ქ. თბილისის შს მთ. სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებას
მოქ. ელენე ჩიტუაშვილის , მცხ. ქ. თბილისი, მ. ზაზიაშვილის მე-3 შესახვ. ბინა 32.
ადვოკატ-წარმომადგენელი რევაზ რიჟამაძე, მის. ქ. თბილისი, ჩაიკოვსკის 8, მე-2 სართ.
განცხადება
წინასწარი გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ
როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. თბილისში, აღმაშენებლის ქ. #73-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით არ დაიწყო წინასწარი გამოძიება.
წინასწარი გამოძიების არდაწყებას საფუძვლად დაედო შემოწმებული მონაცემების არასრული გამოკვლევა, ჩემს მიერ მოწოდებული ფაქტობრივი გარემოებების შეუფასებლობა და საქმის მასალებში გაუთვალისწინებლობა, რამაც საერთო ჯამში შექმნა წარმოდგენა, რომ თითქოს ჩემი ქონებრივი ზიანი და პრეტენზიები მხოლოდდამხოლოდ სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენს. თქვენს ყურადღებას მივაქცევ შემდეგ არსებით ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებს:
1. მოცემული ხანძრის შემთხვევით მართალია მომადგა მატერიალური ზიანი, მაგრამ ამ სახის ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო წესით შესაძლებელია მხოლოდ დელიქტის, ანუ დანაშაულებრივი შემთხვევის დადგენის შემდეგ. სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტი წარმოადგენს ბრალეურ ქმედებას, და სანამ არ დადგინდება დანაშაულის(დელიქტის) არსებობა, მანამ არ მეძლევა უფლება სამოქალაქო წესით მოვითხოვო მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურება იმ განადგურებული ქონებისათვის, რაც ხანძრის გაჩენას მოჰგყვა შედეგად. ამიტომ თქვენს მიერ ჩემი მისამართით გამოგზავნილ წერილებში მინიშნება იმისა, რომ ხანძართან დაკავშირებით ჩემი პრეტენზიები სამოქალაქო დავის საგანია, არაა სწორი, ვინაიდან და რადგანაც ამ საკითხზე სამოქალაქო დავა დაუშვებელია მანამ, სანამ არ დადგინდება დანაშაულებრივი ფაქტი და გამოვლენილი არ იქნება დამნაშავე. სხვაგვარად სასამართლო ჩვენს სარჩელს წარმოებაში არ მიიღებს.
2. მეორე საკითხი მიეკუთვნება ქურდობის ფაქტს 2010 წლის მაისს, ბ. გორელაშვილის, თანმხლებ პირებთან ერთად უნებართვოდ შეიჭრა ჩემს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მაღაზიის ფართში და თვიუთნებურად გაიტანა მაღაზიის დახლებზე არსებული სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქცია, ასაევე ხანძრის შემდეგ ჩემი საცხოვრებელი ბინიდან გადმოტანილი და მაღაზიაში მოთავსებული პირადი-საოჯახი ნივთები: ტელევიზორი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. ასევე საკონტროლო-საკასო ელექტრონული აპარატი, რაც მაღაზიაში გაყიდული საქონლის აღრიცხვისათვის ინახებოდა.
3. როგორც ჩემთვის ცნობილია, მაღაზიის ფართის მესაკუთრე განმარტავს, რომ ჩემს ახლობელ კობა როინიშვილსა და მაღაზიის უძრავი ქონების მესაკუთრეს _ ბესიკ გორელაშვილს შორის 2009 წლის 01 ივლისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 2 წლის ვადით _ 2011 წლის 01 ივლისის ჩათვლით. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა დღესაც არ არის გასული. ანუ ამ დრომდე მე მაქვს ამ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება. თუკი მესაკუთრე მიიჩნევს, რომ ვინაიდან მე მისთვის არ გადამიხდია ბოლოდროინდელი საიჯარო ქირა, ამიტომ ჩვენს შორის საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილია, არაა სწორი, რადგანაც თუკი მივიჩნევთ რომ ხანძარი მართლაც შემთხვევით გაჩნდა, მაშინ ამავე საიჯარო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად ამგვარ სიტუაციაში, რასაც ფორს-მაჟორული მდგომარეობა ეწოდება მხარეები თავისუფლდებიან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისაგან.
4. ხოლო ბ. გორელაშვილს კიდეც რომ ჰქონოდა კანონიერი საფუძველი იჯარის ხელშეკრულები მოშლისა, იგი 3 თვეზე ადრე მაინც არ უნდა შეეწყვიტა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის თანახმად ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს 3 თვეს. ამავე კოდექსის 581-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი ვრცელდება საიჯარო ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაზეც.
ამდენად ბ. გორელაშვილს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა კ. როინიშვილისაგან მოცემული ხელშეკრულების შეწყვეტა, ვინაიდან კობა როინიშვილს გააჩნდა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის(საიჯარო ქირის გადახდა) საპატიო მიზეზი, ხოლო მეორეს მხრივ ამავე საიჯარო ხელშეკრულების 3.1. პუნქტის შესაბამისად ერთ-ერთი მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გადაცემით მხოლოდ პატივსადაბი მიზეზების გამო. ბ. გორელაშვილს ან სხვა პირებს არ დაუსახელებიათ ის პატივსადები მიზეზები, თუ რატომ ითხოვდნენ ხელშეკრულების შეწყვეტას მით უფრო რომ საპირისპიროდ ხელშეკრულების გაგრძელების პატივსადები მიზეზი სწორედ მოიჯარეს _ კობა როინიშვილს გააჩნდა ხანძრის გამო მოყენებული ზიანის გამო. მით უფრო, რომ საიჯარო ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის სადავო საკითხები უნდა გადაწყვეტილოყო მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განსახილველად უნდა გადაცემულიყო საერთო სასამართლოს ან კერძო არბიტრაჟს განსახილველად. ეს რაც შეეხებოდა ბესიკ გორელაშვილისა და სხვა პირთა მოქმედებების თვითნებურ ხასიათს, რაც არ შეესაბამება არც ხელშეკრულების პირობებს და არც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც მათი მოქმედება აშკარად დანაშაულებრივი თვითნებობის ნიშნებს შეიცავს.
5. ბ. გორელაშვილისა და სხვა პირების მხრიდან ასევე განხორცილებული იქნა კობა როინიშვილისა და ელენე ჩიტუაშვილის მოძრავი ქონების ქურდობა(ან მისი მცდელობა), როდესაც მათ ღამის საათებში მოახდინეს მაღაზიაში შეღწევა, საიდანაც ყოველგვარი ნებართვითა და კანონიერი საფუძვლის გარეშე მოახდინეს დაზარალებულთა მოძრავი ნივთების მათი მესაკუთრეებისაგან ფარულად დაუფლება. ის გარემოება, რომ თითქოს მაღაზიიდან ამ ნივთების გატანისას მათ მოახდინეს მისი აღწერა არ ამართლებს მათ ქმედებას, ვინაიდან ჯერ ერთი, გაურკვეველია რა ნივთების აღწერა გააკეთეს მათ, როგორია ეს ჩამონათვალი, შეიცავს თუ არა ეს სია ყველა ნივთს და მეორეც, გაურკვეველია, რატომ მოახდინეს ამ ნივთების მესაკუთრეებისაგან წინასწარ შეუტყობინებლად გატანა, როცა საამისიდ ყველანაირი საშუალება გააჩნდათ: იცოდნენ დაზარალებულთა საცხოვრებელი ადგილები, ტელეფონის ნომრები და სხვა რეკვიზიტები. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ბ. გორელაშვილსა და მის თანმხლებ პირებს გააჩნდათ ბოროტი განზრახვა დაუფლებოდნენ დაზარალებულთა მოძრავ ქონებას. ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედება.
6. საქმის წარმოებაზე უფლებამოსილმა პირმა გასაუბრების ოქმში არ დააფიქსირა ელენე ჩიტუაშვილის მიერ გადმოცემული არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ბ. გორელაშვილისა და სხვა პირთა დანაშაულებრივ განზრახვის შესრულებაზე. კერძოდ,
6.1. 2010 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ბესიკ გორელაშვილმა თბილისის ერთ-ერთ კაზინოში წააგო 40 000 აშშ დოლარი, რის გამოც მან ამავე პერიოდში ელენე ჩიტუაშვილს განუცხადა, რომ სურდა ამ მაღაზიის გაყიდვა, რადგან ვალს ვერ ისტუმრებდა. მან გასაყიდ ფასად დაასახელა 90 000 აშშ დოლარი. ელენე ჩიტუაშვუილმა მას შესთავაზა 80 000 აშშ დოლარი. ამ საუბრებს ესწრებოდნენ თავად ბ. გორელაშვილი და მისის ახლობელი ტარტარაშვილი. უამრავი კლიენტი მოდიოდა მაღაზიის დასათვალიერებლად, რეკლამებიც იყო გასული გაზეთ ,,სიტყვა და საქმე”-სა და ინტერნეტში. ამავე პერიოდში მაღაზიაში მოვიდნენ ჯიპის მარკის ავტომანქანით 3 კაცი, რომელთან იკითხეს ბესიკ გორელაშვილის ადგილსამყოფელი. უარის მიღების შემდეგ, იქვე ავტომანქანიდან დაურეკეს ბ. გორელაშვილს და მისგან მოითხოვდნენ ვალის გასტუმრებას და მაღაზიაში მისვლას. ასევე მას აგინებდნენ დედის მისამართით. მივხვდი, რომ ეს პირები იყვნენ იმ კაზინოს წარმომადგენლები, სადაც ფული წააგო ბ. გორელაშვილმა. შემდეგ დღეებში ბ. გორელაშვილი და მისი ახლობელი ტარტარაშვილი კატეგორიულად მთხოვდნენ მაღაზიის გათავისუფლებას. არადა იმ პერიოდში მაღაზია საკმარის შემოსავალს იძლეოდა და მისი ფუნქციონირების შეწყვეტა ძალიან წამგებიან მდგომარეობაში ჩამაყენებდა. მე მათ მაღაზიის დაცლაზე უარი განვუცხადე, რადგან ჩვენს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ვადა ჯერ ამოწურული არ იყო, ხოლო თუ ისინი ცალმხრივად შემიწყვეტდნენ ხელშეკრულებას, მაშინ ამავე ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად ჩემთვის უნდა გადაეხადათ პირგასამტეხლო 20 000 ლარის ოდენობით. ისინი ამგვარი პირობის შესრულების წინააღმდეგი წავიდნენ.
2011 წლის მარტის თვის დასაწყისიდან ისევ დაიძაბა სიტუაცია ჩემსა და ბ. გორელაშვილსა და ტარტარაშვილს შორის, რაც ჩხუბში გადაიზარდა. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა იქვე მცხოვერები და დასაქმებული პირებისათვისაც. ბ. გორელაშვილი მთხოვდა შევსულიყავი მის მდგომარეობაში და მიმეცა უფლება მაღაზიის გაყიდვის. ბოლოს მითხრა საკომპენსაციოდ 5 000 ლარს მოგცემო, რაზეც დავეთანხმე. ეს იყო მალფუჭებადი პროდუქტის საკომპენსაციო თანხა. მე მათ მხოლოდ ამ დასახელებული თანხის გადახდის შემთხვევაში დავპირდი მაღაზიის გამოთავისუფლებას. ამ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ბ. გორელაშვილი აღარ გამოჩენილა. ჩვენს შორის დავას შეესწრო მოქ. გოჩა ქარელი, გორში მცხოვრები პირი, რომელიც დასაქმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში, თუ რა თანამდებობაზე უცნობია.
შემდეგ, 2010 წლის 25 მარტს დაიწვა მაღაზია. ამ დროს მე ვცხოვრობდი აღმაშენებლის 71-ში, ხოლო მაღაზია მდებარეობდა აღმაშენებლის 73-ში. მიუხედავად ამგვარი სიახლოვისა, ჩემთან დაკავშირება არ უცდიათ ბ. გორელაშვილს და ტარტარაშვილს. ხანძრის შესახებ მე შემატყობინა ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა. უფრო მეტიც, არც შემდეგ, ხანძრის ჩაქრობის მთელი დროის მანძილზე არ გამოჩენილან ისინი.
აღსანიშნავია ის ფატიც, რომ მაღაზიაში ელ. ენერგიის ხარჯს ვიხდიდი უშუალოდ. ყოველთვის მიკვირდა რატომ მოდიოდა ამდენი გადასახადი ყოველთვიურად 300 ლარამდე.
აღმოჩნდა რომ ჩემს მაღაზიაში შემომავალ ელ. სადენზე მიერთებული ყოფილა გვერდით არსებული საცხობიც. ამდენად საცხობის დენის ხარჯსაც ფარულად მე მახდევინებდნენ. ამის შესახებ ეჭვი მივიტანე მაშინ, როცა ხანძრის შემდეგ ჩემთან სახლში მოვიდა საცხობის მცხობელი ქალბატონი, მისი ვინაობა ჩემთვის უცნობია და მითხრა, რომ ,,თელასიდან” დავალიანების გამო დენი გათიშული იყო. მე შევეკითხე ჩემი დავალიანება საცხობთან რა შუაში იყო, რაზეც ეს ქალბატონი დაიბნა და მალევე წავიდა. შემდეგ მე დავინტერესდი ამ საკითხითაც და დავადგინე, რომ საცხობს ცალკე, გამხოლოებული მრიცხველი არ ჰქონდა და მისი სადენები მიერთებული იყო მაღაზიის სადენებს. თავის მხრივ ტარტარაშვილი და მარსაგიშვილი(საცხობის მესაკუთრე) იმ საცხობის მოიჯარეებს ახდევინებდნენ დღეში 10 ლარს დენის საფასურს, ანუ თვეში 300 ლარს, მაშინ როდესაც მეორე მხერივ საცხობის დენის საფასურს ჩემდა უნებურად მე ვიხდიდი. ერთ-ერთი ასეთი მოიჯარე იყო ქალბატონი ელენე(გვარი არ ვიცი), რომლის ტელეფონია 871 010486, მის მეუღლეს ქვია ზურა. ამით ტარატარაშვილმა და მარსაგიშვილმა ერთობლივად ჩაიდინეს სხვისი ფულადი თანხების მითვისება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით.
ამასთანავე მინდა განგიცხადოთ, რომ ბ. გორელაშვილი არ არის აღრიცხული გადასახადის გადამხდელად, ჩემგან გადაცემულ საიჯარო ქირას დაბეგვრვის გარეშე ითვისებდა, ასევე სახელმწიფოს კუთვნილ გადასახებს ითვისებდა საცხობის მეპატრონე მარსაგიშვილიც.
ხანძრიდან ზუსტად ერთი თვის თავზე _ 2011 წლის 25 აპრილს ბ. გორელაშვილმა მაღაზია გაყიდა და მისი მესაკუთრე გახდა ტარტარაშვილის დედა ვარდი ბაჩალიაშვილი და მეორე ნაწილის მესაკუთრე გახდა ივანე გიორგაძე, რომელსაც მაღაზიის სხვა მხარეს ჰქონდა იჯარით აღებული მეორე საცხობი და რომელმაც იცოდა ჩემსა და ბ. გორელაშვილს შორის სადაო ურთიერთობების შესახებ.
7. როგორც ჩემთვის ცნობილია, მოცემულ საქმეზე ჩატარდა სახანძრო-საინჟინრო ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა ხანძრის გაჩენის მოკლე ჩართვის მიზეზი, რასაც ადგილი ჰქონდა მაღაზიის გვერდით საცხობში. ანუ ხანძარი გაჩნდა მაღაზიაში შემომავალ სადენზე საცხობის სადენის პრიმიტიულად მიერთების ადგილზე (მაღაზიიდან ელ. ენერგიის მოპარვის მიზნით). თავისთავად, თუკი დადგინდება, რომ ტარტარაშვილი და მარსაგიშვილი მართლაც ახდევინებდნენ საცხობის მოიჯარეებს ელ.ენერგიაში ყოველდღიურად 10 ლარს, ამდენად მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო თუ საიდან და როგორ მიეწოდებოდა ელ. ენერგია ამავე საცხობს. ამასთანავე ავღნიშნავ, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ ხანძრის კერის ადგილი, ანუ სადენების ხელოვნური გადაბმის ადგილი შეფერილი იყო შავად, რაც მათ გადაღებეს თეთრად და კარგად ეტყობოდა ახალი შეღებვის კვალი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ხანძრის გაჩენის კვალის დამალვა-განადგურებაზე. თუკი ზემოდან გადასმული საღებავის ფენა ჩამოცილდება იმ ადგილს, ხანძრის კვალი აღდგება. ამდენად იკვეთება ხანძრის გაჩენის მიზეზში ადამიანური ფაქტორი და გამოირიცხება შემთხვევითობა.
8. ამავდროულად კრიტიკულადაა დასაკითხი ტარტარაშვილი, მარსაგიშვილი და ბ. გორელაშვილი. ყველა წინაპირობა მიუთითებდა, რომ მათ უნდოდათ დაუსაბუთებლად დამეთმო იჯარით გადმოცემული მაღაზიის ფართი და ჩემი მხრიდან კომპენსაციის გარეშე უარის მიღების შემდეგ სრულად შესაძლებელია მათ გადაწყვიტეს ხანძრის ხელოვნურად გაჩენა, რომლის დასაფარავად გამოიყენეს სადენების გადაბმის ადგილი. მოახდინეს იმგვარი მანიპულაცია, რომ იგი აალებულიყო.
მათი ქმედება მოტივირებული იყო მაღალი ხარისხით: თუკი ბ. გორელაშვილი ვერ მოახდენდა მაღაზიის გაყიდვას, კაზინოს მეპატრონეები ვალის გაუსტუმრებლობის შემთხვევაში დიდ უსიამოვნებას შეამთხვევდნენ, რაც არაერთხელ უთქვამს კიდეც ჩემთვის ბ. გორელაშვილს. გორელაშვილისა და ტარტარაშვილის შემდგომი ქმედებები, ჩემს მიმართ გამოხატული აგრესიულობა აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ყველა ღონეს იხმარდნენ, რომ როგორმე გამოვეყვანე მაღაზიის ფართიდან.
ყველა ზემოაღწერილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა კი მიანიშნებს, რომ ბ. გორელაშვილისა და ტარტარაშვილი მოქმედებები არ იყო შემთხვევეითი ხასიათის, ისინი მიზანმიმართულად მოქმედებდნენ და ხანძარიც მათ გააჩინეს. სხვა ახსნას ვერ ვხედავ ვერც ხანძრის შემდგომ მათი მოქმედებების შინაარსიდანაც. ისინი არც კი შემეხმიანენ ისე გაიტანეს ჩემი საქონელი და ნივთები მაღაზიიდან. გატანის მომენტში მე დავუკავშირდი საპატრულო პოლიციას. მათ მაღაზიასთან, ნივთების გამოტანის მომენტში დააკავეს ისინი, მიიყვანეს ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, მაგრამ შემდეგ ამ განყოფილებიდან ბოროტმოქმედები დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს. ჩემთვის გაურკვეველია მიზეზი, რატომ არ დაიწყო გამოძიება ხანძრის გაჩენის, ჩემი კუთვნილი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო გზით დაუფლების, ქონების ხანძრის გაჩენის გზით განადგურების, ჩემი კუთვნილი ელ.ენერგიის დატაცებისა და ელ. ენერგიისათვის განკუთვნილი ფულადი თანხების მითვისების, სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადების დამალვის ფაქტებზე.
იმისათვის რომ სრულყოფილად იქნას გამოკვლეული ყველა ზემოთდასახელებული ფაქტები, საჭიროა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდება, თუკი საქმეზე წინასწარი გამოძიება არ დაიწყო. მხოლოდ გასაუბრების ოქმები, ზემოთდასახელებულ პირობებში, არ იძლევა საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევისა, დასაკითხი პირები, ცრუ ჩვენებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრების გაფრთხილების გარეშე, არ არიან ვალდებულები გამოძიებას მიაწოდოს სწორი მონაცემები, ასევე ვერ ჩატარდება სრულფასოვანი ექსპოერტიზა, ამოცნობა, ადგილის დათვალიერება და ა.შ. გამოძიებამ, უნდა დაათვალიეროს ყველა ის ჩემი კუთვნილი ნივთის ადგილსამყოფელი და თავად ნივთები, რომელიც გატანილ იქნა ბოროტმოქმედების მიერ. რატომ არ ინტერესდება პოლიცია, იქნებ და სიცრუეს ამბობენ გორელაშვილი და ტარტარაშვილი, ე. ჩიტუაშვილის ნივთები აღვწერეთ და ჩვენთან ინახებაო. დაათვალიერა ეს ნივთები პოლიციამ? მხოლოდ გორელაშვილისა და ტარტარაშვილის სიტყვას რატომ მიიჩნევენ სარწმუნოდ?? ნუთუ ყველა ზემოთდასახელებული გარემოებები მაინც არ უჩენს პოლიციას მათ ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის ალბათობას?
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვ დაიწყოს წინასწარი გამოძიება ყველა ზემოთდასახელებული ფაქტების საფუძველზე ქვემდებარეობის მიხედვით და საქმეზე დადგინდეს ბრალეული პირები, სხვა შემთხვევაში, კვლავაც ვიმეორებ, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ჩემს მიერ განცდილი ზიანი ვერ ანაზღაურდება და ისევ დაზარალებულად დავრჩები. თუ არ დადგინდება ხანძრის გაჩენის მიზეზი, ვერ დადგინდება ჩემსა და გორელაშვილს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება, ამავე დროს ვერ მოვითხოვ ზიანის ანაზღაურებას, რომლის ოდენობა დღითი დღე იზრდება.
პატივისცემით,
ელენე ჩიტუაშვილი
ადვოკატ-წარმომადგენელი რევაზ რიჟამაძე
20/06/2011
Გამარჯობა ყველას,
ОтветитьУдалитьეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.