понедельник, 13 июня 2011 г.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,
ბატონ ივანე მერაბიშვილს


ადმინისტრაციული საჩივარი


I. მონაცემები საჩივრის წარმდგენი პირის და მისი წარმომადგენლის /ასეთის არსებობის შემთხვევაში/ შესახებ.

ფიზიკური პირი
• სახელი, გვარი
• მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია ჯემალ ძიძიშვილი
ნათელა ძიძიშვილი
თბილისი, კერესელიძის 23

წარმომადგენელი
• სახელი, გვარი
• მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია რევაზ რიჟამაძე
თბილისი, ჩაიკოვსკის 8, სართ 2.
893320933

II. მიუთითეთ იმ ტერიტორიული სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტი ან ქმედება საჩივრდება

ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება თბილისის შს მთ. სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილება

III. მიუთითეთ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი/ქმედება.

გასაჩივრებული ქმედება უძრავი ქონების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის მოქმედებები


IV. ფაქტობრივი გარემოებები

თბილისის შს მთ. სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ. მაჭარაშვილის მიერ 2011 წლის 09 მარტს გამოიცა უძრავი ქონების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის გაფრთხილების აქტი #24, რომლის საფუძველზე განხორციელდა ჯემალ ძიძიშვილისა და ნათელა ძიძიშვილის ოჯახის გამოსახლება მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ. თბილისი, კერესელიძის ქ. #23.
ამჟამად ჯემალ და ნათელა ძიძიშვილები საცხოვრებლად შევიდნენ იქვე საერთო საკუთრების ეზოში მდებარე მცირე ზომის ნაგებობაში, დროებითი თავშესაფარის სახით.
პოლიციის დასახელებული განყოფილების მხრიდან კვლავ გრძელდება აღკვეთის ღონისძიებისკენ მიმართული მოქმედებები, რაც გამოიხატება ზეპირ მოთხოვნაში, გაათავისუფლონ დასახელებული მცირე ნაგებობაც. ამასთან პოლიციის ორგანო ხელმძღვანელობს ზემოთდასახელებული გაფრთხილების აქტითა და მასში მითითებული მონაცემებით.

აღსანიშნავია, რომ გაფრთხილების აქტში არაა მითითებული გამოსათხოვი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, შესაბამისად დღემდე გაურკვეველი რჩება მეზობელთა თანასაკუთრებაში არსებული რომელი უძრავი ქონებიდან ითხოვს იგი გამოსახლებას.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების მიხედვით განმცხადებელ თინათინ გონგლაძის სახელზე ქ. თბილისი, ლესელიძის ქ. #23-ში ირიცხება ორი საკადასტრო კოდის უძრავი ქონება(იხ. დანართი). ერთი თინათინ გონგლაძის ერთპიროვნულ საკუთრებაშია აღრიცხული, ხოლო მეორე _ საზიარო საკუთრებაში მეზობლებთან: შპს მატრიქსთან და რამაზ შაველაშვილთან.
არც ერთი უძრავი ქონების ამონაწერსა და საკადასტრო გეგმაში არაა დაფიქსირებული მცირე ნაგებობა ან/და მისი ადგილმდებარეობა, ასევე გაურკვეველია, სამი მეზობლიდან რომელი პირის მიწის ნაკვეთზე დგას აღნიშნული ნაგებობა, ხოლო თუკი ჩავთვლით, რომ საზიარო მიწის ნაკვეთი გაუმიჯნავია, პოლიციის ორგანო უფლებამოსილი არაა მხოლოდ ერთი მესაკუთრის განცხადების საფუძველზე განახორციელოს საკუთრების ხელშეშლის ღონისძიება.


V. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი

საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი №747 24/05/2007

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტი №2181 25/06/1999



VI. მოთხოვნა

დაავალოთ თბილისის შს მთ. სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებას, თავი შეიკავოს ჯემალ და ნათელა ძიძიშვილების ოჯახის გამოსახლებისაგან მცირე ნაგებობიდან, მისამართზე: ქ. თბილისი, კერესელიძის ქ. #23.

VII. სხვა ორგანოები , სადაც განიხილება ან განიხილებოდა თქვენი მოთხოვნა

ჯემალ ძიძიშვილის 2011 წლის 23 მარტის #349415 ადმინისტრაციული საჩივარი შეეხებოდა ძირითადი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების საკითხს, ამჯერად ვასაჩივრებთ იმავე გაფრთხილების აქტის საფუძველზე წარმოებულ დამატებით ადმინისტრაციულ მოქმედებებს, რაც მიმართულია სხვა უძრავი ქონების გამოთავისუფლებისკენ და რაზეც არაა დადგენილი განმცხადებელ თ. გონგლაძის უფლებრივი მიმართება. ამასთან, აღნიშნული საგანი და დასახელებული საფუძვლები არ შესულა წინამორბედი ადმინისტრაციული საჩივრის დავის ფარგლებში.



VIII. ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული დოკუმენტების ნუსხა.
1. – ამონაწერები საჯარო რეესტრიდან
2. – მიწის ნაკვეთთა საკადასტრო გეგმები
3. წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოგიდგენთ ზეპირი მოსმენის სხდომაზე.


სულ: ,, 6” ფურცლად.




ხელმოწერა:

თარიღი: 12.06.2011

1 комментарий:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ОтветитьУдалить