понедельник, 20 июня 2011 г.

ადმინისტრაციული საჩივარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,
ბატონ ივანე მერაბიშვილს

ადმინისტრაციული საჩივარი


I. მონაცემები საჩივრის წარმდგენი პირის და მისი წარმომადგენლის /ასეთის არსებობის შემთხვევაში/ შესახებ.

ფიზიკური პირი
• სახელი, გვარი
• მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია გიულუპაშაევა, დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ოროზმანი
წარმომადგენელი
• სახელი, გვარი
• მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია რევაზ რიჟამაძე, მის. თბილისი, ფონიჭალა 3, კორპ. 11. ბინა 28. ტელ.: 893320933

II. მიუთითეთ იმ ტერიტორიული სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტი ან ქმედება საჩივრდება

ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება დმანისის შს სამმართველო

III. მიუთითეთ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი/ქმედება.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები (ნომერი, თარიღი) დმანისის შს რაიონული სამმართველოს 2011 წლის 16 ივნისის ,,გაფრთხილება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ”


IV. ფაქტობრივი გარემოებები


2011 წლის 16 ივნისს გიულუ პაშაევამ ჩაიბარა ამავე დღეს შედგენილი ,,გაფრთხილება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ”.

აღნიშნულ აქტში მითითებული არაა მონაცემები გაფრთხილების დროის შესახებ, უფლებამოსილი ორგანო, რომლის სახელითაც გამოიცა ეს აქტი, ტერიტორიული ერთული, სადაც მდებარეობს გამოსათხოვი უძრავი ქონება, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის _ საჯარო რეესტრის ამონაწერის ნომერი. ამასთან, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, კახრამან ალლიაზოვს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მოპოვებული აქვს საკუთრების აღიარების შესახებ განცხადებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ანდერძით მოპოვებული საკუთრების უფლება სხვა ობიექტს ეხება, ხოლო საკუთრების აღიარების მიხედვით _ სხვა საკუთრების ობიექტს(იხ. დანართი: კახრამან ალლიაზოვის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება #882011176571(20.04.2011) რეგისტრაციის შესახებ).

განცხადებაზე დართული სამკვიდრო მოწმობა კი მიუთითებს სახლის ½ ნაწილზე მემკვიდრეობით საკუთრების უფლების გადაცემას და არა მთელ სახლზე, ვინაიდან მამკვიდრებელ მეხტი ალაზოვზე მთლიან სახლზე საკუთრების უფლების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი არ შედგენილა(ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტექბიუროს ცნობა-დახასიათება და ინვენტარიზაციის აქტი). სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან თუკი მეხტი ალაზოვის ნამდვილი სახელი და გვარია მეხტინ ალლიაზოვი, შესაბამისად ასეთი სახელი და გვარის მატარებელ პირს დმანისის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ შეხებია და შეუძლებელი იყო ნოტარიუსს და საჯარო რეესტრის სამსახურს სამკვიდრო მოწმობა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაეცა სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებელი პირისათვის, მით უფრო რომ ასეთი უზუსტობის გამო უძრავი ქონების სარეგისტრაციო სამსახური მეხტინ ალლიაზოვზე საჯარო რეესტრის ამონაწერს ან რაიმე ჩანაწერს საარქივო მონაცემებში ვერ განახორციელებდა. ხოლო სასამართლოს ასეთი უსწორობა ცალკე განჩინებით არ გაუსწორებია.
ამავდროულად საკადასტო გეგმაში არაა მითითებილი საცხოვრებელი სართულის მეორე სართულის სრული სართულებრივი გეგმა, რაც არასწორად ასახავს სახლის ადგილმდებარეობას და ოთახების განლაგებას. ანუ საკადასტრო გეგმაში არაა მითითებული სახლის მეორე სართულის მე-2, მე-3 და მე-4 ოთახები(იხ. დანართი: საკადასტრო გეგმა), თუმცა მოთხოვნილია მთლიანი სახლის გამოთავისუფლება.
ამასთანავე წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება ორსართულიან სახლზე მიეკუთვნა მეხტი ალაზოვს, ხოლო მესაკუთრედ დასახელებულია კახრამან ალლიაზოვი. თუკი კახრამანი მეხტი ალაზოვის პირველი რიგის მემკვიდრეა, გაუგებარია გვარის დასახელებას შორის ამგვარი სხვადასხვაობა.

ამასთანავე ცნობისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში იმყოფება გიულუ პაშაევას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით(იხ. დანართი), რაც მიუთითებს იმაზე, რომ დმანისის რაიონული სასამართლოს გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას კანონიერი ძალის საფუძვლები გაქარწყლებული აქვს.


ამასთან განვმარტავთ, რომ გამოსათხოვი უძრავი ქონების(შენობა-ნაგებობის) ფართობი არის არა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული 239.3 კვ. მეტრი, არამედ 473 კვ. მეტრი, რაც წარმოიქმნა პერიოდულად ნაწარმოები მიშენების მეშვეობით. აგრეთვე, უძრავი ქონების ეზოში დგას შენობა-ნაგებობა(ძველი მამა-პაპეული საცხოვრებელი სახლი), რაც არ არის ასახული ამონაწერში. შესაბამისად, წარმოიშვება ეჭვი, ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობს არასათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტებით ან ამავე დოკუმენტაციის არასრული მონაცემებით.

საგულისხმოა, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს სოფლის საკომლო ნაგებობას, რომლიდანაც საჯარო რეესტრის მონაცემებით დადგენილი ფართობი სრულად შესაძლებელია გამოეყოს სხვა დაურეგისტრირებელ საცხოვრებელ ფართს და საამისოდ მიმართული გვაქვს შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური გამოკვლევისათის.

V. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი:

გაფრთხილების აქტი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს: აქტს არ გააჩნია აუცილებელი რეკვიზიტები და მასში არაა მითითებული გასაჩივრების წესი და ადგილი.
ამასთან, დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით: არ გამოუკვლევია მტკიცებულებები, არ მიუღია დაინტერესებულ პირთა ახსნა განმარტებები(მუხლი 95).

VI. მოთხოვნა

ბათილად ცნოთ დმანისის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს 2011 წლის 16 ივნისის ,,გაფრთხილება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ”


ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული დოკუმენტების ნუსხა:
1. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი(1ფ)
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება(2ფ).
3. კახრამან ალლიაზოვის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება #882011176571(20.04.2011) რეგისტრაციის შესახებ(2ფ).
4. საკადასტრო გეგმა(1ფ)




ხელმოწერა

20/06/2011

Комментариев нет:

Отправить комментарий