სამართლოს პრობლემატურ საკითხებზე:
,, მაგალითი 1.
ა-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ბ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარი ერთდროულად და 100 ლარი ყოველთვიურად. სხდომაზე არ გამოცხადდა ბ. ბ-ს წარმომადგენელმა პროცესის დაწყებამდე (პროცესი ჩანიშნული იყო 12 საათზე) წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება იმ მოტივით, რომ იგი იმავე დღეს მონაწილეობას იღებდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის პროცესში. ქუთაისის საოლქო
სასამართლომ ბ-ს წარმომადგენლის განცხადება არ მიიჩნია საპატიოდ, ვინაიდან განცხადებას არ ერთვოდა განმცხადებლის გამოუცხადებლობის მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამიტომ კოლეგიამ დააკმაყოფილა ა-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და 2005 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა-ს სარჩელი დააკმაყოფილა. ბ-ს დააკისრა ერთდროულად 20 000 ლარისა და ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარემ წარმოადგინა ცნობა, რომელიც ადასტირებდა მის განცხადებაში მითითებულ გარემოებებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა იმავე სასამართლოს 2005 წლის 30 მარტის განჩინებით, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში. საკასაციო პალატამ მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეილახა
მხარის სასამართლო მოსმენის უფლება, ვინაიდან სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა ისეთ პირობებში, როდესაც მისთვის ცნობილი იყო მხარის გამოცხადებისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, და მიუხედავად იმისა, რომ მხარემ წარმოადგინა საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა.
კ ო მ ე ნ ტ ა რ ი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის `ბ~ პუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
ზემოაღნიშნული მუხლების ახსნა-განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის არ არის დაუძლეველი ძალის არსებობა სავალდებულო, არამედ თუნდაც მხოლოდ `სხვა მოვლენის~ არსებობა, რასაც მხარის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა შეეძლო, საკმარისია სხდომის გადადებისათვის. თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდება მხარის გამოუცხადებლობის დამაბრკოლებელი გარეოებების არსებობის შესახებ, მან უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სამართალწარმოების კონსტიტუციური პრინციპის – დისპოზიციურობის – დაცვა და უნდა მისცეს მხარეს საქმეში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუნდაც მას ეჭვი ეპარებოდეს მხარის გამოუცხადებლობის მიზეზების საპატიოობაში. აღნიშნული გამომდინარეობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების, როგორც საპროცესო დასჯის მექანიზმის, არსიდან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს განაცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ როდესაც მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვს ნება. საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მოპასუხის აშკარად გამოხატული ნება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, მაგრამ ამას ხელს უშლის გარემოებები, რომელიც შესაძლოა მისი უნებური შეცდომით, გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ პირობას იმის ვარაუდიც წარმოადგენს, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ამიტომ დაკარგა ინტერესი, რომ დაიცვას თავი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი, ლოგიკური და გამართლებულია, მაგრამ იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომლის გამოუცხადებლობამაც სასამართლოს ვერ შეუქმნა ამგვარი რწმენა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია.
მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოსათვის ცნობილი იყო, როგორც მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზების, ასევე _ მისი ნების შესახებ, რათა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში და სარჩელში მითითებული არგუმენტების საწინააღმდეგოდ დაეყენებინა თავისი მოთხოვნები.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეს გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რის საფუძველზეც საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა (იხ. www. Supremecourt.ge -ზე ,, saqarTvelos uzenaes sasamarTloSi mosamarTleTa regularuli Sexvedrebis Sedegad samoqalaqo da administraciuli samarTlis sferoSi SemuSavebuli r e k o m e n d a c i e b i da samoqalaqo samarTlis sakiTxebze saqarTvelos uzenaesi sasamarTlos e r T g v a r o v a n i p r a q t i k a Tbilisi, 2011, gv. 41-44).

ზიანის ანაზღაურება, საკუთარ თავთან დადებული გარიგება
1. სააპელაციო პალატამ არ გადაწყვიტა სათანადო მოსარჩელეობის საკითხი. დაუშვებელია ცალკეულ პარტნიორებს მოეთხოვათ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, დირექტორისათვის საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ” დანაწესებს იყენებს ანალოგიით იმ პირობებში, როცა სადავო ურთიერთობების რეგულაციისათვის იგივე კანონი შეიცავს სპეციალურ ნორმებს. ხოლო კერძო სამართალში სპეციალური ნორმების ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ" მე-5 მუხლის მიხედვით. ასე მაგალითად, სააპელაციო პალატა დირექტორის პასუხისმგებლობისა და მის მიერ მიეყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხების სასარჩელო წესით დაყენების მართლზომიერების შეფასებისას ხელმძღვანელობს კანონის მეწარმეთა შესახებ კანონის 9.5. მუხლით იმ პირობებში, როცა აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილი მკაფიოდ და არაორაზროვნად უთითებს თუ როგორი წარმომავლობის და სახის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნიათ პარტნიორებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში. კონკრეტულად. შპს-ს პარტნიორებს ინდივიდუალურად საწარმოს სახელით მხოლოდ ისეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნიათ, რაც გამოწვეულია დირექტორის მიერ კონკურენციის აკრძალვის პრინციპის დარღვევით. ანუ ისეთი საწარმოს დაფუძნებით ან მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებით, რაც იმავე საქმიანობას ეწევა, რასაც ძირითადი საწარმო და ამით გარკვეული სახის ზიანი მიადგა მას. მოსარჩელეთა მიერ დასახელებული არგუმენტი, რომ შ. ბახტაძეს დაფუძნებული ჰქონდა შპს ,,ბი-ეს-ჯგუფი”, არ მიუთითებს იმაზე, რომ ეს საწარმო ეწეოდა ისეთ საქმიანობას რასაც შპს ,,ტალანტი” და ამით ქონებრივი ზიანი მიადგა ,,ტალანტს”. ჯერ ერთი, შპს ,,ბი-ეს-ჯგუფი” დაფუძნებულია 2002 წლიდან და ამის შესახებ მოსარჩელეებს გააჩნდათ ან უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, რადგან ამ ფაქტის დამალვას შ. ბახტაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. თუმცა სხვა პარტნიორებს ამის ირგვლივ რაიმე პრეტენზია 7 წლის განმავლობაში (2009 წლამდე) არ გამოუთქვამთ. მოსარჩელეებს, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ მიუთითებიათ თუ რა კონკრეტული ზიანი მიადგა ,,ტალანტს” შ. ბახტაძის ,,ბი-ეს-ჯგუფში” საქმიანობით. მხოლოდ ის გარემოება, რომ ამით საფრთხე შეექმნა ,,ტალანტის” სამეწარმეო ინტერესებს, არ ნიშნავს იმას, რომ ქონებრივი ზიანი უკვე სახეზეა და დირექტორს უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება ან აღნიშნული საკმარისია იმის დასაბუთებისთვის, რომ დირექტორი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საკუთარ თავთან დადებისას მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა. დავუშვათ, შ. ბახტაძეს ,,ტალანტიდან” შეძენილი უძრავი ქონება შეეტანა არა ,,ბი-ეს-ჯგუფის”კაპიტალში, არამედ დაენარჩუნებინა პირად კაპიტალად, ან კიდევ მიეყიდა სხვა პირისათვის. ამ შემთხვევაში რა სამართლებრივი არგუმენტაცია წამოიჭრებოდა დღის წესრიგში? დაუშვებლად არ უნდა მივიჩნიოთ ისეთი იურიდიული რეფლექსიები, რომელთა ამოცანა კერძო პირის უფლებაუნარიანობის შეზღუდვაა? ნუთუ შესაძლებელია აეკრძალოს პირს საკუთარ სახელზე რიცხულ ქონების მოხმარება? მართლზომიერი უფლების რეალიზაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დაუშვებლად, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, ხოლო იმის საპირისპირო ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ შ. ბახტაძეს კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციით ,,ტალანტისათვის” ზიანი არ მიუყენებია, საქმით დამტკიცებული არაა.
დირექტორის მიერ თუკი დარღვეული იყო კონკურენციის აკრძალვის პრინციპი, პარტნიორთა კრებას შეეძლო დაეყენებია მასთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის საკითხი და არა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. საგულისხმოა, რომ საქმეში დევს მოსარჩელე პარტნიორების წერილი დირექტორ შ. ბახტაძის სახელზე, სადაც ისინი ატყობინებენ, რომ დანიშნულია პარტნიორთა კრება, რომლის დღის წესრიგშიც შესულია დირექტორის გამოწვევის საკითხი. გაუგებარია, რამ შეუშალა ხელი მოსარჩელე პარტნიორებს მოეწვიათ ხსენებული კრება და გაეთავისუფლებიათ დირექტორი, თუკი მათ ნებას ნამდვილად წარმოადგენდა აღნიშნული? და თუკი მათ ნამდვილად წარმოეშვათ უნდობლობა დირექტორის მიმართ, ნუთუ სარჩელის აღძვრამდე მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა საფუძვლიანად გამოეკვლიათ და დაემტკიცებიათ ამ უნდობლობის მიზეზი? ცხადია, როცა პარტნიორი უყაირათოდ უდგება საკუთარ უფლებამოსილებებს, ის ვერც სხვის უფლებამოსილებას გააკონტროლებს სერიოზულად.
სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად იყენებს სააქციო საზოგადოების პარტნიორების უფლებამოსილების განვრცობას დომინანტი პარტნიორის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შპს-ს დირექტორის მიმართ მოთხოვნის დასასაბუთებლად, რაც ვფიქრობთ, არათუ იურიდიულ აბსურდს წარმოადგენს, ასეთი მსჯელობა სამართლიანი სასამართლოს მხრიდან უპირობოდ დაუშვებელიცაა. სააქციო საზოგადოება შპს-საგან განსხვავებით წარმოადგენს ისეთ კაპიტალურ საზოგადოებას, სადაც წილობრივი გადანაწილება(აქციების ყიდვა-გაყიდვა) სიხშირით გაცილებით მეტ ბრუნვას განიცდის, ვიდრე შპს-ში. ამასთან, სააქციო საზოგადოება გამოყოფს დომინანტი აქციონერის პრივილეგირებულ მდგომარეობას(აქციათა სავალდებულო გამოსყიდვის უფლება) და პასუხისმგებლობის უფრო მაღალ საზომს უწესებს. შესაბამისად, პარტნიორთა შორის უფლებრივი მიმართების დაბალანსებისათვის, კანონმა გამოიყენა უფლებათა ურთიერთმიმართების იმგვარი მოდელი, რათა უმცირესობაში მყოფ აქციონერებს არ მოსპობოდათ უფლების დაცვის შესაძლებლობა ისეთ კრიტიკულ ვითარებაში, როცა დომინანტი აქციონერი ბოროტად იყენებს საკუთარ პრივილეგირებულ მდგომარეობას. ანუ მოცემულ შემთხვევაში, უმცირესობაში მყოფმა აქციონერებმა კიდეც რომ მოიწვიონ საერთო კრება, გადაწყვეტილების მიღებაში მათმა ხმათა რაოდენობამ არ შეიძლება გავლენა მოახდინოს. ანუ დომინანტი აქციონერი ყოველთვის თავის სასარგებლოდ მისცემს ხმას და წინააღმდეგი იქნება საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოიყვანოს საწარმო სასამართლო პროცესში, რის გამოც უმცირეს აქციონერთა მოთხოვნები ვერანაირად ვერ რეალიზდება, თუ არა ინდივიდუალური სარჩელის წარდგენა.
ასეთ მდგომარეობასთან არ გვაქვს შეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში. შ. ბახტაძე არ წარმოადგენს დომინანტ პარტნიორს. მის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მისაღებად სხვა პარტნიორებს ხმათა 2/3 გააჩნიათ. შესაბამისად, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა პარტნიორთა კრების მანდატირების გარეშე ინდივიდუალური სარჩელების შეტანა სასამართლოში, მით უფრო, რომ სარჩელი აღძრეს არა პარტნიორ შ. ბახტაძის მიმართ, არამე დირექტორ შ. ბახტაძის მიმართ. პარტნიორთა კრების მოწვევა აუცილებელი გახლდათ იმ თვალსაზრისითაც, რომ აბსოლუტურად შესაძლებელი იყო ყველა სადაო საკითხი, რაც სასამართლო განხილვის საგანი შეიქმნა, პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილიყო. ამასთან, თუკი შ. ბახტაძეს არ დააკმაყოფილებდა პარტნიორთა აღნიშნული კრების გადაწყვეტილება, სანაცვლოდ არ მოესპობოდა ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. როდესაც ,,მეწარმეთა შესახებ” კანონმა დეტალური რეგლამენტაცია შეუქმნა სამეწარმეო სუბიექტების მართვის ორგანიზაციულ საკითხებს, ამით შეეცადა პარტნიორთა შორის საკითხები უპირატესად არასასარჩელო წესით გარჩეულიყო და თავად საზოგადოებებში მოძებნილიყო სათანადო რეგულირების შესაძლებლობა.
დადგენილია და სადაო არაა ის ფაქტი, რომ დავის საგანს წარმოადგენს შპს `ტალანტ~-სა და შალვა ბახტაძეს შორის 2008 წლის 29 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. დასახელებული მხარეები წარმოადგენენ ხსენებული ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შესაბამისად გამყიდველსა და მყიდველს. სსსკ 2.1. მუხლის თანახმად – ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის უფლებამოსილება გააჩნია შპს `ტალანტს~ - როგორც ამ სადავო გარიგების მხარეს ან იმ პირს, რომელსაც კანონით დადგენილი წესით შპს `ტალანტი~-საგან მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, სასამართლოს სარჩელით მიმართეს ფიზიკურმა პირებმა ბადრი დვალიშვილმა, მამია ფაღავამ, მარინა ცივაძემ და არა შპს “ტალანტ”-მა. უფრო მეტიც, დავის დაწყებიდან დიდი ხნის შემდეგ, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 07 მაისის განჩინებით, შპს `ტალანტი~ ჩაბმული იქნა მოცემულ დავაში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. აღნიშნულის მიუხედავად, შპს `ტალანტ~-ს ხსენებული განჩინება არ გაუსაჩივრებია და არ მოუთხოვია დამოუკიდებელი მოთხოვნით მისი ჩართვა განსახილველ დავაში. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენს შესაგებელში საკმარისად ხაზგასმით და გარკვევით მივუთითეთ, რომ სარჩელი არაუფლებამოსილი პირების ანუ არასათანადო მოსარჩელეების მიერ იყო აღძრული, თუმცა სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა (დაარღვია სსსკ 84-ე მუხლის მოთხოვნები). ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზიანის -332791 ლარის ანაზღაურება შალვა ბახტაძეს დააკისრა მოსარჩელეების დვალიშვილის, ფაღავას, ცივაძის სასარგებლოდ, რაც სრულიად კანონშეუსაბამოა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეეცადა სამოტივაციო ნაწილში ხელოვნურად, რიტორიკით იურიდიული საფუძვლების არმქონე ისეთი დასკვნები გააკეთა , რომელთა საფუძველზედაც იურიდიულად გაასწორა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტი და მის მიერ 2011 წლის 15 დეკემბერს მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ზიანის გადახდა ამჯერად დამაკისრა არა დვალიშვილის, ფაღავას, ცივაძის სასარგებლოდ(რისი მოთხოვნაც ჰქონდათ ამ ე.წ. მოსარჩელეებს) , არამედ ისეთი პირის - შპს „ტალანტის“ სასარგებლოდ, რომელსაც (შსპს „ტალანტს“) მოცემულ დავაში მის სასარგებლოდ არაფერი არ უთხოვია. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ჯიქურ თვლის ბადრი დვალიშვილს, მამია ფაღავას, მარინა ცივაძეს სათანადო მოსარჩელეებად, რაც ცალსახად არასწორია. სასარჩელო განცხადების ავტორებზე ბადრი დვალიშვილზე, მამია ფაღავაზე, მარინა ცივაძეზე სათანადო მოსარჩელეების სტატუსის ხელოვნურად მინიჭებით სააპელაციო სასამართლო შეეცადა, ამ და აგრეთვე ბევრი სხვა სუბიექტური, არაობიექტური, კანონშეუსაბამო დასკვნის შეთითხვნით(რომლებიც უხვადაა პუნქტების სახით ჩამოყალიბებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.1. – 4.139 პუნქტებს შორის), შეექმნა ისეთი ე.წ. „ფაქტობრივი დასაბუთებები“ , და საბოლოო ჯამში ისეთი საფუძვლები, რომლითაც „შეძლო“ („მოახერხა“) დაეკმაყოფილებინა შემდეგი ორი უავტორო მოთხოვნა ( ანუ ისეთი მოთხოვნა, რომელსაც კანონმდებლობიდან გამომდინარე არ ჰყავს ავტორი, ანუ არ არსებობს ისეთი პირი რომელსაც სამართლებრივად გააჩნია ასეთი მოთხოვნის უფლება): 1.გააუქმოს 2008 წლის 29 თებერვალს დადებული და ამჯამად სადავოდ გამხდარი გარიგება შპს „ტალანტსა“ და შალვა ბახტაძეს შორის; 2. შალვა ბახტაძეს დაეკისროს მისი დირექტორობით საწარმოზე მიყენებული ზიანის-182844,58 ლარის ანაზღაურება შპს „ტალანტის“ სასარგებლოდ.
საყურადღებოა ის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შალვა ბახტაძეს შპს `ტალანტი~-ს სასარგებლოდ დააკისრა 182844,58 ლარის გადახდა. როგორც ავღნიშნეთ შპს `ტალანტი~ განსახილველ საქმეზე წარმოადგენდა მხოლოდ მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. ე.ი. შპს `ტალანტი~ განსახილველ დავაში არ წარმოადგენს მოსარჩელე მხარეს და იგი ასევე არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით არ ჩაბმულა განსახილველ დავაში. როგორც მოგეხსნებათ სსსკ 248-ე მუხლის თანახმად - `სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის რაც მას არ უთხოვია.~ დასახელებული ნორმის და ასევე სსსკ 91-ე მუხლის მოთხოვნათა ანალიზიდან გამომდინარე სასამართლოს არ ჰქონდა უფლება თავისი გადაწყვეტილებით მიეკუთვნებინა შპს `ტალანტი~-სათვის ის რაც მას არ უთხოვია. კიდევ ერთხელ დავსძენთ რომ შპს `ტალანტი~ განსახილველ საქმეში წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სსსკ 89-ე და 90-ე მუხლების უგულებელყოფით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებს(მოცემულ შემთხვევაში შპს “ტალანტს”) მხოლოდ თავისი(სასამართლოს) საკუთარი ინიციატივით მიანიჭა მოთხოვნის უფლება და სსსკ 248-ე მუხლის უგულებელყოფით მან(სასამართლომ) თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა შპს `ტალანტ~-ს ის რაც მას არ მოუთხოვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად ვთვლით რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი სსსკ 391.5.ა. მუხლი. ანუ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში თავისი გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო წესი დაადგინა.
საყურადღებოა ის რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებით სასამართლო ფაქტიურად მივიდა იმ დასკვნამდე რომ, თავდაპირველ მოსარჩელეებს არ ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ ზიანის ასანაზღაურებლად თანხების დაკისრება შალვა ბახტაძეზე. ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ თითქოს გაასწორა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ შალვა ბახტაძეს მოსარჩელეების ბადრი დვალიშვილის, მამია ფაღავას და მარინა კომახიძის სასარგებლოდ კი არ უნდა დაეკისროთ თანხა გადასახდელად არამედ შპს `ტალანტი~-ს (რომელიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირს წარმოადგენდა) სასარგებლოდო. სააპელაციო სასამართლომ ყოველივე ზემოთაღნიშნულის განხორციელებით უხეშად(ჩვენი შეხედულებითკი, შეგნებულად გამიზნულად) დაარღვია სსსკ 2.1; 84; 248-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები – ანუ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა – სსსკ 393.2.ა. მუხლი. საკასაციო სასამართლოს ყურადღება გვინდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მიერ 2010 წლის 03 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება ე.წ. მოსარჩელეების მიერ არ გასაჩივრებულა, ხოლო სსსკ 377.1. მუხლის თანახმად საააპელაციო სასამართლოს ჩემს მიერ გასაჩივრებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება(საქმე #2/645-09, 03.12.2009წ.) უნდა შეემოწმებინა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით მხოლოდ ჩემი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი სასამართლო თვლიდა, რომ მოსარჩელეებს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, და ამ ნაწილში ბათუმის საქლაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხების დაკისრების ნაწილში არ იყო სწორი, და ფაქტიურად თანხების დაკისრება შპს `ტალანტი~-ს სასარგებლოდ უნდა მომხდარიყო, მაშინ ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო სათანადო მოსარჩელეობის საკითხი გაერკვია, კერძოდ, ეხელმძღვანელა სსსკ 84-ე მუხლით და ამ ნაწილში სათანადო მოსარჩელედ ეღიარებია შპს `ტალანტი~ ან კიდევ იგი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად (სსსკ 88-ე მუხლი) უნდა ჩაბმულიყო განსახილველ დავაში, ასეთ შემთხვევაში სსსკ 2.1; 248-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლოს შეეძლო ემსჯელა შპს `ტალანტი~-ს სასარგებლოდ მოპასუხისათვის თანხების დაკისრებაზე, ხოლო ბადრი დვალიშვილზე, მამია ფაღავაზე, მარინა ცივაძეზე, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვა უარი, როგორც არასათანადო მოსარჩელეზე. ამრიგად, ფაქტიურად სადავო გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეები ბადრი დვალიშვილი, მამია ფაღავა, მარინა ცივაძე თანხის დაკისრების ნაწილში ჩათვალა არასათანადო მოსარჩელედ. გასაკვირია, სააპელაციო სასამართლო რატომ არ სცემს პასუხს მოსარჩელეებს მათ მიერ დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნებზე, კერძოდ, რატომ აყენებს თავს ისეთი არბიტრის როლში , როდესაც მან(სააპელაციო სასამართლომ) არ გამოიტანა გადაწყვეტილება ე.წ. მოსარჩელე-მოდავე ფიზიკურ პირ - მოსარჩელეთა სასარგებლოდ საწარმოს დირექტორ შალვა ბახტაძის საქმიანობით საწარმოზე მიყენებული ე.წ. ზიანის თანხების გადახდის შალვა ბახტაძეზე დაკისრების შესახებ და მან(სააპელაციო სასამართლომ) არც უარის თქმის გადაწყვეტილება გამოიტანა ამ პირების-მოდავეების ბადრი დვალიშვილის, მამია ფაღავას, მარინა ცივაძის სასარგებლოდ საწარმოს დირექტორ შალვა ბახტაძის საქმიანობით საწარმოზე მიყენებული ე.წ. ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ასევე სრულიად კანონშეუსაბამოა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით(15.12.2011წ.) დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირს-შპს `ტალანტ~-ს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა ის რაც მას( შპს „ტალანტი“) არ უთხოვია.
დადგენილია და სადაო არაა ის ფაქტი, რომ 2007 წლის 26 ივლისს ჩატარდა შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა კრება (ოქმი #05/2007 26.07.2007 დამოწმებული ნოტარის ხათუნა კალანდარიშვილის მიერ რეესტრში რეგისტრაციის #1-8093 26.07.2007). აღნიშნული კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორს მიეცა თანხმობა გაესხვისებინა ფართები და ასევე განისაზღვრა გასაყიდი ყოველი 1 კვ.მ. ფასი და კრებაზე ასევე აღინიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნდა დიდი ოდენობით დავალიანებები სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 120 000 ლარი, ქალაქ ბათუმის მერიის სასარგებლოდ 90 000 ლარი, ასევე სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად საჭირო ფულადი სახსრები 20 000 ლარი, ექსპლუატაციაში შეყვანასთან დაკავშირებული ფულადი სახსრები. ამავე კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორს დაევალა ამ ყველა საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა. აღნიშნული კრების გადაწყვეტილების შესაბამისად საზოგადოების დირექტორის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება #15 31/12/2007წ. აღნიშნული ბრძანების თანახმად შპს `ტალანტი~ გაურიგდა შალვა ბახტაძეს, კერძოდ თუ ეს უკანასკნელი შპს `ტალანტი~-ს სასარგებლოდ გადაიხდიდა სულ 700 880 ლარს მას საკუთრებაში გადაეცემოდა ამჟამად უკვე სადაოდ გამხდარ გარიგებაში მითითებული ფართები. ამავ დროულად შალვა ბახტაძეს აღნიშნული თანხიდან (700 880 ლარიდან) გადახდილად ჩაეთვალა სახლის მშენებლობისათვის შპს `ტალანტ~-ში შეტანილი ფულადი თანხები და საპროცენტო სარგებელი, რომელიც მთლიანობაში 2007 წლის 31 დეკემბრისათვის შპს `ექსპერტ აუდიტი~-ს დასკვნით შეადგენდა 447 690 ლარი, ე.ი. დღეს უკვე სადაოდ გამხდარი ქონების შესაძენად შალვა ბახტაძეს 2007 წლის 31 დეკემბრიდან 2008 წლის 01 მარტამდე პერიოდში გადასახდელად დარჩენილი ჰქონდა სულ 700880-447690=253190 ლარი. დღეს უკვე სადაოდ გამხდარი ქონების შესაძენად შალვა ბახტაძის მიერ გადასახდელად დარჩენილი ხსენებული თანხა (253190 ლარი) სრულად იქნა გადახდილი საწარმოს სალაროში 2008 წლის იანვარ-თებერვლის Yთვეებში (იხ. საქმეში არსებული სალაროს ##1-8 შემოსავლის ორდერები). აქვე დავძენთ, დღეს უკვე სადავო ქონების ღირებულება შალვა ბახტაძის მიერ სრულად იქნა გადახდილი სადაო გარიგების დადების დროისათვის, რაც დასტურდება საქმეში არსებული არაერთი დოკუმენტით, მათ შორის სადაო გარიგებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით, სალაროს შემოსავლის ორდერებით და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შალვა ბახტაძის მიერ ამ დროისათვის ქონების შესაძენად გადახდილი თანხებით მთლიანად დაიფარა ქალაქ ბათუმის მერიის წინაშე არსებული დავალიანება 90 000 ლარი, გადახდილი იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება 170 000 ლარზე მეტი და ასევე გასტუმრებული იქნა სხვა ვალები. აღნიშნულის (დღეს უკვე სადაოდ გამხდარი ქონების შესაძენად საჭირო თანხების მთლიანობაში 700 880 ლარის სრულად გადახდის) შემდგომ შპს `ტალანტსა~ და შალვა ბახტაძეს შორის 2008 წლის 29 თებერვალს დაიდო დღეს უკვე სადაოდ გამხდარი გარიგება, რაც შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების (ოქმი #05/2007 26.07.2007 დამოწმებული ნოტარის ხათუნა კალანდარიშვილის მიერ რეესტრში რეგისტრაციის #1-8093 26.07.2007) შესაბამისად განხორციელდა, ანუ სადაო გარიგება პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის (რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ) საფუძველზე განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა ის, რომ სადაო გარიგებით არ მომხდარა ისეთი ფართის გასხვისება, რომელზეც ზემოთ აღნიშნულ კრებას არ ჰქონდა თანხმობა გაცემული, ასევე სადაო ფართები არ გასხვისებულა იმაზე უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ეს დადგენილი იყო ზემოთ აღნიშნული კრების (ოქმი #05/2007 26.07.2007 დამოწმებული ნოტარის ხათუნა კალანდარიშვილის მიერ რეესტრში რეგისტრაციის #1-8093 26.07.2007) გადაწყვეტილებით. საყურადღებოა ის, რომ სადაო გარიგების დადების შემდგომ 2008 წლის მარტში შპს `ტალანტი~-ს პარტნოირთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით (ოქმი #01/2008 24.03.2008) დღეს უკვე მოდავე პარტნიორების მიერ გასხვისებული იქნა ფართები, რა დროსაც ყოველის 1 კვ.მ. გასასხვისებელი ფართის ღირებულება დადგენილი იქნა შპს `ტალანტი~-ს პარტნიორტა კრების გადაწყვეტილების (ოქმი #05/2007 26.07.2007 დამოწმებული ნოტარის ხათუნა კალანდარიშვილის მიერ რეესტრში რეგისტრაციის #1-8093 26.07.2007) შესაბამისად, ანუ დასახელებული კრების გადაწყვეტილება წარმოადგენდა სახელმძღვანელო დოკუმენტს გასასხვისებელი ქონების სარეალიზაციო ფასის დადგენის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა გადაწყვეტილებით ოქმი #02/2008 26.09.2008წ. გასხვისებული იქნა ფართები, მათ შორის ბადრი დვალიშვილზე, მამია ფაღავაზეც იმ ნასყიდობის ფასებით, რომელიც დადგენილია შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა 2007 წლის 26 ივლისის კრების გადაწყვეტილებით (ოქმი #05/2007 26.07.2007 დამოწმებული ნოტარის ხათუნა კალანდარიშვილის მიერ რეესტრში რეგისტრაციის #1-8093 26.07.2007), ანუ ამ შემთხვევაშიც გასაყიდი ქონების ღირებულების განსაზღვრისას სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენდა ზემოთ აღნიშნული კრების გადაწყვეტილება.
საყურადღებოა ის, რომ 2008 წლის 26 სექტემბერს შედგა შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა კრება, რაზედაც შედგა შეთანხმება პარტნიორებს შორის და მის საფუძველზეც შედგა შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა კრების ოქმი #02/2008 26.09.2008წ. აღნიშნული კრების მიერ სხვადასხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა შპს `ტალანტი~-ს დირექტორის შალვა ბახტაძის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. კრების ოქმს სხვა მასალებთან თან ერთვის კრებსითი ანგარიში (დანართი #4) სადაც მოცემულია ინფორმაცია იმის შეასახებ თუ ვის, რა ნასყიდობის ფასად, რამდენი კვადრატული მეტრი ფართი მიეყიდა შპს `ტალანტი~-ს მიერ ქ. ბათუმში ერას ქუჩა #88-ში აშენებულ ცხრასართულიან მანსარდით სახლში. ასევე ამავე კრებსით ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია ნასყიდობის ფასის გადახდის/დავალიანების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს `ტალანტი~-ს პარტნიორებისათვის 2008 წლის 26 სექტემბრისათვის ცნობილი იყო დღეს უკვე სადაოდ გამხდარი გარიგების ყველა არსებითი პირობის შესახებ, კერძოდ: თუ რა ფართი იქნა გასხვისებული შპს `ტალანტი~-ს მიერ შალვა ბახტაძეზე, რა ფასად იქნა დღეს უკვე სადაოდ გამხდარი ფართი გასხვისებული და რომ შალვა ბახტაძის მიერ ნასყიდობის ფასი 700880 ლარი გადახდილი იყო სრულად იმ დროისათვის და მას ამ ნაწილში რაიმე სახის დავალიანება არ ერიცხებოდა. ანუ პარტნიორებისათვის 2008 წლის 26 სექტემბრისათვის ცნობილი იყო დღეს უკვე სადაოდ გამხდარი გარიგების ყველა არსებითი პირობების შესახებ. აქვე საყურადღებოა ის, რომ 2008 წლის 26 სექტემბრის შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა კრების ოქმს #02/2008 თან ერთვის შპს `ტალანტი~-ს დამფუძნებლის ამჟამად უკვე მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) ბადრი დვალიშვილის მიმართვა საზოგადოების დანარჩენ პარტნიორებზე, სადაც აღნიშნავს, რომ შპს `ტალანტ~-ს 2008 წლის ზაფხულში ფაქტობრივად 2400 კვ.მ. ფართიც აღარ გააჩნდა. ანუ პარტნიორ ბადრი დვალიშვილისათვის ჯერ კიდევ 2008 წლის ზაფხულში ცნობილი იყო ამჟამად უკვე სადაოდ გამხდარი ფართების რეალიზაციის შესახებ. საზოგადოების პარტნიორების მიერ მოსმენილი იქნა რა დირექტორის ანგარიში 2008 წლის 20 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის, განხორციელებული მოქმედებების – 2008 წლის 20 სექტემბრამდე შპს `ტალანტი~-ს სახელით დადებული გარიგებების შესახებ, წარმოდგენილი ანგარიში შეფასდა დამაკმაყოფილებლად და იგი დამტკიცებული იქნა. თუ პარტნიორთა კრების ოქმი მრავალმხრივი გარიგებაა (როგორც ამას სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს) ასეთ შემთხვევაში, პარტნიორთა კრების ოქმში #02/2008 26.09.2008წ პარტნიორთა ნების განმარტებისას – თუ რას ნიშნავს შპს `ტალანტი~-ს დირექტორის შალვა ბახტაძის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის დამაკმაყოფილებლად შეფასება და მისი დამტკიცება, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დღეს უკვე მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარისათვის 2008 წლის 26 სექტემბერს ცნობილი იყო Dდღეს უკვე სადაოდ გამხდარი გარიგების ყველა არსებითი პირობის შესახებ. მათ სხვა გარიგებებთან ერთად იმ დროისათვის (26.09.2008წ.) მოიწონეს დღეს უკვე სადაოდ გამხდარი გარიგება და დირექტორის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ შეაფასეს დამაკმაყოფილებლად და დაამტკიცეს.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით (ოქმი #05/2007 26.07.2007 დამოწმებული ნოტარიუს ხათუნა კალანდარიშვილის მიერ. რეესტრში რეგისტრაციის #1-8093 26.07.2007) შპს `ტალანტი~-ს დირექტორს შალვა ბახტაძეს მიეცა თანხმობა გაესხვისებინა უძრავი ქონება და ასევე ამავე კრების გადაწყვეტილბით მოხდა სარეალიზაციო ქონების ფასის განსაზღვრა. დადგენილია და სადაო არ არის ის ფაქტი რომ შალვა ბახტაძეს არ გაუსხვისებია ისეთი ფართი, რომლის გასხვისებაზეც არ არსებობდა შპს `ტალანტი~-ის პარტნიორთა კრების თანხმობა და ამავე დროს, სადაო გარიგებაში მითითებული ქონება შალვა ბახტაძეს არ გაუსხვისებია, იმ თანხაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე ეს (სარეალიზაციო ქონების ფასი) განსაზღვრული იყო შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით (ოქმი #05/2007 26.07.2007 დამოწმებული ნოტარიუს ხათუნა კალანდარიშვილის მიერ. რეესტრში რეგისტრაციის #1-8093 26.07.2007). საყურადღებოა ის, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადაო ქონების გასხვისების შემთხვევაში, რაიმე შეღავათით შალვა ბახტაძეს არ უსარგებლია, და შესბამისად წარმოდგენილი პირის (შპს `ტალანტი~-ს) ინტერსების დაუცველობას ადგილი არ ჰქონია. კიდევ ერთხელ დავსძენთ, რომ დღეს უკვე სადაოდ ქცეული გარიგება შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა კრების (ოქმი #05/2007 26.07.2007 დამოწმებული ნოტარიუს ხათუნა კალანდარიშვილის მიერ. რეესტრში რეგისტრაციის #1-8093 26.07.2007) გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა და მის მიმართ პრეტენზიები უსაფუძვლოა.
სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონმდებელი საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობის შემოღებით ცდილობს დაიცვას წარმოდგენილი პირის ინტერესები, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სადაო გარიგების დადებით წარმოდგენილი პირის ინტერესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ასეთი არ დასტურდება საქმის მასალებით. მოსარჩელეები თავიანთი სარჩელით სადავო გარიგების ბათილობას ითხოვენ მხოლოდ საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობის საფუძვლით. თუმცა ვერ ასაბუთებენ, თუ სადაო გარიგებით, რა ზიანი მიადგა წარმოდგენილი პირის ინტერესებს – ანუ საკუთარ თავთან დადებული გარიგება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ ასეთი გარიგებით, რაიმე სახის ზიანი ადგება წარმოდგენილი პირის ინტერესებს. ე.ი. საკუთარ თავთან დადებული გარიგება, იმიტომ კი არ უნდა იქნეს ცნობილი ბათილად, რომ იგი ერთდროულად გარიგების ორივე მხარეს ერთიდაიგივე პირითაა წარმოდგენილი, ასეთი გარიგება ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარიგებით შეილახა წარმოდგენილი პირის ინტერესები. განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეებს) არ დაუსაბუთებიათ სადაო გარიგებით წარმოდგენილი პირის ინტერესების დაუცველობა, არ დაუდასტურებია კანონით დადგენილი წესით თუ რა სახის, რა ოდენობის ზიანი განიცადა წარმოდგენილ პირმა (შპს `ტალანტმა~). გაუგებარია, სადავო გარიგების რა არსებითი პირობა იყო მიუღებელი მოდავე მხარისათვის, მაშინ როდესაც სადავო გარიგებაში მითითებული ქონების ნასყიდობის ფასი დღეს უკვე მოწინააღმდეგე მხარის მიერ არაერთხელ იქნა გამოყენებული სადაო გარიგების დადების შემდგომ პერიოდში (2008 წლის 24 მარტს - შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა კრების ოქმი 01/2008; 2008 წლის 26 სექტემბერს - შპს `ტალანტი~-ს პარტნიორთა კრების ოქმი #02/2008) საყურადღებოა ის, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც მათ სარჩელით მოთხოვნილი ზიანის დიდი ნაწილის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი, ხოლო საბოლოოდ, შალვა ბახტაძეზე დაკისრებული ე.წ. ზიანის თანხები ფაქტობრივად და სამართლებრივად არ გამომდინარეობს სადავო გარიგებიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ სადავო გარიგება და მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი და ამჟამად ასანაზღაურებლად დაკისრებული ე.წ. ზიანი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი დავის საგნებია. თუ კი სადავო გარიგება არ იარსებებდა, ასეთ შემთხვევაშიც დირექტორის წინააღმდეგ საზოგადოებას კანონით დადგენილი წესით შეეძლო მოეთხოვა საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საყურადღებოა ის, რომ სარჩელის თანახმად მოსარჩელეთა მიერ დავის საგნის ღირებულებად (სარჩელის ფასად) განსაზღვრულია 2 296 020 ლარი, აქედან ზიანის სახით ასანაზღაურებელ თანხად მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილია 1 353 940 ლარი, ამრიგად, სადავო გარიგებების (შესაბამისად ამ გარიგებებით გასხვისებული ქონებების) საბაზრო ღირებულებად ე.წ. მოსარჩელეთა მიერ ფაქტიურად მიჩნეულია 2296020-1353940=942080 ლარი, რაც სინამდვილეში შეადგენს შალვა ბახტაძის მიერ სადავო გარიგებით შეძენილი ქონების ნასყიდობის ფასის 700880 ლარისა და მეორე სადავო გარიგებით შოთა მახარაძის მიერ შეძენილი ქონების ნასყიდობის ფასის 241200 ლარის ჯამს, მართლაც 700880+241200=942080 ლარს. როგორც მოგეხსენებათ სსსკ 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი სადავო (შალვა ბახტაძეზე და შოთა მახარაძეზე გასხვისებული) ქონებების ნაწილში კი განისაზღვრება სადავო გარიგებებით გასხვისებული ქონებების საბაზრო ღირებულებების ჯამით. სსსკ მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილი იქნა სარჩელი მსარჩელეთა მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელეთა მიერ ბოლო სარჩელი შეტანილი იქნა 2009 წლის 18 დეკემბერს და ამ სარჩელში მითითებული სარჩელის ფასი დაზუსტებულია და იგი ყველაზე მაღალია ადრე შეტანილ ყველა სარჩელში მითითებულ სარჩელის ფასებთან შედარებით. როგორც მოგეხსენებათ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას სსსკ 131-ე მუხლი. მოწინააღმდეგე მხარე (ეგრეთწოდებული მოსარჩელეები) შალვა ბახტაძეზე და შოთა მახარაძეზე გასხვისებული სადავო ქონებების საბაზრო ღირებულებებად 2009 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრავენ 942080 ლარს, რაც სრულად შეესაბამება სადავო გარიგებების ღირებულებების ჯამს, ანუ მოსარჩლეები დავის საგნის ღირებულების განსაზღვრით აღიარებენ და ადასტურებენ სადაო გარიგებებით განსაზღვრული ნასყიდობის ფასების სრულ შესაბამისობას მათ (სადავო ფართების – ქონებების) საბაზრო ღირებულებებთან. ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე მოწინააღმდეგე მხარე (ეგრეთწოდებული მოსარჩელეები) სადავოდ არ ხდიან გასხვისებული, ამჟამად უკვე სადავოდ გამხდარი ქონებების სარეალიზაციო (საბაზრო) ფასს, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ მყიდველთა მიერ გადახდილია თუ არა შეძენილი ქონებების ნასყიდობის ფასი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ დასტურდება საქმეში არსებული არაერთი დოკუმენტით. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი (სსსკ 40 მუხლის მე-3 ნაწილი 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტი, 131-ე მუხლი), რომელიც უნდა გამოეყენებინა- სსსკ 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტი. გარდა აღნიშნულისა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მიეცა კანონშესაბამისი შეფასება – რაზეც ზემოთ მოგახსენთ (სსსკ 105-ე მუხლი).
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ მოცემულ გარემოებებში, ბ. დვალიშვილს და სხვა პარტნიორებს დირექტორის წინააღმდეგ საწარმოს სახელით დერივატული სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება არ გააჩნდათ. ასეთ უფლებამოსილებას პირდაპირ კრძალავს ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მე 9/1.6.ბ. მუხლი, ანუ შპს-ს დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება წარმომადგენელზე დელეგირებული უნდა იყოს პარტნიორთა კრების მიერ. ამიტომ, მოსარჩელეები მოცემულ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალონ სათანადო მოსარჩელეებად.
2. ჩვენი საკასაციო საჩივრის პრეტენზიის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ 2011 წლის 27 ივნისს მიღებული დაუსწრებელი გაადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინებაც, რაც გამოტანილია დაუსაბუთებლად.
მიგვაჩნია, რომ საჩივრის ასეთი ზერელე განხილვა მიანიშნებს სააპელაციო პალატის უგულისყურო დამოკიდებულებაზე მართლმსაჯულების პრესტიჟისადმი. საქმე იმაშია, რომ საჩივრის ავტორებმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთეს მათი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა იყო თუ არა ისეთი მიზეზით გამოწვეული, რაც გამორიცხავდა სასამართლოსადმი უპატივცემულობა ან/და საპროცესო თანამშრომლობის ნების არარსებობას. საქმეში გაბნეულია მოსარჩელეთა ათეულობით რწმუნებულებები, რომელთა მიხედვით ისინი კ. ფალავანდიშვილს საპროცესო უფლებამოსილებას ანიჭებენ შემჭიდროებული ვადებით(3 თვით, 6 თვით, 1 წლით). ცხადია ეს მიუთითებს მარწმუნებლის მიერ რწმუნებულისადმი უნდობლობაზე, შესაბამისად დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაზოგვაზე და ა.შ. საქმეში დევს ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ, რასაც ხელს აწერენ მოსარჩელეები და ადვოკატს ჰპირდებან ჰონორარის სახით დავის საგნის 4%-ს ანაზღაურებას, ცხადია, საქმის მოგების შემთხვევაში. სხვა რაიმე ანაზღაურებაზე ხელშეკრულებაში საუბარი არაა. ასეთ პირობებში ადვოკატ-წარმომადგენელი მარწმუნებელთა ინტერესების უწყვეტ და ეფექტურ დაცვას სასამართლოში ვერ შეძლებდა, ამანაც განაპირობა მისი გამოუცხადებლობა სააპელაციო სასამართლო განხილვისას. ასევე არასერიოზულია თავად კ. ფალავანდიშვილის მიერ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მოშველიებული გარემოებები: 1.პირად ავტომანქანაზე საბურავის დაშვება, საგზაო შეფერხება, მოსამართლის თანაშემწისათვის დარეკვა მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობის ირგვლივ. თუკი წარმომადგენელი სერიოზულად მიუდგებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს, ასეთ კურიოზულ მიზეზებს ვერც გააცხადებდა. თუკი ავტომანქანას საბურავი მართლაც დაეშვა, მას შეეძლო ასეთი ავტომანქანის პარკირება და სხვა სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა. რაც შეეხება უამინდობას, ასეთს ადგილი კიდეც რომ ჰქონოდა, მაშ როგორ მოახერხეს ამავე ამინდში შ. ბახტაძემ და მისმა წარმომადგენლებმა იმავე ბათუმიდან ქუთაისში ჩამოსვლა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადება? ანდა თუკი ამ უკანასკნელმა ასეთი შეფერხების შესახებ მართლაც აცნობა მოსამართლის თანაშემწეს, მან რატომ არ მოახსენა ამის თაობაზე საკუთარ მოსამართლეს? რატომ გაცხადდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომ სასამართლოსათვის უცნობი იყო მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მიზეზები? თუკი საპროცესო კოდექსი და სასამართლო პრაქტიკა საპატიო მიზეზის დადასტურებად არ მიიჩნევს გამოუცხადებელი მხარის სამედიცინო ცნობას, სადაც აღწერილია მხარის ავადმყოფობის სირთულის გამო მისი სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობა, რომელი ცნობაც გაცემულია არა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელის, არამედ მკურნალი ექიმის მიერ, როგორღა არის დასაშვები ავტომანქანის საბურავის დაშვება აღმოჩნდეს საპატიო მიზეზი ამავე მიზნით? მით უფრო, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სასამართლოზე წარმოადგინა გაურკვეველი ფორმისა და შინაარსის აქტი, რომელსაც ხელს აწერს თითქოს ინდმეწარმე(იგი რეგისტრირებული არ იყო სამეწარმეო რეესტრში), რომელმაც შეუკეთა საბურავი კ. ფალავანდიშვილს? ნუთუ სასამართლოსადმი ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება შეურაცხმყოფელი არ არის? ნუთუ ეს არ მიანიშნებს , რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნდა გონიერი დამოკიდებულება სასამართლო დავისადმი? მხარის ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება ვლინდება მის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაშიც, სადაც ის ითხოვს ბ. დვალიშვილის მხრიდან შესაგებლის წარმოდგენისათვის საპროცესო ვადის გაგრძელებას თითქოს სააპელაციო საჩივარში დასმული საკითხები სიახლეს წარმოადგენდეს მისთვის. ნუთუ მისივე სააპელაციო შესაგებლის შინაარსიდან არ ირკვევა, რომ დავის არსი არ შეცვლილა და მათი ფაქტობრივ-სამართლებრივი მიდგომა და დასაბუთება იგივე დარჩა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ჰქონდათ წარმოდგენილი?
როგორც მოგეხსენებათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-230-ე მუხლების თანახმად თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება ერთ-ერთი, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მხარე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილოს მოსარჩელის (ბადრი დვალიშვილის, მამია ფაღავას, მარინა ცივაძის) მოთხოვნა, რომლებსაც სასამართლო უწყება საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე კანონის დაცვით ჩაბარდათ, თუმცა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობეს. ასეთ შემთხვევაში მხარის გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მოსარჩელის მიერ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის დაკარგვას ან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ 2011 წლის 27 ივნისს სასამართლო სხდომის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარეს (ე.წ. მოსარჩელეებს) და მათ წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ. აღნიშნულის მიუხედავად ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. Gგანსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის (ე.წ. მოსარჩელეების) წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ძლიერი წვიმის გამო საავტომობილო გზის ბათუმი_ლანჩხუთის მონაკვეთის შეზღუდულ გამტარიანობას, ავტო მაგისტრალის გადატვირთულობას და პირადი ავტომანქანის საბურავის მწყობრიდან გამოსვლას, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად _ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. Gგანსახილველ შემთხვევაში ხსენებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოწინააღმდეგე მხარის (ე.წ. მოსარჩელეების) საჩივარს თან არ ერთვის ძლიერი წვიმის გამო საავტომობილო გზის ბათუმი_ლანჩხუთის მონაკვეთის გამტარიანობის შეზღუდვის ასევე ავტო მაგისტრალის გადატვირთულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რასაც შეეძლო შეეშალა ხელი მხარის ან/და წარმომადგენლისათვის სასამართლო პროცესზე დროულად გამოცხადებისათვის. Aაქვე დავძენთ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 27.06.2011 მიღების დროისათვის ჩვენც ბათუმიდან ჩავედით ქუთასის სააპელაციო სასამართლოში ავტომანქანით ყოველგვარი შეფერხებების გარეშე და სასამართლო სხდომაზე დროულად გამოვცხადდით.
რაც შეეხება ავტომანქანის საბურავის მწყობრიდან გამოსვლის გამო სასამართლო პროცესზე დროულად გამოუცხადებლობას, დავძენთ რომ აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, რადგან:
1. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი მხარის წარმომადგენელს შეეძლო ესარგებლა სხვა სატრანსპორტო საშუალებით (აღნიშნულის შეუძლებლობის შესახებ დოკუმენტი საჩივარს თან არ ერთვის);
2. საქმის მასალებით არ დასტურდება თუ რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებისათვის საკუთარი ავტომანქანით მგზავრობა და რატომ არ შეიძლებოდა სხვისი სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობა, ან კიდევ რატომ ვერ მოახერხა მხარემ ან მის წარმომადგენელმა დილით ადრე ქუთაისში გამგზავრება, რომ სასამართლო სხდომაზე დროულად გამოცხადებულიყო. A
3. ასევე საყურადღებოა ისიც რომ 2011 წლის 27 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში დატოვებულ განცხადებას თან არ ერთვის ვინმე ი/მ ზურაბ გუნდაძის სახელით შედგენილი აქტი, რაც იმას ნიშნავს რომ ასეთი აქტი განცხადების 27.06.2011 დაწერის დროისათვის არ არსებობდა და იგი მოგვიანებით იქნა შედგენილი. გარდა აღნიშნულისა მოწინააღმდეგე მხარის (ე.წ. მოსარჩელეების) წარმომადგენელს თუ მართლაც გაუწიეს მომსახურება (დაზიანებული საბურავის შეკეთება –საგადასახადო კოდექსის 16.2 მუხლი) ასეთ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მომსახურების შეძენის დოკუმენტთან (ინვოისი, ზედნადები და არა აქტი, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია) ერთად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საკონტროლო-სალარო აპარატის ჩექი, რითაც დადასტურდებოდა მომსახურების გაწევის ფაქტი. თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიოთ, რადგან იგი არ წარმოადგენდა დაუძლეველ ძალას-მხარის წარმომადგენელს შეეძლო ესარგებლა სხვისი ტრანსპორტით და სასამართლო პროცესზე დროულად გამოცხადებულიყო.
4. გარდა აღნიშნულისა როგორც მოგეხსენებათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად - მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. აღნიშნულიდან გამომდინარე თუ მხარის წარმომადგენელს ეშლებოდა ხელი სასამართლო სხდომაზე დროულად გამოცხადებაზე, მას შეეძლო ეცნობებინა ამის შესახებ მისი მარწმუნებლებისათვის და მათ (ბადრი დვალიშვილს, მამია ფაღავას, მარინა ცივაძეს) მიეღოთ მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე, რაც მათ არ გაუკეთებიათ.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებს. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
თუ განსახილველ საქმეს მოწინააღმდეგე მხარისათვის (ე.წ. მოსარჩელეებისათვის) არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და სასამართლოსადმი მეტი პატივისცემა და ყურადღება გააჩნდათ, ასეთ შემთხვევაში ისინი სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობას არ დაუშვებდნენ და ასეთი მოგონილი, არასაპატიო მიზეზებით არ იმართლებდნენ თავს. სადავო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და ამის თაობაზე სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე არ მიუთითებიათ თავად აპელანტებს (ბადრი დვალიშვილს, მამია ფაღავას, მარინა ცივაძეს), რომლებიც ვალდებულნი იყვნენ უზრუნველეყოთ საქმის განხილვაში მათი (თავიანთი თავის) მონაწილეობა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. მითითებული საპროცესო ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზი (მის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად) არ დაუსახელებიათ. ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ უარი ეთქვას მოწინააღმდეგე მხარეს (ე.წ. მოსარჩელეებს)- ბადრი დვალიშვილს, მამია ფაღავას, მარინა ცივაძეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო და ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმე #2/ბ-97-2011 27/06/2011.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები რადგან: მხარემ არასწორი ფაქტობრივ გარემოებებიმიაწოდა სასამართლოს, კერძოდ მხარემგანააცხადა, რომ 14 საათზე გამოცხადდა სასამართლოში და კანცელარიას ჩააბარა განცხადება მაშინ როცა განცხადებაზე მითითებულია დრო 14 საათი და 30 წუთი ანუ მხარე გაცილებით გვიან გამოცხადდა სასამართლოში და გაუგებარია რატომ ადანაშაულებს თავისივე მოქმედებებში სასამართლოს.
ასევე არასწორად განმარტავს, რომ გაფუჭებული საბურავის შეკეთებას დასჭირდა 1 საათი მაშინ როცა თუ კარგად წავიკითხავ საჩივარზე თანდართულ აქტს ხელოსანმა საბურავის შეცვლას მოანდომა სულ 40 წუთი და არა ერთი საათი. ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ სასამართლოს სხდომა დაიწყო დაგვიანებით ნაცვლად 13 საათისა რეალურად დაიწყო 13,45 წუთზე ანუ მხარეს ჰქონდა სავსებით საკმარისი დრო რათა გამოცხადებულიყო სასამართლოში. საერთოდ მხარეს უნდა ევარაუდა წინასწარ შესაძლო შეფერხებები და იმის გათვალიწინებით, რომ უნდა წასულიყო ბათუმიდან ქუთაისში დროულად უნდა გამომგზავრებულიყო ბათუმიდან მითუმეტეს, რომ როგორც თვითონ აღნიშნავს საჩივარში მგზავრობად პირადი ავტომანქანით.
ჩვენს გადავამოწმეთ სამეწარმეო რეესტრში აქტში წარმოდგენილი ინდ. მეწარმის საინდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით და აქტში მითითებული სიდენტიფიკაციო მონაცემებით რეგისტრირებულია ვინმე ზურიკო ჯოხაძე და არა გუნდაძე. გაუგებარია თუ ვინ არის აქტში მოხსენიებული ზურაბ გუნდაძე და ეჭვი გვაქვს, რომ ეს ცნობა არის ყალბი და მასში ასახულ მოვლენას საერთოდ არ ჰქონია ადგილი და მხარე ცდილობს ასეთი გზით შეიყვანოს შეცდომაში სასამართლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი ზოგადად განსაზღვრავს თუ რა ჩაითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, ხოლო 233-ე მუხლის I ნაწილის`ბ~ქვეპუნქტით;ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომადგილიჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლოხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ჩვენს შემთხვევაში საქმის განმხილველის სასამართლოსათვის არ გამხადარა ცნობილი არანაირი გარემოების შესახებ რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარისათვის გამოცხადებაში და ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარე წარმოდგენილი არ აქვს მაშინ, როცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მხარე ვალდებულია დაამტკიცოს იმ გარემოებების არსებობა ან არსებობა რომელზედაც იგი მიუთითებს. საქმის განმხილველი სასამართლოსათვის რომ ცნობილი ყოფილიყო ასეთი გარემოების შესახებ მაშინ მომხსენებელი მოსამართლე აუცილებლად გააჟღერებდა ამას.
აქვე ავღნიშნავთ,რომ კახა ფალავანდიშვილი, მართალია, არის მხარეთა (მოსარჩელეთა) წარმომადგენელი, მაგრამ მხარეები ამ შემთხვევაში მარინა ცივაძე, მამია ფაღავა, ბადრი დვალიშვილი ასევე ვალდებული იყვნენ უზრუნველყოთ სასამართლო სხდომაზე თავის და წარმომადგენელის დასწრება რაც მათ არ შეასრულეს სწორედ ასეთი განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ თავის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტლებაში ამდენად მხარეები მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰყავდათ წარმომადგენელი ვალდებულები იყნენ უზრუნველყოთ თავისი და წარმომადგენლის დასწრება რაც ჩვენს შემთხვევაში არ გაუკეთებიათ ანუ იგულისხმება, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავისადმი ან გამოიჩინა უპატივცემულობა სასამართლოსადმი მაშინ როცა ჩვენ აპელანტებიც ბათუმიდან ჩავედით და მიუხედავად იგივე მეტეოროლიგიური პირობებისა მაინც მოვახერხეთ სასამართლოს სხდომაზე დროულად გამოცხადება.
საკასაციო პალატის ყურადღებას მივაპყრობთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც. თუ განვიხილავთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსს, ცხადი გახდება, რომ სააპელაციო პალატას გაკეთებული აქვს სააპელაციო საჩივრის პრეტეზიების პოზიტიური შეფასება ფაქტობრივ მტკიცებულებებთან მიმართებაში, ანუ მან წინასწარ დადგენილად არ მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებანი. შესაბამისად, მკაფიოდ დაასაბუთა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის აუცილებლობა. იმ პირობებში, როდესაც, შემდგომში, სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვისას, მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე ახალი ფაქტი, მტკიცებულება ან არგუმენტი არ წარმოუდგენია, ხოლო სანაცვლოდ აპელანტმა მხარემ მოიშველია არაერთი ახალი სამართლებრივი დასაბუთება და მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები, რატომღა შეეცვალა სასამართლოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებაში გამართლების ირგვლვ მოსაზრებები?
_ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არსებითად ეწინააღმდეგება ანალოგიური კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შემუშავებულ ერთიან პრაქტიკას( საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რეგულარული შეხვედრების შედეგად სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში შემუშავებული რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ე ბ ი და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ე რ თ გ ვ ა რ ო ვ ა ნ ი პ რ ა ქ ტ ი კ ა თბილისი 2011 წელი, გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
# ას-167-497-05 28 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი, მ. ახალაძე; გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა № ბს-1268-843(კ-05) 10 ივლისი, 2006წ.‚ ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მ. ვაჩაძე, თ. თოდრია; განჩინება #ას-429-671-08 11 ნოემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი; განჩინება #ას-232-493-08 17 სექტემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნ.იანი; განჩინება # ას-227-216-2010 22 ოქტომბერი, 2010 წ., ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი; გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
# ას-556-939-06 13 მარტი, 2007 წ., ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე; გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით # ას-390-741-07 24 ივლისი, 2007 წ., ქ.თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), რ. ნადირიანი ) შემდეგი მიმართულებებით:
1. იმის თაობაზე, რომ სამეწარმეო საზოგადოებაში პარტიორთა კრების გადაწყვეტილებას ენიჭება უპირატესი ძალა პარტნიორთა ნების გამოვლენისას, ხოლო ამავე კრებაზე გამოხატული ნებით პარტნიორი კარგავს შეცილების უფლებას იმ გარიგების მიმართ, რის წინააღმდეგაც პრეტენზია არ გამოუხატავს პარტნიორთა კრებაზე;
2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს თუ მისი გამოტანისას სახეზეა მხარის არასერიოზული დამოკიდებულება სასამართლო პროცესისადმი;
3. საკუთარ თავთან გარიგების დადებისას მთავარია ამ გარიგებით პირი არ იძენდეს ისეთ ქონებას, რაც შემდგომში გამყიდველისა და მყიდველის თანასაკუთრებაში შეიძლება აღმოჩნდეს;
4. შპს-ს დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა განხორციელდეს;
5. სამეწარმეო საზოგადოებაში გარიგების შეცილების ვადა იგივეა, რაც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რა დროსაც გამოიყენება ,,მეწარმეთა შესახებ” კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები;
6. საწარმოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა შეიძლება დაისვას მისი ქმედების ბრალეულ მიზეზობრივი კავშირის შემთხვევაში საწარმოსათვის დამდგარ რეალურ ზიანთან. უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში დამდგარი ზიანისათვის საწარმოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა გამოირიცხება;
_ ასევე მოცემული საქმის განხილვა ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას შემდეგ საკითხებზე:
1. საკუთარ თავთან დადებული გარიგება შეიძლება ნამდვილი გახდეს, თუკი მხარე მოქმედებდა აღიარებული ვალდებულების შესრულების მიზნით;
2. საკუთარ თავთან გარიგების დადებისას ესაჭიროება თუ არა საწარმოს ხელმძღვანელს პარტნიორთა თანხმობა. დადებით შემთხვევაში რა ფორმით და შინაარსით შეიძლება იყოს იგი გამოხატული;
3. სამეწარმეო საზოგადოებაში ერთიდაიმავე კრების ორი ოქმის არსებობის შემთხვევაში, რომელთაგან ერთი შედგენილია მარტივი წერილობითი ფორმით, ხოლო მეორე სანოტარო წესით(რთული წერილობითი ფორმით), რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესი მოქმედების ძალა და რა შემთხვევაში;
4. შესაძლებელია თუ არა საგადასახადო სანქციები ჩაითვალოს საწარმოსათვის ხელმძღვანელის მიერ მიყენებულ ზიანად და რა შემთხვევებში.
საქმეში დევს მრავლობითი სალაროს შემოსავლის ორდერები, რომელთა დანიშნულებაში მითითებულია ბინის ნასყიდობის საფასური. საწინააღმდეგო დასკვნა არც სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზას გაუკეთებია.
კერძოდ, კრედიტორ შალვა ბახტაძის მიერ , შპს „ტალანტი“-ს სახლის მშენებლობისათვის, 2001-2007 წლებში, სხვადასხვა დროს, განხორციელებულმა ნაღდი ფულის სახით შენატანებმა 2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 355 958 (სამას ორმოცდათხუთმეტი ათას ცხრაას ორმოცდათვრამეტი) ლარი(იხ. საქმეში აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა #2157-08/4, 06.09.2010წ. , დანართი #4, სვეტის-„ნაშთი და სტრიქონის- „2007“ გადაკვეთაში), მასზე ხოლო დარიცხულმა ხელზე მისაღებმა საპროცენტო სარგებელმა (წლიური 18%-იანი განაკვეთით) იმავე 2007 წლის 31 დეკემბრისათვის შეადგინა 88597 ლარი(იხ. საქმეში აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა #2157-08/4, 06.09.2010წ. , დანართი #5). გარდა ამისა , ბიუჯეტის და ბათუმის მერიის წინაშე საწარმოს მხრიდან 31.12.2007 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანებების დაფარვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შპს „ტალანტი“-ს 2007 წლის 31 დეკემბრის #15 ბრძანების თანახმად, შალვა ბახტაძემ , შპს „ტალანტი“-საგან #15 ბრძანებით განსაზღვრული და იდენტიფიცირებული ქონების(საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების) ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის მიზნით, საწარმოს ნაღდი ანგარიშსწორების წესით გადაუხადა 2008 წლის იანვარში 150 194 (ასორმოცდაათიათას ასოთხმოცდათოთხმეტი) ლარი და 2008 წლის თებერვალში კი 115 315 (ასთხუტმეტიათას სამას თხუთმეტი) ლარი, სულ 265 509(ორასსამოცდახუთიათას ხუთასცხრა) ლარი (იხ. საქმეში აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა #2157-08/4, 06.09.2010წ. , დანართი #9, სვეტი-„სულ შემოსავალი“) .
ამრიგად, შალვა ბახტაძის მიმართ შპს „ტალანტი“-ს კრედიტორული დავალიანება 2008 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს ზემოთ მითითებული თანხების ჯამს, ანუ
355 958 +88597+265509 = 710064(შვიდასათიათს სამოცდაოთხი) ლარს.
ამდენად, გონივრული განსჯით ცხადად დასტურდება, რომ შპს „ ტალანტ“- სა და შალვა ბახტაძეს შორის 2008 წლის 29 თებერვალს დადებული ქონების(3596,16კვ.მ. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი) ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ფასი - 700 880 ლარი , მყიდველის - შალვა ბახტაძის მიერ ნამდვილად სრულადაა გადახდილი სადავო გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დროისათვის და ამ ფაქტზე(ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის ფაქტზე) ნასყიდობის ხელშეკრულებაში მინიშნება სინამდვილეა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.3 პუნქტის ბოლოში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა იმის თაობზე, რომ თითქოს შალვა ბახტაძეს ნასყიდობის საზღაური არ გადაუხდია, არის უსაფუძვლო.
საკუთარ თავთან დადებული გარიგებები არ მიიჩნევა ბათილად მხოლოდ იმის გამო, რომ დირექტორს პირადი ინტერესი ან კორპორაციისათვის უცხო ინტერესი ამოძრავებდა.ასეთი ინტერესის არსებობის პირობებშიც შეიძლება გარიგება ნამდვილად იქნეს მიჩნეული, თუკი ერთ-ერთი წინაპირობა მაინც არსებობს: 1. პარტნიორები მოიწონებენ ამ გარიგებას; ან 2. პარტნიორები დაუჭერენ მას მხარს, ანდა 3. დირექტორის საქციელი კორპორაციის წინაშე ზოგადად იქნება კორექტული. სასამართლო კონტროლის საგანი შეიძლება გახდეს ერთგულების მოვალეობის სხვა ელემენტებიც, როგორიცაა, მაგალითად, კეთილსინდისიერება.
ფორმალური წინაპირობების გამოკვლევისას სასამართლო ამოწმებს გარიგების დადების წინაპირობებს, კერძოდ იმას, თუ რა უძროდა წინ გარიგებას, ვისგან მოდიოდა გარიგების დადების ინიციატივა, იყო თუ არა გარიგების არსებითი ელემენტები კორპორაციისთვის ან პარტნიორებისათვის გაცნობილი და რა პირობებში იქნა პარტნიორთა თანხმობა მიღებული და ა.შ. თუ გარიგება კორექტულია, ანუ დადგენილია დადებითი თანაფარდობა კორპორაციის მიერ ამ გარიგებით გაცემულ და მიღებულ სიკეთეებს შორის. მოცემულ შემთხვევაში არავიტარ როლს არ თამაშობს, დირექტორმა თვითონ რაიმე სარგებელი ნახა თუ არა ამ გარიგებიდან. გადამწყვეტი ამ დროს არის იმის დადგენა დადებდა თუ არა კორპორაცია ანალოგიურ გარიგებას ანალოგიური პირობების დაცვით სხვა პირთან. გარდა ამისა გარიგება სხვა მხრივაც სასარგებლო უნდა იყოს კორპორაციისთვის.
განსახილველ შემთხვევაში შ. ბახტაძე წარმოადგენდა საწარმოს მსხვილ კრედიტორს. სხვა კრედიტორების მსგავსად მისი დაკმაყოფილება წარმოადგენდა საწარმოს გადაუდებელ ინტერესს(იხ. 2007 წლის 26 ივლისის კრების სანოტარო წესით დამოწმებული ოქმი). შესაბამისად გადაწყდა ბინის ფართების სარეალიზაციო ფასები, სართულების მიხედვით. კრედიტორების დაკმაყოფილების ვალდებულება დირექტორს პერსონალურადაც გააჩნდა თანახმად მეწარმეთა შესახებ კანონის 9.6. მუხლის შესაბამისად, რომელიც იმპერატიულად უთითებს, რომ საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად. ამიტომ საწარმოს სხვა კრედიტორების თანაბარწილად შ. ბახტაძის მიმართაც გააჩნდა ვალდებულება, რომლის დროული შესრულება სწირედაც რომ საწარმოო აუცილებლობით იყო გამოწვეული, რათა დასრულებულიყო მშენებლობა და გასტუმრებული ყოფილიყო საბიუჯეტო დავალიანება. ანუ შ. ბახტაძეს საკუთარ თავთან დადებული გარიგებით არ ჩაუყენებია საკუთარი თავი პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არ წარმოჩენილა მისი, როგორც კრედიტორის უპირატესობა იმით, რომ ამავდროულად საწარმოს დირექტორი გახლდათ, რაც გამოიხატა იმაში, რომ სესხის საპროცენტო სარგებელი იყო იმავე ოდენობის და უფრო დაბალიც, ვიდრე სხვა კრედიტორების მიერ გაცემული სესხის სარგებელისა. ხოლო ბინის ფასი სრულ შესაბამისობაში იმყოფებოდა სხვა კრედიტორებისათვის მიყიდული ბინების ფასისა. ეს გარემოებები მიუთითებენ სწორედ იმაზე, რომ შ. ბახტაძე საკუთარ თავთან გარიგების დადებისას უპირატესად ხელმძღვანელობდა არა პირადი ინტერესებით, არამედ საწარმოსათვის მისაღები და უკვე გადაწყვეტილი ამოცანების თანამდევად. საგულისხმოა, რომ ანალოგიურად მოიქცეოდა ერთის მხრივ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ხოლო მეორეს მხრივ გულმოდგინე და კეთილსინდისიერი დირექტორი, რადგან ამ ვითარებაში შ. ბახტაძეს არ შეიძლებოდა ევარაუდა, რომ პარტნიორები მისი, როგორც კრედიტორის გასტუმრებაზე უარს იტყოდნენ, ან არ მოეწონებოდათ ნასყიდობის ფასი იმ პირობებში, როცა ამავე ფასით განხორციელდა სხვა კრედიტორების უძრავი ქონებით დაკმაყოფილება და პარტნიორებს აღნიშნულის თაობაზე არც იმჟამად და არც ამ ეტაპზე რაიმე პრეტენზია არ გამოუხატავთ. შ. ბახტაძის გონივრული მოლოდინი ადექვატურია საღად მოაზროვნე ადამიანის გონივრულ მოლოდინთან და არ რჩება არანაირი საფუძველი, თუ რატომ უნდა ეფიქრა საწარმოს დირექტორს, რომ იგი როგორც კრედიტორი გამონაკლისის სახით გაუსტუმრებელი უნდა დარჩენილიყო.
სასამართლო მსჯელობს შ. ბახტაძის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგების ბათილობაზე იმგვარად, რომ სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის (საკუთარ თავთან დადებული გარიგება) დასრულებულ განმარტებას გვერდს უვლის. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი საკუთარ თავთან დადებულ გარიგებას არა ყველა შემთხვევაში ცნობს დაუშვებლად და ბათილად, არამედ იმ პირობებში 1. როდესაც წარმომადგენელი გარიგების დადების დროს მოქმედებს წარმოდგენილ პირთან შეუთანხმებლად; და 2. როდესაც ასეთი გარიგების დადება არაა ნაკარნახევი აღიარებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში ორივე წინაპირობა სახეზეა, ანუ ადგილი ჰქონდა როგორც წარმოდგენილი პირისაგან გაცემულ თანხმობას, ისე ვალდებულების შესრულებას.
უდავო ფაქტია, რომ შპს „ტალანტი“-ს პარტნიორთა კრებამ(იხ.საქმეში ოქმი #02/2008.,26.09.2008წ.) ) საგნობრივად, დეტალურად განიხილა შპს „ტალანტი“-ს დირექტორის და პარტნიორის შალვა ბახტაძის მიერ გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში, მასზე დანართი #4-ის სახით თანდართულ კრებსით ანგარიშთან (რომელიც წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს და რომლითაც კომპაქტურად, გარკვევით, გასაგებად, ლაკონურად გაცემულია პასუხები 2008 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით უკლებლივ ყველა გაყიდული(რეალიზებული) და საწარმოს საკუთრებაში დარჩენილი ფართების შესახებ საწარმოს პარტნიორებისათვის საინტერესო და არსებითი მნიშვნელობის შემდეგ კითხვებზე: ვინ შეიძინა ქონება; რამდენი კვ.მ. შეიძინა; რა ნასყიდობის ფასი ჰქონდა ფართს; რამდენი ლარი გადაუხადა მყიდველმა საწარმოს; რა დავალიანება დარჩათ მყიდველებს საწარმოს წინაშე; სულ რამდენი ფართი ჰქონდა რეალიზებული საწარმოს; სულ რა შემოსავალი მიიღო საწარმომ; უკვე მომხდარი გაყიდვებიდან რამდენი თანხა დაურჩა მისაღები საწარმოს; რამდენ კვ.მეტრს შეადგენს საწარმოს საკუთრებაში დარჩენილი დაუტიხრავი სარეალიზაციო ფართი; რომელი კრედიტორები დარჩნენ ნატურით გასასტუმრებელი. კრებსით ანგარიშს ხელმოწერებით ადასტურებენ დირექტორი, ბუღალტერი და ინახება საწარმოს საბუღალტრო საქმეში) ერთად. საწარმოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დირექტორისა და პარტნიორის შალვა ბახტაძის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში შეფასდა დამაკმაყოფილებლად და დამტკიცდა. ეს გადაწყვეტილება შემდგომში ვადებში არ გასაჩივრებულა. ამრიგად, პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბრის კრებამ ჩემს, როგორც საწარმოს დირექტორის, მიერ გაწეულ სხვა საქმიანობასთან ერთად მოიწონა ყველა გარიგება, მათ შორის შპს „ტალანტსა“ და შალვა ბახტაძეს შორის 2008 წლის 29 თებერვალს დადებული გარიგება,რომლის თანახმადაც შალვა ბახტაძემ საწარმოსაგან იყიდა 3596 კვ.მ. ფართი ნასყიდობის ფასით - 700 880 ლარი, რომელიც(ნასყიდობის ფასი) გარიგების დადების დროისათვის შალვა ბახტაძეს სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსათვის. ზემოთმოცემულ მტკიცებულებას კიდევ უფრო ნათელს ხდის და ამყარებს შპს „ტალანტი“-ს პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბერს დადებული შეთანხმება(მრავალმხრივი გარიგება პარტნიორთა შორის), რომელიც კრების მონაწილე პარტნიორების მიერ , იმავე დღეს ჩატარებული კრების დამთავრების შემდეგ იქნა შედგენილი და ხელმოწერილი (იხ. საქმეში შპს „ტალანტი“-ს პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბრის შეთანხმება. ტომი 1, გვ. 302). აღნიშნული შეთანხმებით, საწარმოს პარტნიორებმა, შპს „ტალანტი“-ს პარტნიორთა კრების (იხ. საქმეში ოქმი #02/2008.,26.09.2008წ.) 01-08 (პირველი-მერვე) საკითხების დაწვრილებით, ყოველმხრივი განხილვის კონკრეტული შედეგების გაანალიზებისა და ჯეროვანი შეფასების საფუძველზე, ერთსულოვნად მიიღეს ამავე კრების გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც ნამდვილად არის მრავალმხრივი გარიგება მასზე ხელმომწერ მხარეთა, ანუ პარტნიორთა შორის. თავდაპირველად ბათუმის საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო სასამართლოებს გვერდი რომ არ აევლოთ ამ დოკუმენტის - შპს „ტალანტი”-ს პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბრის შეთანხმების განხილვაზე, მაშინ ამ შეთანხმებისა და თანდართულ მასალებთან ერთად აღებული პარტნიორთა კრების ოქმის( #02/2008.,26.09.2008წ.) ერთობლივად გონივრული განსჯის შედეგად იმთავითვე(26.09.2008წელს) დადგინდებოდა პარტნიორთა მხრიდან ამჟამად სადავოდ გამხდარ გარიგებასთან და მიყენებულ ზიანთან მიმართებაში გამოვლენილი ნამდვილი ნება, რომელიც გამორიცხავდა დავის საგნის არსებობას, და მაშასადამე, დავის საგანი არც ზიანის და არც გარიგების კუთხით აღარ იარსებებდა .
ამრიგად, ამჟამად სადავოდ გამხდარი 2008 წლის 29 თებერვალს დადებული გარიგება შემდგომში ნამდვილად იქნა მოწონებული მოდავე პარტნიორთა მხრიდან, კერძოდ, 2008 წლის 26 სექტემბერს ჩატარებული პარტნიორთა კრების მასალებიდან და ამავე დღეს პარტნიორთა შორის დადებული შეთანხმებიდან გამომდინარე, და ასევე, იგივე კრების მასალები და შეთანხმება სრულად აცლის იურიდიულ საფუძვლებს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნებს შ. ბახტაძის დირექტორობის პერიოდში საწარმოზე თითქოს მიყენებული ნებისმიერი სახის „ზიანის“ თუ „ზარალის“ ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, რადგანაც აღნიშნული ორივე დოკუმენტით დირექტორის მიერ გაწეულ სამეურნეო-საფინანსო საქმიანობა დამაკმაყოფილებლად არის შეფასებული.
საკასაციო სასამართლოს ყურადღება გვინდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ არც ზემოთაღნიშნული პარტნიორთა კრება(იხ. საქმეში ოქმი #02/2008წ., 26.09.2008წ.) და არც პარტნიორთა შეთანხმება( იხ.საქმეში შპს „ტალანტი“-ს პარტნიორთა შეთანხმება. ტომი1 გვ. 302) შემდგომში კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, არც რომელიმე მათგანი გაუქმებულა ან შეცვლილა სხვა დოკუმენტით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამჟამად გასაჩივრებული გადაწყვეტილება(საქმე # 2/ბ-97-2011, 15.12.2011) მიიღო მისი მიღებისათვის აუცილებელი შესაბამისი საფუძვლების ხელოვნურად შექმნით, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილების(როგორიცაა გასაჩივრებული გადაწყვეტილება) მიღების ვერანაირი რეალური სამართლებრივი საფუძვლები ვერც საქმეში აღმოაჩინა და ასეთი საფუძვლები სასამართლომ ვერც მტკიცებულებათა გამოკვლევის სტადიაზე მოიპოვა მათი ბუნებაში არ არსებობის გამო. სწორედ სასურველი(ანუ ამჟამად გასაჩივრებული) გადაწყვეტილების გამოტანისათვის სასამართლომ აირჩია მარტივი ხერხი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი დასაბუთების 4.1- 4.139 პუნქტებიდან ბევრი პუნქტი კანონის იგნორირებით, სუბიექტური მოსაზრებებით,ხელოვნურად შექმნა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. გამომდინარე აღნიშნულიდან, საკასაციო სასამართლოს ყურადღება გვინდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს 20011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების განყოფილების - „ფაქტობრივი დასაბუთება“ - ის 4.1- 4.139 პუნქტებიდან ბევრი მათგანის შინაარსის, მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის , ამ პუნქტების ერთი ნაწილის ერთიმეორესთან წინააღმდეგობრივ მდგომარეობებში ყოფნის, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ და პირდაპირი მნიშვნელობით თუ ვიტყვით, აპელანტის დასამარცხებლად(ისე რომ მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი მოთხოვნა არ დაუყენებია) მოსამართლის მხოლოდ საკუთარი ინიციატივით და მხოლოდ საკუთარი ფანტაზიით უსაფუძვლო ფაქტობრივი დასაბუთებების(რომლებთაც მოსამართლე ცდილობს შ. ბახტაძეს დასდოს ბრალი არაკეთილსინდისიერებაში, მხოლოდ საკუთარი და არა საწარმოს ინტერესების დაცვაში და სხვ.)
გამომდინარე ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მის მიერ #2/ბ-97-2011 საქმეზე 2011 წლის 15 დეკემბერს მიღებული(და ამჟამად გასაჩივრებული) გადაწყვეტილება შპს“ტალანტსა“ და შალვა ბახტაძეს შორის 2008 წლის 29 თებერვალს დადებული გარიგების ნაწილში არის ტენდენციური, ამ ნაწილში , ნებისმიერი ხერხით ახალი ფაქტობრივი დასაბუთებების შემოტანის გზით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 03 დეკემბერს მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გამართლების ანუ მისი უკანონოდ ძალაში დატოვების მცდელობა.
წარმოდგენილი პირისაგან თანხმობა მიცემულია როგორც წინასწარ, ისე შემდგომში, გარიგების დადების მოწონების გზით. თანხმობა წინასწარ მიცემულად უნდა ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა ფულადი თანხების მოზიდვა, საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმება და შესაბამისად, იპოთეკური სესხის პირობებში სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. შეუძლებელია მოსარჩელეებს არ სცოდნოდათ, რომ ამ დანიშნულების და ოდენობის ბიზნეს-სესხს საბანკ დაწესებულება უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გარეშე არ გასცემდა და ამასთანავე, მათთვის იმთავითვე ცხადი და ნავარაუდევი უნდა ყოფილიყო საბანკო სესხის შეუსრულებლობის პრაქტიკული შედეგები: ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად უნდა მომხდარიყო უზრუნველყოფილი უძრავი ქონების რეალიზაცია ან კრედიტორზე ნატურით გადაცემა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, აღიარებული ერთიანი საბანკო პრაქტიკის, ჩამოყალიბებული წეს-ჩვეულების შესაბამისად, ამ ოდენობის სესხის გაცემისას, საბანკო დაწესებულება მოვალეს ყოველთვის სთავაზობს ვალის დაუბრუნებლობის შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნატურით საკუთრებაში გადაცემის ვალდებულების შესრულებას, რასაც ასახავს კიდეც საკრედიტო ხელშეკრულებაში. ამიტომ სააპელაციო პალატის მსჯელობა იმაზე, რომ შ. ბახტაძემ საწარმოსათვის გაცემული სესხის სანაცვლოდ ნატურით უძრავი ქონების მიღებისას საწარმოს ზიანი მიაყენა არაა მართებული მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შ. ბახტაძემ უძრავი ქონების შესაძენად საწარმოს სალაროში გარდა სესხისა, ნაღდი ფულის სახით უკვე შეტანილი ჰქონდა ნასყიდობის ფასის დაახლოებით მესამედი, შესაბამისად, ეს თანხები მოხმარდა როგორც ბინის მშენებლობის დასრულებას, ისე საბიუჯეტო და სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებას.
თავისთავად საწარმოს პარტნიორები, როგორც მეწარმე პირები, რიგითი მოქალაქეებისაგან განსხვავებით, ვალდებულნი არიან საკუთარ სამეწარმეო საქმიანობის პროცესში გამოიჩინონ უფრო მეტი წინდახედულება, ვიდრე ეს ჩვეულებრივ მოქალაქეს მოეთხოვება. აღნიშნულ პრინციპს განამტკიცებს, როგორც სამოქალაქო კოდექსის 495-ე, ისე მეწარმეთა შესახებ კანონის 3.10 მუხლი. ამიტომ სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით კანონმდებელი მეწარმეს აფრთხილებს, რომ გარიგებათა დადებისას და სხვა სამეწარმეო ხასიათის გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იყვნენ მომეტებულად წინდახედულნი, დროულად, ,,მეწარმეთა შესახებ” კანონით დადგენილი ფორმებითა და ხანდაზმულობით განაცხადონ საკუთარი პრეტენზიების ირგვლივ, რადგან კორპორაციული ურთიერთობები მხოლოდ იმით ხასითდება, რომ ამ ურთიერთობების პროცესში ადგილი აქვს კაპიტალბრუნვას, რომლის შეფერხებასაც ზიანი მოაქვს არა მარტო კონკრეტული საწარმოსათვის, მეწარმე სუბიექტებისათვის, არამედ ზოგადად ცივილური ურთიერთობებისთვის, რადგანაც ამ საერთო ნორმა-პრინციპის უგულებელყოფა გაუმართლებლად და ტოტალურად იწვევს უნდობლობას კაპიტალბრუნვის სტაბილურობის მიმართ. ეს პრინციპი სამართლიანობის დადგენის თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეულ პირთა ისეთი კერძო ინტერესები, რომელთა მოთხოვნები მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივი ხასიათისაა და არ გამომდინარეობს საწარმოს და მეწარმეობის სასიცოცხლო ინტერესებიდან.
მაშასადამე, თუკი პარტნიორები შეთანხმდნენ საბანკო კრედიტის მიღებაზე, ამავდროულად მათ შეიტყვეს საბანკო კრედიტის მიღების შეუძლებლობის თაობაზე და ამ პირობებში საცხოვრებელი ბინის მშენებლობა მაინც მიმდინარეობდა, ბუნებრივია ისინი, როგორც მეწარმეები, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც თუ რა სახსრებით ხორციელდებოდა მშენებლობა.
ამ მიმართულებით არ შეიძლება გაზიარებული იქნას მოწინააღმდეგე მხარის ლოგიკა, თითქოს მათ იცოდნენ სხვა კრედიტორების მიერ მოწოდებული სესხის ირგვლივ და არაფერი იცოდნენ, თუკი შალვა ბახტაძემაც ასესხა საწარმოს კუთვნილი ფულადი სახსრები, მით უფრო, რომ შ. ბახტაძის სესხის ოდენობა თითქმის ყველა კრედიტორზე დიდია. ეს გულისხმობს იმას, რომ სხვა პარტნიორებისათვის ცხადად უნდა ყოფილიყო ცნობილი შ. ბახტაძის მიერ საწარმოსათვის გაცემული კრედიტის თაობაზე. მეორე საკითხია, ეს კრედიტი უნდა ყოფილიყო თუ არა სარგებლიანი. როგორც წესი, სესხი ყოველთვის სარგებლიანია. საგადასახადო კოდექსის ამოცანებიც ამას მიუთითებენ. თუმცა ასეც რომ არ იყოს, ძნელად დასაჯერებელია მოსარჩელეებს სხვა კრედიტორების სესხი მიეჩნიათ სარგებლის დარიცხვით და შ. ბახტაძის _ სარგებლის დარიცხვის ვალდებულების გარეშე. მაშინ მათ უნდა დაესაბუთებინათ, თუ რატომ იყო შ. ბახტაძე ვალდებული არასარგებლიანი სესხი გადეცა საწარმოსათვის, რა სხვა ვალდებულების შესრულებაში უნდა მომხდარიყო მისი ჩათვლა. ანუ თუ გამოდის, რომ შ. ბახტაძემ სარგებლიანი სესხი ნამდვილად გადასცა საწარმოს, რა ფაქტობრივი გარემოებაც აღიარა და დაადგინა სააპელაციო პალატამაც, მაშინ ლოგიკურია სესხის მიღება წარმოშობს ამ სესხის გასტუმრების ვალდებულებას. ხოლო თუ სასესხო ვალდებულება უკვე წარმოშობილი იყო, თავისთავად იგი შეიძლებოდა მხოლოდ გასტუმრებით შესრულებულიყო. ამიტომაც ამ ვალდებულების შესასრულებლად შ. ბახტაძემ საკუთარ თავთან, პარტნიორებთან წინასწარი შეთანხმებით(რაც გამოიხატა დუმილში, კონკლუდენტურად) და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ კი, პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბრის კრების ოქმით მათ პრაქტიკულად მოიწონეს დირექტორის მიერ საანგარიშო პერიოდში წარმოებული სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობა, რაც უპირატესად უძრავი ქონების რეალიზაციაში იყო გამოხატული. თუკი პარტნიორთა ბოლოდროინდელი კრების ოქმებსაც განვიხილავთ, ცხადი ხდება, რომ სხვა პარტნიორებს შ. ბახტაძის მიმართ უკვე გაჩენილი აქვთ კრიტიკული დამოკიდებულება, შეკითხვები და ამით აშკარაა მხარეებს შორის გამოხატული უნდობლობა. მოცემულ ვითარებაში ძნელი დასაჯერებლია მოსარჩელეებს დ. დვალიშვილს, მ. ცივაძის და მ. ფაღავას არ მოეთხოვათ დირექტორისათვის საბუღალტრო-საანგარიშსწორებო დოკუმენტაცია, არ ჩამდგარიყვნენ საქმის კურსში საწარმოს ქონებრივი მდგომარეობის ირგვლივ: რა ქონება გაიყიდა, რა დარჩა საწარმოს საკუთრებაში. ამის შემოწმება ხომ მათ დამოუკიდებლადაც შეეძლოთ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზიდანაც. გაზიარებას მოკლებულია ის გარემოება, რომ ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში მოსარჩელეებს არ გადაემოწმებინათ საჯარო რეესტრში 2008 წლის 24 მარტიდან 2008 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით საწარმოზე რიცხული ქონების საკუთრების უფლებები. და თუკი ეს მაინც არ გააკეთეს, აღნიშნული კიდევ ერთხელ მიანიშნებს მათ უგულისყურობასა და არამეწარმის საქმიან დამოკიდებულებას როგორც საკუთარი, ისე საწრმოს ქონებრივი ინტერესებისადმი. მათ ხომ დირექტორის საქმიანობაში ეჭვები კონტროლის პალატის დასკვნამაც გაუღრმავა, რატომ აღარ მიაქციეს უფრო ეფექტური ყურადღება დირექტორის საქმიანობას? ვფიქრობთ, ამ საკითხზე სრულ პასუხს იძლევა პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბრის კრების ოქმის ჩანაწერი, რომლის ძალითაც პარტნიორები(ამჟამად მისარჩელეები) გამოხატავენ ნებას გავიდნენ საწარმოდან, დათმონ წილები, ხოლო სანაცვლოდ ნატურით მიიღონ უძრავი ქონება. თუმცა მოგვიანებით მათ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და მიიჩნიეს, რომ იგი არ შეესაბამებოდა მათ ინტერესებს. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს მოსარჩელეთა მერყევ ხასიათზე და საკუთარი პასუხისმგებლობის მიმართ ზერელე დამოკიდებულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ( შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე) ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ცხადი, და პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბრის კრების ოქმის სრული მოცულობიდან ნათლად და ცალსახად დგინდება, რომ მოცემულ კრებაზე მოისმინეს რა დირექტორის საფინანსო-სამეურნეო ანგარიში, ასევე განიხილეს საანგარიშო პერიოდში გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები. ასეც რომ არ ყოფილიყო, კრების დასრულებისა და ოქმის გაფორმების შემდგომ, დირექტორის მიერ თითოეულ პარტნიორს გაეგზავნა კრების ოქმის ასლები დაზღვეული ფოსტით, საიდანაც დაბრუნდა შეტყობინებები აღნიშვნით, რომ ყველა პარტნიორმა სრულად ჩაიბარა 2008 წლის 26 სექტემბრის კრების ოქმის ასლი. ამავე, კრების ოქმს ახლავდა როგორც შ. ბახტაძესთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ისე კრებსითი ანგარიში, დირექტორის საერთო ანგარიში და სხვა მასალები, რომელთა ერთობლივი შეჯერება სრულად და გამოკვეთილად, მკაფიოდ იძლევა ინფორმაციას თუ როდის, რა პირობებით დაიდო შ. ბახტაძესთან ნასყიდობის ხელშეკრულება. არც ერთ პარტნიორს აღნიშნული კრების ოქმი სადავოდ არ გაუხდია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მათ თანხმობასა და მოწონებაზე კრების ოქმში ასახული ინფორმაციისა და გადაწყვეტილებების მიმართ.
თუკი მთლიანობაში მიმოვიხილავთ მოსარჩელეთა პრეტენზიების მორალურ-სამართლებრივ მხარესაც, უდავოა, რომ: 1. მოსარჩელე-პარტნიორებს არანაირი ქონებრივი შენატანი არ გაუკეთებიათ მშენებლობისათვის; 2. მათ არანაირი წვლილი არ მიუძღვით მშენებლობის წარმატებით დასრულებაში; 3. მათ საკუთარი უფლებების რეალიზაციის ირგვლივ პრეტენზიები გაუჩნდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშენებლობა დასრულდა და უძრავმა ქონებამ მიიღო ნივთობრივი სახე(შევიდა ექსპლუატაციაში); 4. მოსარჩელეები სასარჩელო პრეტენზიებში მიუთითებენ ერთი სახის გარემოებებზე, ხოლო საწარმოს მართვისას ხელს აწერენ საპირისპირო ხასიათის შეთანხმებებს( 2007 წლის 26 ივლისის კრების სანოტარო ოქმი, 2008 წლის 26 სექტემბრის შეთანხმება, ამავე თარიღის კრების ოქმი, რაც ჩაბარდათ საფოსტო გზავნილის მიღება-დადასტურების წესით).
აქვე დაისმის საკითხი, თუკი პარტიორებმა მოიწონეს და პრეტენზიები არ გამოუთქვამთ სხვა პირებზე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიმართ, რატომ მხოლოდ შ. ბახტაძესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გახადეს სადავო სასამართლოში? როგორც მათი პრეტენზიის მთავარი არგუმენტი იყო, შ. ბახტაძემ უძრავი ქონება შეიძინა საბაზრო ფასზე დაბალ ფასში და ასეთ ფასზე პარტნიორები თითქოს არ შეთანხმებულან, თუკი ამავე ფასში სხვა პირებზეც გაიყიდა იგივე უძრავი ქონების ნაწილი, მაშასადამე, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეებისათვის მისაღები გახლდათ უძრავი ქონების ის ფასი, რაც აისახა შ. ბახტაძესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, სხვა დასკვნის გამოტანის საფუძველს მოცემული უდავო გარემოებები არ იძლევა. ამასთანავე, საქმეში დევს პარტნიორთა 2008 წლის 24 მარტის სხდომის ოქმი, სადაც უძრავი ქონების ცალკეული ბინები იმავე ფასში, რაც შ. ბახტაძეს,ასევე მიეყიდა ცალკეულ კრედიტორებს. აგრეთვე 2008 წლის 26 სექტემბრის კრების ოქმიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ პარტნორებმა საკუთარ თავსაც იმავე ფასში მიჰყიდეს ბინები, რაც დადგინდა პარტნიორთა 2007 წლის 26 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული კრების ოქმით. ამიტომ სააპელაციო პალატის მიერ არგუმენტად მოშველიება იმ გარემოებისა, რომ პარტნიორები არ შეთანხმებულან იმ ფასზე, რა ფასადაც საწარმოსაგან იყიდა ქონება შ. ბახტაძემ, არაა მართებული.
პალატა თავის მხრივ იშველიებს ამავე დღეს _ 2007 წლის 26 ივლისს გაფორმებული პარტნიორთა სხდომის მეორე ოქმს, რაც სანოტარო წესით არაა გაფორმებული და რატომღაც ფასებთან დაკავშირებით შეთანხმებაში სწორედ ამ ოქმით შემდგარ გარიგებას მიიჩნევს ნამდვილად. ცხადია, როცა სახეზეა ორი სხვადასხვა შინაარსის გარიგება(პარტნიორთა შეთანხმება, კრების ოქმი), რომელიმე მათგანს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რაც უკავშირდება შემდეგ მომენტებს: 1. ოქმის შედგენის დრო; 2. სხდომის ჩატარების დრო; 3. რომელი შეთანხმება შესრულდა. თუ ვივარაუდებთ, რომ 2007 წლის 26 ივლისს პარტნიორთა ორი სხდომა შედგა, მაშინ გამოსავლენია, პარტნიორთა ნამდვილი ნება გარიგების(სხდომის ოქმის) არა სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობებით, არამედ შესრულებით. შესრულება წარმოადგენს გარიგების ნამდვილობის უდავო იურიდიულ პირობას, შესრულებით სუბიექტი არამარტო ადასტურებს გარიგების ნამდვილობას, არამედ ამით ყველაზე მკაფიოდ და არაბუნდოვნად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას(ნებას) გარიგებისადმი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქმეში არსებული ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ქამადაძე საბუღალტრო გამოკვლევაში სწორედ სანოტარო წესით გაფორმებული ოქმით ხელმძღვანელობს(იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ექსპერტ ქამადაძის ჩვენება, მიცემული ბათუმის საქალაქო სასამართლოში), თავისთავად ცხადია, რომ არასანოტარო წესით გაფორმებული პარტიორთა 2007 წლის 26 ივლისის სხდომის ოქმი არანაირ მტკიცებულებით მნიშვნელობას არ იძენს. ბუნებრივია, როცა სახეზეა ორი სხვადასხვა დოკუმენტური(წერილობითი) მტკიცებულება, უპირატესობა უნდა მიენიჭოს რთული წერილობით ფორმით შედგენილ საბუთს. სანოტარო აქტი ატარებს ნამდვილობის უფრო მაღალ პრეზუმპციას, ვიდრე მარტივი წერილობითი ფორმის დოკუმენტი.
ის გარემოება, რომ თავდაპირველად შედგა ოქმი #5 და შემდეგ შედგა ოქმი #05/2007 (დამოწმებული ნოტარიუსის მიერ), დასტურდება იმით, რომ ოქმი #5-ში პარტნიორებმა დვალიშვილმა, კომახიძემ, ფაღავამ პუნქტი 4-ით დაუდგინეს კრედიტორული დავალიანებები შპს `ტალანტი~-ს მიმართ შემდეგ პირებს: სმირბა, დიასამიძე, ცეცხლაძე, მახარაძე, აბუსელიძე, აბაშიძე, რესულიძე, ბოლქვაძე, როყვა, დუგლაძე, საკანდელიძე, რომელთა კრედიტორული დავალიანებების ჯამი შპს `ტალანტი~-ს მიმართ განსაზღვრეს 443 540 ლარით. ასეთი კრედიტორული დავალიანება არასდროს არ არსებობდა და მისი (კრედიტორული დავალიანების) არ არსებობის გამო, ბუნებრივია, არც ყოფილა არასდროს აღრიცხული საწარმოს ბუღალტერიაში და არც არავითარი სხვა სახის იურიდიული ან სხვა დოკუმენტი არ არსებობდა ბუნებაში, რომელიც დაასაბუთებდა ზემოთ აღნიშნული კრედიტორული დავალიანების არსებობას შპს `ტალანტი~-ს მიმართ.
ის გარემოება, რომ ზემოთ აღნიშნული კრების ოქმი #05/2007 ნამდვილად შედგა და დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ მას შემდეგ, რაც შედგა მარტივი კრების ოქმი #5, დასტურდება იმ უბრალო გარემოებით, რომ პარტნიორთა კრების ოქმი #05/2007-ის გადაწყვეტილების ბოლოს წინა აბზაცში პარტნიორებმა დაადგინეს შემდეგი: `ყველა სახის კრედიტორული დავალიანება შპს `ტალანტი~-ს მიმართ (იგულისხმება წინამდებარე შენიშვნების პირველი აბზაცში მინიშნებული თანხა) დაფარული იქნას არაუგვიანეს მიმდინარე წლის (იგულისხმება 2007 წელი) 20 აგვისტოსი წინააღმდეგ შემთხვევაში შპს ტალანტი იტოვებს უფლებას მოახდინოს გადასაცემი ფართების (იგულისხმება ზემოთ ჩამოთვლილ პირებზე გადასაცემად განკუთვნილი ფართები) რეალიზაცია და დააბრუნოს შემოტანილი თანხები (იგულისხმება ის თანხები რაც ზემოთ ჩამოთვლილ პირებს შემოტანილი ჰქონდათ სახლის მშენებლობის პროცესში შპს `ტალანტი~-ს სალაროში) ყოველგვარი საურავის დარიცხვის გარეშე.~ ანუ აღნიშნულით პირდაპირ დასტურდება, რომ ნოტარიალურად დამოწმებული პარტნიორთა კრების ოქმი #05/2007, 26.07.2007 შედგა იმავე პარტნიორთა კრების #5 ოქმის მიღების შემდეგ, რადგან თუ არ იქნებოდა #5 ოქმის გადაწყვეტილება შპს `ტალანტი~-ს მიმართ ზემოთ ჩამოთვლილი პირების კრედიტორული დავალიანებების განსაზღვრის შესახებ, მაშინ არ იქნებოდა არც ამ კრედიტორული დავალიანებების ასახვა #05/2007 პარტნიორთა კრების ოქმში.
2. ის გარემოება, რომ სახელმძღვანელო დოკუმენტად ფართების რეალიზაციების დროს მიჩნეული იყო პარტნიორთა კრების ოქმი #05/2007, 26.07.2007 დასაბუთებულია ჩვენს მიერ (შალვა ბახტაძე, რეზო შავაძე) 2011 წლის 03 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წერილობით წარდგენილ მოსაზრებებით (სადავო მტკიცებულებათა გამოკვლევის ირგვლივ). იხ. პუნქტი 11.1. გვ. 14.
აქვე აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატა იშველიებს სახელშეკრულებო სამართლის ზოგად ნორმას _ სკ-ის 327-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მხარეები ხელშეკრულების დადებისას მის ყველა არსებით პირობაზე უნდა შეთანხმდნენ და ამასთან მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ფასზე შეთანხმება არის ამ ხელშეკრულების არსებითი პირობა. მოცემულ შემთხვევაში ფასზე თანხმდებიან მხარეთა ხელშეკრულების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები(გამყიდველი_საწარმოს დირექტორი და მყიდველი-ფიზიკური პირი) და არა მყიდველი და საწარმოს მართვის ორგანო - პარტნიორთა კრება, ან მისი ცალკეული პარტნიორები. ამასთან, ფასზე შეთანხმება ხორციელდება მხოლოდ უშუალოდ ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირებს შორის. თუ დავუშვებთ ისეთ ვარიანტს, რომ პარტნიორთა კრებას მიეღო გადაწყვეტილება ისეთი ფასის დადგენის შესახებ, რომელიც აშკარად არაადექვატური(მაღალი) აღმოჩნდებოდა უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასთან, ამ შემთხვევაში როგორ უნდა ემოქმედა დირექტორს? თუკი ის შეასრულებდა პარტნიორთა გადაწყვეტილებას და მაღალ ფასად გაიტანდა უძრავ ქონებას გასაყიდად, იგი არ გაიყიდებოდა ან გარკვეული ხნით მაინც მისი რეალიზაცია შეუძლებელი გახდებოდა, დაყოვნებული დრო კი, თავისთავად, ზიანის მომტანი იქნებოდა საწარმოს სხვა ვალდებულებების(თუნდაც საბიუჯეტო ვალდებულებების) შესრულებისთვისაც, როგორ უნდა იმოქმედოს მოცემულ ვითარებაში დირექტორმა? თუკი შეასრულებს პარტნიორთა გადაწყვეტილებას, საწარმო აშკარად იზარალებს, თუ არ შეასრულებს და იმოქმედებს საკუთარი კეთილგონიერების ფარგლებში, მაშინ რა შედეგი დადგება? საქართველოს კანონის მეწარმეთა შესახებ 9.6. მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ დირექტორს როგორც საწარმოს, ისე მესამე პირების მიმართ პასუხისმგებლობისგან ვერ ათავისუფლებს ის გარემოება, რომ ის მოქმედებდა პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად. მოცემული ნორმის ანალიზიდან ცხადად გამომდინარეობს, რომ დირექტორი, როგორც მენეჯერი და მატერიალურად პასუხისმგებელი პირი თავისუფალია საწარმოს მართვის ისეთ საკითხებში, რაც არ წარმოადგენს პარტნიორთა საერთო კრების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და უფრო მეტიც, ასეთი ექსკლუზიური უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზეც კი, დირექტორი თავად, დამოუკიდებლად განსაზღვრავს, შეასრულოს თუ არა პარტნიორთა კრების ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც ზიანის მომტანია როგორც საწარმოსათვის, ისე მესამე პირებისათვის. ასევე, პარტნიორთა კრება არაა უფლებამოსილი დაადგინოს უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასები და ამით დაუსაბუთებლად შეზღუდოს დირექტორი საბაზრო კონიუნქტურის გათვალისწინებით, უძრავი ნივთის გაყიდვის მომენტისათვის შეარჩიოს ქონების სარეალიზაციო ფასი, რაც შესაბამისი დროითა და ვითარებით იქნება ნაკარნახევი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორთა ინტერესებში მოქმედება გულისხმობს მათი ერთობლიობისთვის და არა რომელიმე, თუნდაც დიდ უმრავლესობაში მყოფი ჯგუფის ან პირისთვის ხელსაყრელ საქმიანობას. დირექტორები დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა უძღვებოდნენ საზოგადოების საქმეებს, და არ უნდა მოექცნენ ვინმეს ზეგავლენის ქვეშ, თუნდაც ეს უბრალოდ დომინანტი აქციონერი კი არა, დედა საზოგადოება იყოს. მეწარმეთა შესახებ კანონის მე-17 მუხლში ნათქვამია, რომ `ხელშეკრულება, რომლითაც ერთი საწარმოს ორგანოები ემორჩილებიან სხვა საწარმოს ნებას, ბათილია". ასევე საყურადღებოა დირექტორებისთვის ამ კანონის მე-9 მუხლი, რომელიც მიუთითებს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებელია კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, დირექტორები ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან არ თავისუფლდებიან მაშინაც, თუ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ასევე აღნიშვნის ღირსია სააპელაციო პალატის მტკიცება, რომ თითქოს შ. ბახტაძე, საკუთარ თავთან გარიგების დადებისას უპირატესად საკუთარი პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობდა. თუკი სხვა კრედიტორების გასტუმრების მიზნით დადებულ ხელშეკრულებაზე არ გააჩნდათ პრეტენზიები მოსარჩელეებს, რატომ გაუჩნდათ პრეტენზია შ. ბახტაძესთან მიმართებაში? მით უფრო, რომ მან საკუთარი თავის ამ ხელშეკრულებით გასტუმრება მხოლოდ ყველა სხვა კრედიტორის გასტუმრების შემდეგ გადაწყვიტა? თუკი დავუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ პარტნიორებს არასოდეს არ მიეცათ თანხმობა, რათა შ. ბახტაძესაც, სხვა კრედიტორების მსგავსად, მიეღო საკუთრებაში უძრავი ქონება, მაშინ რითი იქნებოდა დაცული შ. ბახტაძის კრედიტი? მისი პირადი ქონებრივი უფლება? ცხადია, სამოქალაქო კოდექსის ამოცანა არაა გარიგების ერთი მხარის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება. როგორც პარტნიორთა ბოლოდროინდელი კრების ოქმებიდანაც ჩანს, მათ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ გაჩენილი დირექტორის საქმიანობის მიმართ. ამ ვითარებაში ისინი ცდილობდნენ არსებითად შეეშალათ ხელი დირექტორისთვის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადად მიუთითებს პარტნიორთა ნამდვილ ნებაზე, მათ მიერ დადებული გარიგებების ბუნებასა და შინაარსზე, ანუ იმაზე , რომ შ. ბახტაძე როდესაც საკუთარ თავთან დებდა გარიგებას, მას წინასწარაც და უძრავი ქონების ნასყიდობის გაფორმების შემდგომაც გააჩნდა პარტნიორთა მიერ გაცემული თანხმობა და ამავდროულად ის მოქმედებდა იმ სასესხო ვალდებულების შესასრულებლად, რა ვალდებულებაც საწარმომ პარტიორთა შეთანხმებითვე აიღო.
მაშასადამე, მოცემულ ვითარებაში, შ. ბახტაძის მიერ უძრავი ნივთის შეძენა განხორციელებულია ისეთ გარემოებაში, რაც საკუთარ თავთან დადებულ გარიგებას, მერყევი ბუნების მიუხედავად, უცილობლად ნამდვილად აქცევს. სამივე კომპონენტი, რაც მოცემული ტიპის გარიგებას ნამდვილად აქცევს აშკარად გამოხატულია მაღალი მტკიცებითი ფორმებით, რომლის საპირისპიროდაც მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი, თუნდაც მწირი არგუმენტი, ან მტკიცებულებაც კი არ გააჩნია.
თანამედროვე საკორპორაციო სამართალში აღიარებულია B,,უსინესს ჟუდგმენტ ღულე” _ის პრინციპი _ საწარმოო მიზანშეწონილობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებისას ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. დაუშვებელია კორპორაციის ხელმძღვანელებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება სამეწარმეო წარუმატებლობისათვის. ამერიკული სამართალის მიხედვით, სამეწარმეო გადაწყვეტილებების დროს, დირექტორს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ზიანისათვის, რომელიც ნებისმიერ კეთილსინდისიერ დირექტორს შეიძლებოდა მოსვლოდა. თუმცა, კეთილსინდისიერების განსაზღვრა საკმაოდ პრობლემატურია და თითოეული შემთხვევა განსაკუთრებულ ანალიზს და შეფასებას მოითხოვს.
B,,უსინესს ჟუდგმენტ ღულე” _ის პრინციპის მიხედვით, პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებლად საჭიროა გარკვეული წინაპირობების არსებობა:
საქმე უნდა ეხებოდეს სამეწარმეო გადაწყვეტილებას ე.ი ღონისძიებას, რომელიც მიმართულია საზოგადოების საქმიანობის განსახორცილებლად (და არ წარმოადგენს უბრალოდ კანონის, ან წესდების შესრულებას). მხედველობაში გვაქვს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეხებათ კითხვები _ ჰო თუ არა, სად, როდის, ვისთან, რა პირობით.
გადაწყვეტილება უნდა იყოს ზედმიწევნით მომზადებული, თუ შესაბამისი ღონისძიება საზოგადოებას ზიანს მოუტანს, დირექტორს პასუხისმგებლობა დაეკისრება გადაწყვეტილების სათანადოდ მოუმზადებლობისათვის და არა იმიტომ, რომ `საკითხი ჩავარდა~.
გადაწყვეტილება არ უნდა შეიცავდეს საზოგადოებისათვის გაუმართლებელ რისკს. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციების ხელმძღვანელთა პასუხისმგელობა თანამედროვე საკორპორაციო სამართლის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, მისი რეგულირება სამართლებრივი სისტემების მიხედვით განსხვავებულია. გერმანიაში საწარმოს ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა კანონით არის მოწესრიგებული. კანონის უშუალო მიზანია, რომ საწარმო ფლობდეს მექნიზმს იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ხელმძღვანელთა ქმედების შედეგად. გერმანულ სამართალში უმთავრესი პასუხისმგებლობა გამომდინარეობს კანონიდან და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ხელშეკრულებაა დადებული საზოგადოებასა და დირექტორს შორის, ამიტომ, ამ პასუხისმგებლობას `კანონზომიერი პასუხისმგებლობა~ ეწოდება.
განხვავებული მდგომარეობაა ამერიკულ სამართლში, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი არა კანონით, არამედ შეთანხმებითაა დარეგულირებული. ამდენად, წესდებამ შეიძლება გაამკაცროს, ან შეამსუბუქოს დირექტორების პასუხისმგებლობა. თუმცა, ამერიკული სამართალიც არ იძლევა წესდებით პასუხისმგებლობის შეუზღუდავად განსაზღვრის შესაძლებლობას. მაგალითად, განზრახ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხელშეკრულებით დაუშვებელია.
კორპორაციის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობაზე საუბრისას, იბადება კითხვა _ ვის წინაშე არის პასუხისმგებელი ხელმძღვანელი. საწარმოს ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან საწარმოს და არა საწარმოს პარტნიორების წინაშე. მაშინაც კი, როდესაც პარტნიორს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს ხელმძღვანელის წინააღმდეგ, ის მოქმედებს საწარმოს და არა საკუთარი სახელით. ბუნებრივია, ამ გზით, პარტნიორთა უფლებების არაპირდაპირი დაცვაც ხდება, მაგრამ კორპორაციული პასუხისმგებლობის დაცვის ობიექტი არის სწორედ, საწარმო და არა საწარმოს პარტნიორები.
პასუხისმგებლობა კორპორატიული მართვის ერთ_ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და ამავდროულად _ საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ყოველ ფინანსურ სკანდალსა, თუ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რომელიც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში არ წარმოადგენს იშვიათობას, მუდმივად მოჰყვება ხოლმე დებატები ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ. ეს შეხედულებები არ არის უსაფუძვლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელმძღვანელთა მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, საწარმოებისათვის უზარმაზარი ზიანი მოაქვს. თუმცა, პასუხიმგებლობის გამკაცრების საწინააღმდეგო არგუმენტებიც არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შეიძლება სამეწარმეო თავისუფლებას გარკვეული ბარიერები შეუქმნას. პასუხისმგებლობის გამკაცრებამ შეიძლება საწარმოსხელმძღვანელები იმდენად შეაშინოს, რომ კომერციული რისკებისაგან თავის შეკავებისკენ უბიძგოს. შედეგად, მივიღებთ ზედმეტად ფრთხილ დირექტორს, რომელსაც რისკისა და ინიციატივის ეშინია.
პასუხისმგებლობა უნდა განვიხილოთ კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად და არა იზოლირებულად. გამოყოფენ კონტროლის ალტერნატიული მექანიზმების რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც თანამედროვე საკორპორაციო სამართალში უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მართვის ორგანოების ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური ცვლილებები, კონტროლი ფინანსური ბაზრების მხრიდან, სასამართლო კონტროლი.
რა მოვალეობებზეა საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ მოვალეობათა დარღვევაზე? გერმანულ სამართალში გვხვდება ცნებები _ `გულმოდგინე ხელმძღვანელის მოვალეობა~ (დუტყ ოფ ცარე) და `ერთგულების მოვალეობა~ (დუტყ ოფ ლოყალტყ), ამ მოვალეობებს ამერიკულ სამართალში `ფიდუციალურ მოვალეობებს~ უწოდებენ. ამერიკაში არის კიდევ `მართლზომიერი მოქმედების მოვალეობა~ (დუტყ ოფ ობედიენცე), რაც გულისხმობს კანონის, წესდების, ან სხვა სამართლებრივი აქტების განუხრელი დაცვის მოვალეობას. გერმანიაში კი არსებობს `დუმილის მოვალეობა~.
როდის იწყება მოვალეობათა დარღვევის ათვლის წერტილი? პასუხიმგებლობა იწყება საქმიანობის დაწყების მომენტიდან და მნიშვნელობა არ აქვს რეგისტრირებულია თუ არა დირექტორი სამეწარმეო რეესტრში. უფრო მეტიც,Pპასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს დაფუძნების სტადიაზე, როდესაც საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული.
ამრიგად, პასუხისმგებლობის სიმძიმე, რომელსაც ხელმძღვანელი საკუთარ თავზე იღებს, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ამერიკაში თუ ის მხოლოდ ხელშეკრულებით შემოიფარგლება, გერმანიაში ყურადღება უპირატესად კანონს ეთმობა.
გამოიკვეთა პასუხისმგებლობის ობიექტი, ვის წინაშეც არის პასუხისმგებელი ხელმძღვანელი – (საწარმო და არა პარტნიორი), გამოიკვეთა პასუხისმგებლობის დიაპაზონი _ გამართლებული რისკის ფარგლებში არსებული წარუმატებლობისათვის ხელმძღვანელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. განისაზღვრა მისი ინტენსივობაც _ ზედმეტი სანქცია ზღუდავს ხელმძღვანელის კრეატულობას და ხელს უშლის საწარმოს ეფექტურ მართვაში, რადგანაც რისკი (ზომიერების ფარგლებში) სწორედ, კორპორაციის საქმიანი წარმატების საწინდარია.
ამიტომ პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს პანაცეად მიჩნეული. იგი უნდა იყოს გამოყენებული როგორც უკიდურესი ღონისძიება, როცა ყველა სხვა საშუალების გამოყენების შესაძლებლობა ამოიწურება. ანუ, პარტნიორებმა პირველ ყოვლისა, საწარმოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დასან პარტნიორთა კრებაზე და იგვე გააანალიზონ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის აუცილებლობის საკითხიც. რაც შეეხება ზიანს, რაც ,,მიადგა” საწარმოს სახელმწიფო საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობით, სააპელაციო პალატას ამ შემთხვევაში უნდა ემსჯელა 1.ადგილი ჰქონდა თუ არა დამდგარ ზიანს; 2. იმ ბრალეულ მიზეზობრივ კავშირზე, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა დირექტორის მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ზიანად კერძო სამართალში განიხილება ქონებრივი დანაკლისის დადგომა. ,,ზიანი არსებობს მაშინ, როცა სახეზეა საზოგადოების ქონების შემცირება ისე, რომ იგი კომპენსირებული არ არის ქონების ნამატით”( იხ. ლადო ჭანტურია, ,, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში”, თბილისი, 2006 წელი, გვ.400). ამ მხრივ საგულისხმოა ის გარემოება, რომ შპს ტალანტის მიერ აშენებული სახლის საერთო ფართი (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი) მთლიანობაში შეადგენს 14 950 კვ.მ., რომელზეც ხარჯთაღრიცხვის მიხედვით უნდა დახარჯულიყო 1 731 191 ლარი, ფაქტიურად კი დახარჯულია დაახლოებით 1 511 180 ლარი, ესეიგი ეკონომია შეადგენს დაახლოებით 220 011 ლარს, რაც მიუთითებს დირექტორის შ. ბახტაძის, როგორც ხელმძღვანელისა და მეურნის კეთილსინდისიერებასა და ყაირათიანობაზე. აღნიშნულ დასკვნას აკეთებს აუდიტური ფირმა ,,ბაკაშვილი და კომპანია” შპს ,,ტალანტის” სამშენებლო საქმიანობის შემოწმების შედეგად( იხ. საქმე, ტ. 1. ს.ფ. 153). ესე იგი გამოდის, რომ შ. ბახტაძის, როგორც გულმოდგინე მენეჯერის გამოისობით, შპს ,,ტალანტმა” მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ააშენა პარტნიორებთან ერთად წინასწარ გათვლილი და შეთანხმებული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულ ხარჯებზე უფრო ეკონომიურად, რის შედეგადაც წარმოშობილმა ნამეტმა შეადგინა: 1 731 191 - 1 511 180 = 220 011 ლარი.
ამავე საკითხებზე შეკითხვა არ დასმულა სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტისადმი არც საექსპერტო გამოკვლევისათვის და არც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დასახელებულ ნაწილში აუდიტური ფირმა ,,ბაკაშვილი და კომპანიის” დასკვნა ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომლის გამაბათილებელი რაიმე პრეტენზია ან მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება ექსპერტიზის მიერ გაცემულ პასუხს შ. ბახტაძის მხრიდან ზიანის მიყენების განსაზღვრის თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ ერთი, ეს საკითხი განეკუთვნება წმინდა სამართლებრივი შეფასების კატეგორიას და ასეთი შეკითხვა ექსპერტს არც უნდა დასმოდა და მეორეც, თუკი დაისვა ასეთი შეკითხვა, ექსპერტს მასზე პასუხი არ უნდა გაეცა საკითხის არასაექსპერტო კომპეტენციის გამო. კვლავაც ავღნიშნავთ, რომ ,,ზიანი” _ ეს არის წმინდა იურიდული კატეგორიის ცნება, მას გააჩნია მრავალი სახესხვაობა და მისი კვალიფიკაციის სისწორე უკავშირდება კონკრეტული დავის სამართლებრივ საფუძვლებს, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
მაშასადამე, საწარმოსათვის საგადასახადო სანქციების შედეგად დაკისრებული 182.844. ლარი და 58 თეთრი კომპენსირებული იქნა სახლის მშენებლობის თვითღირებულების 220 011 ლარის შემცირებით და ნაშთად დარჩენილია კიდეც ნამეტი 220 011-182.844 = 37 167 ლარი. ამდენად, შ. ბახტაძის დირექტორობის საქმიანობის პერიოდში საწარმოს არ შეიძლებოდა მიყენებოდა ზიანი, ვინაიდან საბოლოო ჯამში საწარმოს ასეთი არ განუცდია.
ამასთანავე, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის თაობაზე მხოლოდ საგადასახადო-ადმინისტრაციული გადაწყვეტილების გამოტანა(საგადასახადო მოთხოვნა) არ გულისხმობს იმას, რომ ქონებრივი ზიანი(დანაკლისი) სახეზეა. საწარმოს, თუ არ ჩავთვლით საგადასახადო დავის დაწყებას, საგადასახდო კოდექსის შესაბამისად სრული შესაძლებლობა აქვს საგადასახადო შეთანხმებით მოახდინოს დაკისრებული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება: შემცირება, ჩათვლა, მოხსნა-გაუქმება. თუკი დავუშვებთ იმას, რომ დირექტორმა გაისტუმრა საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული თანხა, ხოლო შემდგომში მოხდა ამ დაკისრებული თანხის ოდენობის შემცირება ან მოხსნა, ნუთუ დირექტორს საწარმოს მიმართ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება უსაფუძვლო გამდიდრების ან სხვა რაიმე საფუძვლით? ანდა ასეთი მოთხოვნ რამდენად დასაშვებია? ამიტომ როდესაც საუბარი გვაქვს საბიუჯეტო ვალდებულებებზე, იგი შეიძლება მხოლოდ მაშინ გახდეს ზიანის წარმოშობის წყარო, თუკი ამ ვალდებულების შესასრულებლად საწარმო უკვე განახორციელებს შესაბამის მოქმედებებს: ხაზინაში შეიტანს ბიუჯეტის კუთვნილ შესაბამის ფულად სახსრებს და ამით დააფიქსირებს ქონებრივ დანაკლისს. საწარმოს დირექტორმა შეიძლება აანაზღაუროს მისი ბრალეული მოქმედებით საწარმოსათვის დამდგარი ზიანი(რეალური ზიანი) და არა ზიანის საფრთხე(იდეალური ზიანი), რომელიც პრაქტიკულად შეიძლება არც დადგეს. ამიტომაცაა, რომ კანონმდებელი დირექტორების მიმართ საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას რეგრესული სარჩელს უკავშირებს. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო, რადგან ზემოთმოხმობილი ვარიაციის გათვალისწინებით საპირისპირო პროცესები ხელყოფდა მხარეთა დისპოზიციურობისა და უფლებრივი თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.
ჩვენი განმარტებით, დირექტორს რომ დროულად არ გაესტუმრებია კრედიტორები(მათ შორის სამშენებლო მასალის მომწოდებელი ფირმა (შპს ,,ილპ”), საწარმოს საკრედიტო ვალდებულების შესრულების დაყოვნებისათვის მიადგებოდა უფრო მეტი ზიანი, ვიდრე წარმოშობილი სახელმწიფო საგადასახდო ვალდებულებით მიადგა. ამავე საკითხზე ექსპერტიზას გამოკვლევა არ ჩაუტარებია. არ შედარებულა კრედიტორული და საბიუჯეტო-საგადასახადო დავალიანებები, მათი ვადამოსულობა, დამდგარი და თავიდან აცილებული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტები. საქმე იმაშია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებით დადგენილი საურავი გაცილებით მაღალია, ვიდრე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას, რაც გამომდინარეობს საქმეში არსებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში დირექტორი იდგა უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, დროულად უნდა მოეხდინა უძრავი ქონების რეალიზაცია და ამით ამონაგები თანხა ერთის მხრივ მიემართა ბინის მშენებლობის დასრულებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ შეეწყვიტა ის საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა შესრულების დაყოვება მისი კუთვნილი აშენებული საცხოვრებელი ბინის თითქმის მთლიანი ნაწილის კრედიტორთა საკუთრებაში გადაცემას გამოიწვევდა. ცხადია, საწარმოს ინტერესებს უპირატესად ბინის მშენებლობის დასრულება და ამით მოგების მიღება წარმოადგენდა და არა კრედიტორთა სასარგებლოდ გადახდისუუნარო მდგომარეობაში თავის ჩაყენება. მართალია, საგადასახადო ვალდებულება უპირობოდ შესასრულებელ ვალდებულებათა კატეგორიას წარმოადგენს, მაგრამ საგადასახადო ადმინისტრირება სრულად იძლევა შესაძლებლობას ამ ვალდებულების ოპტიმალურად შესრულების ან კორექტირების. დირექტორის მოქმედება მოცემულ შემთხვევაში მაშინ იქნებოდა ბრალეულ მიზეზობრივ კავშირში საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობით დამდგარ ზიანთან, თუკი საწარმოს ხელმძღვანელი უძრავი ქონების რეალიზაციით ვერც კრედიტორების სრულად დაკმაყოფილებას შეძლებდა და ამავდროულად საბიუჯეტო ვალდებულებასაც დაუსაბუთებლად, საკუთარი უყაირათობით გაზრდიდა. ამასთან, საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, რომ დირექტორმა საწარმოს სალაროში შემოსული თანხები არამიზნობრივად გამოიყენა ან გახარჯა იმგვარად, რომ საწარმოსათვის წამგებიანი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ბინის მშენებლობა დასრულებულია. ისიც ფაქტია, რომ დირექტორმა საწარმოს კუთვნილი ფულადი სახსრები მხოლოდ ბინის მშენებლობას მოახმარა. ფაქტია, რომ თუ ბინის მშენებლობა პროექტით გათვალისწინებულ ვადაში არ დასრულდებოდა, საწარმოს წარმოეშობოდა ისეთი საკრედიტო ვალდებულებები, რაც რამდენიმეჯერ აღემატებოდა საბიუჯეტო ვალდებულებებს.
ამდენად, ზოგადად, კანონმდებლობის ყოველგვარი დარღვევა შესაძლოა არც გახდეს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მიზეზი. ლიტერატურაში გამოიყოფა სამი შემთხვევა, რომლის დროსაც მართლსაწინააღმდეგო მოქმედება(საგადასახადო სამართალდარღვევა), თუკი მან სარგებელი მოუტანა კორპორაციას, შეიძლება არ შეფასდეს კანონის დარღვევად და ხელმძღვანელს არ დაეკისროს ამის გამო ზიანის ანაზღაურების მოვალეობა. ესენია: ბუნდოვანი და სადავო სამართლებრივი მდგომარეობა; 2. ხელშეკრულების დაღვევა და 3. გამართლების საფუძვლები(უკიდურესი აუცილებლობა). მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეხევა გვაქვს მე-3 ვარიანტთან _ ანუ გადასახადების გადაუხდელობის მომენტში დირექტორის უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ყოფნას(იხ. ზემოთდასახელებული დოქტრინალური განმარტების მონოგრაფია, გვ. 396).
ამასთანავე ნიშანდობლივია, რომ შალვა ბახტაძის დირექტორობის მთელ პერიოდში( 11.11.1997წ - 04.08.2009წ) მხოლოდ ორ შემთხვევაში დაეკისრა საწარმოს ჯარიმა დეკლარაციის დროულად წარუდგენლობისათვის, რომლის შესახებაც ვიმსჯელეთ 2008 წლის 26 სექტემბრის შემაჯამებელ კრებაზე და ამავე კრებამ დირექტორის მიერ გაწეული სამეურნეო-საფინანსო საქმიანობა შეაფასა რა დამაკმაყოფილებლად, იმავდროულად არ ჩათვალა ეს ჯარიმა - 30645,60 ლარი(იხ. საქმეში ექსპერტიზის დასკვნა, დანართი #3) დირექტორის ბრალითა და დაუდევრობით გამოწვეულად, ასევე საწარმოს კუთვნილი გადასახადების დროულად გადაუხდელობის გამო საურავების (რაც საქმეში არსებული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის დანართი #3-ით ჯამში შეადგენს 152 198.98 ლარს) დარიცხვა არ არის გამოწვეული დირექტორის - შალვა ბახტაძის(რომელიც ამავე დროს წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ პირს) ბრალეულობით, რასაც აგრეთვე ადასტურებს შპს „ტალანტი“-ს პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბრის კრებაზე დირექტორის მიერ გაწეული სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის დამაკმაყოფილებლად შეფასება, შალვა ახტაძე არასოდეს არ იყო საწარმოს დებიტორი, რაც დასტურდება იმავე, ზემოთმითითებული, ექსპერტიზის დასკვნით. გამომდინარე ზემოთაღწერილი გონივრული განსჯიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულიად ტენდენციურად და უკანონოდ დამაკისრა მე(შალვა ბახტაძეს) , როგორც საწარმოს ყოფილ დირექტორს, 182844,58 ლარი. და კიდევ უფრო დიდი უკანონო მოქმედება სააპელაციო სასამართლომ ჩაიდინა მაშინ, როდესაც ჩემი დირექტორობის მთელ პერიოდში საწარმოზე დარიცხული ყველა საურავებისა და ჯარიმის ისე დამაკისრა, რომ არ გაითვალისწინა ის გარემოება,რომ სადავო გარიგების დადების დღემდე, ანუ 01.01.2004წლიდან - 29.02. 2008 წლამდე ჩათვლით, საწარმოზე დარიცხული ყველა საურავი - 70510,07 ლარი(იხ. საქმეში ექსპერტიზის დასკვნის დანართი #3 ) ჩემს მიერ იქნა გადახდილი. გარდა ამისა, რადგან სააპელაციო სასამართლომ საწარმოს მიერ შოთა მახარაძესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაში დატოვა, გასჩივრებული გადაწყვეტილებით ამ ხელშეკრულებით აღიარებული ნასყიდობის ფასიდან - 241200 ლარიდან აღიარებული დღგ - 36 793,22 ლარი და ამ გადასახადზე 2008 წლის მარტიდან 2009 წლის 04 აგვისტომდე(ანუ დირექტორობიდან ჩემს განთავისუფლებამდე) ჩათვლით პერიოდზე, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 523 კალენდარულ დღეს, დარიცხული საურავი, ანუ
36 793,22 * 0.07% * 523 დღე = 13 470 ლარი
გამომდინარე ზემოთაღწერილი გონივრული განსჯიდან, შალვა ბახტაძეზე ჯარიმა - საურავების ნაწილში შპს „ტალანტი“- ზე მიყენებული ე.წ. „ზიანის“ თანხიდან - 182844,58 ლარიდან (რომელიც უკანონოდ დამეკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მინიმუმ აღარ უნდა დაეკისრებინა შალვა ბახტაძეზე გადასახდელად ზემოთ გამოანგარიშებული საურავები მაინც , კერძოდ ,
70510,07 +13470 = 83980,07 ლარი
მაშასადამე ყველაზე უარეს შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შალვა ბახტაძეზე შესაძლო იყო დაეკისრებინა გადასახდელად ექსპერტიზის დასკვნით „ზარალად“, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ „ზიანად“ მიჩნეული თანხიდან მხოლოდ შემდეგი თანხა:
182 844,58 – 83 980,07 = 98 864,51 ლარი
და რადგან ეს თანხა - უნდა დაეკისრებინა შპს „ტალანტი“- ის სასარგებლოდ და იქედან გამომდინარე, რომ მოცემულ დავაში შპს „ტალანტი“ წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით , მას („ტალანტს“) არ გააჩნია მოთხოვნის უფლება და მას წართმეული აქვს ამ „ზიანის“ მოთხოვნის უფლების მოპოვების შესაძლებლობა, შპს „ტალანტ“- ს გაშვებული აქვს გასაჩივრების 18 - თვიანი ვადა. ამრიგად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შალვა ბახტაძისათვის ზიანი საერთოდ აღარ უნდა დაეკისრებინა.
დამატებით ასევე განვმარტავთ, რომ როდესაც საქმე იმის დადგენაზე მიდგება, კეთილსინდისიერად მოქმედებდა თუ არა დირექტორი, სასამართლო ობიექტური საზომით განსჯის ამის შესახებ – მოიქცეოდა თუ არა ასევე `ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი?". ის ფაქტი, რომ კანონმდებელი მიუთითებს პირზე, რომელიც `ანალოგიურ თანამდებობაზე" იმყოფება, მიგვანიშნებს, რომ დირექტორს ამ თანამდებობისთვის ადეკვატური ცოდნა-გამოცდილება უნდა გააჩნდეს. ის ვერ იმართლებს თავს იმით, რომ არ იცის ელემენტარული ფინანსური ჭეშმარიტებები და სინამდვილეში არ გააჩნია საჭირო უნარი და კვალიფიკაცია ამოცანების შესასრულებლად – დირექტორს, რომელსაც ხშირად მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება უხდება, ავტომატურად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, ამიტომ თუ წინასწარ იცის, რომ თანამდებობას თავს ვერ გაართმევს, უარი უნდა განაცხადოს მის დაკავებაზე. მეორე მხრივ, არ შეიძლება დირექტორს მოვთხოვოთ შეუმცდარობა და მუდმივად სწორი გადაწყვეტილებების მიღება. თუ დირექტორები დაისჯებიან გონიერების ფარგლებში მიღებული სარისკო გადაწყვეტილებებისთვის, ამით საბოლოო ჯამში აქციონერები და მთელი საზოგადოება დაზარალდება, რადგან კომპანიის ხელმძღვანელები უპირატესობას ყოველთვის კარგად გაკვალულ ბილიკზე სვლას მიანიჭებენ და თავს აარიდებენ ინოვაციურ და პროგრესულ, მაგრამ სარისკო წამოწყებებს, თუნდაც ისინი უზარმაზარი მოგების მიღების შესაძლებლობას იძლეოდეს. კომპანიის მართვის სფეროში მის ხელმძღვანელებს ხშირად მეტად რთული არჩევნის გაკეთება უხდებათ, რომლის მომგებიანობის წინასწარ განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია, თუნდაც მოგვიანებით, განვითარებული მოვლენების ფონზე ესა თუ ის მოქმედება გაუმართლებლადაც მოგვეჩვენოს. სწორედ ამიტომ, `კეთილსინდისიერების" განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ის პირობები და ინფორმაცია, რომელიც გააჩნდა პირს გადაწყვეტილების მიღების დროს და არა მოგვიანებით აღმოჩენილი ცნობები თუ ფაქტები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორებთან მიმართებაში პრინციპი `არცოდნა-არცოდვაა" ნაკლებად მოქმედებს. ესა თუ ის გადაწყვეტილება პირმა მხოლოდ მოვლენათა ყოველმხრივი შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს; ის უნდა გაეცნოს ყველა საჭირო ინფორმაციას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი შეეცადოს, ის მოიპოვოს. თავის გასამართლებლად არ გამოდგება ის, რომ დირექტორი არ გასცნობია მასალებს, რომელთა მოძიება სურვილისა და მცირედი `გულმოდგინების" გამოჩენის შემთხვევაში იოლად შეიძლებოდა, თუ მათი გათვალისწინების შემთხვევაში ჩვეულებრივი საღად მოაზროვნე პირი სულ სხვაგვარად მოიქცეოდა.
შემაჯამებლად და დამატებითაც შეიძლება ითქვას ასევე, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, მოწინააღმდეგე მხარემ დასვა საკითხი, რომ ის სადავოდ ხდის 2008წლის 29 სექტემბრის პარტნიორთა სხდომის ოქმის ნამდვილობას და უთითებს, რომ ამ ოქმზე გარდა სხდომის თავმჯდომარისა, არაა სხვა პარტნიორების ხელმოწერები, ასევე მოიკითხა ამ დოკუმენტის დედანი. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის არც 2008 წლის და არც ამჟამინდელი რედაქცია პარტნიორთა სხდომის ოქმზე ყველა პარტნიორის ხელმოწერას არ ითვალისწინებს, როგორც წესი, იგი საკუთარი ხელმოწერით უნდა დაადასტუროს სხდომის თავმჯდომარემ. ასეც რომ არ ყოფილიყო, საქმეში დევს აღნიშნული ოქმის ყველა პარტნიორისათვის დაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ბარათები, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო განხილვამდე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული კრების ოქმის ფორმა, სტრუქტურა და შინაარსი საწარმოს დირექტორის _ შალვა ბახტაძის მიერ სხდომაზე კრებსითი ანგარიშით წარდგენის ნაწილში. აღსანიშნავია, რომ ამავე ოქმს ერთვის სხვა პარტნიორების ანგარიშებიც, დადასტურებული მათივე ხელმოწერებით, რომელთა შინაარსები მოიცავენ სწორედ იმ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ირგვლივ მსჯელობას, რაც ჩვენი მხარის მიერ წარმოდგენილი სხდომის ოქმითაა გაწერილი. ასევე, საქმეში დევს საწარმოს ყველა პარტნიორის ხელმოწერილი საოქმო გადაწყვეტილების ამონაწერი, სადაც ასევე მოწონებულია დირექტორის საქმიანობა და გადაწყვეტილებები საანგარიშო პერიოდში.
მოცემული დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის ასევე ხაზს გავუსვამ შემდეგ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებსა და მტკიცებულებებს:
1. 2007 წლის 26 ივლისის პარტნიორთა სხდომის ოქმი. მოწონებულია დირექტორის ფინანსური ანგარიში. ამასთან, კრედიტორების დავალიანების დასაფარად გადაწყდა საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია. აღნიშნულ ოქმში საუბარია არა მარტო საბიუჯეტიო დავალიანების გასტუმრების, არამედ კრედიტორული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაზეც(იხ. დღის წესრიგი).
3.2008 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა სხდომის ოქმი. მოწონებულია დირექტორის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა განვლილი პერიოდისათვის, შესწავლილი იქნა ფინანსური და მატერიალური ანგარიშები, საცხოვრებელი ფართობების რეალიზაციის შედეგები. რაიმე პრეტენზია პარტნიორების მხრიდან იმის თაობაზე, რომ სხვა პირებთან ერთად შ. ბახტაძესაც გადაეცა საკუთრებაში აშენებული სახლის გარკვეული ფართი, არ გამოთქმულა. არც აღნიშნული კრების ოქმი გასაჩივრებულა მოსარჩელეების მხრიდან კანონით დადგენილ ვადაში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ისისნი დაეთანხმნენ კრებსი გადაწყვეტილებას, ხოლო ამ გადაწყვეტილებაში გამოხატული მათი ნება ნამდვილია და შედავება არ გააჩნიათ.
2.საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტი არაა უფლებამოსილი დაადგინოს კონკრეტული პირის ბრალეულობა, ბრალი იურიდიული კატეგორიაა და ბუღალტრული ექსპერტი მასზე ვერც იმსჯელებდა. შ. ბახტაძის მიერ საწარმოს სასარგებლოდ გაცემული კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოსათვის მიყენებულ ზიანად, თუ გავითვალისწინებთ იმ პერიოდში უძრავი ქონების მზარდ ფასებს. ამასთან ფასებს ადგენს ბაზარი და არა რომელიმე კონკრეტული საწარმო ან საწარმოთა გაერთიანება. ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ 2005 წლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს კანონი ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ ” და ამ სფეროში საჯარო ან/და კერძო რეგულაციები საბოლოოდ გაუქმდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 412-ის მიხედვით, (ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა) ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამასთან, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი(მუხლი 414). ექსპერტი მოცემულ შემთხვევაში ვერ დაადგენდა თუ რა ზიანი იყო დირექტორისათვის სავარაუდო და რა იყო მისი გამომწვევი უშუალო მოქმედება, ასევე როგორი იყო კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ხოლო საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების დარღვევა და დაკისრებული სანქციები შეიძლება მხოლოდ მაშინ გახდეს საწარმოსათვის დირექტორის მხრიდან ზიანი მომტანი, თუ მას გააჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ არ მომხდარიყო საგადასახადო სანქციების დაკისრება და ასეთი შედეგი თავიდან არ იქნა აცილებული(ბრალი). საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ობიექტი არის არა საწარმო, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტი. ამასთან, დაკისრებული სანქციებისგან საწარმო შეიძლება გათავისუფლდეს კიდეც, თუკი სახელმწიფო ბიუჯეტს ამით ზარალი არ მიყენებია. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადამხდელი საგადასახადო სანქციისაგან, თუ მის ქმედებას ზიანი არ მიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და, ამასთანავე, სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადამხდელის შეცდომით/არცოდნით(მოქმედი საგადასხადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი).
3. ბუღალტრული ფორმები, რაც ახლავს ბუღალტრულ ექსპერტიზას. აღნიშნული ფორმებით დგინდება შ. ბახტაძის მიერ განხორციელებული საკრედიტო შენატანების ბუღალტრული აღრიცხვიანობა და სარგებლის დარიცხვის ფაქტი. შესაბამისად ამ ანგარიშებს გაცნობილი არიან საწარმოს პარტნიორები დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშებში, რაც დგინდება საქმეში არსებული ყოველწლიური შედეგების შეფასების ოქმებით. მაშასადამე, პარტნიორების (ანუ საწარმოს მხრიდან) მოწონებული იქნა შ. ბახტაძის მიერ საწარმოსთან დადებული სესხის ხელშეკრულება, შესაბამისად მხარეებს შორის მოცემული გარიგება გახდა ნამდვილი, ხოლო სასესხო ვალდებულება _ დასაბუთებული. ის გარემოება, რომ საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, არ დგინდება შ. ბახტაძის სასარგებლოდ დარიცხული სარგებლის წარმომავლობა, ცხადია, ბუღალტრული აღრიცხვისათვის პირველად დოკუმენტს წარმოადგენს წერილობითი დოკუმენტაცია და ასეთი დოკუმენტების არარსებობამ შეიძლება გამოიწვია კიდეც საბუღალტრო საქმის წარმოებაში გარკვეული ხარვეზი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობა არ შემდგარა, მხარეთა შორის არ დადებულა, ან არ შესრულებულა გარიგება (სკ-ის მუხლი 624. სესხის ხელშეკრულების ფორმა: სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით).
4. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება შპს ,,ტალანტსა“ და შალვა ბახტაძეს შორის.
სკ-ის 114-ე მუხლის (საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა) თანახმად, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეში წარმოდგენილი პარტნიორთა კრების ოქმებიდან ირკვევა, დღის წესრიგში იდგა კრედიტორული დავალიანების გასტუმრების საკითხი და არც სადავო გამხდარა ასეთი დავალიანების ანუ საწარმოს ვალდებულების არსებოდა კრედიტორ შალვა ბახტაძის მიმართ. ხოლო თავის მხრივ პარტიორთა მიერ თანხმობა იქნა მიღწეული, რომ საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია უნდა მოხმარებოდა კრედიტორული დავალიანების გასტუმრებას. შესაბამისად, შალვა ბახტაძისათვის აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართის საკუთრებაში გადაცემა იმთავითვე ნავარაუდები და ნებაგამოხატულად უნდა ჩაითვალოდ ყველა პარტნიორის მხრიდან.
ამ ხელშეკრულების დანართში მოცემულია ყველა ის სამეწარმეო-ეკონომიკური დოკუმენტაცია, რაც პირდაპირ მიუთითებს ამ გარიგების ნამდვილობაზე. შ. ბახტაძე ამ შემთხვევაში ისევე როგორც სხვა კრედიტორების მიმართ, საკუთარი თავის მიმართაც მოქმედებდა 2007 წლის 26 ივლისის კრების გადაწყვეტილების შესაბამისად და ამის თაობაზე პარტნიორები ინფორმირებულნი იყვნენ. შალვა ბახტაძე იმ პერიოდში წარმოადგენდა საწარმოს მსხვილ კრედიტორს და თავისთავად, როდესაც კრების გადაწყვეტილებით დაისვა კრედიტორთა დავალიანების მართვისა და დაფარვის საკითხები, ამ კრედიტორებში მოიაზრებოდა შალვა ბახტაძეც, სხვა დასკვნის გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელიცაა, ვინაიდან სწორედ შალვა ბახტაძის მიერ საწარმოში შემოტანილი ფულადი სახსრებით გახდა ობიექტის მშენებლობის დაწყება და დასრულება. ფაქტია, რომ საცხოვრებელი ბინის მშენებლობა დასრულებულია და ეს შედეგი ვერ დადგებოდა თუ საწარმოში არ შემოვიდოდა და შესაბამისად არ გაიხარჯებოდა ის თანხები, რაც შ. ბახტაძის მიერ იქნა დაკრედიტებული.
5. შალვა ბახტაძის კრებითი ანგარიში 2008 წლის 26 სექტემბრის კრებაზე. მასში მოცემულია თითოეული სამოქალაქო გარიგების დასაბუთება და ჩამონათვალი, მათ შორის შ. ბახტაძესთან გაფორმებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მონაცემები, რაზეც ასევე როგორც დანართზე მითითებით აღნიშნულია ძირითად ანგარიშშიც.
6. პარტნიორთა სხვა კრების ოქმები (შ. ბახტაძის სესხთან დაკავშირებით). ფინანასური ანგარიშის მოსმენა გულისხმობს საწარმოს სამეურნეო საქმიანობის შედეგების ანალიზს, რაც აისახება ეკონომიკური საქმიანობის ცალკეულ სახეებში(ხელშეკრულებებში, შესრულებებსა და გამოქვითვებში). ასევე საქმეში მოიპოვება პარტნიორთა ცალკეული კრების ოქმები, რომლებითაც საწარმომ გადაწყვიტა მშენებლობის დასაწყებად მოიზიდოს ფულადი სახსრები, მათ შორის საბანკო კრედიტი. მოგეხსენებათ საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლის პროცენტული განაკვეთით გაიცემა და ამ ვითარებაში რა გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შალვა ბახტაძის მიერ საწარმოსათვის გამოყოფილი კრედიტი სარგებლის გარეშე უნდა ან შეიძლება ყოფილიყო. ამით დგინდება, რომ პარტნიორთა ნება სარგებლიანი კრედიტის მიღების თაობაზე იმთავითვე იქნა გამოხატული და ამასთან არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს კრედიტი რა წყაროდან იქნებოდა მიღებული. ამასთან, თუ გადავხედავთ იმ პერიოდის საბანკო-საკრედიტო პრაქტიკას, ცხადი გახდება, რომ შალვა ბახტაძის კრედიტზე დარიცხული პროცენტი საწარმოსათვის ზიანის მომტანი არ გამხდარა.
7. თავდაპირველი და შემდგომი სარჩელები და დაზუსტებები. სათანადო მოსარჩელეობასთან დაკავშირებით. ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-9 პრიმა მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს იმ დამატებითი უფლებების გამოყენების თაობაზე, რომლებიც საზოგადოებას დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს. ასეთი გადაწყვეტილება საერთო კრებას არ მიუღია. კანონის ამ დანაწესს ვერანაირად ვერ შეცვლის ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც შეეხება კონკურენციის აკრძალვის (ინტერესთა კონფლიქტის) შედეგად საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წესებს და არა დირექტორის მიმართ წარმომდგარ ყველანაირი პრეტენზიის გამოხატვის ფორმას. ამდენად, მოსარჩელეები მოცემულ შემთხვევაში დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში გამოდიან არა საწარმოს სახელით, არამედ საკუთარი სახელით, რაც დაუშვებელია. ცალკეულ პარტნიორებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლიათ დირექტორს მოსთხოვონ ზიანის ანაზღაურება, თუკი ეს ზიანი გამოწვეულია ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას(კანონის 9.5. მუხლის მე-2 აბზაცი). ხოლო მოცემული საქმეში და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია მხოლოდ შესაძლო, ჰიპოთეტურ ზიანზე და არა რეალურ ზიანზე, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი შ. ბახტაძის მიერ შპს ,,ბი ეს ჯგუფის” დაფუძნებისა და ამ საწარმოს საქმიანობით. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მასალა, რაც მიუთითებდა, რომ აღნიშნული საწარმო ეწეოდა იგივე საქმიანობას, რასაც შპს ,,ტალანტი” და ამ საქმიანობით შპს ,,ტალანტს” რაიმე სახის კონკურენციას უწევდა. არადა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ირგვლივ ნაწილობრივ დაფუძნებულია სწორედ კონკურენციის აკრძალვის პრინციპის დარღვევაზე, ხოლო ზიანის სხვა ნაწილში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება პარტნიორებს პერსონალურად არ გააჩნიათ და ამ ნაწილში მათი მოთხოვნა დაუშვებელიცაა.

Подписаться на:
Сообщения (Atom)