воскресенье, 12 июня 2011 г.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას





მოსარჩელე : ბესიკ ბრეგვაძე, პირადი ნომერი: 45001004076, მისამართი:
ვარკეთილი 3, 1 -ლი მიკრორაიონი, კორპ. 25. მე-5 სადარბაზო, ბინა 80.
წარმომადგენელი ადვოკატი რევაზ რიჟამაძე

მოპასუხეები:
1. ავთანდილ მარიამიძე, პირადი ნომერი : 35001059778
მისამართი: რუსთავი კონსტიტუციის ქ. კორ. 5 ბ. 5


2. ნონა წიწილაშვილი, პირადი ნომერი: 25001002253, მისამართი: სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის პატიმარ და მსჯავრდებულ ქალთა დაწესებულებაში შესახლებული, მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი.





გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების_ უძრავი ნივთის დაყადაღების შესახებ

დავის საგანი: ბესიკ ბრეგვაძესა და ნონა წიწილაშვილს შორის გაფორმებული გენერალური მინდობილობის ბათილად ცნობა(შეცდომით დადებული გარიგება); ნონა წიწილაშვილსა და ავთანდილ მარიამიძეს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა(თვალმაქცური გარიგება), ნონა წიწილაშვილსა და ავთანდილ მარიამიძეს შორის სესხის ხელშეკრულების დადებულად აღიარება(რეალური გარიგება), ბესიკ ბრეგვაძის ნონა წიწილაშვილსა და ავთანდილ მარიამიძეს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასულად აღიარება, ბესიკ ბრეგვაძის მიერ ნონა წიწილაშვილსა და ავთანდილ მარიამიძეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებაზე უარის თქმა.





მოგახსენებთ, რომ ბესიკ ბრეგვაძემ 2003 წელს შევიძინე საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება, ვარკეთილი-3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 15, ბინა N55. 2008 წლის 18 თებერვალს მოქ. თამარ კუჭუაშვილთან გავაფორმე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამავე პერიოდში გავემგზავრე საზღვარგარეთ. ამავე ხელშეკრულების შესრულების მიზნით კი მინდობილობა დავუტოვე ჩემს ახლობელს ნონა წიწილაშვილს, თუმცა ხელშეკრულების შესრულების პერიოდშივე საქართველოში მომიწია ჩამოსვლა და უშუალო მოქმედებებით მოვახდინე სესხის გასტუმრება და იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნითზე. ხოლო ნონა წიწილაშვილს მასზე გაცემული მინდობილობის ორივე ეგზემპლარი გამოვართვი.
2010 წლის აპრილის თვე იქნებოდა ნონა წიწილაშვილმა შემომთავაზა ჩემთვის გაურკვეველი სარგებლიან საქმეში მონაწილეობის მიღება და საამისოდ სესხის სანაცვლოდ ჩემს საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული ბინის დაგირავება. მე კატეგორიული უარი განვუცხადე ამგვარ შემოთავაზებაზე ნონა წიწილაშვილს და გავაფრთხილე, რომ ჩემს ბინას არანაირად არ შეხებოდა. ამასთან, თავის დაზღვევის მიზნით და ვინაიდან აღარ არსებობდა ნონა წიწილაშვილზე ჩემი სახელით რაიმე მოქმედების განხორციელების აუცილებლობა, თანაც საზღვარგარეთ აღარ წავსულვარ, 2010 წლის 24 მაისს შესაბამისად გავაუქმე ნონა წიწილაშვილზე გაცემული მინდობილობა. თუმცა შემდგომში, 2010 წლის 01 ოქტომბერს, განსხვავებულ ვითარებაში, ჩემი შვილის საბავშვო ბაღში შეყვანის მიზნით მისამართზე რეგისტრაციისათვის საბუთების გამზადებისას, საჯარო რეესტრის ამონაწერის ნახვისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნონა წიწილაშვილს 2010 წლის 05 მარტს უსარგებლია რა ჩემს მიერ გაცემული ზოგადი შინაარსის მინდობილობით( ჩემს მიერ მის გაუქმებამდე) და მოქ. ავთანდილ მარიამიძესთან, ჩემთან შეუთანხმებლად, 2010 წლის 05 მარტს გაუფორმებია ჩემი კუთვნილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 16 500 აშშ დოლარის ფარგლებში. საჯარო რეესტრში მოუხდენია შესაბამისი ჩანაწერის რეგისტრაცია, ხოლო ე.წ. მყიდველისგან მიღებული თანხა მოუხმარია საკუთარი საჭიროებისათვის.
მე იმავე დღეს დავუკავშირდი ჯერ ნონა წიწილაშვილს, ხოლო შემდეგ სახლში მეზობელ მამუკა კურტანიძესთან მივედი ავთანდილ მარიამიძესთან. ა. მარიამიძემ განმიცხადა, რომ თუ მინდოდა ჩემი ბინა უკან დამებრუნებინა იმ ეტაპზე უნდა გადამეხადა 24 000 აშშ დოლარი_ ანუ ნ. წიწილაშვილისათვის მის მიერ ნასესხები თანხა თავისი პროცენტებით.ხოლო თავის მხრივ, ა. მარიამიძემ იმავე დღეს _ 2010 წლის 01 ოქტომბერს ჩემი კუთვნილი ბინის საბოლოოდ დაუფლების მიზნით 14:46 საათზე შეუტანია განცხადება საჯარო რეესტრში ბინაზე საკუთრების გამოსყიდვის უფლებით შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნის შესახებ, რაც 2010 წლის 06 ოქტომბერს დაკმაყოფილდა.

მართალია, სკ-ს 185-ე მუხლი იცავს შემძენის ინტერესებს და ამ მუხლის შესაბამისად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მაგრამ სკ-ს 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვინაიდან ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ ბესიკ ბრეგვაძეს, ანუ წარმოდგენილ პირს, მას უფლება აქვს უარი თქვას 2010წ. 05 მარტის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელშეკრულებაზე და გავიდეს ხელშეკრულებიდან. სკ-ს 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ პუნქტის შესაბამისად, არ არის აუცილებელი დროის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა და ცხადია, რომ ბ. ბრეგვაძის მხრივ დამატებითი ვადის დაწესებას სადავო მითითებული ნივთის ღირებულების დაბრუნების შესახებ არავითარი შედეგი არ მოჰყვება და ხელშეკრულებიდან გასვლა დამატებითი ვადის მიცემის გარეშეც შესაძლებელია(პრაქტიკისათვის იხილეთ გადაწყვეტილება, საქმე # 3კ-313-03; 18 ივნისი, 2003 წ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/samoq2003-8-uni.pdf ).
სკ-ს 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ბ. ბრეგვაძე უფლებამოსილია გავიდეს 2010წ. 05 მარტის ხელშეკრულებიდან, რის შემდეგაც მას დაუბრუნდება თავისი ნივთი, ხოლო იგი არ არის ვალდებული დაუბრუნოს ხელშეკრულებაში მითითებული ნივთის ღირებულება მ. ბერიძეს, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ამ ნივთის ღირებულება მიღებული აქვს ბესიკ ბრეგვაძეს, რადგან იგი მიღბული აქვს ნონა წიწილაშვილს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემული დავა მიმართულია ბესიკ ბრეგვაძის მიერ კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებისკენ, რაც შეუძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე ავთანდილ მარიამიძე დავის დასრულებამდე მოახერხებს მითითებული უძრავი ნივთის მესამე პირზე გასხვისებას, რისკენაც უკევე მიმართულია კიდეც მისი მოქმედებები: ბინაზე მიჰყავს ყიდვის მსურველი კლიენტები, ახალი მესაკუთრიდან კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდება ნივთზე საკუთრების უფლების გამოთხოვა, რაც საბოლოო ჯამში შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად არსებობს მაღალი ალბათობა მოპასუხემ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით გაასხვისოს სადავო უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება, ვარკეთილი-3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 15, ბინა N55. საკადასტრო კოდი N 01.19.39.023.008.01.055.
მართალია წარმოსადგენი სარჩელი, თავისი არსით მიეკუთვნება აღიარებითი სარჩელის კატეგორიას, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის რეკომენდაციებით დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის პირობებშიც შესაძლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიიების გამოყენება. რეკომენდაციებში მითითებულია, რომ ,,სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აღიარებითი სარჩელის გამოყენების დროს ისევე შესაძლებელია, როგორც მიკუთვნებითი სარჩელის არსებობის შემთხვევაში. აღიარებითი სარჩელის დროს სამართალურთიერთობის აქტიური ცენტრი გადატანილია უფლებაზე, მხარე ითხოვს თავისი უფლების დაცვას, რათა მომავალში არ დაირღვეს ის. იმ აღიარებითი გადაწყვეტილებით, რომლითაც მხარე იძენს გარკვეული მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობას, ამდენად, მას აქვს პატივსადები მიზეზი, რომ სასამართლოს თავისი სამომავლო მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა მოსთხოვოს” (იხ.ბმული:http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/rekomend.pdf ).
ამიტომ, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტისა,
გ თ ხ ო ვ თ :
დაადოთ ყადაღა მოპასუხე ავთანდილ მარიამიძის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება, ვარკეთილი-3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 15, ბინა N55. საკადასტრო კოდი N 01.19.39.023.008.01.055.

დანართი:
1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ამჟამინდელი მდგომარეობით);
2. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება;
3. ა. მარიამიძის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე უფლების(გამოსყიდვის უფლების) შეზღუდვის მოხსნის შესახებ;
4. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2010 წლის 05 მარტამდე მდგომარეობით(მესაკუთრე ბესიკ ბრეგვაძე);
5. საჯარო რეესტრის ამონაწერი უფლების(გამოსყიდვის უფლების) შეზღუდვის აღნიშვნით;
6. საჯარო რეესტრის ამონაწერი უფლების(გამოსყიდვის უფლების) შეზღუდვის მოხსნის აღნიშვნით;
7. საჯარო რეესტრის ამონაწერი იპოთეკის აღნიშვნით;
8. საჯარო რეესტრის ამონაწერი იპოთეკის მოხსნის აღნიშვნით;
9. მინდობილობა ნონა წიწილაშვილთან;
10. ნონა წიწილაშვილთან მინდობილობის გაუქმების სანოტარო აქტი;
11. სახ. ბაჟის გადახდის ქვითრები.


განმცხადებელი : ბესიკ ბრეგვაძე
12. 06. 2011.

1 комментарий:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ОтветитьУдалить